Wednesday, December 23, 2009

ანემიური სიყვარული :-)

მაცივრის თავზე დგას ხილის "ვაზა",
სპეცრაზმელი კი იღიმის ნაზად,
მისი სახელი იქნება ზაზა
და ეყვარება მას გრეგორ ზამზა.
დანას აიღებს გრეგორი ხელში,
გაეჩხირება თევზის ფხა ყელში
გამოეხვევა პერანგში ძველში
და ამოურევს ტარხუნას ყველში.
"პადვალში" ჩავიდა ეხლა,
კიბეზე უმტყუნა ფეხმა,
დაგორდა, როგორც ქვევრი,
სისხლი დაღვარა ბევრი.
ნაზიკო არის ქურუმი,
პლედი აქვს შემოხურული,
პარმაღთან გდია საბრალო ზაზა,
ქურუმის გულში მიწდება ფაზა.
"ნეჟნია" ნაზი, როგორც "მაროჟნი"
და გამოხედვა აქვს მას კაროჟნის,
ზაზას წარბები აუხტა შუბლზე,
ნაზის საკინძე გაეხსნა გულზე.
ხელი მოხვია დაჭრილ ჯარისკაცს,
წამოიწია ზაზამ, გარისკა
ოფლმა დაცვარა ქალის ულვაში,
ზაზა სულ უფრო შედის მუღამში.
ამ დროს იღება სარდაფის კარი
და არენაზე გამოდის ქმარი.
მას ხელთ უპყრია პლასტმასის ქნარი,
მაგრამ არც ისე "კანფეტკა" არი.
ნაზი წამოხტა, იკრავს საკინძეს,
ჩვენი ზაზა კი ვეღარ აკინძეს,
ქმარს ქვია ბადრი, მიიწევს წინა
ქნარით დალეწა სარდაფის მინა.
ანემიური ზაზას თვალებში
გამოჩნდა ბუშტი, სავსე შარდითა,
მხდალი ყოფილა, ფიქრობს ნაზიკო
და აღარ არის ქალი დარდითა.
ბადროსმტყორცნელი, სპორტსმენი ბადრი
თავზე დაადგა უწვერულ ყმაწვილს,
ნიშანდობლივად გამოჩნდა კადრი,
ქმრის რისხვა ჩმორიკ ზაზას რომ აწვიმს.
ცოლს ცრემლს უფარავს შიფონის ჩადრი,
გაბადრულია მეუღლე ბადრი,
მშიშარა ზაზას ბადრის რომ ადრი,
ქალო, არ იცი სპორტსმენის ყადრი?!

ავტორები:
ნინო კალანდია
მარიკა კერესელიძე

Monday, November 23, 2009

ირაკლი ჩარკვიანი – თანამედროვეობის ქართველი გენიოსი

დიდი ხნის წინ, ჟურნალში ("ცისკარში" ალბათ) ირაკლი ჩარკვიანის მოთხრობები წავიკითხე. მერე მახსოვს, დავდიოდი და ყველას, აინტერესებდა თუ არა, ამ მოთხრობებზე ველაპარაკებოდი.
ის ჟურნალი დაიკარგა. მას მერე ბევრი დრო გავიდა. მოთხრობების შინაარსმა ნელ–ნელა გაფერმკრთალება დაიწყო. დამამახსოვრდა მხოლოდ ის შეგრძნება, დიდი ხნის წინანდელი – აღფრთოვანების. წერის მანერა დამამახსოვრდა – რაღაცნაირად მსუბუქი და გენიალური.
მერე იყო ირაკლის მუსიკა – მელოდიების და ტექსტების საოცარი თავსებადობა. 
მუსიკა მანამდეც იყო, ფართო მასებისთვის ნაკლებად აღსაქმელი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი იმდროინდელ თბილისში.
არ მინდა ტრაფარეტული ფრაზების ხარჯვა და შაბლონური "ხოტბის შესხმა", როგორ მუსიკას ქმნიდა ირაკლი ჩარკვიანი. არცაა საჭირო. ეს ისედაც ნათელია. მე იმის თქმა მინდა მხოლოდ, რომ მაშინ ის მოთხრობები დამეხმარნენ უფრო სწორად აღმექვა ირაკლი ჩარკვიანი და მისი მუსიკა.
მერე... მერე იყო "მშვიდი ცურვა" და აღარ იყო ირაკლი. ის შეგრძნებაც მახსოვს – სასოწარკვეთის. ლოდინის რეჟიმის დასასრულის – მის სახელთან დაკავშირებული არაფერი რომ აღარ იქნებოდა ახალი.
შევცდი.
გუშინწინ "ძველი სათამაშოების " პრეზენტაცია იყო.
დიახ, ზუსტად იმ მოთხრობების, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე.
პოზიტიური სიახლე.
ირაკლის ძველი "ახალი" მოთხრობები.
დაბადების დღე, მისი – საჩუქარი, ჩვენ.
პრეზენტაციაზე ცოტანი მოვიდნენ. გული დამწყდა.
იყიდეთ და წაიკითხეთ!
გუშინ ირაკლის დაბადების დღე იყო. და კონცერტი. კონცერტი და ქეთათო. 
"ვალსი".
სულ მეტირება ამ სიმღერაზე. სევდიანია. ოღონდ თან ენერგიული, ძლიერი.
ზაფხული მახსენდება და ზღვის ნაპირი. კენჭები... გონიოს ტრასაც.... პატარა ნანა და "სუფთა ჰაიერი" :–)
თანამედროვეობის ქართველი გენიოსი. ჩვენს გვერდზე დადიოდა და შედევრებს ქმნიდა. ადამიანი, რომელიც უკვე კლასიკად გადაიქცა.
მაინც გადავედი ტრაფარეტულ ფრაზებზე. ვერ ავცდი.
და მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ, ბოლომდე ვერ ვხვდებით, ვერ ვაცნობიერებთ.
ჯორჯ ბუშის ქუჩა გვაქვს თბილისში.  სირცხვილია. და გულდასაწყვეტი.
ძალიან ცოტა ხანს იყო ირაკლი, მაგრამ დატოვა ის, რაც ყოველთვის  აქტუალური იქნება და  არასდროს დაძველდება. 
გუშინ კონცერტი იყო... გულიანი და ნამდვილი.
ირაკლის რომ მოეწონებოდა ისეთი....


Monday, November 9, 2009

ლიტერატურული თამაში

უცებ მეგობრობის დღიური გამახსენდა :-)
გახსოვთ? სკოლაში რომ ვუვსებდით ხოლმე ერთმანეთს კლასელები:-)
ნუ, ეს უფრო სერიოზულ თემას ეხება და სიამოვნებით გავცემ ყოველ კითხვას პასუხს.

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
ავტორს დავწერ და არ ჩამოვთვლი რა წავიკითხე.
ტერი პრეტჩეტი.
ვისაც გიყვართ ფანტასტიკა, წაიკითხეთ. ისიამოვნებთ.
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
არასოდეს არ მიყვარდა ლექსების კითხვა და არც მათი დაზეპირება. ეს ალბათ ცუდია. როცა ქართულის მისაღებ გამოცდაზე, ბილეთში 4 ლექსი შემხვდა (ნუ, ისინი ვიცოდი, მეტი გზა არ მქონდა) და მოვემზადე მოსაყოლად, გია ალიბეგაშვილმა მითხრა, აბა, აბა, სტოპ. არ მინდა ეგ დაზეპირებული რაკრაკი, მომიყევი რა გაიგეო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ, რომ ყოველთვის ვგიჟდებოდი ანალიზზე. ხოდა მივიღე ხუთიანი :-) ამის მიუხედავად მაინც მყავს საყვარელი პოეტები. პირველ ადგილზე შოთაა, რუსთაველი. ცისფერყანწელები მიყვარს, განსაკუთრებით კოლაუ ნადირაძე და პაოლო იაშვილი.
ლადო ასათიანის სილაღე მაგიჟებს და სულ ვწუხვარ, ეს კაცი ასეთი ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა.
მემგონი ლიმიტს გადავაჭარბე, მაგრამ ერთსაც დავწერ და მოვრჩები - ემილი დიკინსონი. მიყვარს.
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ძალიან ძნელი დავალებაა. სამი ცოტაა. ისევ ქართველებით დავიწყებ და უკვე ვხვდები, რომ აქაც გადავაჭარბებ ლიმიტს. რა ვქნა? მაპატიეთ.
გურამ დოჩანაშვილი და ოთარ ჭილაძე, დოსტოევსკი და ზოშჩენკო, ჰემინგუეი... და ფრანსუაზა საგანი, რომელიც რა თქმა უნდა above mentioned მწერლებთან ვერ მოვა, მაგრამ მე მაინც მიყვარს.
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
მახსოვს ძალიან ბევრი ვიტირე დოსტოევსკის "Униженние и оскорбленные"-ზე. იმდენი ვიტირე, რომ ბოლოს ცხვირი გამეჭედა და ვეღარ ვსუნთაქვდი :-)
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
ზუსტად გუშინ დავცინოდი ბუვიეს "იზას". ეს იმ პერიოდში წავიკითხე, ადამიანი ყველანაირი საოცრებით რომ იტვირთავს და იბინძურებს ტვინს.
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
გურამ დოჩანაშვილს. ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
"ამ ქვეყანაში ხალხი პტივს არ სცემს დილას. მაღვიძარათი იღვიძებენ, რაც მათ ძილს ნაჯახივით აწყვეტს თავს და მაშინვე თავფეხიანად ეშვებიან ყოველდღიურობის დამღუპველ მორევში. აბა მითხარით, როგორი იქნება შემდგომი მთელი დღე, რომელიც ასეთი ძალადობის აქტით დაიწყება? რა შეიძლება დაემართოს ხალხს, რომელზეც საკუთარი მაღვიძარა ყოველდღიურად სუსტი დენის დარტყმასავით მოქმედებს? დღითი დღე ეჩვევიან ძალადობას და დღითი დღე კარგავენ სიამოვნებისთვის გემოს ჩატანების უნარს.დამიჯერეთ, დილა განსაზღვრავს და აყალიბებს ადამიანის ხასიათს".
ნაწყვეტი მილან კუნდერას რომანიდან ”გამოსათხოვარი ვალსი”
ყველაზე აქტუალური ციტატაა დღეს ჩემთვის :-)
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
"კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი".
დღესაც შემიძლია წავიკითხო და ზუსტად ისეთივე სიამოვნება მივიღო, როგორც მაშინ. კალე ბლუმკვისტი ჩემთვის იდეალური ბიჭი იყო :-) პრინციპში, გაზრდილ კალე ბლუმკვისტსაც გავაიდეალებდი ალბათ, თუ არ შეიცვლიდა ზნეს :-):-)
ვგიჟდები კალე ბლუმკვისტისნაირ ბიჭებზე :-):-)
9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
დოსტოევსკის "იდიოტის" იდიოტი, იგივე მიშკინი. მემგონი ნამეტანი ქება გამომივიდა თავის, მაგრამ მახსოვს, რომ ვკითხულობდი, ბევრი საერთო დავინახე მას და ჩემს შორის.
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არა და ვერ ვიტან ხალხს, ვინც ითვლის რამდენი წიგნი წაუკითხავს. თუმცა მე ისეთებსაც ვიცნობ, წიგნის კითხვისას რომ ითვლიან რამდენი გვერდი წაიკითხეს დღეში :-)


მოვუწოდებ თამაში განაგრძონ ცისიამ , ქეთამ და პაჭომ. უნდა "დავთაგო" ოღონდ, მაგრამ არ ვიცი როგორ ხდება ე.წ."თაგის" გაკეთება. მე ხომ გამოჩენილი ტექნოკრეტი(ნი) ვარ :-). ამიტომ ჯერჯერობით ასე დავტოვებ და მერე იქნებ მომეხმაროს ვინმე :-)

P.S. ასე კეთდება თურმე Tag-ი. რა ადვილი ყოფილა :-)
ცისია, Danke Schoen :-)

ა ბატონო, სრულყოფილად და-tag-ულები :-)

ცისია, ქეთა, პაჭო

Thursday, November 5, 2009

აბსურდი

ძილის წინ აზრების გააბსურდებაზე ვგიჟდები.
მეორე დღეს რომ იხსენებ. ან ვერ იხსენებ.
იმ დღეს თითქმის უკვე დაძინებული გამაღვიძა შეყვირებამ.
უცებ, ჩემს აბსურდულ სამყაროში ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა - ფორთოხალი :-):-):-) და აბსოლუტურად გამომაფხიზლა.
ეს არ მაწყობს.
წყნარი აბსურდი მირჩევნია, ძილს რომ არ აფრთხობს.

Wednesday, November 4, 2009

გაფრენილი წერილი

ჯერ კიდევ ძილში იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. უფრო სწორად სიზმარში ნახა. ზოლიან ქურქში გამოწყობილი მაწანწალა თვალს არ აშორებდა მძინარე ჯეიმსს.
გაღვიძებულმა განსხეულებული "სიზმარი" დაინახა და თვალები დახუჭა. სათანადოდ არ გამოვფხიზლებულვარო, გაიფიქრა.
-Jepilpilin ke ejukaan - ალაპარაკდა "სიზმარი".
ძილი გაქრა. ჯეიმსი გაოცებული უყურებდა "ზოლიან სიზმარს".
ქვიშა ცივი იყო. ცა ბინის დაბალი ჭერივით იდო სანაპიროს თავზე, წყალი ზანტად ისროდა უდღეურ ტალღებს. მზე ჩადიოდა.
-მზე... უკვე ჯეიმსისთვის გასაგებ ენაზე თქვა ზოლიანმა
-ვინ ხარ?
-მზე სპექტრული ტიპის ყვითელი ვარსკვლავია. წყალბადის, ჰელიუმის და სხვა აირებისგან შემდგარი გიგანტური, გავარვარებული სფერო.
-სად ვარ?
-მზის ზედაპირულ ფენაში, რომელსაც ფოტოსფერო ქვია, ტემპერატუტა 6000 გრადუსს აღწევს.
-სად ვარ? ნერვიულად იკითხა ჯეიმსმა და იგრძნო, როგორ უკანკალებდა მუხლები.
-ეს წყნარი ოკეანეა, Mare Pacificum, "მშვიდი ზღვა", ასე დაარქვა მაგელანმა. ეს ოკეანე მსოფლიოს....
-ვინ ხარ? ვინ ხარ? ვინ ხარ? - იმეორებდა ჯეიმსი და ისტერიულად ურტყამდა ქვიშას ხელისგულებს.
-მე ტომეინგი მქვია
-სად ვარ? საცოდავად ამოილუღლუღა
-მაჯურიში, მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში

ჯეიმს, თუ გძინავს, გიბრძანებ გაიღვიძო. ახლავე! გესმის?!
ჯეიმსს ეღვიძა.

-მზემ მოგიყვანა. მშვიდ ზღვასთან. მე შენ 20 წელი გელოდი.
ჯეიმსმა იგრძნო, როგორ გაჯერდა ოფლნარევი შიშით მისი სხეული.
-ცივა. და ცა? ცა რატომაა ასე დაბლა?
-დაღამდა. ცა ატმოსფეროს ან გარე კოსმოსის ნაწილია. მისი ზუსტი განსაზღვრა რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. ცა ზოგჯერ განმარტებულია, როგორც პლანეტის ატმოსფეროს ხშირი, აიროვანი ზონა. დღის განმავლობაში ცა ლურჯია, ჰაერის მიერ მზის შუქის მიმობნევის გამო. მზე ალამაზებს ცას. ღამით კი ვარსკვლავებით მიმოფანტულ შავ ზედაპირად ჩანს.
-ტომეინგ
-მარშალის კუნძულებზე ხარ, ჯეიმს. მზემ ამოგიყვანა ოკეანიდან
-ჯეიმს?
-ჯეიმს ბოლდი, ლონდონიდან. გაიღიმა ტომეინგმა
-შენ? შენ საიდან იცი ჩემი სახელი? მე გემით, მე, მე...
-შენი გემი აღარ არსებობს. არც არასდროს არსებობდა. შენ მზის დესპანი ხარ.
ჯეიმსმა უმწეოდ შეხედა მოხუცს.
-ჩემთან წამოდი. ცხელ ჩაის დავლევთ
-სახლი გაქვს? მაწანწალა მეგონე.
-მე ტომეინგი ვარ. ბოტანიკოსი. გვიმრის ბუნებას ვსწავლობ.

სახლი ქალაქის განაპირას იდგა. ნაცრისფერი კედლებით და ყვითელი შუქით. ცხელმა ჩაიმ და ვანილის, ოდნავ ნესტიანმა ორცხობილამ ჯეიმსი დაამშვიდა.
ოთახის შორეულ კუთხეში ჟანგისფერი ძაღლი იწვა, მოკუნტული.
-აფრენილო ძაღლო, გადი გარეთ.
ძაღლმა კუდი შეარხია
-ძალიან ჯიუტია აფრენილი ძაღლი.
გიჟია, გაიფიქრა ჯეიმსმა და შეამცივნა.
-უკვე 20 წელია ერთად ვცხოვრობთ, მის ხასიათს კი ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი. ერთმნიშვნელოვნად ინტრავერტია. პერიოდულად ციკლოთიმიის შემოტევებიც აქვს. თუმცა ვუყვარვარ. უანგაროდ.
ჯეიმსმა ვერ შეამჩნია, როდის მიეპარა უანგარო ძაღლი.
კისერთან საშინელი ტკივილი იგრძნო.
-აფრენილო ძაღლო, როგორ გაბედე. სტუმარს უკბინე. დაისჯები და ღამეს გარეთ გაათევ.
კუდამოძუებული ძაღლი შემზარავი წკმუტუნით გავარდა გარეთ.
-ვიცი, რომ წერილი შენ გაქვს. ტომეინგმა საფენი სპირტში დაასველა.
-წერილი?
-წერილი აუცილებლად დაბრუნდება უკან, აუცილებლად. ვიცი.
-მე არ მაქვს წერილი. ისიც არ ვიცი სად ვარ. ან რატომ ვარ.
-20 წელია ველოდები. იმედი არ დამიკარგავს.
-მე მსახიობი ვარ, ლონდონიდან. 20 წლის წინ 7 წლის ვიყავი. წარმოდგენა არ მაქვს რა წერილზე მელაპარაკებით.
-აფრენილი ძაღლი მიხვდა, რომ წერილის დაბრუნების დრო დადგა. ის არასოდეს ცდება. ღამე მშვიდობის. საწოლებს არ ვცნობ. იატაკზე დაიძინეთ.
ღამით რამდენჯერმე დაყნოსა ჯეიმსი აფრენილმა ძაღლმა.
აღარ უკბენია.
-სინდისი ქენჯნის. გაიფიქრა ბოლდმა და საკუთარი თავის შეეშინდა.
ოთახში ჯეიმსის სუნთქვის და ძაღლის მსუბუქი ღრენის ხმა ისმოდა.
დილით ჯეიმსს არ გაუღვიძია. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ღამით თვალი არ მოუხუჭავს.
საუზმემ მდუმარებაში ჩაიარა.
სანაპიროზე ციოდა.
აფრენილ ძაღლს ნაქსოვი ჟილეტი ეცვა, ბოტანიკოსს ზოლიანი ქურქი.
არაქათგამოცლილი ჯეიმსი ოკეანის აგრესიულ ფრინველებს იგერიებდა.
-გვიმრებმა მთელი ცხოვრება წამართვეს. ტომეინგი ოკეანეს გაჰყურებდა. - ამას არც ვნანობ. მისია იმდენად დიდია, ერთი სიცოცხლე შესაძლოა არც ეყოს.
აქოშინებული ჯეიმსი ქვიშაში ჩაჯდა.
-გვიმრა სპორებით მრავლდება, მას...
-სად გაფრინდა შენი წერილი?
-ცაში
-ადრესატი ვინ იყო?
-მზე. მან პასუხი 20 წლით დააგვიანა. ამიტომაც ანათებს მორიდებით. ჩემი რცხვენია. მე მას გვიმრებისთვის სულის შთაბერვა ვთხოვე. მან კი 20 წელი მალოდინა. დედამიწას ადამიანები ანადგურებენ. ის გვიმრებმა უნდა გადაარჩინონ. ოღონდ ამისთვის მათ სული სჭირდებათ.
მზე გადამფრენი წეროების გუნდმა დაფარა.
-მზემ შენი წერილი წეროებს გამოატანა. ვნახოთ, მოაღწევს თუ არა ის შენამდე. გავითვალოთ.
-წეროები. დაიწყო ხმადაბლა ჯეიმსმა
-მიფრინავენ. ჩახლეჩილი ხმით განაგრძო ტომეინგმა
-საით?
-შორს
-რამდენი?
-შვიდი
-ერთი
-ორი
-სამი
-ოთხი
-ხუთი
-ექვსი
-შვიდი.
წააგე. გაფრენილ წერილებს უკან ვეღარ დააბრუნებ.
ტომეინგი სევდიანად უყურებდა ბაც იისფერ ღრუბლებს.
აფრენილი ძაღლი ხელისგულს ულოკავდა ჯეიმსს.
წეროები სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ მზეს.

Wednesday, October 28, 2009

SeaZone

ახალი ქართული ფილმი - Seazone - მალე. ქართულ კინოთეატრებში.
არ დავიწყებ წინასწარ ქებას. არც სიუჟეტს მოგიყვებით.
იანვარში თვითონ წარსდგება თქვენს წინაშე და თვითონ იტყვის კარგია თუ ცუდი.
ძალიან მინდა, რომ კარგი იყოს. იმიტომ, რომ უკვე ყელში ამომივიდა ყოველი ახლადშექმნილი ქართული ფილმის ნახვის შემდეგ, უკმაყოფილების გრძნობის ვერდამალვის მდგომარეობაში ყოფნა.

Saturday, October 24, 2009

ბნელით მოცული ქვეყნიერება

ერთ-ერთ, რომ კითხოთ მთავარ გაზეთში, მუდმივი რუბრიკა აქვთ - "რას გვეტყვი მამაო" (ჯერ რა ფორმულირებაა და რატომ უნდა გითხრას რამე მამაომ გაზეთის ფურცლებიდან, თუ რამე გაინტერესებს მიდი ეკლესიაში და კითხე რაა) მკითხველები მღვდელს შეკითხვებს უსვამენ და ისიც პასუხობს.(მეტი რა გზა აქვს. წარმომიდგენია როგორ უწყალებენ გულს გაზეთის მესვეურები ყოველკვირეულად:-)).
გაზეთებს საერთოდ არ ვკითხულობ (ან რა წასაკითხია, ჯოჯოხეთის მაშხალების თავშეყრის ადგილადაა ქცეული ჩვენი ბეჭდური მედია. თუ ბეჭდვითი მედია? რომელია სწორი?), სრულიად შემთხვევით წავაწყდი ზემოთხსენებულ რუბრიკას, უფრო სწორად წააწყდნენ და ხმამაღლა წაიკითხეს.
დავინტერესდი, ეს იუმორისტულ გვერდად მოიაზრება თუ სერიოზულად უსვამს ხალხი მღვდელს ასეთ კითხვებს.
თუმცა ჩემი გაოგნება სერიოზულმა ისტერიკამ შეცვალა, მას შემდეგ რაც სამღვდელო პირის პასუხები მოვისმინე, რომელიც ბნელით მოცულ მკითხველებს, აშკარად შეწუხებული, იუმორნარევი ნერვების გლეჯით პასუხობს. მართლა უსინდისობა იქნება რამოდენიმე კითხვა-პასუხი მაინც რომ არ გამოვიტანო კიბერ სააშკარაოზე.

მოემზადეთ :-)

შეკითხვა:
ეზოში გვიდგას პალმა. გვეუბნებიან, რომ პალმას შეუძლია უბედურების მოტანა. რამდენად სწორია ეს?

პასუხი:
თუ ეს მოსაზრება სწორი იქნებოდა, ხმელთაშუა ზღვის, აფრიკის, ჩრდილო თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები გაუბედურებულნი უნდა ყოფილიყვნენ. ეს სისულელეა და ცრურწმენის კატეგორიაში მოაზრება.

შეკითხვა:
გამიგონია, რომ ქელეხის სუფრიდან არ შეიძლება ადგომა, ვიდრე შილაფლავს არ შემოიტანენ. რამდენად მართებულია ეს წესი?

პასუხი:
ეს იმდენად საჭირბოროტო წესია, რომ იმაზეა დამოკიდებული,რამდენ კოვზს გადაიღებთ შილაფლავისას - კენტს, თუ ლუწს. ხო, მართლა - ქელეხში კენტი უნდა გადაიღოთ! კიდევ გამიგია, რომ შილა, ეს პანღურიაო და ამის შემდეგ უნდა წახვიდეო - ე.ი. არ უნდა ხალხს წასვლა და უნდა წახვიდე. თქვენ კი პირიქით, დარჩენა არ გინდათ და თუ არ გინდათ დარჩენა ნუ დარჩებით. ოღონდ, ქელეხში კი არა, სიბნელეში,სარწმუნოებრივ სიბნელეში. თქვენ თუ ეს ყველაფერი სარწმუნოება გგონიათ, მაშინ არაფერი გეშველებათ. რაღაც სულელური წესებით ინტერესდებით, რომლებიც არაფერს ნიშნავს და მთავარი არ გაინტერესებთ, თუნდაც ის, თუ როგორ წარსდგებით უფლის წინაშე.


მოკლედ, ვინმეს პალმა თუ გაქვთ ეზოში, კარგად დაფიქრდით, ღირს კი მისთვის წყლის დასხმა და გახარება? ერთი უცხოური პრესა უნდა გადავიკითხო, პალმოსანი ქვეყნები ხომ კარგად არიან? :-)

Wednesday, October 21, 2009

********

მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა შექმნეს ჩემგან, არამედ ის, მე თვითონ რა გავაკეთე მისგან, რაც ჩემგან შექმნეს.
ჟან პოლ სარტრი

ვეთანხმები ჟან პოლს :-)

Tuesday, September 15, 2009

მე ვარ ქართველი, ესე იგი ევროპელი :-)

ამ ბოლო დროს მე და ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად ვიხსენებთ 90-იან, შავ-ბნელ წლებს და სულ გვიკვირს როგორ გავუძელით.
რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ ბლოკნოტს ვათვალიერებდი და ერთი იმდროინდელი ჩანაწერი ვიპოვე. გადავწყვიტე აქაც დავდო და 90-იანი წლების კვირეული ამ მოთხრობით (თუ რაც ქვია, არ ვიცი) დავასრულო.
მაშ ასე:


მე ვარ ქართველი, ესე იგი ევროპელი
დიდი ხნის ორჭოფობის და ვნებათაღელვის შემდეგ (რომელიც ძირითადად ბილეთის ფულის შოვნასთან იყო დაკავშირებული), მეგობრებთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში წავედი.
თეატრის ფოიეშივე მომესპო იმედი(პრინციპში, რატომ მქონდა იმედი, ეგეც გასაკვირია), რომ პალტოს გარდერობში დავტოვებდი და როგორც ცივილიზებულ ადამიანს შეეფერება, პროგრამით ხელში, უხელთათმანებოდ დავჯდებოდი პარტერში, ჩემთვის განკუთვნილ სკამზე.
10 წუთიანი ფუსფუსის შემდეგ, სპექტაკლი დაიწყო. ხელ-ფეხგალურჯებული მსახიობები თავს ძალას ატანდნენ, რომ ტოლსტოისეულ "ანა კარენინაში" უნებლიე ცვლილებები არ შეეტანათ, თუმცა მათი დიდი მცდელობის მიუხედავად, თავმომწონე ვრონსკის ხშირად ებმოდა ენა, სილამაზით განთქმული კიწი კი პარკინსონიანივით კანკალებდა.
პირველი მოქმედების დასრულებას თითქმის აღარაფერი აკლდა, როცა უცებ რაღაცამ გაიტკაცუნა და დარბაზში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. გავიფიქრე, ალბათ რეჟისორმა სცენარი სპეცეფექტებით გაათანამდეროვა თქო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ დარბაზის ჩაბნელების მიზეზი აბსოლუტურად ბანალური იყო - ქალაქში შუქი ჩაქრა.
45 წუთიანი პაუზის დროს, წინა რიგში მჯდომმა თბილისური "ბომონდის" თვალსაჩინო და დაფასებულმა წარმომადგენელმა, მეგობრის დახმარებით სპექტაკლის შინაარსი ასე თუ ისე გაარკვია, ოღონდ დაჟინებით მოითხოვდა ფინალი არ მოეყოლათ, რადგან შემდეგი მოქმედების ნახვის ინტერესს დაკარგავდა :–))
როგორც იქნა სცენა განათდა და ამის შემდეგ ტექნიკურ შეფერხებებს ადგილი აღარ ქონია.
სპექტაკლის ბოლოს, მსახიობების გმირობით აღტაცებულს მინდოდა ტაში დამეკრა და ამით გამომეხატა ჩემი მათდამი პატივისცემა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ხელები სიცივისგან დამბუჟებოდა და საერთოდ აღარ მემორჩილებოდა.
ქუჩაში კმაყოფილები გამოვედით (თეატრში ვიყავით მაინც) და ჩვენ-ჩვენი სამარშრუტო ტაქსების მოლოდინში გადავწყიტეთ ცოტა ფეხით გაგვესეირნა. თუმცა ამ სეირნობას კინაღამ გადავყევი - სიბნელეში (ქუჩის ლამპიონებს არც შუქის მოსვლამ უშველა) საკანალიზაციო თავახდილი ჭა ვერ შევამჩნიე და რომ არა ჩემი მეგობრის უსწრაფესი რეაქცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილება იმ ღამეს ერთით მეტ ავადმყოფს გაატარებდა რეგისტრაციაში(ან არც გაატარებდა).
აშკარა ხიფათს გადარჩენილმა, სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და გაჭირვებით დავჯექი მძღოლის უკან. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჩექმები თვალსა და ხელს შუა ტალახის წინწკლებით იფარებოდა. უკვე შეშინებული ვფიქრობდი, ალბათ ასე იწყება ჰალუცინაციები თქო, რომ უცბად ჩემს გვერდით მჯდომი ქალის უკმაყოფილო ხმა მომესმა - ნუთუ არ შეიძლება ძირგავარდნილი ტრანსპორტით მაინც არ ვიმგზავროთ, ბოლოსდაბოლოს ადამიანები ვართ, ცხოველები ხომ არაო და შვებით ამოვისუნთქე :–))
სახლში ოჯახური "იდილია" დამხვდა. ყველანი მაგიდას შემოსხდომოდნენ და მხრჩოლავი ლამპის შუქზე გაცხარებულები ავსებდნენ კროსვორდს. ოთახში შესვლა ვერ მოვასწარი, რომ დედაჩემმა მაშინვე კითხვა დამისვა - ევროპის სახელმწიფო, 10 ასოსგან შედგება, მესამეა - ქ. ვერაფრით ვერ გავიხსენეთ, იქნებ დაგვეხმარო.
დავფიქრდი....
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ნელა, დამარცვლით ვთქვი და გამეცინა - რა დაგემართათ, ჩვენ ხომ ევროპელები ვართ !

Monday, September 14, 2009

არა-კი :-)

არაკი რაა, არაკი მე დავარქვი, თორემ ისე პამფლეტია. ნუ, ერქვას ოფიციალურად არაკი, ადრესატმა თავი შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნოს :-) საარაკო ადამიანია მაინც. თვითონ ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში.
კაცი იგავზე უარს ამბობდეს და არაკს ითხოვდეს, პირველად ვნახე :-)
საარაკო ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფერმაა. ტავტოლოგია რომ არ გამომივიდეს, ფერმას ხანდახან კოლმეურნეობით ჩავანაცვლებ ხოლმე და ნურავინ მიწყენს :-)
ხოდაა, ადამიანი კია საარაკო (როგორც თვითონ ამბობს), მაგრამ ფერმაზე იგივეს ვერ იტყვი - იავარქმნილი და ათასი ჯურის წვრილ-მსხვილფეხა საქონლის თავშესაფარია, ორიოდე თავჩაქინდრული ყვავილით, ქვის გაუგებარი ჯებირებით და სრულიად უადგილოდ აღმოცენებული ფიჭვნარით, რომელსაც გვერდს ამაყად უმშვენებს ბანანის, მანგოს და ქოქოსის დახუნძლული ხეები. კოლმეურნეობის ბილიკებზე გრაციოზულად დასეირნობენ თავმომწონე ლამები და ზემოდან დაჰყურებენ ცხოვრებისგან ისედაც გატანჯულ ვირებს და ვარიებს.
ვინმე თუ გამოიცნობს რომელ სარტყელში მდებარეობს უცნაურობით განთქმული ეს საარაკო ფერმა, დაჯილდოვდება ზემოთხსენებულ კოლმეურნეობაში მოწეული მოსავლით :-):-)ნუ, ერთ ჯამ მანგოს მაინც გამოიმეტებს ალბათ ფერმერი, საქვეყნოდ თავს არ მოიჭრის და წუწურაქობაში თავს არავის დაადანაშაულებინებს.
ისე, კრიჟანობას ნამდვილად ვერ დასწამებ, უყვარს საჩუქრების დარიგება :-)
ხოდა, რატომ დავიწყე ამ ყველაფრის წერა? მე ხომ საარაკო კოლმეურნის წარდგენა მინდოდა თქვენთვის? ისე, არაკს ბოლოში მორალი ჭირდება, არა? მგონი კი. თუ ასეა, უნდა ვეცადო და მორალის დამცველად ფერმის ბინადარი რომელიმე ცხოველი ან ფრინველი გამოვიყვანო :-)
რას იტყვით ეს ფუნქცია ინდაურმა რომ იკისროს? ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება ამის შემდეგ ერთხელაც არ იყოს არაკში ინდაურის ხსენება,მაგრამ ის მაინც იქნება ფერმის სახე, ფერმის მორალისტი და საერთოდაც, ომბუდსმენი.
ისე, საინტერესოა რა ქვია ცხოველთა და ფრინველთა უფლებების დამცველს? მოდი, ჩვენს არაკში მას პირობითად Ace Ventura დავარქვათ. ანუ, სადაც Ace Ventura შეგხვდებათ, იგულისხმეთ ინდაური :-) ესეც ტავტოლოგიის პრევენციის ამბავში :-)
ხედავთ როგორ ვიზღვევ თავს? ისე, საარაკო კოლმეურნეს თავის დროზე რომ დაეზღვია თავისი მამულები, იქნებ აღარ დაეკარგა ასიათასობით დოლარი, ახლა რომ მისტირის. ამ დოლარებით იქნებ კოხინორის ფანქრების კომპლექტიც შეეძინა, ჩამომჯდარიყო მეურნეობის მყუდრო საქათმის წინ და ეხატა.
ერთგულმა ლამამ კი შესთავაზა Imedi L-ში მისვლა, მაგრამ თავმომწონე ფერმერმა ყური არ ათხოვა.
აი მორალის ჩანართიც - "ყური ათხოვეთ ლამებს, მათაც შეუძლიათ უპრიანი რჩევების მოცემა".
სხვათა შორის, Ace Ventura-ც შეფიქრიანდა - აქ ლამას სიტყვას ჩალის ფასი აქვსო.
სად წავიდეს ace-ი? ვისთან იჩივლოს? ფერმერის დიქტატურის თმენა უკვე შეუძლებელია. გაანიავა კოლმეურნეობის ქონება, კაპიკებზე ამუშავებს მუშახელს. იმ დღეს მოწიფული ციყვი სამსახურში არ მიიღო -ასაკი ხელს აღარ გიწყობსო. არადა, სულ ახლახანს გადააბიჯა საბრალომ 50-ს.
ცხოველთა დამცველმა საჩივარი Animal planet-ში გადააგზავნა. და საერთოდ, როდის უნდა მიიღონ ფერმა National Geografic-ის რიგებში, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ეს Animal Planet-იც მარტო დაპირებებშია მაგარი.
- ეეჰ, შენი გულისთვის არავინ შეიწუხებს თავს;
-აბა რაა, Animal Planet-ი ჩვენი გულისთვის საარაკო ფერმერის მტრებს დაუპირისპირდება?
-დაუპირისპირდება და კაი ჩიტსაც დაიჭერს.
-ეგ ჩვენი National Geografic-ში გამშვებია? ბევრს თუ ილაპარაკებს Animal Planet-ი, შეუწყვეტენ ყავის და კვახის მიწოდებას და დარჩებიან ზამთარში მშიერ-მწყურვალები.
გამწარებულ ცხოველებს შორის გამართულ ამგვარ დიალოგებს ხშირად მოისმენთ საარაკო ფერმერის მამულებში.
სულეიმან დი ფერმა კი განაგრძობს ახალ-ახალი შენობების საზეიმოდ გახსნას. იმ დღესაც გაღიმებულმა გაჭრა წითელი ლენტი და დამსწრე საზოგადოებას ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სამუშაო იარაღების შესანახი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლა ამცნო. ერთგული ცხვრები დიდხანს უკრავდნენ ტაშს. ცხვარი მაინც ყველგან ცხვარია. ერიდებიან ექსცესებს. ჩვეული გულგრილობით მიირთმევენ ბალახს და მომავალზე ფიქრით თავს დიდად არ იწუხებენ. ბალახი თავზე საყრელად აქვთ და რას დაგიდევენ ფაუნის დამცველი ინდაურის ფაფხურს.
ისე, როგორც ჩანს ჩვენს Ace Ventura-ს არ გაუგია ძველი რუსული ანდაზა - "индюк думал, в суп попал"-ო. თუმცა, არავინ იცის რა ურჩევნია Ace-ს, დამცირებული ყოფა თუ დი ფერმას სუპის ქვაბში მოხვედრა. იქნებ ამით მომავალი თაობები მაინც გადაარჩინოს. მაგრამ შანსი იმისა, რომ მისი შვილიშვილები მაინც ეღირსებიან National Geografic-ში შესვლას, ძალიან მცირეა. ჯერ-ჯერობით ვერცერთმა პოსტ საკოლმეურნეო ფერმამ ამას ვერ მიაღწია.
სუპის ქვაბში ალბათ არა (უნდა აღინიშნოს, რომ სულეიმან დი ფერმა მთლად სისხლისმსმელიც არაა. მეტსაც გეტყვით, სენსიტიური ბუნების ადამიანია და საკმაოდ კარგ ფოტოებსაც იღებს), მაგრამ ინდაური შესაძლოა კეთილმოწყობილი საქათმის ბნელ, გისოსებიან კუთხეში მოხვდეს პოლიტპატიმრის სტატუსით. მერე მემუარებსაც დაწერს ალბათ. აბა იქ სხვა რა საქმე ექნება?! მის ჩანაწერებს შთამომავლობა ათეული წლების შემდეგ ალბათ წიგნადაც გამოსცემს.
მანამდე კი.... მანამდე დი ფერმა კვლავ ინებივრებს პალმის ჩრდილქვეშ, ნაჩუქარი კოხინორის ფანქრებით დახატავს, ფოტოებს გადაიღებს, ფერმაში მრავლად ჩასახლებული ჩინელი ჭიანჭველებისგან მორთმეულ ბრინჯს გასინჯავს და იაპონურ საკეს დააყოლებს კმაყოფილი. ბოლოს ალბათ ფერმის აღორძინებაზეც იზრუნებს, თუ რა თქმა უნდა მანამდე ერთგული ცხვრები არ განუდგნენ.
პერიოდულად მეზობელ კოლმეურნეობებს გააქილიკებს და თავისი ფერმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრებს მოკავშირე ზღარბებთან, რომლებიც ჯერ არ არსებობენ, მაგრამ გამოჩნდებიან მოგვიანებით.
რაც შეეხება არაკის მორალს:
ინდაურის მოთმინებასაც აქვს საზღვარი, თუმცა მოთმინების დაკარგვით შესაძლოა სუპის ქვაბში თუ არა, საქათმის საკანში მაინც აღმოჩნდე. თუმცა ყოველი თუ არა, უმრავლესი პოლიტპატიმრის ოცნება ეროვნული გმირობაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთს უმართლებს კიდეც.
ვნახოთ, შერაცხავს თუ არა გმირად Ace Ventura-დ წოდებულ ინდაურს მადლიერი შთამომავლობა :-)

Friday, August 14, 2009

Google :-)






გაგრძელება იქნება :-)

მწვანე შემოდგომა თბილისში

წარმოდგენა არ მაქვს რის დაწერას ვაპირებ.
ბობი მაკფერინს ვუსმენ. Hush little baby :-)
მგონია, რომ ზაფხული უკვე დიდი ხანია გავიდა და გვიანი შემოდგომა დადგა. უბრალოდ, ფოთლებს გაყვითლება დაავიწყდათ.
მწვანე შემოდგომაა თბილისში.
გლობალური დათბობა აღარ ხუმრობს. ისე, ამ პრინციპით შეიძლება ზამთარში დაცხეს,არა? :-)
ორშაბათიდან სამსახური..... მთელი თვე შვებულება, თუ იძულებით დასვენება, რა ვიცი, რა დავარქვა. წამოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ წამოვედი. დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ დავბრუნდი. საოცრად ლოგიკური ჯაჭვია :-):-) თუმცა, კარგად თუ გაერკვევი საქმის არსში, ლოგიკას იპოვი.
ისე, ზღვაზე იგრძნობოდა ზაფხული.
სასიამოვნო წყალი, კამერა, პარეო, შეზლონგი, ბუნგალო , სიცილი. ბევრი სიცილი. და მზე. თითქმის ყოველ საღამოს ვიღებდი ფოტოს, როგორ ჩადიოდა მზე, როგორ წითლდებოდა ბილიკი წყალზე, როგორ უერთდებოდა ჰორიზონტი ზღვას. ვუყურებდი ბაც იისფერ, გამჭვირვალე ღრუბლებს. მაგრამ ბოლოს ყველა ფოტო წავშალე. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ლამაზია, მზის ჩასვლა ფოტოზე იმდენად ბანალური გამოდის, რომ მე ყოველთვის მირჩევნია ვუყურო როგორ ჩავიდა მზე ზღვაში, ვიდრე სურათი ვნახო. ასეთ ფოტოებს რომ ვუყურებ, მზე მიუფასურდება თითქოს :-)
ჯონი კეში "One"–ს მღერის. გარეთ ისევ იღრუბლება.
მენატრება ბანალური პეიზაჟი - როგორ ყლაპავს ზღვა ცეცხლისფერ მზეს.

Sunday, August 2, 2009

diluted


სად მთავრდება ზღვა და სად იწყება ცა?
მე განვზავდი იისფერ ბურუსში, სადღაც, ცის და ზღვის გასაყარზე............ :-)

აფრიკა on my mind :-)




А в Африке,
А в Африке,
На чёрной Лимпопо,
Сидит и плачет
В Африке
Печальный Гиппопо.
Он в Африке, он в Африке
Под пальмою сидит
И на море из Африки
Без отдыха глядит.....

თითქოს ბანალური ფოტოები დავდე, მაგრამ მინდა, ძალიან მინდა ჩემი თვალით ვნახო თუნდაც ეს ბანალური ხე, აფრიკის ნებისმიერ პეიზაჟს რომ ამშვენებს, როგორც წესი. მინდა შევიგრძნო როგორ ამოდის მზე. მინდა დავინახო ყველა ის საოცარი ფერი, ჯადოსნურ ზღაპარს რომ გაგონებს. მინდა მოვყვე კოკისპირულ წვიმაში, მინდა ძილის წინ ვუყურო ჩრდილებს მთებზე. მინდა რეალურად განვიცადო შიში. შიში ყველაფრის მიმართ რაც იქაა, სხვა ცივილიზაციაში და აბსოლუტურად სხვა პლანეტაზე. შიში, რომელიც ვერ დაძლევს სიამოვნებას. ამაში დარწმუნებული ვარ.
მინდა აფრიკაში.
იმედი მაქვს ოდესმე მოვახერხებ ეს ყველაფერი მართლა განვიცადო... იქ, სადაც მოწყენილი ჰიპოპოტამი პალმის ქვეშ ზის :-):-):-)

ერთი, Ace Ventura-ს დაანახა ეს ქალი :-):-):-)

Saturday, August 1, 2009

Happy Summer



არ ვიცი ოღონდ, რამდენად Happy აღმოჩნდა ჩემთვის ეს ზაფხული.
ამას ალბათ შემოდგომა მიჩვენებს :-):-)
ჯერ-ჯერობით კი ცხელი ზაფხულია, პერიოდულად გრილი საღამოებით, ბევრი ნაყინით, საზამთროთი და მეგობრებით, წიგნებით, მუსიკით, ღამე გვიან დაძინებით და დილას რატომღაც ადრე გაღვიძებით (ამოუხსნელია ჩემთვის, რატომ მეღვიძება დილას ადრე, მაშინ როცა სამსახურში წასასვლელი არ ვარ ),ყავით, სიგარეტით, სეირნობით,სტუმრად სიარულით , დროის არ დათვლით... მაგრამ ამავე დროს გაურკვევლობით და ბევრი კითხვის ნიშნით. ზაფხული, რომელმაც ბევრი რამ გადააფასა ჩემს ცნობიერებაში. ზაფხული, რომელიც ჭკუას მასწავლის მომავალში (იმედია :-):-)).
თუმცა დღეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩავისუნთავ რამდენიმე დღეში მარილიანი ზღვის სურნელს და როგორ გავიკვლევ გზას ტალღებში ჩემი საამაყო კამერით :-):-)
მერე კი... მერე შემოდგომა მოვა. ბევრი ფერით. მდიდარი და რაღაცნაირად რბილი.
ისე, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, არა? ასე არ ამბობენ ხოლმე ანდაზების მოყვარულები? :-)
ხოდა, მეც შევეცდები, წიწილები შემოდგომაზე დავითვალო.
წინ შაბიამნისფერი ზღვაა და ... წიწილები :-):-):-)

Thursday, July 23, 2009

Julian Lennon

მართალია მამას ვერ შეედრება, მაგრამ რაღაცნაირი სასიამოვნო ხმა აქვს და სიმღერაც კარგია :-)

">

Thursday, July 2, 2009

ლადო ასათიანი

წაიკითხეთ გთხოვთ. ყოველი სიტყვა წაიკითხეთ.
როგორი ლაღია, როგორი იუმორი აქვს, როგორ უყვარს ცხოვრება.
მისი უბრალო ჩანაწერებიც შედევრებია.
და რატომ იცოცხლა ამ კაცმა 27 წელი?
წაიკითხეთ.... არ დაგეზაროთ

ჩანაწერები - ლადო ასათიანი

*** ერთი არჩეული პოეტი არა მყავს. ყეელაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე „ოდისეამ“ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსი ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები. ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!
*** ქვეყნად ვეძებდი სამოთხეს, სამხრეთისაკენ ედემსა, ეფრატის გაღმა გავხედე გადახრუკულსა ქედებსა, - ეს სამი გა-გა-გა და ექვსი სა-სა-სა-სა-სა-სა - რუსთაველისად ჟღერს სტრიქონებში; კაი ოსტატი იყო სწორედ ჩვენი მოხუცი რაფიელი.
*** ქართველი გლეხი. ნამდვილი გლეხი. კარგად ვიცნობ იმერელ გლეხს, ლეჩხუმელს, მეგრელს, გურულსა და რაჭველს... ქართლელსა და კახელს -უფრო წიგნებით. პრუდონი ამბობდა: მე მყავს 14 წინაპარი გლეხთა შთამომავლობა. დამისახელეთ თუნდ ერთი ოჯახი, რომელსაც ამაზე უფრო კეთილშობილი წინაპრები ჰყავდაო.
*** დიდუბის საავადმყოფოში ვინახულეთ ახალგაზრდა პოეტი ვასო ლომიძე, - ვლადიმერ უბილავამ წაგვიყვანა. სანთელივით ჩამომდნარს, სახეზე მიწის ფერი ედო. სიცხისაგან ისედაც გათანგული, ცხელ ქვეშაგებში იწვა და სქელ ლეიბზე კიდევ ცხვრის ტყაპუჭი ეგო: მცივაო, შემოგვჩივლა, - არაფრით არ იქნა ჩემი გათბობაო. გათხელებული, გამჭვირვალე ცხვირი... ჩამოღვენთილი თითები! ჩვენთან საუბარი უნდოდა, მაგრამ სიტყვის თქმა უჭირდა. რედაქციიდან გამოგზავნილი ფული გადავეცით და, გარეთ რომ გამოვედით, ბაღში გაზაფხული იყო, ალუჩები ჰყვაოდნენ... ის კი ჭლექით კვდებოდა.
*** ერთმა კრიტიკოსმა (კიდევ ერთმა!) ჩემი პოემა „კოლხიდა“ გააბიაბრუა. არ ღირდა ამ პოემაზე კალმის წვერის დაღლა, მელნის დახარჯვა, თოვლივით ქათქათა ქაღალდის დასვრა... ამდენიც არაფერია ის პოემაო... ამის შემდეგ, იქნებ, გვეღირსოს და ტალახიდან ამოგვიყვანოს მსგავს კრიტიკოსთა სიმძლავრემ, მათმა დიდებამ და მათმა სიქველემ!
*** შალვა დადიანმა მიიღო ლენინის ორდენი. მივულოცეთ ახალგაზრდებმა ბინაზე - თერთმეტსართულიან შენობაში; ვიყავით: ლადო ავალიანი, რევაზ მარგიანი, გიორგი კალანდაძე, ალეკო შენგელია, ალიოშა საჯაია, ანდრო თევზაძე, შალვა ამისულაშვილი და მე. „შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა“, უხაროდა. თმაშევერცხლილი მწერალი დინჯად უჯდა მაგიდას და დიდხანს გვესაუბრა. ჩვენი შეხვედრა კინო-ქრონიკაში გადაიღეს და უჩვენებდნენ კიდეც სრულმეტრაჟიანი ფილმების ბოლოს: დინჯად უზის მაგიდას თმაშევერცხლილი, სახელოვანი მწერალი და თვალებში შევსციცინებთ პირტიტველა ჭაბუკები, - „ჩვენი მწერლობის საიმედო ცვლა“, - ასე გვიწოდა შალვამ მაშინ.
*** როგორ გამეხარდა, „დონ კიხოტში“ რომ ვნახე ფრაზა: ქვა მოხვდა ლიტრას თუ ლიტრა მოხვდა ქვას, მაინც ვაი ლიტრის ბრალიო. „ქილილა და დამანაშია“ ასეთი - ჭაროს ნათქვამი არაკი - „ხელმწიფე და დიდებული“: „მე და შენი საქმე ჭიქასა და ქვასა ჰგავს, თუცა ქვა ჭიქასა ეცა, ანუ ჭიქა ქვასა დაჰკრა, ორგანვე ჭიქა დაილეწება და ქვა უვნებლად დადგება“. *** რამდენი ნოდარი, რევაზი, თამაზი, ვახტანგი, შოთა, ოთარი, რამაზი, მერი, მეგი და სხვა გმირებია თანამედროვე მწერლების ნაწერებში. როგორი სახე აქვთ? რა აცვიათ? ხშირად ზოგ ავტორს აღარც კი ახსოვს, როგორები არიან მისი ნაწარმოების უსისხლხორცო და უსახო გმირები. აბა, დაიძახე: ლუარსაბ თათქარიძე! ოთარაანთ ქვრივი! ტარიელ მკლავაძე! სოლომონ მორბელაძე! მოსე მწერალი! ერემია წარბა! სპირიდონ მცირიშვილი!
*** გრიგოლ აბაშიძეს ჰქონდა ფრანგულიდან თარგმნილი ფრანსუა ვიიონის რვასტრიქონიანი ლექსი: მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი, ახალგაზრდობა ვატარე ტკბილად, სად მომეპარა სიბერის ლანდი, სად გაქრა ჩემი სიცოცხლის დილა? იქნებ ორი ფრთა მიაფრენს წყვილად, იქნებ გაქროლა რაშით ფარულად? დავდივარ, ვეძებ გაპარულს ფრთხილად, ვერ გამიგია, საით წასულა. ალიოშამ წაიკითხა და თქვა: ეს კაცი (ფრანსუა ვიიონი) ჩვენსავით ახალგაზრდა იყო, ქეიფობდა, ლაღობდა, დროს ატარებდა, ახალგაზრდობას კი მისტირისო. ასეთი წუწუნი ჩვენთვის ჯერ ადრეაო.
*** აქილევსს რუსთაველის გმირები მირჩევნია: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - აქილევსმა არ იცის. ოღონდ ცოცხალი იყოს, მკვდართა სამეფოში არ დარჩეს და... მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი ურჩევნია. ამის მსგავსი უთხრა მან რაღაც აიდესში ჩასულ ოდისევსს.
*** მწერალთა სახლის ბაღში ერთი მწერალი იჯდა - რაფიელის “სამშობლო ხევსურისა” ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო, შოვინიზმის სუნი უდისო. სულ სულელი ვუძახე: უნდა მეცემნა, ძლივს გამასწრო...
*** ისტორიული რომანი, რომელიც აამაღლებს ერს! გამოგონილი კი არა, ნამდვილი! არა ისეთი მეფეები, მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილები რომ არიან, თავადები - მოღალატენი და გლეხობა - აჯანყებული და გაყაჩაღებული! ასეთი ქვეყანა აქამდე დაიღუპებოდა!
*** აკაკი! აკაკი და სულ აკაკი! სადაც დიდოსტატი აკაკი იყო, მასთან იყვნენ: მამია გურიელი, დუტუ მეგრელი, გრიშა აბაშიძე, ჭალადიდელი, ცახელი, მაჩხანელი, ვოლსკი-უმწიფარიძე, ჩვენი დომენტი თომაშვილი და კიდევ... და კიდევ... სხვა ცნობილი და უცნობი ქვეოსტატები.
*** სოფლიდან ჩამოვიდა პოეტი გიორგი შატბერაშვილი. იქ მასწავლებლადაა. ცოტა გამხდარია, გასოფლელებულია. ახლდა პატარა ბიჭი - ზებედე, პაპის სახელი ჰქვია. ლექსებს ხომ არ წერს შენი შვილი-მეთქი, გავეხუმრე, მაგას კი არა, მეც აღარ მცალია ლექსების საწერადო, მომიგო გიორგიმ.
*** რა იქნებოდა ტოლსტოისა და გოეთეს ხნის ბაირონი, პუშკინი, ბარათაშვილი ან ლერმონტოვი?
*** მწვანე ბაზარში ვნახე გალაკტიონი. ქეიფობდა ქუთაისელ მემწვანილეებთან და „მეტაჩკეებთან“. ზამთარი იყო, - ქუთაისური ქარ-ყინვა. გულგაღეღილს მოუჩანდა წითლად აღაჟღაჟებული ვაჟკაცური მკერდი.
*** „გამო შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს!“ მე-19 საუკუნეში არავის არა აქვს ასეთი რითმები. აქ რაფიელ ერისთავი სწორუპოვარია. კიდევ აქვს იმ დროისათვის ახალი:მერანი-ვერავინ-ფერავენ, ხირიმი-ჭირიმე და ა. შ.
*** ძველებში: შოთა - საბა - გურამიშვილი - ბარათაშვილი - ილია - აკაკი - ვაჟა - ყაზბეგი - კლდიაშვილი - ნინოშვილი; ცოცხლებში: ნიკო ლორთქიფანიძე - გალაკტიონი! ამათ თავიანთი საკუთარი მადლი და შუქი აქვთ!
*** „ვინც ღვინოს არ ეტანება, ყველა ღვინისმსმელი ლოთი და ვაგაბუნდი ჰგონია. ყურძნისა და ღვინის ქვეყანაში ლოთები უფრო ნაკლებია, ვიდრე უვენახო და უვაზო მხარეში“, - ეს გერცენის ნათქვამია.
*** რა მომწონს „კაკო ყაჩაღში“?: „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს, მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი“; „მითხარ, დედალო რას აკეთებდი?“ „და შეუნგრია გულის ფიცარი“; „შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!“; „ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა“...
*** სამოციანელთა მსგავსად ჩვენც უნდა ვუცადოთ ვინმე დიდის მოსვლას. ჩვენს ზურგზე გადაივლის ის დალოცვილი, წარუძღვება მთელს მწერლობას: თავს ისახელებს, ჩვენც გვასახელებს, ხალხს ასახელებს. წინასწარ ქედს ვიხრი მის წინაშე!
*** არ მეხარბება პინდაროსის ბედი, ოდებს ტირანებისა და ცნობილ დიდკაცთა დაკვეთითა და გარიგებული ფასით რომ წერდა. საზიზღარია დაქირავებული პოეტი!
*** დღეს ბაღში გადავიღეთ სურათი მე, მირზამ, შალვა დემეტრაძემ, იაკობ (ჟაკი) ბალახაშვილმა. ვზივართ მერხზე და შევყურებთ ფოტოაპარატს. ესაა და ეს, მეტი რაღა გვინდა!
*** სახარებას ქართული სიტყვისათვის უფრო ვკითხულობ. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი“ - ჩემი საქმე არ არის. ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს.
*** უნდა დავწერო ზღაპრები ლექსად: როგორი იქნება გალექსილი „ასფურცელა“ და „ირმისა“ - ორი საუკეთესო ქართული ზღაპარი?
*** ჩვენს ნიკას „ორმოცი წლის ვუნდერკინდი“ შეარქვა ალიოშა საჯაიამ. მასვე ეკუთვნის ნიკაზე თქმული: „მდივანი გვყავდა ნიკოლა, ვაქებდით, - არა იყო რა!“
*** მშვენიერი ხალხური სიმღერები: „ფერად შინდი“, „ვახტანგური“, „შვიდკაცა“, „წინწყარო“, „ბროლის ყელსა“ და სხვები, - მეტად ძნელად შესასრულებელი და ჩახლართული სიმღერებია. *** „ბედი ქართლისა“, „აჩრდილი“ და კიდევ სხვა რომელი? „თორნიკე ერისთავი!“ ეს სამი პოემა ეყოფა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს.
*** ქვეყანას მორწმუნე ადამიანი უნდა მართავდესო, გვითხრა ერთხელ ქუთაისის კათოლიკეთა ტაძარში პატრმა დონ დამიანე სააკაშვილმა.
*** „სულმნათნო, მადლი თქვენს გამჩენს, დიდება ერსა, თქვენს მშობელს“ - ეს სიტყვები უნდა წაეწეროს ილიასა და აკაკის ერთობლივ ძეგლს, თუკი ოდესმე დაიდგმება ასეთი.
*** მშვიდობით, ქალავ, დე არხვატს დარჩეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! - ეს ჩვენი კარგი გაბრიელისაა, ჯაბუშანურის.
*** დამამახსოვრდა: უშანგი ჩხეიძის ელვარე თვალები, ოდნავ მოღიმარი, ვაჟკაცურად ლამაზი სახე, შნოიანი აღნაგობა. ქუთაისის თეატრში ვნახე ერთხელ.
*** კარგი სიტყვებია: ლაჯანური, ლაბეჭინა, ლეხიდრისთავი, ლეშკაში, ლაღუმელა, ლეხიდარი, ლაილაში, ლარჩვალი, ლაჯანა, ლასხანა, ლახეფა, ლასურაში, - მთელი ლეჩხუმი ...
*** „შემოდგომის საღამოა მშვიდი,“ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“ - ეს - ტერენტი გრანელია! ძალიან მომწონს!
*** სასადილოში რომ კაცი იყო, წარბს ზემოთ ხალი ჰქონდა, თითქოს ბუზი აჯდა. როგორ მინდოდა ამეფრინა: ერთხელ „აქშაც“ კი შევუძახე...
*** ალიოშა საჯაიას თვალები - რიბირაბო, დანისლული, დანაშაულზე წასწრებულივით დამორცხვებული.
*** ერთის სურათზე თქმული: ისეთი გამოხედვა აქვს, ყველაფერს იკადრებს: გიღალატებს, მოგატყუებს, ორ გროშად გაგყიდის.
*** ნარიყალა - ნარიგ-ყალა (მიუვალი ციხე სპარსულად); სოლოლაკი - სულუ-ლახი (სარწყავი არხი - იმავე ენაზე).
*** „რა ფერისაა ქვეყანა, ნეტავ მაჩვენა თვალითა?“ - რა სევდა ვიგრძენი ვაჟას ამ სტრიქონების წაკითხვისას!..
*** ხომ გენიალურია, დავით კლდიაშვილის არისტო რომ ბოხოხს დაახეთქებს მიწაზე?
*** ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ სვეტიცხოვლის კედელზე რომ ეხატოს, რა დიდებული საქმე იქნებოდა!
*** „ბუნების კარი“, - იშვიათია ასეთი სახელწოდება. ბევრ წიგნს არ ჰქვია ასეთი დიდებული სახელი.
*** მინდა, მქონდეს საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის... ისე, დიკენსმა რომ დაწერა და შეადგინა.
*** ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...
*** უნდა დავწერო ქართული კომიკური რომანი ლექსად.
*** უნდა გავმრავლდეთ მალთუსის ჯინაზე!
*** ფიროსმანს ყველაფერი გულუხვადა აქვს: პური ვარო, ღვინო ვარო!
*** დავდივარ იმ ადგილებში, სადაც ნიკალას დაუდგამს ფეხი.
*** ასი წლის კაცი, დოსტი ფიროსმანის, დადის ქუჩაში, უსინათლო...
*** სანჩო-პანსა - იმერელი გლეხია, ზემოური, ან ოკრიბელი.
*** ანდაზა: მდივნები წავლენ, წამოვლენ, მწერლები დარჩებიანო.

Tuesday, June 30, 2009

ძირს მაღვიძარა :-)

ამ ქვეყანაში ხალხი პტივს არ სცემს დილას. მაღვიძარათი იღვიძებენ, რაც მათ ძილს ნაჯახივით აწყვეტს თავს და მაშინვე თავფეხიანად ეშვებიან ყოველდღიურობის დამღუპველ მორევში. აბა მითხარით, როგორი იქნება შემდგომი მთელი დღე, რომელიც ასეთი ძალადობის აქტით დაიწყება? რა შეიძლება დაემართოს ხალხს, რომელზეც საკუთარი მაღვიძარა ყოველდღიურად სუსტი დენის დარტყმასავით მოქმედებს? დღითი დღე ეჩვევიან ძალადობას და დღითი დღე კარგავენ სიამოვნებისთვის გემოს ჩატანების უნარს.
დამიჯერეთ, დილა განსაზღვრავს და აყალიბებს ადამიანის ხასიათს.

ნაწყვეტი რომანიდან ”გამოსათხოვარი ვალსი”

P.S. ეს სიტყვები აშკარად მე მომიძღვნა მილან კუნდერამ :-):-)

Monday, June 29, 2009

Jacqueline, don't go. Jacqueline, I know :-)

http://

რაღაცნაირი чувство умиление მაქვს ამ სიმღერაზე :-)

Saturday, June 27, 2009

სი-სუ-ლე-ლე :-)

სისულელეების წერა მომენატრა :-)
თან დღეს რამდენი სისულელე მომივიდა თავში :-)
დრო არ მაქვს რაა :-)
აი ეხლაც, სიტყვა სისულელე გამოუცხოვდა. ვზივარ და ვიმეორებ - სი-სუ-ლე-ლე, სისუ-ლელე :-):-)სისულე-ლეე :-)
ისე, ამ ბოლო დროს ხშირად მიუცხოვდება სიტყვები. იმ დღეს კლიპს გადავეკიდე და ვიმეორებდი მთელი დღე :-)
უნდა გამოვიკვლიო რა იწვევს ცალკეული სიტყვების გაუცხოვებას :-)
ხანდახან სახელებზეც მემართება. ამოვიჩემებ ჩემი რომელიმე ნაცნობის სახელს და სანამ გაუგონარ გაუცხოვებამდე არ მივალ, ვიმეორებ :-)
რა ვქნაა? :-)
მაინტერესებს სხვებსაც თუ ემართებათ.
ხვალ დილას ადრე ასადგომი რომ არ ვიყო, ძალიან დიდხანს ვიჯდებოდი კომპიუტერთან (სხვა საქმე ამ საღამოს მაინც არ მაქვს)და გავავსებდი აქაურობას ყოვლად სულელური მოსაზრებებით :-)ეს ხომ ჩემი საყვარელი საქმიანობაა :-)
ისე, ”სისულელე” ცოტა ფრანგულად არ ჟღერს?

ცხელაააა......

Friday, June 26, 2009

Make the World a Better Place




მეცოდება.
რატომღაც მგონია, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე უბედური იყო.
სიცოცხლეშიც მეცოდებოდა.

მეგონა,რომ ჯექსონი არასოდეს არ მოკვდებოდა:-(

Sunday, May 24, 2009

სენტიმენტალური ვარიაციები მამა ბასილის თემაზე

მამაო ბასილ,
იგივე ვასილ,
მე შენში ვპოვე ჭეშმარიტება,
და რომ იცოდე ჩემო ვასიკო
შენი ბრალია ეს გარინდება.
შენთვის მიფეთქავს გული ვასია,
არ დაიჯერებ, მაგრამ ასეა,
თუმც ჩემი აზრი შენთვის პრასია,
ეს გული ჩემი, სევდით სავსეა.
ჩემი სასმელი მხოლოდ კვასია
დამრჩა მხოლოდ დღე ასერგასია,
რომ დამეცლება კვასის თასია,
მერე მოვკვდები, ჩემო ვასია.
იზრუნე კვასზე ჩემო ვასია,
არაფერი გვაქვს მისი ფასია,
თუ წაგიკითხავს გюნტერ გრასია,
მაშ დაგიხურავს ოთხი კლასია.
ბასილ, მე მჯერა შენი სიტყვების,
რასაც შენ ამბობ მასტერკლასია,
მე არასოდეს დამავიწყდები,
არვინ მინახავს შენი მსგავსია.
ბოლოს რომ გნახე, გული გამისკდა,
გადამეკეტა სასუნთქი გზები,
მე სულს ვღაფავდი
თავბრუ დამეხვა
და შემომესმა სატანის ხმები.
ვასო, ისმინე სელინ დიონის,
ის ამერიკის არის შპიონი,
გირჩევ წახვიდე, დაწვა მიონი
და ნახანძრალზე დარგო პიონი.
ხედავ მოფრინავს ცაში ბოინგი,
რასაც დათესავ, იმას მოიმკი.
ვინც ადრე იყო ბანძი, ჩმორიკი
დღეს გააჩაღა ცივი ომიც კი.
გადაურეკე კოლინ პაუელს,
ან მიაკითხე მარტინ ბაუერს,
იქნებ გამოჰკრა ხელი მაუზერს,
ნუ გააკეთებ ხანგრძლივ პაუზებს.
დაჯექ, უსმინე ”თაჩსა და გოუს”
მერე უყურე კინოფილმ ”გოუსთს”,
ხელი არა ჰკრა ”ვოშსა და გოუს”
და უსაფრთხო სექსს ნუ ეტყვი ”ნოუს”.
ნუ გეშინია მებრძოლო სულო,
ჩვენ ფინიშამდე სულ მალე მივალთ
და შემოგძახებთ სანატრელ სიტყვებს,
მამაო ბასილ, საღოლ შენ - ვივატ.


The Beatles - My Everyday Pleasure



ძალიან ბევრი ჯგუფი და მომღერალი მიყვარს და ვუსმენ სხვადასხვა დროს. მომწონს და იმიტომ ვუსმენ, მაგრამ ყოველთვის და დიდი დოზით ყველა არ შემიძლია.
ესენი არიან ერთ–ერთი იშვიათი გამონაკლისები, რომლებსაც ვუსმენ ყოველთვის, ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი განწყობის დროს. ჯერ передозировка არ მქონია და არც მექნება ალბათ არასდროს. 80 წლისაც ასეთივე აღფრთოვანებით მოვუსმენ :-)

P.S. და არ დაიწყოთ ეხლა უკბილო ხუმრობა, რომ უკვე 80 წლის ვარ :-):-):-):-)

Saturday, May 9, 2009

ქართული ენის განმტკიცებისთვის

ბალკომში გავდგი სტაქანი
კრაოტს მოეშვა პრუჟინი,
პრიხოჟიში დგას კუშეტკა,
საინზე დავდე უჟინი.
წყალში ჩავყარე ფეხები,
ორასი მქონდა წნევები
პრიჟოკში ლუსტრას ვეხები,
კასრულში ყრია კევები.
სკავრადას ჟანგი მოედო,
შკაფის თავზე დევს როლიკი,
ლეჟანკა ვნახე დაჭრილი
შიგ იწვა სტარი გომიკი.
კალიდორს როგორც გაცდები,
შიფანერკა დგას კარიჩნი,
გამოაღებ და ბოთლა დგას
შიგნი ასხია ”სტალიჩნი”.
მარაზილკაში შევდე ტუშონკა,
მკვახე მარკოვკას გავკარი კბილი
ქვედა პოლკაზე იდო სგუშონკა,
როგორც პესოკი, ისეთი ტკბილი.
ძაან მოსლაბდა ზონტიკის ტარი
ქვიშნის მურაბას გემო აქვს მჟავე,
კარაკოშკაში უბერავს ქარი
იმპორტულ კურტკას ვიყიდი ხვალე.


რამაზ(ბ)ოტი :-):-)

კვარიათთან რომ მოჰკლეს ბაყაყი,
მაშინ წვიმები დაიწყო დიდი,
ზღვაში მომრავლდა ქორფა კალმახი
ოჩერედი დგა იმდენსა ვყიდი.
ვაჟკაცს სახელად ერქვა რამაზი,
ერთი დუჟინი ჰყავდა ბატები,
პაშტეტს უმზადებს ცოლი ლამაზი
გრძელ თმას უმშვენებს თეთრი ბანტები,
ყურებს უმშენებს ბრილიანტები,
თაროზე ყრია ფოლიანტები.
ეზოში კივის ბებერი ჭოტი,
რამაზს ტალახში ჩაეფლო ბოტი,
ცოლმა შეჰყვირა, ну Рамаз, что ты?
ახლავე მოვალ, გახსენი შპროტი.
გამწარებული რამაზის გმინვა
ჩაესმა ქორფა კალმახთა ყურებს
და აქ უმტყუნა რამაზის ტვინმა,
ხელი ჩასჭიდა ჟანგიან შნურებს.
რამაზის ბოტი ჩარჩა ტალახში,
აღარც კალმახი მოჰყვება ბადეს,
ვაჟკაცს სცხვენია გავლა ქალაქში
და ეფერება საზარელ ბატებს.

ავტორები: მე და მარიკა :-):-)

ეძღვნება ციციას (იგივე ცისიას) და გრეჩიხას მეგობრობას :-):-):-)

გრეჩიხა შენი ძმადნაფიცია,
თუმც გული მისთვის არ მიგიცია,
საკანი შენი დასაფიცია
ფარული ვნება - ოპოზიცია.
შენი დაქალის ქმარი ფრიცია,
ბარაკ ობამა შავი პრინცია
რად შეიძინე ამუნიცია
ძიძიგურთან გაქვს კოალიცია?
ბოლო მაკვირვებს, თუმც მწამს ფიცია
ასთმა გგონია, არის შიდსია
გირჩევ, დალიე ხონდრორიცია,
გრეჩიხას ხათრით, ჩემო ციცია.

ავტორები: მე და მარიკა

Wednesday, May 6, 2009

........................

მიშა არ მიდის, გაზაფხული არ მოდის.
ყველაფერი უკუღმაა ამ ქვეყანაში.
ეს სიცივეც ჩვენი პრეზიდენტივითაა რაა.
გაზაფხული დამთავრდა ლამის, რატომ არ თბება?
წავიდნენ ჩვენგან მიშა და სიცივე !!!!!:-):-):-)

Saturday, May 2, 2009

მაჰათმა განდი - გაავლეთ პარალელი



მოჰანდას კარამჩანდი, იგივე მაჰათმა განდი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი და დემოკრატი.
მისი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის დაკავშირებული იყო მის რელიგიურ, ზნეობრივ და ფილოსოფიურ მრწამსთან.
მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის. ოღონდ იბრძოლო გულწრფელად.

განდი ყოველთვის ცდილობდა თვითონაც იმ ხალხის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო, ვისი ბედნიერებისთვის ბრძოლაც გადაწყვიტა. ამიტომაც ღარიბი ინდოელი გლეხივით იცვამდა, უბრალო საკვებით იკვებებოდა, ძირითადად ფეხით დადიოდა, ან ღარიბებისთვის განკუთვნილი, მესამე კლასის მატარებლით მგზავრობდა.

”დატვირთე ბრძოლა დადებით შინაარსით”
”ბრძოლის დროს, მარტო არსებული ორგანოების და შეხედულებების ლიკვიდაციის მიღწევის მცდელობა კი არა, იმის ზუსტი წარმოდგენაც უნდა გქონდეს, სამაგიეროდ რისი შეთავაზება შეგიძლია”
”არ შეიძლება არც ზნეობრივი და არც ინტელექტუალური თვალსაზრისით მოწინააღმდეგის შენზე დაბლა დაყენება. მას ისე უნდა მოექცე, თითქოს შენზე არანაკლებ მაღალი ზნეობრივი მოტივები ამოძრავებს”
”არსით ყოველთვის კომპრომისისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ, რადგან ჩემს სიმართლეში ბოლომდე არასოდეს არ ვარ დარქმუნებული”
”იბრძოლე საქმის და არა პიროვნებების წინააღმდეგ”
ამიტომაც განდი ხშირად მოუწოდებდა თავის მოსწავლეებს: ”უნდა გძულდეთ მართვის ბრიტანული სისტემა და არა თავად ბრიტანელები”.
პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს,როგორც კი ბრიტანეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მისთვის ”ზურგში დარტყმის მიყენებაზე” განდი ყოველთვის კატეგორიულ უარს ამბობდა.
”არ ივაჭრო”
განდი მოწინააღმდეგის თვალით სიტუაციის დანახვის მომხრე იყო. ”საჭიროა მოწინააღმდეგის დარწმუნება მისი მსჯელობის არასწორობაში, ოღონდ ისე, რომ ის თავადაც ჩაწვდეს და აღიაროს საკუთარი შეცდომა”
”მინდა, რომ ინდუსებმაც და მუსლიმანებმაც საკუთარ თავში გააღვივონ ვაჟკაცობა და იყვნენ მზად სიკვდილისთვის სხვათა მოუკვლელად. და თუ მათ ამის გამბედაობა არ ყოფნით, მაშინ ჯობს მოკვლის ხელოვნება განავითარონ და მოკლულნი იყვნენ, ვიდრე მხდალებივით გამოექცნენ საფრთხეს. ასეთ შემთხვევაში ძალადობა უკეთესია, ვიდრე გაქცევა” - ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით მან რამოდენიმე ფორმა შეიმუშავა: მოლაპარაკება, არბიტრაჟი, აგიტაცია, დემონსტრაცია, ულტიმატუმი. არსებობდა უფრო რადიკალური ფორმებიც: სამუშაოს ხანმოკლე, რამოდენიმესაათიანი შწყვეტა, გაფიცვა, პიკეტირება. და ექსტრემალური ფორმებიც - შიმშილობა, გადასახადების გადახდაზე უარის თქმა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და პარალელური მმართველობა.
თვითონ განდი ყველაზე ხშირად შიმშილობას მიმართავდა. ოღონდ მისი პრინციპების მიხედვით, თუ მოშიმშილე უარს იტყვის საკვებზე და მოწინააღმდეგე - მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მაშინ მოშიმშილე სიკვდილამდე შიმშილობს. ამიტომაც, ყოველ ჯერზე, როცა განდი შიმშილობდა, ბრიტანეთის კოლონიური ადმინისტრაცია იძულებული ხდებოდა, მისი მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დაეკმაყოფილებინა.
1948 წლის ბოლოს დელიში დაწყებული მუსლიმანთა დარბევის შეწყვეტის მიზნით, 1949 წლის 12 იანვარს განდიმ თავისი ბოლო - მეთექვსმეტე ”სასიკვდილო” შიმშილობა გამოაცხადა. 18 იანვარს ინდუისტური და მუსლიმანური თემების წარმომადგენლებმა მაჰათმა განდის თანდასწრებით ურთიერთდაპირისპირების შეწყვეტის ფიცი დადეს და დარბევები შეწყდა.
განდის სიცოცხლე რელიგიურმა ფანატიკოსმა იმსხვერპლა.
1949 წლის 30 იანვარს, როცა მაჰათმა განდი, ჩვეულებისამებრ, სახლიდან მის მოსასმენად შეკრებილ ხალხთან შესახვედრად გავიდა, ერთ-ერთ ჯგუფს უეცრად გამოეყო ადამიანი და განდის ზედიზედ სამჯერ ესროლა. როგორც შემდეგ გაირკვა, მკვლელი ინდუისტი ექსტრემისტი იყო.
განდის ზოგიერთი შეხედულებები მიუწვდომლად ბრძნული, ან პირიქით, ბავშვურად გულუბრყვილო ჩანს, მაგრამ მან, ბევრი სხვა პოლიტიკოსისგან განსხვავებით, პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ პატიოსნებაზე და თავგანწირვაზე დაფუძნებული პოლიტიკური ბრძოლა შესაძლებელია და პოლიტიკა ყოველთვის და ყველას ხელში არაა ”ბინძური საქმე”.

გაავლეთ პარალელები.
ჩვენ სად ვართ?
აუუუუუუუ...............

Saturday, April 25, 2009

Michael Jackson



ლეგენდაა ესეც გიყვართ თუ არ გიყვართ, მაინც.
ძაან ცოდოა ოღონდ.
ამ კაცის ფანი არ ვარ, მაგრამ ეს სიმღერა მიყვარს

Imagine All the People Living Life in Peace



ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და რამდენიც არ უნდა იძახონ, მკრეხელურიაო, მე მაინც მოვუსმენ. და სუპერსტარსაც მოვუსმენ.
ძალიან ნიჭიერი იყო ეს კაცი.
და ნერვებს მიშლის ეს მაიმუსებრთა ოჯახის წარმომადგენელი ქალი :-) რას აქნევს თავს. ვითომ ძაან მუსიკალურია :-):-):-)

James Wellig




David Zwinger Gallery

ინფორმაციის წყარო გიორგი დოლიძე

Saturday, April 18, 2009

1989-2009 - ”ბირჟაობის” წლები საქართველოში

ალბათ ასეთი თუ არა,მიმსგავსებული სათაურით მაინც შევა ისტორიის სახელმძღვანელოებში ეს 20 წლიანი მონაკვეთი. იმედია მხოლოდ 20 წლიანი. და აღარ დაემატება ამ მარაზმს წლები. თუმცა ეჭვი მეპარება 20 წელზე რომ გაჩერდნენ.
ბანანის რესპუბლიკა საქილიკო თემად ქონდათ ქცეული. და ჩვენ ვინ ვართ?
ძალით ვარდების რესპუბლიკა?
საკნების რესპუბლიკა?
კარვების რესპუბლიკა?
მკვლელი პატრულების რესპუბლიკა?
მარტივად რომ ვთქვათ იდიოტების რესპუბლიკა ვართ ჩვენ.
და ზუსტად ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ.
და მერეც ისეთი გვეყოლება, როგორსაც დავიმსახურებთ.
ნუთუ შეიძლება ათწლეულების მანძილზე სულ გადაგდებული და მოვარდნილი პრეზიდენტების ციებ-ცხელებით ვიყოთ შეპყრობილები?
ნორმალურია სულ ვი-ღა-ცა, ვი-ღა-ცა იყვიროს ასიათასობით ადამიანმა? ის ვიღაცა მერე თავს გავა აბა რას იზამს. სულაც რომ არ გრძნობს იმას, რომ იმ ხალხის წინაშე, რომელმაც აირჩია ანგარიშვალდებულია. მაგრამ როგორ იგრძნობს. ისინი ჯერ კიდევ მის სახელს ყვირიან. ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც ყვირის.
რა ქვეყანაა ეს, სადაც გარემოს დაცვის მინისტრი (ასევე გაურკვეველი მიზეზების გამო ამ პოსტზე მოხვედრილი) ამერიკის ელჩთან შეხვედრისას (ალბათ გარემოს დაცვა იყო მათი შეხვედრის თემა. მე ასე ვფიქრობ) ყველაზე მნიშვნელოვან და სწრაფად გადასაჭრელ საკითხად საქართველოში რეგიონალური MTV-ს გახსნას დაასახელებს. (ალბათ წარსული და ”სახე” გაახსენდა უცებ, თან ამერიკის ელჩი - MTV ერთმანეთთან დააკავშირა და თქვა რააა).
რა ქვეყანაა ეს, სადაც სოფლის მეურნეობის პატარა მინისტრი ამაყად აცხადებს, რომ ნაკლი საერთოდ არ აქვს. ერთადერთი მისი ნაკლი ისაა, (ესეც თუ შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს - ამასაც ამატებს)რომ ცურვა არ იცის, მაგრამ ამასაც გამოასწორებს. ეს ადამიანი ხომ დაღუპულია სამარადჟამოდ? ალბათ ცურვას ისწავლის მაგრამ...... ჩვენ რას გვერჩის? ან სოფლის მეურნეობისგან რა უნდა?
რა ქვეყანაა ეს, სადაც სპონტანური გადაწყვეტილებების საფუძველზე ომი იწყება, მთელი ქვეყანა იბომბება, უამრავი ადამიანი იხოცება, სამ დღეში ქვეყნის საზღვრები ვიწროვდება და ამ ყველაფრის მერე მშიშარა პრეზიდენტი ეკრანიდან გვამცნობს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.
რა ქვეყანაა ეს, სადაც ქვეყნის მთავარი სამართალდამცავები ყველაზე მეტს აშავებენ და ამისთვის არც ისჯებიან.
რა ქვეყანაა ეს, სადაც ამ საზარელი რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან იგინებიან.
რა უბედურებაა ხალხს მშვიდად ნათქვამის სწორად აღქმა რომ არ შეუძლია. რატომ იგებენ მარტო ყვირილით, აგრესიით და მუქარით ნათქვამ მოწოდებებს.
რატომაა ყველა ტელევიზია მიკერძოებული? ყველა. სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც.
რატომ სპეკულიანტობს ყველა ეკლესიით და პატრიარქით? დაანებონ თავი, არ შეიძლება?
მართლა ძალიან მაინტერესებს იმ ისტორიის სახელმძღვანელოს გადაშლა, სადაც ამ ყველაფერს დაწერენ ისტორიკოსები. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ხანა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
და რა სამწუხაროა, რომ ამ სამარცხვინო ხანას დაემთხვა ჩემი (და ძალიან ბევრი ჩემნაირის)შეგნებული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები.
და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრის სიცოცხლე შეეწირა ამ გულისამრევ სიბინძურეს და მარაზმს.
ჩვენ ვართ ქართველები, ე.ი. ევროპელები, არა?
ზეზვა და მზია აღმოვაჩინეთ, არა?
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ვიყავით გადაჭიმულები, არა? (რას ტრაბახობენ ეს არაფრისმაქნისები დავით აღმაშენებლის მიღწევებით? ხო, ვიყავით გადაჭიმულები. მერე? ახლა სად ვართ?)
ყველაზე მაგრები და ნიჭიერები ვართ, არა?
გვეტყობა.
ყოველ ნაბიჯზე გვეტყობა რაც ვართ.
გოიმები ვართ ჩვენ.
დროსა და სივრცეში გაფანტული ადამიანები.
და ვიმკით ზუსტად იმას, რასაც ვთესთ.
და ამოვიდა ყელში უკვე ამდენი ბოღმა და სიყალბე.
ეს პათეტიკა აქამდე თუ მარტო მაწუხებდა, ახლა უკვე მაგიჟებს.
დამუხტულია ჰაერი უარყოფითად.
როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანაში თავი კარგად იგრძნო.
მართლა მიყვარს ეს ქვეყანა. გულწრფელად. და მეცოდება.
ყველაფერს აქვს დასასრული და ეს ”ბირჟაობის” ხანა რით ვერ დასრულდა?

Tuesday, April 14, 2009

Nina Simone



ნინა.
იუმორიც რომ აქვს ყველაფერთან ერთად, რაღაცნაირი,ცოტა შეუმჩნეველი, მსუბუქი :-):-)

Wednesday, April 8, 2009

Requiem for a Dream



ნარკომანებმა ნახონ ეს ფილმი, თუ შეიძლება !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Sunday, April 5, 2009

კვირის დღეების მიმოხილვა Cure - ისგან :-)




Friday I'm in love :-)
მე და Cure-ი ერთნაირად ვფიქრობთ:-)
პარასკევი ჩემი შეყვარებულია :-):-)

Thursday, April 2, 2009

I'm totally confused

ხოდა აი ასეეე.
ძაან ცუდი შეგრძნებაა.
თან მოულოდნელი ........................... :-)

Sunday, March 29, 2009

Семь тысяч над землей :-)




90-იან წლებში, თბილისში ვისაც არ დაეზარებოდა ყველა რომ ისროდა, ყოველ პარასკევს ივან ძემიდოვის муз обоз-ს რომ გვაჩვენებდნენ, გახსოვთ? :-):-) მე - კი :-):-)
დღეს ვუყურე ძველ კადრებს. ”სასწაულებრივ” რუსულ ესტრადას :-):-):-) რა ცოდოები ვიყავით :-):-):-)
და муз обоз-ის დასასრული გახსოვთ? - А новостей на сегодня больше нет :-):-):-):-) რატომ მახსოვს ესენი, გამაგებინეთ :–)))
ხოდა დღეს, You Tube-ში წავაწყდი ამ გადაცემის ნაწყვეტებს და იმდენი ვიცინე, გადავწყვიტე აქაც დამედო ერთი კლიპი :-)
ეს გახლავთ ჯგუფი ”ბრავო”, ესენი კიდე ყველას ჯობდნენ იმ "ესტრადნიკებში"
ხოდა მოუსმინეთ თქვენც :–))))

Vasily Kandinsky











Saturday, March 28, 2009

Vultus Fortunae Variatur

დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ბედნიერება ცვალებადია. და არა მარტო ცვალებადი, ინდივიდუალურიც.
იმასაც მივხვდი, რომ ასაკის მატებასთან ერთად აბსტრაქტულიც ხდება :-)
სკოლაში - გაკვეთილების გაცდენა;
ინსტიტუტში - ყველაზე საშიშ ლექტორთან გამოცდის ჩაბარება;
ვიღაც რომ მოგწონს და იმასაც რომ მოეწონები, ამას რომ გაიგებ და თავი ყველაზე ბედნიერი გგონია :-):-)
მერე გაიზრდები, სიცილით გაიხსენებ "შატალოსაც", ფხრიწიან ბოტასებსაც, სურნელოვან საშლელებსაც და ლამაზ ფლომასტერებს, პირველს შენ რომ გქონდა კლასში.
იმასაც, როგორ მეცადინეობდი მეგობრებთან ერთად ინგლისური ენის ისტორიას (ყველა საგანს შორის უსაშინლესს), როგორ მიიღე ხუთიანი და ბედნიერი წახვედი აუზზე :-)
აი, ის ვიღაც რომ მოგწონდა, იმ ფაქტს საერთოდ ვერ ახსნი :-):-) გაოცებული ხარ იმდროინდელ საკუთარ თავში იდიოტის აღმოჩენით :-):-)
თუმცა, მაშინ, როცა ეს ყველაფერი პირველად აღიქვი, როგორც ძალიან სასაცილო, ბედნიერება ჯერ კიდევ კონკრეტული იყო, ერქვა კონკრეტული სახელი და წლების მანძილზე ვითარდებოდა.
ერთ დღესაც, საკმაოდ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ამ ბედნიერებას დაასრულებ, იმიტომ, რომ მიხვდები - ეს ბედნიერება კი არა ქაოსი და ნერვების შლაა.
და დაგიდგა ეტაპი, როცა აბსტრაქტული ბედნიერების მოთხოვნილება გაგიჩნდა.
რა თქმა უნდა ადამიანები კვლავ ფიგურირებენ და მიზანთროპობისგან შორს ხარ (კიდევ კარგი :-):-) ), მაგრამ დღეს შენთვის ბედნიერება სიმშვიდე და კომფორტია.
კაცმა არ იცის 5 წლის შემდეგ რას დაარქმევ ბედნიერებას.

Friday, March 27, 2009

ბევრი რამე მინდა, ასე სადაა? :–))))

კარგი იქნებოდა მეცხოვრა 60-იანი წლების ამერიკაში. ვივლიდი woodstock-ზე, თმებში ყვავილებს ჩავიწნავდი, ჩავიცვამდი ჭრელ, ფართხუნა კაბას და მოვუსმენდი ჯოპლინს......
რომ დავფიქრდები, ჩემი სურვილების უმრავლესობა არარეალურია.
თუნდაც ის, რომ მინდა ვიყო ძალიან გამხდარი :)
მოკლედ, ჩემი სურვილები ან არარეალურია, ან მისრულდება, მაგრამ ისეთ დროსც როცა უკვე აღარ მინდა :)
სწორი და კარგი სურვილები ძირითადად აუხდენელი მრჩება.
ბევრი ფული არ მინდა. არ ვმატრაკვეცობ, მართლა. იმდენიც საკმარისია მქონდეს, რომ ბევრი ვიმოგზაურო;
მინდა თვის ბოლოს არ ვარიგებდე ვალებს გაუთავებლად;
მინდა დიდხანს ვიცოცხლო, ოღონდ საღი გონებით;
მინდა ვიყო კინომცოდნე, ვიარო ფესტივალებზე და ვწერო საინტერესო სტატიები;
მინდა ავაშენო დიდი კომპლექსი თავისი კინოდარბაზებით, გალერეებით, ბიბლიოთეკით, საკონცერტო დარბაზით, სტუდიით, არტ-კაფეებით, ოთახებით, სადაც საინტერესო ადამიანები შეხვედრებს გამართავენ. მინდა, რომ ეს იყოს ადგილი მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს. ერთ დროს რა გატაცებით ვწერდით ამ პროექტს მე და ჩემი მეგობრები. თუმცა მემგონი ამ ოცნებას ვერასოდეს ვერ განვახორციელებთ.
მინდა კარგად ვუკრავდე;
მინდა მარტო ვცხოვრობდე და მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხალხი მოდიოდეს სტუმრად;
მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს პრეზიდენტის სკამისთვის ძიძგილაობა და ჯანსაღი ხალხის მიერ იმართებოდეს ეს ქვეყანა;
მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის მისაღები იქნება და მეყვარება;
მინდა მყავდეს ბევრი შვილი და მათ მივცე კარგი განათლება;
მინდა მყავდეს პატარა ძაღლი. თუმცა მას მერე რაც ჩემი ძაღლი მოკვდა, ვფიქრობ, ღირს კი ახალი არსების შეყვარება, იმისთვის, რომ მერე ისევ ასე მტკივნეულად განიცადო მისი სიკვდილი. ალბათ ჯობს, რომ არ მყავდეს.
მინდა, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს, ვინც მიყვარს და ვინც არ მიყვარს.
ექიმები უმუშევრები რომ არ დარჩნენ, ჯანდაბას, უმნიშვნელი ავადმყოფობებით შემოიფარგლონ :-)
მანქანა მინდა? საცობების მეშინია და თან მგონია, რომ საშინელი მძღოლი ვიქნები. აი, ყველა რომ აგინებს, ისეთი :) ამიტომ არ მინდა ბატონო მანქანა :–)) მძღოლობა არ მინდა უფრო სწორად.
მინდა, რომ არ იჩაგრებოდნენ პატიოსანი ადამიანები;
მინდა მშვიდობა;
მინდა სამსახური მეწყებოდეს 12 საათზე. პირობას ვდებ, არასოდეს არ დავაგვიანებდი :-)
მინდა, რომ სადმე, ლამაზ სოფელში მქონდეს პატარა სახლი, საკუჭნაოში ჭრელთავსახურიან ქილებში მურაბებით, წინ, ეზოში ლამაზი ყვავილებით და ხეებით, უკან ბოსტნით და ფუტკრის სკებით;
მინდა, რომ ცოცხალი იყოს ჩემი ორივე ბაბუა;
მინდა წასაკითხი მქონდეს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი". ძალიან მშურს მათი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და წინ საოცრება ელის;
მინდა არცერთ ასაკში არ დამეკარგოს ჩემს მეგობრებთან ურთიერთობის ხალისი;
მინდა კარგი განწყობა;
კიდევ იმდენი რამე მინდა, ჯობს გავჩერდე...............
მგონი ძალიან გაუმაძღარი გამოვდექი :-):-)
ისე, როცა რაღაცაზე ვოცნებობ, სულ მახსენდება სტივ ბუშემის გმირის სიტყვები ერთ-ერთი ფილმიდან - "გეშინოდეთ საკუთარი ოცნებების, ერთხელაც ისინი შეიძლება აგიხდეთ" :-):-)

Wednesday, March 25, 2009

* * * * * *

ძალიან მაინტერესებს შეუგნებელი ადამიანების ფსიქიკის შესწავლა.
სხვანაირი ნაოჭები აქვთ ტვინზე ნეტა? :-):-):-)
არადა, ტვინი აქვთ და კარგი ადამიანები არიან თითქოს :-):-)
ნეტა განკურნებას არ ექვემდებარება?
ხომ არსებობენ კარდიოლოგები, ფტიზიატრები, გასტროენტეროლოგები.......
ასეთი ადამიანებისთვის არ არსებობს ექიმი?

Tuesday, March 24, 2009

Keep Calm and Carry On

მინდა მშვიდად სადმე ყოფნა.....

J.T.


I try not to be afraid of anything. I’m still afraid of my mother, but I think every grown man is!
Justin Timberlake

ვისაც არ მოგწონთ რა ვქნა ახლა :-)

მედავეთ და იყავით :-)

მარა დედის რომ ეშინია რა ქნაას?! :-):-):-):-)

ეტყობა ცოტა დებილია :-):-)

თუმცაღა :-):-):-) მე მაინც მომწონს - ძაან სიმპათიურია :-)







Wind

ვერ ვიტან ქარს. განსაკუთრებით ღამე. სულ მეშინია, რომ ფანჯრებს შემოანგრევს.
ცივა.
ხომ მოვიდა გაზაფხული?
წავიდეს ეს ქარი აქედან რაა.
და წვიმაც მიყვეს უკან.
მინდა, რომ თბილოდეს.

Astrid Lindgren

I want to write for readers who can create miracles. Only children create miracles when they read.

მწერალი, რომელის გარეშე ჩემი ბავშვობა არ იქნებოდა ისეთი საინტერესო, როგორიც იყო. მართლა.
მწერალი, რომლის კალე ბლუმკვისტი ძალიან დიდხანს იყო იდეალური ბიჭი ჩემს წარმოსახვაში :-):-)

ასტრიდ ლინდგრენი - ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი. დღემდე :-)

Saturday, March 21, 2009

ექსკლუზიურად სანდროსთვის :-)

მეკობრე ქალი - ენნ ბონი
თურმე ეს ენნ ბონი ყოფილა მშვენიერი, სიმპათიური და განათლებული გოგო. ერთხელაც საჯინიბოში დაუნახავს მოსამსახურე როგორ ისროდა დანას და დაინტერესებულა :-):-)
16 წლის რომ გახდა, ცოლად გაყვა მეკობრე ჯეიმს ბონის და ისეთი მეკობრე დადგა, ჯეიმსი ვიღას ახსოვდა თურმე :-):-)
მერე უფრო ძლიერი მეკობრე ჯონ რაკჰამი გაიცნო და იმასთან ერთად დათარეშობდა :-):-):-)
ხედავ სანდრო? ქალებიც ყოფილან მეკობრეები.
იცოდი? მე -არა :-)

Friday, March 6, 2009

მანჯურიის მადლიანი მიწა :-):-)

მანჯურიაში მიწა იაფი ღირს თურმე, შეიძინეთ და გახსენით რესტორნები.
ძალიან მომგებიანი ბიზნესი ყოფილა.
დიზაინერი თუ დაგჭირდებათ, დაგაკავშირებთ :-):-):-)

Monday, March 2, 2009

Robert Downey Jr

  • I'm not a poster boy for good behavior and recovery in Hollywood. I'm just a guy who knows he has a lot to be grateful for.
  • I'm not a big illuminati guy, I think paranoia goes from generation to generation.

Gary Oldman


I don't think Hollywood knows what to do with me. I would imagine that when it comes to romantic comedies, my name would be pretty low down on the list.

Friday, February 27, 2009

QUADRATISCH. PRAKTISCH. GUT








ვგიჟდები ამ შოკოლადზეც და მის სარეკლამო სლოგანზეც.

ცხოვრება მშვენიერია არა ის...

იმ დღეს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ცხოვრება სულაც არაა მშვენიერი. მშვენიერი კი არა, უინტერესოა. რაღაცეების დაგეგმვასაც რომ არ აქვს აზრი, ისეთი. ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო დროს სულ ასეა: საღამოს დავსახავ შემდგომი დღის გეგმებს...... დილას? მაღვიძარა დარეკავს, ავდგები, მოვემზადები, ავტომატურად წავალ სამსახურში და მშვიდობით გუშინდელო გეგმებო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ღამე მადარდებს. ხვალ, გათენდება და საღამომდე არც გამახსენდება.
კიდევ რა მაწუხებს? ბევრი რომ უნდა იფიქრო და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მაინც დაზარალებული რომ უნდა დარჩე, ეგ. ყველა თავისას რომ გირჩევს, თან თავისებურად ამ მრჩეველებს გულწრფელად კარგი რომ უნდათ შენთვის და შენც გულგახეთქილი და დაბნეული, იძულებული ხარ ყველას აზრი მოისმინო. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ვერაფერიც ვერ გადაგიწყვეტია, ისევ იქ ხარ, დასაწყისში და ერთი ნაბიჯითაც არ წაგიწევია წინ, ცოტა შვება მაინც რომ გეგრძნო.
ამასობაში ყველაფერი თავდაყირა დგება და შენ, გაჭყლეტილი, ორად გახლეჩილი, გაოცებული იყურები წინ და ხედავ, რომ მართლა სისულელეა ყველაფერი. მაგრამ ამ აბსურდში გიწევს ცხოვრება და გახსენდება, რომ იყო ადამიანი, ნიშნავს იყო მებრძოლი, რომ შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად და ხვდები, რომ ამ ჭეშმარიტებას ვერსად გაექცევი, გვერდს ვერ აუვლი. ამას რომ მიხვდები, დაწყნარდები, ღამე მშვიდად დაიძინებ, მაგრამ ეს ერთი, ორი, მაქსიმუმ ოთხი დღე გაგრძელდეს. მერე ახალი კოშმარი იწყება - აღმოაჩენ, რომ შენმა თავგანწირვამ სულაც არ გამოიღო ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდი. გეწყინება, მაგრამ თავს იმით დაიწყნარებ, რომ მაქსიმალურად ეცადე და იმედს დაიტოვებ, რომ ოდესმე უკეთესად იქნება ყველაფერი.
და ყველაზე დიდი საშინელება - როცა გგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ცხოვრებამაც ჩვეული რიტმით უნდა განაგრძოს სვლა, მიხვდები - ამასობაში ისე დაიღალე, არაფრის არც თავი გაქვს და აღარც სურვილი. ზიხარ, ეწევი, მუსიკას უსმენ, რაღაც სისულელეებზე ფიქრობ და შენთვის, ხან გეცინება საკუთარ ნაფიქრზე, ხან ტირილი გინდება. ტირილიც გეზარება და ხარ ასე....
და ბოლოს - რომ დარწმუნდები, ღამით დიდის ამბით დაწყობილ შენს გეგმებს დილით განხორციელება არ უწერია და ეს გეგმების დაწყობის მომენტშივე ცხადია, უცებ თავი ძალიან შეგეცოდება, ერთ ღერსაც მოწევ და დასაძინებლად დაწვები.
ცხოვრება მშვენიერიაო, ვიღაცეები ამბობენ და.... რა ვიცი.
ძალიან მინდა, რომ ისევ გამშვენიერდეს.
P.S. ხო, და კიდევ, არ მინდა ეს დაგეგმილი ბედნიერება, დამანებეთ თავი :–)

Wednesday, February 25, 2009

* * *


ვერ გავიგე, ლეონარდო დიკაპრიოს რატომ არ აძლევენ ოსკარს არასდროს. რა წესია? რით ვერ გამოვიდნენ ტიტანიკის შთაბეჭდილებიდან.
არა, შონ პენის საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, პირიქით, მაგრამ ლეონარდო რატომ დაჩაგრეს?

Tuesday, February 10, 2009

Waiting for spring and sun

ზამთარი თითქმის გავიდა, რაც ძალიან მახარებს.
მომენატრა გაზაფხული, სითბო, სიმსუბუქე, ვაშლის ყვავილების სურნელი, ჩემს აივანზე ყავის დალევა....
მზით, სიმწვანით, შაბიამნისფერი ცით გამოწვეული სიხარული მომენატრა.

Saturday, January 24, 2009

Simpsons :-)





ვისაც სიმფსონები არ უყვარს, ტყუილად ნუ დაიწყებენ ჩემთან დავას, მაინც არაფერი არ გამოუვათ :-):-)

madness



ეძღვნება ცისიას და ვაჩნოს :-):-)
იმედს ვერ მივცემ, რომ რამე ეშველებათ :-):-)
მდგომარეობა თანდათან ალბათ უფრო გაუარესდება:-):-)

United Colours of Kurdistan







ესენი რა, ადამიანები არ არიან? მეცოდებიან
Photo: Tom Cox

La Boca Colours