კიდევ რა მაწუხებს? ბევრი რომ უნდა იფიქრო და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მაინც დაზარალებული რომ უნდა დარჩე, ეგ. ყველა თავისას რომ გირჩევს, თან თავისებურად ამ მრჩეველებს გულწრფელად კარგი რომ უნდათ შენთვის და შენც გულგახეთქილი და დაბნეული, იძულებული ხარ ყველას აზრი მოისმინო. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ვერაფერიც ვერ გადაგიწყვეტია, ისევ იქ ხარ, დასაწყისში და ერთი ნაბიჯითაც არ წაგიწევია წინ, ცოტა შვება მაინც რომ გეგრძნო.
ამასობაში ყველაფერი თავდაყირა დგება და შენ, გაჭყლეტილი, ორად გახლეჩილი, გაოცებული იყურები წინ და ხედავ, რომ მართლა სისულელეა ყველაფერი. მაგრამ ამ აბსურდში გიწევს ცხოვრება და გახსენდება, რომ იყო ადამიანი, ნიშნავს იყო მებრძოლი, რომ შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად და ხვდები, რომ ამ ჭეშმარიტებას ვერსად გაექცევი, გვერდს ვერ აუვლი. ამას რომ მიხვდები, დაწყნარდები, ღამე მშვიდად დაიძინებ, მაგრამ ეს ერთი, ორი, მაქსიმუმ ოთხი დღე გაგრძელდეს. მერე ახალი კოშმარი იწყება - აღმოაჩენ, რომ შენმა თავგანწირვამ სულაც არ გამოიღო ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდი. გეწყინება, მაგრამ თავს იმით დაიწყნარებ, რომ მაქსიმალურად ეცადე და იმედს დაიტოვებ, რომ ოდესმე უკეთესად იქნება ყველაფერი.
და ყველაზე დიდი საშინელება - როცა გგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ცხოვრებამაც ჩვეული რიტმით უნდა განაგრძოს სვლა, მიხვდები - ამასობაში ისე დაიღალე, არაფრის არც თავი გაქვს და აღარც სურვილი. ზიხარ, ეწევი, მუსიკას უსმენ, რაღაც სისულელეებზე ფიქრობ და შენთვის, ხან გეცინება საკუთარ ნაფიქრზე, ხან ტირილი გინდება. ტირილიც გეზარება და ხარ ასე....
და ბოლოს - რომ დარწმუნდები, ღამით დიდის ამბით დაწყობილ შენს გეგმებს დილით განხორციელება არ უწერია და ეს გეგმების დაწყობის მომენტშივე ცხადია, უცებ თავი ძალიან შეგეცოდება, ერთ ღერსაც მოწევ და დასაძინებლად დაწვები.
ცხოვრება მშვენიერიაო, ვიღაცეები ამბობენ და.... რა ვიცი.
ძალიან მინდა, რომ ისევ გამშვენიერდეს.
P.S. ხო, და კიდევ, არ მინდა ეს დაგეგმილი ბედნიერება, დამანებეთ თავი :–)
7 comments:
Stimulotoni 50 mg. 1 tableti 1jer dgeshi sauzmis shemdeg.
Andante 1 tab. 1jer saghamos,dsilis cin erti saatit adre.
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
რა იდიოტი ხარ :-):-):-)
მაგ ყველაფერს შენ რომ სვამ, ვითომ გამშვენიერდა შენთვის ცხოვრება? :-):-):-)
ara...magram axla ukve mkidia da vamayob amit :D:D:D:D:D:D:D
слабо :-)
დაკიდებაზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა, მაგრამ აქ არ დავწერ :-):-):-)
თუ გინდა ისე მოგიყვები :-):-)
ითონმა ბლოგზე კომენტარები დაიწყო??:))) რა მაგარია:))
აუ ნინაჩკა, მოწევის გამოკლებით, ასეთ მდგომარეობაში ვიყავი ახლა ზუსტად:)
რო მეგონარ რო რაღაც გამოვიდა და რიტმი და კალაპოტი ვიპოვე მეთქი:)
და შემოვედი შენთან რო თავი უკეთ მეგრძნო:)
რა არის ეს:))
მემგონი არ უნდა ველოდოთ რო ცხოვრება ოდესმე მშვენიერი იქნება. მარა ამ არამშვენიერ ვერსიას უნდა წამოვარტყათ ხოლმე ხანდახან კინკრიხოში:))
ძალიან მაგარი პოსტია, კალერ!
მართლა.
am orshabat dilas amis cakitxva ikneboda?:)))
kalo, dakidebaze mec zustad eg reakcia mkonda, anu anegdoti gamaxsenda:))
bavshvebo, me momenatret zaan! mara sakme imashia, rom "dge da game lukma puris shovnashiii,
mitendeba migamdeba shromashiiii":)))
Post a Comment