Friday, December 26, 2008

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა
- გვარი?
- ჩოფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა?
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

-თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.


4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეეში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის

5

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრე მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს

6
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.


8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქვთ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.არ მწამს და მამკალ, აჰა!


9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.ასე არ არის, მკითხველო?სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

გოდერძი ჩოხელი

Thursday, December 25, 2008

* * *

აუშვით ღუზა,
ზეიმობს მუზა,
მჭედელმა რკინას
ჩაქუჩი სდრუზა :-)

Dance .....................

ცეკვა მინდა გიჟივით :-):-)

Monday, December 22, 2008

New Year's Eve

ახალ წელს სხვა ხიბლი აქვს.
ნაძვის ხე
საჩუქრები
ასე თუ ისე განათებული ქუჩები
გოზინაყი
წინასაახალწლო მზადება
თოვლის ბაბუა
ნეტა დღესაც მჯეროდეს თოვლის ბაბუის არსებობის.
რა ბედნიერი ვიქნებოდი.......

* * *

დილას გავიღვიძე, ჯერ კიდევ ბნელოდა, გაჭირვებით გავარჩიე საათის დიდი და პატარა ისარი.
ძლივს ვაიძულე თავი, რომ ავმდგარიყავი.
როგორც იქნა ავდექი და აღმოვაჩინე, რომ სახლში არც შუქი იყო და არც გაზი.
იყო მარტო წყალი, ცივი, ცივი, გაყინული. გარეთაც რაღაც არაბუნებრივად ქროდა ქარი, თითქოს ზღაპრისებურად თუ სიზმრისეულად.
ისე, ლამაზი იყო ქუჩა - ყვითელი ფოთლებით მოფენილი.
მინდა მთელი დღე ვიწვე, რამე საინტერესოს ვკითხულობდე და ფანჯრიდან ვხედავდე, როგორ დააფრიალებს ქარი ყვითელ ფოთლებს სიზმრისეულად

Monday, December 15, 2008

Snow Day

როცა თოვს როგორი სიმშვიდე დგება ირგვლივ.
სიმშვიდე და რაღაცნაირი სიჩუმე.
თითქოს ფიფქების შრიალი ქმნის უცნაურ სიჩუმეს.
და თითქოს გამჭვირვალეა გარემო და შენც მსუბუქი ხდები.....წონის მიუხედავად :-):-):-):-)
მიყვარს თოვლი .......

Wednesday, December 10, 2008

Я вам разрешаю удалиться :-):-)
დილიდან ამოვიჩემე ეს ფრაზა
პრინციპში ლოგიკური ამოჩემება მაქვს.
ახლა ვფიქრობ, რა ფორმით მივიტანო ადრესატამდე. სიტყვიერად თუ წერილობით.
ალბათ სიტყვიერად ჯობს.
წერილობით რაა, ბანძი ხომ არ ვარ :-):-):-):-)

Sunday, November 30, 2008

FACE OFF

დაღლილობისგან ასტრალში გასულხართ? მგონი ვენერას ეტლში შევდივარ, თუ იუპიტერის ეტლი მოდის ჩემთან სტუმრად :-):-):-)
ისეთი დაღლილი ვარ, საკუთარი თავის მიმართ გაუცხოებას განვიცდი :-):-)
არ შეიძლება ასე.
და ხვალაც რომ მაქვს საქმე? აუცილებელი. რომ ვერ გადადებ ისეთი. ხვალ ალბათ უკვე ეტლებს აღარ დავჯერდები და ხელოვნურ თანამგზავრებს ან კომეტებს დავუმეგობრდები.
მაგრაააააააამ, სამშაბათს და ოთხშაბათს ვერავინ ვერ მომკრავს თვალს სამსახურში.
და ვერც დამირეკავენ. იმიტომ, რომ ტელეფონს გამოვრთავ :-):-)

დღევანდელი მონაცემებით კი, მარსის ეტლი ესტუმრა ვენერას :-):-):-):-):-):-):-)

Monday, November 17, 2008

არ უნდა ამას სათაური :-)

გაზაფხული მინდა.
თუნდაც მარტი, თუნდაც წვიმიანი და ცივი.
არეული ამინდის მიუხედავად მარტი მაინც პერსპექტიული თვეა.
იცით თუ არა, რომ ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტის გამოცხადება კლარა ცეტკინის იდეა იყო? რა ტიპი იქნებოდა კლარა ცეტკინი?! კომუნისტი და თანაც ბებიაჩემის სეხნია:-) ცოტა გიჟიც იქნებოდა აუცილებლად :-)
რამდენი ხანია რადიოსთვის არ მომისმენია. უცებ  შემეცოდა ჩემი მუსიკალური ცენტრი. არავის რომ აღარ ჭირდება. კომპიუტერმა ჩაანაცვლა. ხოდა ჩავრთავ და მოვუსმენ.
მახსოვს რა გახარებული ვიყავი ახალი კომპიუტერი რომ ვიყიდეთ. განსაკუთრებული სიხარულით მივდიოდი სახლში.
ანამ რა თქმა უნდა მაშინვე დამისვა დიაგნოზი: ფსიქიური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა (სახელი არ მახსოვს), რომლის დამახასიათებელი სიმპტომებია მხიარულება და ახლადშეძენილი ნივთებით გადაჭარბებულად აღფრთოვანება.
რა კაია :-) :-) ფსიქიატრთან რომ მიხვალ და ეტყვი - იცით, ვმხიარულობ და რა ვქნა? ახალი კომპიუტერი მაქვს სახლში, მიხარია და იქნებ მიშველოთ რამე და მომაწყინოთ. ძალიან მაინტერესებს ექიმის რექცია.
ისე, მგონი რადიოს ჩართვამ არ გაამართლა. რატომღაც "უცნობის" მიუღებლობა აქვს ამ მუსიკალურ ცენტრს. ხოდა სხვაგან ყველგან საშინელი სიმღერებია. აი ისევ რაღაც კრეტინობა დაიწყო.
ამერიკულ სიმღერებში baby, love, hold me, kiss me რომ არ იყოს ალბათ დაიღუპებოდა მათი შოუ ბიზნესი. ქართულში კიდევ წვიმა და ქარიშხალი. ქართველები ძირითადად სტიქიურ უბედურებებზე მღერიან. მიკვირს მიწისძვრას არცერთი სიმღერა რომ არ მიუძღვნეს.
აუ, laid back-ი. არ დამცინოთ, მაგრამ მიყვარს. Sunshine Reggae. კარგ ამბებს და ძველ დროს მახსენებს.
ამ დროს, სულ მგონია, რომ გარეთ უნდა თბილოდეს, ბინდდებოდეს და მე და მარიკა მზესუმზირაზე წასასვლელად ვემზადებოდეთ.
ჩვენი სეირნობა რაღაც რიტუალურ მსვლელობას რომ ემსგავსებოდა :-):-)
Beatles. გამოსწორდა რადიოს საქმე. ყველაზე მაგარი ჯგუფი მსოფლიოში, ჩემი საყვარელი სიმღერით - Strawberry fields forever. ამაზეც ბევრი რამე მახსენდება. ერთ-ერთი - ჩემი პირველი გამოთრობა მეგობრის ბარში. ვერაფრით რომ ვერ მარწმუნებდნენ არ მემღერა beatles-ის სიმღერები :-)
დღეს მისტერ პიტკინს ვუყურე და ძალიან კმაყოფილი ვარ :-)
ახლა სიამოვნებით ვნახავდი "Big Lebovski"-ს, ან  "Night on earth"-ს, ან "Down by law"=ს. 
ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა და ჩემი მეგობრის ქორწილი.
ზუსტად იმ მეგობრის, რომლის ბარშიც beatles-ის და არა მარტო beatles-ის სიმღერებს ვმღეროდი მთვრალი :-)
კარგია თარიღები რომ დაემთხვა. Два в одном. :-)
აი, მიკ ჯაგერიც. მიყვარს ეს კაცი. თან რა ლამაზი იყო ახალგაზრდობაში. აი კიდევ ერთი მაგალითი, რას უშვება ადამიანს სიბერე. არა, ჯაგერი ისევ ენერგიულია და 65 წლის ასაკშიც გიჟივით დარბის სცენაზე, მაგრამ ის სილამაზე კაცმა არ იცის სად გაქრა... ნეტა საქართველოში არ ჩამოვა? მინდა მიკის კონცერტზე.
ძალიან მეძინება. მაგრამ  არ ვიძინებ. მენანება. სამაგიეროდ დილას ვიქნები "არაჩვეულებრივად გამოძინებული".
დილაობით ყველა უმუშევრის მშურს :-)
რატომ ვჭამე ღამე ნამცხვარი? აი, რატომ? გასტრონომიულ მწუხარებაში ჩავვარდი უცებ. გახდომაზე კი ვოცნებობ, კაცმა რომ მკითხოს. და ფიცს ვდებ, რომ ღამე აღარ შევჭამ. ოღონდ ფიცის დადება ყოველთვის მაშინ გამომდის, როცა არ მშია :-)
ისე, შევამჩნიე, რომ ერთი თემიდან მეორეზე ძალიან უცერემონიოდ გადავდივარ. მაგრამ არაუშავს. ამ ბოლო დროს, ჩემს თავში არსებული ყველა "ნათურა" ანთებულია და ალბათ ამიტომ ვარ ასეთი თანმიმდევრული:–).
თუმცა ეს სულაც არ მაღელვებს. სჯობს 220 ვოლტზე იყო ჩართული, ვიდრე ერთი და ისიც გადასაწვავად გამზადებული "ნათურა" გიბჟუტავდეს
.................
ისე, ჯობია რო? :–) 

Friday, November 14, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეხუთე)

ადრეული ბავშვობა
ფასანაური.
მე და მარიკა გვირილების მინდორში დავრბივართ. ყვავილები ხელებში აღარ გვეტევა. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ბუნებაში ამდენი ფერი არსებობდა.
ოდესმე გინახავთ მთის გვირილა?
მდინარის პირას მწვანე ხალიჩასავით დაფენილან ღილისოდენა ბაყაყები.
ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს. მანამდე არასოდეს გვენახა ბაყაყი ასე ახლოს, მითუმეტეს ამ რაოდენობის და ასეთი გასაოცარი ზომის.
-რატომ არიან ღილებივით?კითხულობს მარიკა და თვალს არ აშორებს მოყიყინე არსებებს.
-ეტყობა ლილიპუტები არიან, ვპასუხობ მე, -ან ჯერ არ გაზრდილან.
-დედა არცერთს არ ყავს? დიდები რატომ არ ჩანან?
-ალბათ ობლები არიან
მთელი ღამე ობოლი ბაყაყების დარდში გავლიეთ.
სანატორიუმის მე-5 სართული.
აივნიდან გადაყუდებულები, ეზოში შემოჩვეულ ძაღლს პურის და ძეხვის ნაჭრებს ვუყრით.
მეორე დღეს ძაღლს მოკლავენ, სხვა, ახლომახლო მობინადრე მაწანწალა ძაღლებთან ერთად.....ეზოში, ბავშვების თვალწინ.
მსგავსი სისასტიკე იშვიათად მინახავს ჩემი თვალით. დღემდე ნათლად მახსოვს "ჩვენი" ძაღლის წითლად შეღებილი ბალანი, მისი განწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის და ყმუილი, რომელმაც მთელი ეზო გაავსო.
აივნის მოაჯირს დაციებული მსუბუქ გულისრევას ვგრძნობდი და ვერაფრით ვატანდი ფეხებს ძალას, რომ ოთახში შევსულიყავი, ყურებზე ხელები ამეფარებინა და მოვცილებოდი ამ ამაზრზენ სანახაობას.
მას მერე ფასანაურში წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია.
თუმცა იქ არაამქვეყნიური სილამაზის გვირილები იზრდება.

მოხუც გრენს რომ დაენახა ეს ბავშვები, რას იტყოდა? :-):-)


Thursday, November 13, 2008

ვისაც გაწყობთ, გიყვარდეთ პარასკევი :-)


If you must have motivation, think of your paycheck on Friday.

იდეის მოწოდებისთვის მადლობა გოგა ტომას ტაბიძეს, იგივე ყბედ ტომასს :-) :-)

Change the World :-)

ძაან სასაცილოა, რაღაც ტესტი გავაკეთე. The Ultimate Colour test.
და სხვა რაღაცეებთან ერთად აღმოჩნდა, რომ ჩემი life's purpose არის to change the world :-):-)

გააკეთეთ.
გაარკვიეთ რა არის თქვენი life's purpose :-):-)

http://www.blogthings.com/theultimatecolortest/


P.S. ტესტი მოვიპარე დვორსკის ბლოგიდან :-):-)

Wednesday, November 12, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეოთხე)

ადრეული ბავშვობა
როიალთან ვზივარ. ფეხები ჰაერში ქანაობს. ცრემლები ღვარად ჩამომდის ლოყებზე და ნიკაპთან ერთდება.
-ტირილს მერეც მოასწრებ. დაუკარი.
თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. რა უნდათ, რატომ მტანჯავენ? გარეთ ყვითელი, მცხუნვარე ზაფხულია, მე კი.....
-პირველი თითი, მეოთხე თითი....დო...სოლ...რე...
დედას ნერვები აღარ ყოფნის
-დაუკარი!
-დავიღალე, აღარ დავუკრავ.
Старинная французская песенка
რა მოსაწყენი მელოდიაა. ამის დაკვრას რომ გაძალებენ უნდა იტირო აბა რააა.
დღემდე ამ მელოდიის გაგონებისას ცუდ ხასიათზე ვდგები.
აივანზე გოგოებს მოვკარი თვალი.
ბიძაჩემის მეგობრები (ცოტა ხანში ერთ-ერთი მათგანი ჩემი ბიცოლა გახდება).
ეტყობა ზღვიდან ახალი ჩამოსულები არიან. რა ლამაზი სარაფნები აცვიაათ.
-თქვენ გაიხარეთ. - ჩუმად ვჩურჩულებ.
ახლა ხომ მაინც დამანებებენ თავს. სტუმრებს არ გაუმასპინძლდებიან აბაა?
სკამიდან ვხტები და კისრისტეხით გავრბივარ მეზობლის პუტკუნა ბიჭთან.
რა თქმა უნდა "პასკობანა" ჯობს ვიდრე იმ საშინელ როიალთან ჯდომა და ცრემლების ღვრა.
-პასკა, პასკა, გამოდიიი, თუ არ გამოხვაალ....
-რა ლამაზი სახლი გამოგივიდაა
-არა, შენი უფრო ლამაზიაა..
ბიჭს წითელი შორტები აცვია,დიდი, ლურჯი თვალები აქვს და ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მაგრამ არ მაწუხებს. Старинная французская песенка-ზე გაცილებით კარგი მოსასმენია:-)

Tuesday, November 11, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მესამე)

ადრეული ბავშვობა
თოჯინის ქურქებში გამოწყობილი ორი ცოცხალი კურდღელი საბავშვო ეტლში მორჩილად, ყურებჩამოყრილი ზის - პატრონს, იგივე "დედას" (მიხვდით ალბათ დედად ვინ მოიაზრება. ვერა? მიხვდებით მალე) სტუმრად მიყავს.
ეტლი ეზოში შევაგორე. "შვილებს" მზრუნველად გავუსწორე ქუდი და ხელთათმანები და აგვისტოს სიცხისგან გათანგული საბრალო არსებები მარიკას ამაყად წარვუდგინე.
-ვაიმე, ტყუპები არიან?
-ხო. (ჭკუაში დამიჯდა)
-რატომ არ გგვანან?
-ჯერ პატარები არიან. რომ გაიზრდებიან მერე დამემსგავსებიან.
-ჰოოოოო
ეჭვნარევი ხმით მპასუხობს მარიკა და "ტყუპებს" ეფერება.
-იცი, ჭამის დრო აქვთ. მათხოვე შენი თოჯინის ბოთლი, სტაფილოს წვენი უნდა დავალევინო.
-რომ მოდიოდი ბოთლი ვერ წამოიღე? მე რატომ უნდა გათხოვო?
-კარგი ბატონო, მაშინ წავალ. ბოთლების მეტი რა მაქვს სახლში.
-არა... არაააა.... არ წახვიდეეეე...მოგცემ ბოთლს......... არ წახვიდეეეეეე........
მე უკვე ქუჩაში ვარ და "ტყუპებს" ვესაუბრები.
-ხედავთ დეიდათქვენი რა უტაქტოა? მაგრამ მაინც თქვენი დეიდაა და უნდა გიყვარდეთ. გაიგეთ?
ჯანჯღარისგან არაქათგამოცლილი კურდღლები უხმოდ შემომცქერიან თავისი წითელი, ნაღვლიანი თვალებით.

P.S. ამ ნაწყვეტში მემგონი ყველაზე ნათლად ჩანს რა უაზრო ვიყავი :-):-):-)

Friday, November 7, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეორე)

კომბოსტოს პლანტაციას თვალს ვერ ვაწვდენ. მთის ძირში ნისლშერეული ლაჟვარდი გადაწოლილა. ხელის გადასმა რომ მოგინდება ისეთი.
არ მეგონა ეს საძულველი ბოსტნეული ჩემში ასეთ აღფრთოვანებას თუ გამოიწვევდა ოდესმე. მინდა მანქანამ სიჩქარეს მოუკლოს, რომ დიდხანს ვუყურო, დავტკბე ამ სილამაზით, კარგად დავიმახსოვრო მწვანესა და ბაც იისფერში გაზავებული ეს უცნაური ლურჯი ფერი.
კომბოსტოს თაიგული.
უცებ წარმოვიდგინე, კომბოსტო რომ მომართვას ვინმემ საჩუქრად და სიცილი ამიტყდა. პლანტაცია თვალს მიეფარა, თუმცა ლურჯის ეს საოცარი ინტერპრეტაცია სამუდამოდ დარჩა ჩემს გონებაში.
ლამაზი ეზო, ბევრი ყვავილებით. ფუტკრების მონოტონური ზუზუნი, სოფელში გადასახლებული ბებია და ბაბუა. სიყვარულით სავსე თვალები. ამ სახლში ფეხის შედგმა და ჩემი გამგელება ერთია. არ ვიცი რა განაპირობებს ამას, დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ აღმიძრავს ჭამის დაუოკებელ სურვილს ეს გარემო.
ალბათ მაინც იმიტომ, რომ ყოველთვის გემრიელი სურნელი ტრიალებს. გემრიელი და ჯანმრთელი.
გამომშვიდობება ყოველთვის მიჭირს - სევდით სავსე თვალების დანახვა. გამოსახულება თანდათან პატარავდება, მაგრამ თვალები მაინც ჩანს, ბოლომდე მაცილებს.
გული მეწურება.
გზაში ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობა ჯერ კიდევ ცოცხლობს... მათი წყალობით.


იცით როგორი ამინდიააა?
სახლში რომ უნდა იყო თბილად.
სვამდე მურაბიან ჩაის ცხელ, ქიშმიშიან ფუნთუშასთან ერთად და უყურებდე ჰოლივუდურ, ჰეფიენდიან ფილმს.

Thursday, November 6, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (პირველი)

სახლი, სითბო, სიმშვიდე. უცნაური აქცენტით მომღერალი კაცი. ფიქრისთვის საუკეთესო პირობები. ფიქრი – დაკონკრეტებული, ზოგადი, სასიამოვნო, გამაღიზიანებელი და ზოგიერთი აბსოლუტურად აბსურდული, ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას მოკლებული. ბავშვობისდროინდელმა სუნმა ჩაიქროლა ძალიან ახლოს. სუნი და შეგრძნება. თუმცა შეიძლება შეგრძნება მე თვითონ გავიმძაფრე. ძალიან მინდოდა და იმიტომ.
ადრეული ბავშვობა.
ზამთრის ჩვეულებრივი ნაცრისფერი დილა. ბაღში წასვლამდე კიდევ ნახევარი საათია დარჩენილი. დედის მონოტონური ხმა საშუალებას არ მაძლევს რომ ცოტა ხანს კიდევ დავიძინო. ზარმაცად ვახელ თვალებს, ნამძინარევი ხმით ვიხვეწები, რომ სახლში დამტოვონ, თუმცა ვიცი, რომ არაფერი გამომივა. ვიმუქრები, რომ ბაღში ფაფას არ შევჭამ, ბორშს მითუმეტეს და დედას კიდევ ერთ ულტიმატუმს ვუყენებ
- "წამოგყვები, თუ მასწავლებელს თხოვ, რომ დღეს მე დამნიშნოს მორიგედ".
მამა ამ ყველაფერზე იცინის და ჯერ კიდევ ლოგინში მონებივრეს ზურგს მფხანს თავისი საოცრად რბილი თითებით.
ჰოოო, ბავშვობაააა... ბევრი კუნტრუშის მიუხედავად დედა მაინც მაცმევს წითელ რეიტუზს, რომელიც საშინლად მსუსხავს, მვარცხნის თმას - რა თქმა უნდა ამასაც ვაპროტესტებ - მეწიწკნება. მისხამს ასკილის ჩაის, რომელზეც ვგიჟდები, ნაჩქარევად ვსაუზმობ და ხელჩაკიდებული, გაბღენძილი სახით ჩავდივარ დაღმართზე, რომლის ბოლოშიც საძულველი ბაღი მოჩანს , მთელი დღით რომ დამაშორებს დედას.
ბედნიერებაა საღამოს მისი მოსვლა. სიხარულისგან ლოყებაწითლებული გამოვექანები, ჩავეხუტები, ცხვირს პალტოს საყელოზე მივაჭყლეტ და ხარბად შევისუნთქავ ზამთრის სუსხნარევ მის ნაზ სურნელს.
სახლისკენ მიმავალ აღმართს პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელი სულმოუთქმელი ლაპარაკით ავივლი. სახლში სითბო და სიმყუდროვე მელოდება. და ბაბუა - ყველაზე კეთილი, ყველაზე გულუხვი და ჩემი სიყვარულით ლამის ჩემს ტოლად გადაქცეული. თითქოს იმისთვის მოსული ამქვეყნად, რომ ყველა ჩემი სურვილი თვალისდახამხამებაში რეალობად აქციოს. წესად ქცეული საღამოს სეირნობა პატარა, მყუდრო ქუჩაზე, რომელიც უკვე ძალიან მშობლიურია.
ბავშვებთან ერთად წინ გავრბივარ, მათაც ვაჩვენებ ხის ჭიშკარს და შიშნარევი ხმით ვეუბნები, რომ აქ მცხოვრები კაცი დაგვიჭერს თუ ცუდად მოვიქცევით. თან უკან ვიყურები და ვამოწმებ, ბაბუა მომყვება თუ არა :-)
ბაბუა...
მისმა გარდაცვალებამ თითქოს ჩემი ბავშვობაც დაასამარა. პანაშვიდებზე რაღაც სულელური მორიდების გამო ტირილისგან თავს ვიკავებდი. საძინებელში გავდიოდი და იქ ვტიროდი, ყველასგან ჩუმად, თითქოს ვინმე დამსჯიდა ამისთვის. დაკრძალვის დღეს პროცესიას სასაფლაოზე არ გავყევი. არ მინდოდა დამენახა როგორ აყრიდნენ მიწას ჩემს ბავშვობას. ხალხისგან დაცლილ სახლში ვიწექი, ვტიროდი და ცხელი ცრემლები ყურებში ჩამდიოდა. ცრემლებში მკაფიოდ ჩანდა..........
1984 წელი.
შიშისგან მუხლებაკანკალებული, მუცელაფორიაქებული ავდივარ ტრაპზე და ვლოცულობ, რომ ფრენა გადაიდოს.
-მატარებლით რომ წავიდეთ?
-ნუ გეშინია, აი ნახავ როგორ მოგეწონება.
თავზე მის თბილ ხელს ვგრძნობ და ვმშვიდდები. მუცელშიც წყდება რევოლუციური ჰანგები. სასტუმროს ოთახი. მესამე სართული. ფანჯრები ბოლომდე ღიაა. ფანჯრის რაფაზე ვდგავარ და სიმწვანით ვტკბები.
რატომ გადავწყვიტე ასე უზნეოდ მოქცევა არ მახსოვს.
-ახლა ბარემ ავდგები და აქედან ჩავხტები ეზოში.
-ოჰ, რას ამბობ კაცო, ჩამოდი ახლავე
-რატოომ? ჩიტები თუ დაფრინავენ იმ სიმაღლეზე, მე რომ აქედან გადავხტე რა მოხდაა?
-ჩამოდი გენაცვალე.
თავს ჯიუტად ვაქნევ. რა თქმა უნდა არსად გადახტომას არ ვაპირებ. მაინტერესებს როგორია გაბრაზებული ბაბუა.
-ჩამოდი.
გაფითრებული მორბის, თითქოს მართლა სადმე გადამხტორმი ვიყო. მის მკლავებში მოქცეული ვგრძნობ როგორ უცემს გული და სინდისი მქენჯნის.
ვცდილობ შეცდომა გამოვასწორო.
-ბაბუ, აბა შენ თუ მეტყვი შანდორ პეტეფი სადაური იყო
-უნგრელი, ბაბუ.
-ბებიას არ უთხრა ხოოო, ფანჯარაზე.
ღიმილით მეთანხმება და შუბლზე მკოცნის.
მინდა ჩავეხუტო.
თბილისი, 19 ალბათ 80 წელი.
კბილზე ძაფგამობმული მთელს სახლს გარს ვუვლი, რომ დედამ და ბებიამ არ დამიჭირონ, თან რა თქმა უნდა უზნეოდ ვღრიალებ. ალბათ უდაბნოში არ გაეხარდებოდათ წყლის დანახვა ისე, როგორც მე გავიხარე მისი ხმის გაგონებით.
-რას ქვია ეს ძალადობა? ერთი კბილის გულისთვის ბავშვს ნერვებს უფუჭებთ? უყურე შენ ამათ. წამოდი ბაბუ, გავისეირნოთ. ეგ კბილი თავისით მოგძვრება.
და ჩვენს ნაცნობ მოქანდაკესთან მივდივართ.
თბილისი. 19 რომელიღაც წელი.
სითბო, სიკეთე...
ბორჯომი, 1985 თუ 6 წელი
დილის გამამხნევებელი ვარჯიშები
სოხუმი, 1989 წელი
ზრუნვა, სიყვარული....
თბილისი, 1990 წელი
შეშფოთება, გავიზარდე, მეტი ყურადღება მჭირდება
თბილისი, 1992 წელი.
-რომელი ხარ შენ?
-მე ვარ ბაბუ.
-ოჰ, მოდი ჩემთან, მოდი!
ისევ ის თბილი, ოდნავ მოცახცახე ხელები, ჩამქრალი თვალები, მე რომ მაინც მხედავენ და აჩქარებული გულისცემა. უბრალოდ უნდა შეახსენო ვინ ხარ და ისევ ისე ჩაგიკრავს გულში, როგორც ადრე, ძალიან ადრე.
100 კუპონიანს მაწვდის და მირჩევს, რაც გამიხარდება ის ვიყიდო, ოღონდ ერთი-ორი წიგნიც აუცილებლად. მადლობის ნიშნად ვკოცნი და არ ვეუბნები, რომ 100 კუპონად ერთ პურსაც ვერ ვიყიდი. ამას რა მნიშვნელობა აქვს. ის 100 კუპონიანები მე დღესაც შენახული მაქვს.
მოგონებები აიმღვრა. ხალხი სასაფლაოდან ბრუნდება .
ეს სულელური კომპლექსები დამღუპავს. უნდა გავთავისუფლდე. თუმცა უკომპლექსო ადამიანები არ მიყვარს. უფრო სწორად, ზედმეტად უკომპლექსოები. მაგრამ ზოგიერთი კომპლექსისგან განთავისუფლება მაინც ღირს.
მეც ალბათ, ნელ-ნელა ვეცდები....
თუმცა ჩემი ცრემლების დღემდე მრცხვენია.

პარპაში ყვავის "ვანაში"

ხელში ავიღე ძველი კალამი
თმა ყალყზე მიდგას, როგორც ალამი
ღირსიც კი არ ხარ მოგცე სალამი
არ წაგიკითხავს "გმირთა ვარამი".
შეტორტმანდება "ვანაში" ყვავი,
თვალში გაკრთება განზრახვა ავი,
შიშველი იდგა დუშის ქვეშ სვავი
და გაესაპნა უბედურს თავი.
ყვავმა იშიშვლა ჯიბიდან დანა,
შენ სიყვარულის ღირსი ხარ განა?
წითლად შეღება ცისფერი "ვანა"
სვავი ფართხალებს, როგორც ფარვანა.
ზეცამ დასჭექა, ცა ჩამობნელდა,
გამოფხიზლებულ ყვავს ეცა ელდა
და შემზარავად შეჰყვირა - დედა!
ჩვენ მივუძღვენით ეს ლექსი იმას,
ვინც არ ეწევა პაპიროს პრიმას,
არ ეპუება ჟუჟუნა წვიმას
და არ უჩივის ნაადრევ კლიმაქსს.

18.07.04.

P.S. "შედევრზე" ჩემთან ერთად იმუშავეს მარიკამ, ცისიამ და თამუნამ.
მადლობის მეტი რა მეთქმის :-):-):-)

Tuesday, November 4, 2008

Obama oder Osama? :-)

ბარაკ ჰუსეინი რომ გაპრეზიდენტდა გაგეხარდათ? :-):-)მართლა მუსულმანია კაცო? არ გადამრიოთ.
რაღაც, "მელკი" ჯიშის მაიმუნს არ გაავს? :-):-) თავისი გაშვერილი ყურებით, როგორც ქეთა ამბობს :-):-)
ობამა ოსამა რომ აღმოჩნდეს. რომ დაიბანოს ინაუგურაციის დღეს, გათეთრდეს და გვკითხოს: მოგეწონათ რეკლამააა? :-):-):-)
მაკკეინს რა მოუვაააააააა.
უფრო მოეღრიცება ყბა :-)

ხასიათის ანალიზი :-)

გუშინ სიზმარში ვნახე, რომ იკვლევდნენ ჩემს ხასიათს. და ვითომ ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ ხასიათი მომატებული მაქვს. ნუ, ძალიან არა, მაგრამ ნორმის ზედა ზღვრამდეა ასული :-):-):-)
ამას რა ქვია? :–))))

Friday, October 31, 2008

ყველაფერი ნერვებს მიშლის. რა ვქნაააა? დამლაგებელი თავისი მტვერსასრუტით უკვე ყელში მყააავს. მეც მაპილესოსებს უკვე. გადავაყლაპებ ამ მტვერსასრუტს.
და ეს უაზრო მოკითხვები კიდეეეეე. გამარჯობა ნინო, როგორ ხარ ნინო. ყოველ დღე. დღეში ოცჯერ, ერთი და იგივე ადამიანი. აუუუუუ.
ოოოო, შემეშვან რაააააა.
ვსო.
არ მაინტერესებს.

Thursday, October 23, 2008

ეძღვნება კაწკას...და ნათიასაც პრინციპში :-):-)


Yo, I’ll tell you
what I want,
what I really really want,
So tell me
what you want,
what you really, really want,
I’ll tell you
what I want,
what I really really want,
So tell me what you want,
what you really really want,
I wanna, I wanna, I wanna, I wanna, I wanna
reallyreally really wanna zigazig ha.
If you want my future

forget my past,
If you wanna get with me better make it fast,
Now don’t go wasting my precious time,
Get your act together we could be just fine
I’ll tell you what I want,

what I really really want,
So tell me what you want,
what you really really want,
I wanna, I wanna, I wanna, I wanna, I wanna
really really really wanna zigazig ha.
If you wanna be my lover,

you gotta get with my friends,
Make it last forever
friendship never ends,
If you wanna be my lover,
you have got to give,
Taking is too easy,
but that’s the way it is.
What do you think about that now you know how I feel,

Say you can handle my love are you for real,
I won’t be hasty,
I’ll give you a tryIf you really bug me then I’ll say goodbye.
Yo I’ll tell you what I want,

what I really really want,
So tell me what you want, what you really really want,
I wanna, I wanna, I wanna, I wanna, I wanna
really really really wanna zigazig ha.
If you wanna be my lover,

you gotta get with my friends,
Make it last forever friendship never ends,
If you wanna be my lover,
you have got to give,
Taking is too easy, but that’s the way it is.
So here’s a story from A to Z,

you wanna get with me you gotta listen carefully,
We got Em in the place who likes it in your face,
we got G like MC who likes it on anEasy V doesn’t come for free,
she’s a real lady,and as for me you’ll see,
Slam your body down and wind it all around
Slam your body down and wind it all around.
If you wanna be my lover,

you gotta get with my friends,
Make it last forever
friendship never ends,
If you wanna be my lover,
you have got to give,
Taking is too easy,
but that’s the way it is.
If you wanna be my lover,

you gotta, you gotta, yougotta,you gotta, you gotta,
slam, slam, slam, slamSlam your body down
and wind it all around.
Slam your body down and wind it all around.
Slam your body down and wind it all around.
Slam your body down zigazig ah
If you wanna be my lover......

Friday, October 17, 2008

ინდოეთი - კიდევ ერთი ოცნება





როგორაა ერთმანეთში არეული ამ ქვეყანაში სილამაზე და სიმახინჯე, ჰაეროვნება და სიმძიმე.
როგორი საინტერესოა და როგორი ჭრელი.
მე აუცილებლად წავალ ინდოეთში და ვნახავ ტაჯმაჰალს.
და კიდევ ძალიან ბევრ ჭრელ კაშნეს ვიყიდი :-):-)

Robert Cappa





Charlie the Great



ყველა ცნობილი, ნიჭიერი და ხანგრძლივად მოღვაწე ხელოვანი, ადრე თუ გვიან მაინც უინტერესო ხდება, მეორდება ან მწვერვალიდან მაინც ეშვება.
ჩარლი ჩაპლინი ერთადერთი ხელოვანია (ჩემი აზრით რა თქმა უნდა), რომელიც დღემდე საინტერესო, დღემდე ახალი და დღემდე ამოუწურავია.
მსოფლიო კომიკოსად წოდებული ადამიანი, რომელსაც ყველგან თან სდევდა ტრაგედია - ადრეული ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე.
თქვენ გეცინებათ ჩაპლინის "კომედიებზე"?
მე მეტირება.
და ძალიან მიყვარს ეს უხასიათო და უჟმური გენიოსი. :-)

ინტერვიუ


რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
ზაფხულობით ქაშმირიდან მარადთოვლიანი მწვერვალების ცქერა. ჩემი ოჯახი წარმოშობით ქაშმირს უკავშირდება და ბავშვობაში, ყოველ ზაფხულს,ბარის სიცხეებს რომ გავრიდებოდით, ქაშმირს ვაფარებდით თავს: რაღაცნაირი მაგიური სპექტაკლი იყო.
ბოლოს როდის გაიცინეთ?
ხუთი წუთის წინ . . . მე სულ ვიცინი.
ბოლოს როდის იტირეთ?
როგორც ბევრ მამაკაცს, მეც მიმაჩნია, რომ ტირილი არ არის ადვილი. მაგრამ შეუძლებელია, შეიკავო ცრემლი, სატიაჯიტ რეის ტრილოგიის პირველ ფილმს, "ბილიკის წუხილს" ვუყურებ.
რა არის თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
ძალიან ყბედი ვარ.
თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?
ზედმეტად მგრძნობიარე ვარ; თავს უცებ ვგრძნობ შეურაცხყოფილად . . .
ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
არავისთან. არანაირი მოდელი არ მაქვს.
ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
მანდელა და . . . სხვა არავინ. ჩემი ცხოვრებისეული თუ ლიტერატურული მიმართულება ანტიგმირებისკენ მიბიძგებს.
თქვენი მხატვრული გმირები ან ანტიგმირები?
ლეოპოლდ ბლუმი ჯოისის "ულისეში". მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ მისი კულინარიული ჩვევებისგან: იგი გიჟდება საქონლისა თუ ფრინველის შიგნეულზე, მე კი ვერ ვიტან ასეთ საკვებს. მაგრამ ლიტერატურაში ეს ყველაზე ღრმა და ყველაზე მიმზიდველი პერსონაჟია, მელვილის ვეშაპთან, მობი დიკთან ერთად.
ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
ინდოეთში, ნებისმიერი მარშრუტით.
თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
მგზნებარება.
და ქალში?
იგივე.
საყვარელი მწერლები?
ჯოისი, პრუსტი, კაფკა, აგრეთვე მელვილი, ნაბოკოვი, ბორხესი, გოგოლი, ბულგაკოვი, კალვინო.
თანამედროვეებიდან?
ბელოუ და ფილლიპ როთი.
საყვარელი კომპოზიტორი?
ალბათ მოცარტი.
საყვარელი წიგნი?
ტოლკიენის "ბეჭდების მბრძანებელი". ცოტა სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ დღესაც ისევე მიტაცებს.
თქვენი საყვარელი ფილმი?
რიდლი სკოტის "Blade Runner". გამოვიდა თუ არა, პრესამ მიწასთან გაასწორა, დღეს კი ყველა აღმერთებს . . . მას შემდეგ სამეცნიერო _ ფანტასტიკის ყველა ფილმმა ასე განჭვრიტა მომავალი: ერთი გარყვნილი და მრავალეროვანი დიდი ქალაქი.
თქვენი საყვარელი მხატვარი?
დიდხანს მაგრიტს ვთვლიდი საყვარელ მხატვრად. ახლა, ასე ვთქვათ, გოიას პერიოდი მაქვს.
რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
მწერლობას.
ყველაზე მეტად რას ნანობთ?
ძალიან დიდი დრო დავკარგე . 1989-ში ორმოცდაერთის ვიყავი. რაც შეეხება ასაკის შესაძლებლობებს . . . დღეს 11 წლის ბიჭი მყავს და მე არ შემიძლია ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე ჩვეულებრივ საკითხებში მის გვერდით ვიდგე. ვერ ვხედავ, როგორ იზრდება.
რისი ნიჭი გინდათ რომ გქონდეთ?
სიმღერის.
რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
ჩემი შვილები.
რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენში?
ვისურვებდი, ოდნავ უფრო დიდი ვყოფილიყავი, _ ტანით, რა თქმა უნდა.
რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?
სისასტიკეს.
როცა არ წერთ, რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?
ასე ვიტყოდი: კინოში სიარული.
რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
წერისთვის აუცილებელი იდეების არქონის. და დაბრმავების.
რა შემთხვევაში ცრუობთ?
ახლა!
რა არის თქვენი დევიზი?
გააკეთე ის, რაც უნდა გააკეთო, და მაშინვე.
როგორ სიკვდილს ინატრებდით?
არანაირს . . . მაგრამ რადგან საჭიროა: ძილში, დიდხანს სიცოცხლის მერე.
მეზარება გამოცნობანას თამაში
რესპოდენტი
სალმან რუშდი

Thursday, October 16, 2008

The Worlds Great Comedians - Jim Carrey




"Maybe there is no actual place called hell. Maybe hell is just having to listen to our grandparents breathe through their noses when they're eating sandwiches"

"Until Ace Ventura, no actor had considered talking through his ass.”

Jim Carrey




Франсуаза Саган

Она уже давно подзабыла свое настоящее имя - Франсуаза Куарез. Она сжилась и срослась со своим литературным именем - Франсуаза Саган. Сидя в кабинете своей роскошной парижской квартиры, она с легкой усмешкой просматривает газетные статьи, в которых критики изощряются в поисках эпитетов для обозначения ее таланта: "Смесь цинизма, эгоизма, лиризма, с большой долей светской легкости, несомненный талант, отсутствие таланта, один шаг до гениальности, нахалка, попавшая в литературу случайно". Вот далеко неполный перечень всех этих эпитетов.
Франсуаза зашла в свой кабинет и застыла в изумлении: у камина стояли два незнакомца и вполголоса беседовали. «Трубочисты?» – в голове мелькнула догадка, которая тут же умерла. Один из них навел на мадам пистолет и потребовал ключ от старинного секретера. «Там только любовные письма», – холодно предупредила женщина. Но уже минуту спустя она не смогла сдержать улыбки: читая пожелтевшие от времени странички, воры заметно покраснели.



Monday, October 13, 2008

აქ მინდა. ტერასა მომბეზრდა :-)


რა კარგი ადგილია იმისთვის, რომ დალიო მაგარი თურქული ყავა და იკითხო ფრანსუაზა საგანი.
ოღონდ ერთ სარწეველა სავარძელს მოვითხოვდი აუცილებლად :-)
მგონი პენსიონერი ვარ :-):-)
ოო, რა ვქნა ახლა.
ცოტა ხანს ასე მინდა.

Andy Warhol - Once more and more .....





ვერ ვშორდები ამ კაცს, რა ვქნა.
მიყვარს.
ფანკლუბს გავუხსნი მალე :-) :-)

Why does it always rain on me


ძაან მეცინება ამ დიდთავა არსებაზე. მოწყენილი როაააა :-):-)

Sunday, October 12, 2008

So Many Things I Hate

ვერ ვიტან დილას ადრე ადგომას (განსაკუთრებით ზამთარში)
არ შემიძლია, როცა რაღაცის გაკეთებას მავალდებულებენ. (ჩემით შეიძლება ბევრად უფრო მეტი გავაკეთო).
ვერ ვიტან მარშრუტკით მგზავრობას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ აჩერებს.
არ მიყვარს უზრდელი ადამიანები.
ვერ ვიტან როცა რაღაცას ვყვები და ვხვდები, რომ არ მისმენენ.
არ მიყვარს ცუდ ხასიათზე ყოფნა. მე თვითონ ვხვდები რა აუტანელი ვარ ამ დროს.
ვერ ვიტან გაუთავებელ შენიშვნებს და დარიგებებს.
ჭკუიდან მშლიან ყველფრის მცოდნე და ყველაფერში კომპეტენტური ადამიანები.
თუმცა ასეთივე წარმატებით მიშლიან ნერვებს არაფრის მცოდნე და გამოტვინებული ტიპები, ტვინზე ერთი ნაოჭიც რომ არ უჭაჭანებთ.
არც ისეთი ტიპები არ მიყვარს ყველა წვრილმანი ყოველთვის რომ ახსოვთ და ამ წვრილმანებით საჭიროების შემთხვევაში რომ ინტრიგანობენ.
ვერ ვიტან გაუგებარ სიტუაციებს.
ვერ ვიტან მიტინგებს და უაზრო პათეტიკას.
დავაჯარიმებდი ყველას, ვინც ცხოველებს აწვალებს ან კლავს.
საერთოდ გაუგებარია ჩემთვის ნადირობა და მისი ე.წ. "მუღამები".
ვერ ვიტან გასვეტსკებულ სოფლელებს, რბილი ლას-ის შესანიღბად მაგარ ლას-ს რომ იყენებენ, თვალით რომ არ უნახავთ ისეთი რაღაცეები რომ "უყვართ" და თბილისში ცხოვრება ბედნიერების აპოთეოზად რომ მიაჩნიათ.
ვერ ვიტან ჩემს ახლანდელ "პრიჩოსკას". ვერ ვიტან კი არა, მაგიჟეებს.
ვერ ვიტან, როცა რაღაცეებს და ვიღაცეებს ვერ ვიტან :-)

ალბათ კიდევ ბევრი რამე არ მიყვარს, მაგრამ საბედნიეროდ არ მახსენდება :-)
რა საშინელი ადამიანი აღმოვჩნდი :-)

Bad Mood

რა ცუდია, როცა არაფერი აღარ გინდა. როცა არაფერი არ გაინტერესებს, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია . როცა ფეხებზე გკიდია უკვე, რა იქნება, ან იქნება თუ არა რამე საერთოდ. როცა ადამიანების რაღაც ნაწილი ნერვებს გიშლის, მაგრამ იმის თავიც აღარ გაქვს, რომ ნერვები მოგეშალოს.
როცა გულთან ახლოს უზარმაზარი სიმძიმე გაწოლილა და გღლის.
როცა გინდა, რომ იტირო, მაგრამ ეგეც გეზარება.
როცა სულ ერთია რა გაცვია, რა გიხდება და რა არა.
როცა არავის აღარ ეპრანჭები.
როცა გაუფასურებულია ყველა გრძნობა და მდგომარეობა.
როცა გაურკვეველი სასოწარკვეთილება თავს არ განებებს.
როცა გრძნობ, რომ სუსტი ხარ და ვერაფერს ვერ ერევი.
როცა შვება მარტო ძილში მოდის. ისიც მაშინ, თუ კარგ სიზმარს ნახავ.

ცუდიაა.
ამას რომ ხვდები ნეტა ეს კარგიაა?
აღარ მინდა ასე.....................................
დამღალა ამ სულელურმა მდგომარეობამ.

Friday, October 10, 2008

ჟოლო :-)



რა ლამაზი სახელი ქვია ამ ხილს ქართულად.
ჟოლო :-)

Thursday, October 9, 2008

მანქანა მინდა


Fall



ცივა. ცა ნელ-ნელა კარგავს ფერს. აღარაა ლურჯი. გაიცრიცა. მზეც ვეღარაა ისეთი თბილი. ჩიტები უკვე გაფრინდნენ ნეტააა?
მეც მინდა თბილ ქვეყნებში. რა წესია? :-):-)
და საერთოდ, რატომ არ დავიბადე ისეთ ქვეყანაში, სადაც ზამთარი არაა.
მაგრამ ალბათ მადლობელი უნდა ვიყო, რომ კანადაში არ დავიბადე. ან სულაც გრენლანდიაში პინგვინად :-):-):-)

Wednesday, October 8, 2008

Andy Warhol - კიდევ ერთხელ, უფრო ვრცლად






Andy Warhol (August 6, 1928 — February 22, 1987) was an American artist, a central figure in the movement known as Pop Art. After a successful career as a commercial illustrator, Warhol became famous worldwide for his work as a painter, an avant-garde filmmaker, a record producer, an author and a public figure known for his presence in wildly diverse social circles that included bohemian street people, distinguished intellectuals, Hollywood celebrities and wealthy aristocrats.A controversial figure during his lifetime (his work was often derided by critics as a hoax or "put-on"), Warhol has been the subject of numerous retrospective exhibitions, books and documentary films since his death in 1987. He is generally acknowledged as one of the most influential artists of the twentieth century.



My favorite smell is the first smell of spring in New York

Andy Warhol

Saturday, October 4, 2008

John Lennon



John Lennon - Central Park

John Lennon - Imagine

John Lennon - Tie
John Lennon Wall - Prague



John Lennon - Cuba







Настоящий талант, это способность верить в свой успех.
Джон Леннон