Tuesday, July 9, 2013

37 მანეთად მოსკოვში გადაფრენის პერსპექტივა

გული სავსეა ოცნებით
მზე ნორდოსტიდან ამოდის,
"ნაროდნი" ანეგდოტები
მის ბაგეთაგან გადმოდის.
მოსკოვებში და მინსკებში
მილიონები მოხვეტა
და ჯიბეგასქელებულმა
უმწიკვლო ეკაც მოქესტა.
მერე სამშობლოს მოაპყრო
მოწყალე მაჩვის თვალები,
არტისტებს კლასი უჩვენა
დააფარინა ვალები.
მერე გაიგო რომ თურმე
პრემიერობა კაია
ნაცებს პადნოჟკა დაუდო,
აძახებინა ვაია.
შეიმუშავა მრავალი
გასაოცარი კანონი
ციხეში გამოამწყვდია
ბაჩოები და ვანონი.
გვერდით მოისვა ბიჭები
გუბაზ, მურმან და ზვიადი
პრეზერვატივი აკრძალა
ქვეყნად ჩამოწვა წყვდიადი.
რომ კითხო მაგრად ერკვევა
თანამედროვე არტშია,
მერცხლისმჭამელი პინგვინი
გარდაეცვალა მარტშია.
დრეს კოდი შეიმუშავა
–ყველამ ჩაიცვით ჩოხები,
ხალხის ნაწილი აღშფოთდა,
აღაფრთოვანა ლოხები.
რუსსკიმ ვლადეეტ ხარაშო
და პომნიტ გადაცემები
მიშას კომპლექსი გაუჩნდა
–არა მცოდნია ენები.
ციხეს უმტვრია კარები
ათავისუფლა ქურდები,
გაგებით უნდა მიუდგეთ
ნუ ხართ ასეთი ცუდები!
მთაწმინდის პარკის კაფეში
რუსი სამხედრო გრიალებს,
თბილისის თავზე საყვარლად
წითელი დროშა ფრიალებს.