დაღლილობისგან ასტრალში გასულხართ? მგონი ვენერას ეტლში შევდივარ, თუ იუპიტერის ეტლი მოდის ჩემთან სტუმრად :-):-):-)
ისეთი დაღლილი ვარ, საკუთარი თავის მიმართ გაუცხოებას განვიცდი :-):-)
არ შეიძლება ასე.
და ხვალაც რომ მაქვს საქმე? აუცილებელი. რომ ვერ გადადებ ისეთი. ხვალ ალბათ უკვე ეტლებს აღარ დავჯერდები და ხელოვნურ თანამგზავრებს ან კომეტებს დავუმეგობრდები.
მაგრაააააააამ, სამშაბათს და ოთხშაბათს ვერავინ ვერ მომკრავს თვალს სამსახურში.
და ვერც დამირეკავენ. იმიტომ, რომ ტელეფონს გამოვრთავ :-):-)
დღევანდელი მონაცემებით კი, მარსის ეტლი ესტუმრა ვენერას :-):-):-):-):-):-):-)
Sunday, November 30, 2008
Wednesday, November 19, 2008
Monday, November 17, 2008
არ უნდა ამას სათაური :-)
გაზაფხული მინდა.
თუნდაც მარტი, თუნდაც წვიმიანი და ცივი.
არეული ამინდის მიუხედავად მარტი მაინც პერსპექტიული თვეა.
იცით თუ არა, რომ ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტის გამოცხადება კლარა ცეტკინის იდეა იყო? რა ტიპი იქნებოდა კლარა ცეტკინი?! კომუნისტი და თანაც ბებიაჩემის სეხნია:-) ცოტა გიჟიც იქნებოდა აუცილებლად :-)
რამდენი ხანია რადიოსთვის არ მომისმენია. უცებ შემეცოდა ჩემი მუსიკალური ცენტრი. არავის რომ აღარ ჭირდება. კომპიუტერმა ჩაანაცვლა. ხოდა ჩავრთავ და მოვუსმენ.
მახსოვს რა გახარებული ვიყავი ახალი კომპიუტერი რომ ვიყიდეთ. განსაკუთრებული სიხარულით მივდიოდი სახლში.
ანამ რა თქმა უნდა მაშინვე დამისვა დიაგნოზი: ფსიქიური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა (სახელი არ მახსოვს), რომლის დამახასიათებელი სიმპტომებია მხიარულება და ახლადშეძენილი ნივთებით გადაჭარბებულად აღფრთოვანება.
რა კაია :-) :-) ფსიქიატრთან რომ მიხვალ და ეტყვი - იცით, ვმხიარულობ და რა ვქნა? ახალი კომპიუტერი მაქვს სახლში, მიხარია და იქნებ მიშველოთ რამე და მომაწყინოთ. ძალიან მაინტერესებს ექიმის რექცია.
ისე, მგონი რადიოს ჩართვამ არ გაამართლა. რატომღაც "უცნობის" მიუღებლობა აქვს ამ მუსიკალურ ცენტრს. ხოდა სხვაგან ყველგან საშინელი სიმღერებია. აი ისევ რაღაც კრეტინობა დაიწყო.
ამერიკულ სიმღერებში baby, love, hold me, kiss me რომ არ იყოს ალბათ დაიღუპებოდა მათი შოუ ბიზნესი. ქართულში კიდევ წვიმა და ქარიშხალი. ქართველები ძირითადად სტიქიურ უბედურებებზე მღერიან. მიკვირს მიწისძვრას არცერთი სიმღერა რომ არ მიუძღვნეს.
აუ, laid back-ი. არ დამცინოთ, მაგრამ მიყვარს. Sunshine Reggae. კარგ ამბებს და ძველ დროს მახსენებს.
ამ დროს, სულ მგონია, რომ გარეთ უნდა თბილოდეს, ბინდდებოდეს და მე და მარიკა მზესუმზირაზე წასასვლელად ვემზადებოდეთ.
ჩვენი სეირნობა რაღაც რიტუალურ მსვლელობას რომ ემსგავსებოდა :-):-)
Beatles. გამოსწორდა რადიოს საქმე. ყველაზე მაგარი ჯგუფი მსოფლიოში, ჩემი საყვარელი სიმღერით - Strawberry fields forever. ამაზეც ბევრი რამე მახსენდება. ერთ-ერთი - ჩემი პირველი გამოთრობა მეგობრის ბარში. ვერაფრით რომ ვერ მარწმუნებდნენ არ მემღერა beatles-ის სიმღერები :-)
დღეს მისტერ პიტკინს ვუყურე და ძალიან კმაყოფილი ვარ :-)
ახლა სიამოვნებით ვნახავდი "Big Lebovski"-ს, ან "Night on earth"-ს, ან "Down by law"=ს.
ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა და ჩემი მეგობრის ქორწილი.
ზუსტად იმ მეგობრის, რომლის ბარშიც beatles-ის და არა მარტო beatles-ის სიმღერებს ვმღეროდი მთვრალი :-)
კარგია თარიღები რომ დაემთხვა. Два в одном. :-)
აი, მიკ ჯაგერიც. მიყვარს ეს კაცი. თან რა ლამაზი იყო ახალგაზრდობაში. აი კიდევ ერთი მაგალითი, რას უშვება ადამიანს სიბერე. არა, ჯაგერი ისევ ენერგიულია და 65 წლის ასაკშიც გიჟივით დარბის სცენაზე, მაგრამ ის სილამაზე კაცმა არ იცის სად გაქრა... ნეტა საქართველოში არ ჩამოვა? მინდა მიკის კონცერტზე.
ძალიან მეძინება. მაგრამ არ ვიძინებ. მენანება. სამაგიეროდ დილას ვიქნები "არაჩვეულებრივად გამოძინებული".
დილაობით ყველა უმუშევრის მშურს :-)
რატომ ვჭამე ღამე ნამცხვარი? აი, რატომ? გასტრონომიულ მწუხარებაში ჩავვარდი უცებ. გახდომაზე კი ვოცნებობ, კაცმა რომ მკითხოს. და ფიცს ვდებ, რომ ღამე აღარ შევჭამ. ოღონდ ფიცის დადება ყოველთვის მაშინ გამომდის, როცა არ მშია :-)
ისე, შევამჩნიე, რომ ერთი თემიდან მეორეზე ძალიან უცერემონიოდ გადავდივარ. მაგრამ არაუშავს. ამ ბოლო დროს, ჩემს თავში არსებული ყველა "ნათურა" ანთებულია და ალბათ ამიტომ ვარ ასეთი თანმიმდევრული:–).
თუმცა ეს სულაც არ მაღელვებს. სჯობს 220 ვოლტზე იყო ჩართული, ვიდრე ერთი და ისიც გადასაწვავად გამზადებული "ნათურა" გიბჟუტავდეს
.................
ისე, ჯობია რო? :–)

Friday, November 14, 2008
ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეხუთე)
ადრეული ბავშვობა
ფასანაური.
მე და მარიკა გვირილების მინდორში დავრბივართ. ყვავილები ხელებში აღარ გვეტევა. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ბუნებაში ამდენი ფერი არსებობდა.
ოდესმე გინახავთ მთის გვირილა?
მდინარის პირას მწვანე ხალიჩასავით დაფენილან ღილისოდენა ბაყაყები.
ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს. მანამდე არასოდეს გვენახა ბაყაყი ასე ახლოს, მითუმეტეს ამ რაოდენობის და ასეთი გასაოცარი ზომის.
-რატომ არიან ღილებივით?კითხულობს მარიკა და თვალს არ აშორებს მოყიყინე არსებებს.
-ეტყობა ლილიპუტები არიან, ვპასუხობ მე, -ან ჯერ არ გაზრდილან.
-დედა არცერთს არ ყავს? დიდები რატომ არ ჩანან?
-ალბათ ობლები არიან
მთელი ღამე ობოლი ბაყაყების დარდში გავლიეთ.
სანატორიუმის მე-5 სართული.
აივნიდან გადაყუდებულები, ეზოში შემოჩვეულ ძაღლს პურის და ძეხვის ნაჭრებს ვუყრით.
მეორე დღეს ძაღლს მოკლავენ, სხვა, ახლომახლო მობინადრე მაწანწალა ძაღლებთან ერთად.....ეზოში, ბავშვების თვალწინ.
მსგავსი სისასტიკე იშვიათად მინახავს ჩემი თვალით. დღემდე ნათლად მახსოვს "ჩვენი" ძაღლის წითლად შეღებილი ბალანი, მისი განწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის და ყმუილი, რომელმაც მთელი ეზო გაავსო.
აივნის მოაჯირს დაციებული მსუბუქ გულისრევას ვგრძნობდი და ვერაფრით ვატანდი ფეხებს ძალას, რომ ოთახში შევსულიყავი, ყურებზე ხელები ამეფარებინა და მოვცილებოდი ამ ამაზრზენ სანახაობას.
მას მერე ფასანაურში წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია.
თუმცა იქ არაამქვეყნიური სილამაზის გვირილები იზრდება.

Thursday, November 13, 2008
ვისაც გაწყობთ, გიყვარდეთ პარასკევი :-)
Change the World :-)
ძაან სასაცილოა, რაღაც ტესტი გავაკეთე. The Ultimate Colour test.
და სხვა რაღაცეებთან ერთად აღმოჩნდა, რომ ჩემი life's purpose არის to change the world :-):-)
გააკეთეთ.
გაარკვიეთ რა არის თქვენი life's purpose :-):-)
http://www.blogthings.com/theultimatecolortest/
P.S. ტესტი მოვიპარე დვორსკის ბლოგიდან :-):-)

Wednesday, November 12, 2008
ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეოთხე)
ადრეული ბავშვობა
როიალთან ვზივარ. ფეხები ჰაერში ქანაობს. ცრემლები ღვარად ჩამომდის ლოყებზე და ნიკაპთან ერთდება.
-ტირილს მერეც მოასწრებ. დაუკარი.
თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. რა უნდათ, რატომ მტანჯავენ? გარეთ ყვითელი, მცხუნვარე ზაფხულია, მე კი.....
-პირველი თითი, მეოთხე თითი....დო...სოლ...რე...
დედას ნერვები აღარ ყოფნის
-დაუკარი!
-დავიღალე, აღარ დავუკრავ.
Старинная французская песенка
რა მოსაწყენი მელოდიაა. ამის დაკვრას რომ გაძალებენ უნდა იტირო აბა რააა.
დღემდე ამ მელოდიის გაგონებისას ცუდ ხასიათზე ვდგები.
აივანზე გოგოებს მოვკარი თვალი.
ბიძაჩემის მეგობრები (ცოტა ხანში ერთ-ერთი მათგანი ჩემი ბიცოლა გახდება).
ეტყობა ზღვიდან ახალი ჩამოსულები არიან. რა ლამაზი სარაფნები აცვიაათ.
-თქვენ გაიხარეთ. - ჩუმად ვჩურჩულებ.
ახლა ხომ მაინც დამანებებენ თავს. სტუმრებს არ გაუმასპინძლდებიან აბაა?
სკამიდან ვხტები და კისრისტეხით გავრბივარ მეზობლის პუტკუნა ბიჭთან.
რა თქმა უნდა "პასკობანა" ჯობს ვიდრე იმ საშინელ როიალთან ჯდომა და ცრემლების ღვრა.
-პასკა, პასკა, გამოდიიი, თუ არ გამოხვაალ....
-რა ლამაზი სახლი გამოგივიდაა
-არა, შენი უფრო ლამაზიაა..
ბიჭს წითელი შორტები აცვია,დიდი, ლურჯი თვალები აქვს და ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მაგრამ არ მაწუხებს. Старинная французская песенка-ზე გაცილებით კარგი მოსასმენია:-)

Tuesday, November 11, 2008
ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მესამე)
ადრეული ბავშვობა
თოჯინის ქურქებში გამოწყობილი ორი ცოცხალი კურდღელი საბავშვო ეტლში მორჩილად, ყურებჩამოყრილი ზის - პატრონს, იგივე "დედას" (მიხვდით ალბათ დედად ვინ მოიაზრება. ვერა? მიხვდებით მალე) სტუმრად მიყავს.
ეტლი ეზოში შევაგორე. "შვილებს" მზრუნველად გავუსწორე ქუდი და ხელთათმანები და აგვისტოს სიცხისგან გათანგული საბრალო არსებები მარიკას ამაყად წარვუდგინე.
-ვაიმე, ტყუპები არიან?
-ხო. (ჭკუაში დამიჯდა)
-რატომ არ გგვანან?
-ჯერ პატარები არიან. რომ გაიზრდებიან მერე დამემსგავსებიან.
-ჰოოოოო
ეჭვნარევი ხმით მპასუხობს მარიკა და "ტყუპებს" ეფერება.
-იცი, ჭამის დრო აქვთ. მათხოვე შენი თოჯინის ბოთლი, სტაფილოს წვენი უნდა დავალევინო.
-რომ მოდიოდი ბოთლი ვერ წამოიღე? მე რატომ უნდა გათხოვო?
-კარგი ბატონო, მაშინ წავალ. ბოთლების მეტი რა მაქვს სახლში.
-არა... არაააა.... არ წახვიდეეეე...მოგცემ ბოთლს......... არ წახვიდეეეეეე........
მე უკვე ქუჩაში ვარ და "ტყუპებს" ვესაუბრები.
-ხედავთ დეიდათქვენი რა უტაქტოა? მაგრამ მაინც თქვენი დეიდაა და უნდა გიყვარდეთ. გაიგეთ?
ჯანჯღარისგან არაქათგამოცლილი კურდღლები უხმოდ შემომცქერიან თავისი წითელი, ნაღვლიანი თვალებით.
P.S. ამ ნაწყვეტში მემგონი ყველაზე ნათლად ჩანს რა უაზრო ვიყავი :-):-):-)

Friday, November 7, 2008
ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეორე)
კომბოსტოს პლანტაციას თვალს ვერ ვაწვდენ. მთის ძირში ნისლშერეული ლაჟვარდი გადაწოლილა. ხელის გადასმა რომ მოგინდება ისეთი.
არ მეგონა ეს საძულველი ბოსტნეული ჩემში ასეთ აღფრთოვანებას თუ გამოიწვევდა ოდესმე. მინდა მანქანამ სიჩქარეს მოუკლოს, რომ დიდხანს ვუყურო, დავტკბე ამ სილამაზით, კარგად დავიმახსოვრო მწვანესა და ბაც იისფერში გაზავებული ეს უცნაური ლურჯი ფერი.
კომბოსტოს თაიგული.
უცებ წარმოვიდგინე, კომბოსტო რომ მომართვას ვინმემ საჩუქრად და სიცილი ამიტყდა. პლანტაცია თვალს მიეფარა, თუმცა ლურჯის ეს საოცარი ინტერპრეტაცია სამუდამოდ დარჩა ჩემს გონებაში.
ლამაზი ეზო, ბევრი ყვავილებით. ფუტკრების მონოტონური ზუზუნი, სოფელში გადასახლებული ბებია და ბაბუა. სიყვარულით სავსე თვალები. ამ სახლში ფეხის შედგმა და ჩემი გამგელება ერთია. არ ვიცი რა განაპირობებს ამას, დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ აღმიძრავს ჭამის დაუოკებელ სურვილს ეს გარემო.
ალბათ მაინც იმიტომ, რომ ყოველთვის გემრიელი სურნელი ტრიალებს. გემრიელი და ჯანმრთელი.
გამომშვიდობება ყოველთვის მიჭირს - სევდით სავსე თვალების დანახვა. გამოსახულება თანდათან პატარავდება, მაგრამ თვალები მაინც ჩანს, ბოლომდე მაცილებს.
გული მეწურება.
გზაში ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობა ჯერ კიდევ ცოცხლობს... მათი წყალობით.

Thursday, November 6, 2008
ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (პირველი)
სახლი, სითბო, სიმშვიდე. უცნაური აქცენტით მომღერალი კაცი. ფიქრისთვის საუკეთესო პირობები. ფიქრი – დაკონკრეტებული, ზოგადი, სასიამოვნო, გამაღიზიანებელი და ზოგიერთი აბსოლუტურად აბსურდული, ყოველგვარ საღ აზრს და ლოგიკას მოკლებული. ბავშვობისდროინდელმა სუნმა ჩაიქროლა ძალიან ახლოს. სუნი და შეგრძნება. თუმცა შეიძლება შეგრძნება მე თვითონ გავიმძაფრე. ძალიან მინდოდა და იმიტომ.
ადრეული ბავშვობა.
ზამთრის ჩვეულებრივი ნაცრისფერი დილა. ბაღში წასვლამდე კიდევ ნახევარი საათია დარჩენილი. დედის მონოტონური ხმა საშუალებას არ მაძლევს რომ ცოტა ხანს კიდევ დავიძინო. ზარმაცად ვახელ თვალებს, ნამძინარევი ხმით ვიხვეწები, რომ სახლში დამტოვონ, თუმცა ვიცი, რომ არაფერი გამომივა. ვიმუქრები, რომ ბაღში ფაფას არ შევჭამ, ბორშს მითუმეტეს და დედას კიდევ ერთ ულტიმატუმს ვუყენებ
- "წამოგყვები, თუ მასწავლებელს თხოვ, რომ დღეს მე დამნიშნოს მორიგედ".
მამა ამ ყველაფერზე იცინის და ჯერ კიდევ ლოგინში მონებივრეს ზურგს მფხანს თავისი საოცრად რბილი თითებით.
ჰოოო, ბავშვობაააა... ბევრი კუნტრუშის მიუხედავად დედა მაინც მაცმევს წითელ რეიტუზს, რომელიც საშინლად მსუსხავს, მვარცხნის თმას - რა თქმა უნდა ამასაც ვაპროტესტებ - მეწიწკნება. მისხამს ასკილის ჩაის, რომელზეც ვგიჟდები, ნაჩქარევად ვსაუზმობ და ხელჩაკიდებული, გაბღენძილი სახით ჩავდივარ დაღმართზე, რომლის ბოლოშიც საძულველი ბაღი მოჩანს , მთელი დღით რომ დამაშორებს დედას.
ბედნიერებაა საღამოს მისი მოსვლა. სიხარულისგან ლოყებაწითლებული გამოვექანები, ჩავეხუტები, ცხვირს პალტოს საყელოზე მივაჭყლეტ და ხარბად შევისუნთქავ ზამთრის სუსხნარევ მის ნაზ სურნელს.
სახლისკენ მიმავალ აღმართს პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელი სულმოუთქმელი ლაპარაკით ავივლი. სახლში სითბო და სიმყუდროვე მელოდება. და ბაბუა - ყველაზე კეთილი, ყველაზე გულუხვი და ჩემი სიყვარულით ლამის ჩემს ტოლად გადაქცეული. თითქოს იმისთვის მოსული ამქვეყნად, რომ ყველა ჩემი სურვილი თვალისდახამხამებაში რეალობად აქციოს. წესად ქცეული საღამოს სეირნობა პატარა, მყუდრო ქუჩაზე, რომელიც უკვე ძალიან მშობლიურია.
ბავშვებთან ერთად წინ გავრბივარ, მათაც ვაჩვენებ ხის ჭიშკარს და შიშნარევი ხმით ვეუბნები, რომ აქ მცხოვრები კაცი დაგვიჭერს თუ ცუდად მოვიქცევით. თან უკან ვიყურები და ვამოწმებ, ბაბუა მომყვება თუ არა :-)
ბაბუა...
მისმა გარდაცვალებამ თითქოს ჩემი ბავშვობაც დაასამარა. პანაშვიდებზე რაღაც სულელური მორიდების გამო ტირილისგან თავს ვიკავებდი. საძინებელში გავდიოდი და იქ ვტიროდი, ყველასგან ჩუმად, თითქოს ვინმე დამსჯიდა ამისთვის. დაკრძალვის დღეს პროცესიას სასაფლაოზე არ გავყევი. არ მინდოდა დამენახა როგორ აყრიდნენ მიწას ჩემს ბავშვობას. ხალხისგან დაცლილ სახლში ვიწექი, ვტიროდი და ცხელი ცრემლები ყურებში ჩამდიოდა. ცრემლებში მკაფიოდ ჩანდა..........
1984 წელი.
შიშისგან მუხლებაკანკალებული, მუცელაფორიაქებული ავდივარ ტრაპზე და ვლოცულობ, რომ ფრენა გადაიდოს.
-მატარებლით რომ წავიდეთ?
-ნუ გეშინია, აი ნახავ როგორ მოგეწონება.
თავზე მის თბილ ხელს ვგრძნობ და ვმშვიდდები. მუცელშიც წყდება რევოლუციური ჰანგები. სასტუმროს ოთახი. მესამე სართული. ფანჯრები ბოლომდე ღიაა. ფანჯრის რაფაზე ვდგავარ და სიმწვანით ვტკბები.
რატომ გადავწყვიტე ასე უზნეოდ მოქცევა არ მახსოვს.
-ახლა ბარემ ავდგები და აქედან ჩავხტები ეზოში.
-ოჰ, რას ამბობ კაცო, ჩამოდი ახლავე
-რატოომ? ჩიტები თუ დაფრინავენ იმ სიმაღლეზე, მე რომ აქედან გადავხტე რა მოხდაა?
-ჩამოდი გენაცვალე.
თავს ჯიუტად ვაქნევ. რა თქმა უნდა არსად გადახტომას არ ვაპირებ. მაინტერესებს როგორია გაბრაზებული ბაბუა.
-ჩამოდი.
გაფითრებული მორბის, თითქოს მართლა სადმე გადამხტორმი ვიყო. მის მკლავებში მოქცეული ვგრძნობ როგორ უცემს გული და სინდისი მქენჯნის.
ვცდილობ შეცდომა გამოვასწორო.
-ბაბუ, აბა შენ თუ მეტყვი შანდორ პეტეფი სადაური იყო
-უნგრელი, ბაბუ.
-ბებიას არ უთხრა ხოოო, ფანჯარაზე.
ღიმილით მეთანხმება და შუბლზე მკოცნის.
მინდა ჩავეხუტო.
თბილისი, 19 ალბათ 80 წელი.
კბილზე ძაფგამობმული მთელს სახლს გარს ვუვლი, რომ დედამ და ბებიამ არ დამიჭირონ, თან რა თქმა უნდა უზნეოდ ვღრიალებ. ალბათ უდაბნოში არ გაეხარდებოდათ წყლის დანახვა ისე, როგორც მე გავიხარე მისი ხმის გაგონებით.
-რას ქვია ეს ძალადობა? ერთი კბილის გულისთვის ბავშვს ნერვებს უფუჭებთ? უყურე შენ ამათ. წამოდი ბაბუ, გავისეირნოთ. ეგ კბილი თავისით მოგძვრება.
და ჩვენს ნაცნობ მოქანდაკესთან მივდივართ.
თბილისი. 19 რომელიღაც წელი.
სითბო, სიკეთე...
ბორჯომი, 1985 თუ 6 წელი
დილის გამამხნევებელი ვარჯიშები
სოხუმი, 1989 წელი
ზრუნვა, სიყვარული....
თბილისი, 1990 წელი
შეშფოთება, გავიზარდე, მეტი ყურადღება მჭირდება
თბილისი, 1992 წელი.
-რომელი ხარ შენ?
-მე ვარ ბაბუ.
-ოჰ, მოდი ჩემთან, მოდი!
ისევ ის თბილი, ოდნავ მოცახცახე ხელები, ჩამქრალი თვალები, მე რომ მაინც მხედავენ და აჩქარებული გულისცემა. უბრალოდ უნდა შეახსენო ვინ ხარ და ისევ ისე ჩაგიკრავს გულში, როგორც ადრე, ძალიან ადრე.
100 კუპონიანს მაწვდის და მირჩევს, რაც გამიხარდება ის ვიყიდო, ოღონდ ერთი-ორი წიგნიც აუცილებლად. მადლობის ნიშნად ვკოცნი და არ ვეუბნები, რომ 100 კუპონად ერთ პურსაც ვერ ვიყიდი. ამას რა მნიშვნელობა აქვს. ის 100 კუპონიანები მე დღესაც შენახული მაქვს.
მოგონებები აიმღვრა. ხალხი სასაფლაოდან ბრუნდება .
ეს სულელური კომპლექსები დამღუპავს. უნდა გავთავისუფლდე. თუმცა უკომპლექსო ადამიანები არ მიყვარს. უფრო სწორად, ზედმეტად უკომპლექსოები. მაგრამ ზოგიერთი კომპლექსისგან განთავისუფლება მაინც ღირს.
მეც ალბათ, ნელ-ნელა ვეცდები....
თუმცა ჩემი ცრემლების დღემდე მრცხვენია.

პარპაში ყვავის "ვანაში"
ხელში ავიღე ძველი კალამი
თმა ყალყზე მიდგას, როგორც ალამი
ღირსიც კი არ ხარ მოგცე სალამი
არ წაგიკითხავს "გმირთა ვარამი".
შეტორტმანდება "ვანაში" ყვავი,
თვალში გაკრთება განზრახვა ავი,
შიშველი იდგა დუშის ქვეშ სვავი
და გაესაპნა უბედურს თავი.
ყვავმა იშიშვლა ჯიბიდან დანა,
შენ სიყვარულის ღირსი ხარ განა?
წითლად შეღება ცისფერი "ვანა"
სვავი ფართხალებს, როგორც ფარვანა.
ზეცამ დასჭექა, ცა ჩამობნელდა,
გამოფხიზლებულ ყვავს ეცა ელდა
და შემზარავად შეჰყვირა - დედა!
ჩვენ მივუძღვენით ეს ლექსი იმას,
ვინც არ ეწევა პაპიროს პრიმას,
არ ეპუება ჟუჟუნა წვიმას
და არ უჩივის ნაადრევ კლიმაქსს.
18.07.04.
P.S. "შედევრზე" ჩემთან ერთად იმუშავეს მარიკამ, ცისიამ და თამუნამ.
მადლობის მეტი რა მეთქმის :-):-):-)

Tuesday, November 4, 2008
Obama oder Osama? :-)
ბარაკ ჰუსეინი რომ გაპრეზიდენტდა გაგეხარდათ? :-):-)მართლა მუსულმანია კაცო? არ გადამრიოთ.
რაღაც, "მელკი" ჯიშის მაიმუნს არ გაავს? :-):-) თავისი გაშვერილი ყურებით, როგორც ქეთა ამბობს :-):-)
ობამა ოსამა რომ აღმოჩნდეს. რომ დაიბანოს ინაუგურაციის დღეს, გათეთრდეს და გვკითხოს: მოგეწონათ რეკლამააა? :-):-):-)
მაკკეინს რა მოუვაააააააა.
უფრო მოეღრიცება ყბა :-)

ხასიათის ანალიზი :-)
გუშინ სიზმარში ვნახე, რომ იკვლევდნენ ჩემს ხასიათს. და ვითომ ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ ხასიათი მომატებული მაქვს. ნუ, ძალიან არა, მაგრამ ნორმის ზედა ზღვრამდეა ასული :-):-):-)
ამას რა ქვია? :–))))
ამას რა ქვია? :–))))
Subscribe to:
Posts (Atom)