Thursday, October 9, 2008
Fall
ცივა. ცა ნელ-ნელა კარგავს ფერს. აღარაა ლურჯი. გაიცრიცა. მზეც ვეღარაა ისეთი თბილი. ჩიტები უკვე გაფრინდნენ ნეტააა?
მეც მინდა თბილ ქვეყნებში. რა წესია? :-):-)
და საერთოდ, რატომ არ დავიბადე ისეთ ქვეყანაში, სადაც ზამთარი არაა.
მაგრამ ალბათ მადლობელი უნდა ვიყო, რომ კანადაში არ დავიბადე. ან სულაც გრენლანდიაში პინგვინად :-):-):-)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
11 comments:
:)))
რად მოველ ადამიანად, რატომ არ მოველ პინგვინად?! :))))
იცი რას ვიხსენებ, ერთხელ წამოვჭერი თემა ”გზა ადამიანობიდან გაპინგვინებამდე”, სადღაც, რომელიღაც სამსახურში ძალიან ციოდა, ასე მახსოვს, ვერ ვიხსენებ სად ვმუშაობდი მაშინ და რატომ ციოდა, ანუ რატომ წამოიჭრა ეს თემა :)) მერე ცხადია ავიტაცეთ და განვავრცეთ... სად - ესეც არ მახსოსვს, ფორუმზე მგონი?! :)))
ხო, რაც შეეხება ზამთარს და სიცივეს, უძალიანესად არ მინდა, მზე მინდა, მზეეე, ბევრი მზეეეე! მზეეები! :D გავფანატდი უცებ :))) მაგრამ მერე მოდის ისევ ზამთარი, ვეჩვევი ისევ და მიყვარდება :) რა ვქნა?! :)
პატარა კორექტივა უნდა შევიტანო -
ვაჟას ლექსის რითმა შენარჩუნებულ რომ იქნას, ალბათ ასე ჯობია (ასე ჯობს.გე) ჟღერდეს:
”რად მოველ ადამიანად
რატომ არ მოველ პინგვნადა”
:))))))))))))))))))))))
ა, რას იტყვით?! :)))
პინგვინების ნიადაგზე ნუ შეიშლები და რაც გინდა ის ქენი :-):-)
არა, კალერ, მე უკვე აღარ ძალმიძს სხვაგვარად... შენ ჩემში მუზა გააღვიძე და........ მიძინებული პინგვინი :)))))))))))))
ეხლა რაღა გამაჩერებს, კიდევ ერთი ლექსპრომტი წამოვიდა სახელდახელოდ, ამჯერადაც გადაკეთებული, რა თქმა უნდა (ნუ, შენ ალბათ მიხვდები რომ ანა კალანდაძის ლექსია ”არაბი ხარ?” :) შენ ხომ განათლებული და ნაკითხი გოგონა ხარ :D ). ვსო, დავდექი ეხლა მაიმუნობის ხასიათზე და მიფრთხილდით :P
პინგვინი ხარ?
აისბერგის განაპირას,
თევზებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
პინგვინი ხარ?
- პინგვოიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის ფრთები დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
პინგვინი ხარ?
- პინგვოიდი...
:)
rad ar movel kartvelad
გშურს ჩვენი, არა, ჰაჯიბექ?! ;) :D :)))
au "pingvnada" ra kai iyooo.
:)))))))))))))))
gavigude imdeni vicine:))))))))
აუუ, გამახსენდა ally, შენ იყინებოდი და იძახდი ასეთ ტემპერატურას მარტო პინგვინები უძლებენო და მე ისტერიულად მოვითხოვდი შენგან, რომ დაგემტკიცებინა რომ ადამიანი პინგვინისგან წარმოიშვა. რომ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა გამლღვალი პინგვინი :-):-):-):-)
გაგახსენდა კალეეერ?! :)))) აი ზუსტად ასე იყო, ზუსტად მაგ სიტყვებით! :)
რა მაგარია რომ გაგახსენდა, ესე იგი, ti vernulas' (თან სიხარულის ცრემლს ვიწმენდ) :))))) აი, იავნანამ, ტო ესწ პინგვინოიდმა რა ჰქმნა! :D
პ.ს.და ეს ანა შემთხვევით კალანდაძე ხომ არ არის, ხომ არ შეგვეხმიანა ამ გარდარეულო კომენტებზე იქიდან, ისე შევაწუხეთ :))
კალანდაძე არა, კალანდიაა :-):-)
Post a Comment