რატომღაც რამდენიმე წლის წინანდელი ზაფხულის ერთი დღე გამახსენდა.
დილას, ყავის სმისას მომისწრო ჩემი მეგობრების sms-მა, სადაც ჩამოყალიბებული იყო მთელი დღის თუ არა, დღის მეორე ნახევრის გეგმა მაინც - შვიდი საათისთვის ყველანი ჩვენს ნაცნობ გოგოსთან ვიკრიბებოდით ერთი ადამისდროინდელი კასეტის საყურებლად, რომელიც ყველას დაკარგული გვეგონა და თურმე მანანას ვიდეოთეკაში (რა დროა აზრზე ხაართ? :-):-)) ინახებოდა. ქუჩაზე გადასვლის წესების სრული არცოდნის გამო, მანანას სახლთან მისასვლელად მიწისქვეშა გადასასვლელი გამოვიყენე. იქვე უნდა შევხვედროდი ჩემს მეგობრებს და მათ მოლოდინში წიგნების თვალიერება დავიწყე, რომლებიც გამყიდველს კუსტარულად დამზადებულ თაროებზე გამოეფინა. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, როცა ჩემს მიერ ამორჩეული წიგნების საფასურმა (მათ შორის იყო დორის ლესინგი, რიჩარდ ოლდინქტონი, მგონი სოლჟენიცინის მოთხრობებიც და ა.შ) 1 ლარი და და რაღაც თეთრები შეადგინა. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ გამყიდველი მეჩხუბებოდა რამდენ ხანს უნდა იდგე და იჩიჩქნო ამ წიგნებში, აღარ მიდიხაროო? :-):-):-) მანანა ჩემი მეგობრების მეგობარია და მე მის სახლში პირველად მივდიოდი. გზაში გადავწყვიტეთ, ჯერ მე მივსულიყავი მარტო და ცოტა ხანში დანარჩენებიც "მოვიდოდნენ". ანუ გადავწყვიტეთ გვეხუმრა. (ძაან უაზრო ხუმრობა კი იყო ისე :-):-))
ზარი დავრეკე. ჩემი მეგობრები ლიფტის უკან დაიმალნენ. კარი კაი ხანს არავინ არ გააღო. ყოველ შემთხვევაში იმდენ ხანს მაინც, რომ მე მოვასწარი წარმომედგინა ჩემი თავი ბაზრის პარკით ხელში (რატომღაც ასეთ პარკში ჩამილაგა წიგნები ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გაბრაზებულმა გამყიდველმა), მანანას კართან და თან სულ მარტო. ჩემი ისტერიული სიცილის დაწყება და კარის გაღება ერთი იყო. თანაც ჩემს წინ მანანა კი არა, სრულიად უცხო (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) ბიჭი იდგა და გაოგნებული მიყურებდა. სიცილის შეკავებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. წელში ორად მოხრილმა და სიცილისგან ძალაგამოცლილმა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძლივს ავუხსენი, რომ მანანასთან ვიყავი. არასოდეს დამავიწყდება იმ ბიჭის გაოცებული და დაბნეული სახე, რომელიც როგორც მერე გავარკვიე, მანანას ძმა აღმოჩნდა.
აღარ მოვყვები იმას, რა მხიარულ ვითარებაში ჩაიარა საღამომ. როგორ დავესიეთ მანანას დიგიტალურ ფოტოკამერას (ალბათ მაშინ ახალი ხილი იყო. აბა რამ გაგვამწარა :-):-)) და გადაღებული სურათების ნახვის შემდეგ როგორ შევშფოთდი ჩემს გარეგნულ იერსახეზე (თემა უცვლელი - როგორ გავსუქდი :-):-):-)).
უნდა აღვნიშნო, რომ კასეტა, რომელიც ჩენი იქ თავშეყრის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა , მანანასთან არ აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გამამხიარულა :-):-):-)
საღამო berlin club-ში დავასრულე. გახსოვთ berlin club-ი? მაშინ მგონი ერთადერთი იყო. ნუ, არც ახლაა თავზე საყრელად მარა მე აღარ მიტაცებს და ვისაც იტაცებს იმათ ინაღვლონ :-):-):-)
ხოდა, რამდენი ასეთი ჩვეულებრივი და სულელური დღეებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება რომ დავუკვირდეთ. არადა გვახსოვს :-):-)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment