Thursday, September 11, 2008

ეძღვნება დათოს :-)

როგორც ბიზონი პირწავარდნილი
გაიკუნტრუშებ ცვრიან ბალახზე,
ტლინკებს გაიქნევ იავარქმნილი
და შემოიგლეჯ ღილებს ხალათზე.
მერე დადგება ოო, ტკბილი წამი,
რომ დაინახავ რძიან იონჯას,
დაეძგერები ვითარცა ხამი
და საბოლოდ შეარცხვენ ოჯახს.
ჰოი, გინახავს ტანჯვა რამდენი,
შემოვლილი გაქვს სოჭი, ადლერი,
შემოგეყრება გზაზე მაკლერი
ღუზას ჩაუშვებს ზღვაში ტანკერი.
მაშინ იყავი ორიოდ თვისა,
რომ შეგაწუხა პირველად წნევამ,
რა აღარ სცადე უბედურ დღისავ
ხშირად გიწევდა ნაჭამზე რწყევა.
მიდის დღეები წუწუნით სავსე,
ქრება-ინთება ლამპიონები,
რატომ დაისხი ეს ლაფი თავზე,
რატომ დატოვე ბასტიონები?
პირომანიით შთაგონებული,
მაშხალით ხელში შენ გახვალ გარეთ,
ერთს ჩაიცინებ დაღონებული
და სინანული შეგიპყრობს მწარე.
საპარსით ხელში მისდგები ონკანს,
და აიქაფებ ვარდისფერ ღაწვებს,
გამოიყენებ ხრინწიან ვოკალს
და შემოიგრეხ სხეულზე ბაწრებს.
გაზის ქურაზე შემოდგავ ბოხჩას,
ვით სკლეროტიკი გულამღვრეული,
ხელში აიღებ პლასტმასის ტოლჩას,
გაგივარდება ისიც წყეული.
მერე შეკრთები დუჟმორეული,
სისხლი დაფარავს თვალის ბადურას
და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული,
"რაგატკას" ესვრი ღამის ნათურას.
და რომ ჩაქრება თბილისში შუქი,
ხელის ცეცებით მიაგნებ კარებს,
ცხვირზე დაგიდგამს სათვალე მუქი
და ახამხამებ საბრალოდ თვალებს.
სახლში სიჩუმე ჩამოწვა კუშტი,
მხოლოდ თაგვები კარნიზებს ღრღნიან,
გადაგევსება საშარდე ბუშტი,
გაიქცევი და.....იქნება გვიან.
ვის არ მოსვლია მარცხი ასეთი
არ ღირს ამაზე კურცხალი ღვარო,
ჩართე საჩქაროდ ბახის კონცერტი
და ნუ ღრიალებ looser -ი ვარო.




P.S. მაპატიონ ლადომ და გალაქტიონმა :-)

4 comments:

© said...

კალერ ანცობის ხასიათზე ხარ, ხომ?! და გადაწყვიტე რაც კი ოდესმე დაგიწერია, აქ გადმოაკოპირო :)))
ხო, აბა ხომ არ უნდა დაიკარგოს ეს მარგალიტებიო - შენ მიპასუხე :)))

თქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, მაშინვე... :))) კაი, შევეშვათ ილიას და გადავიდეთ შოთაზე (ხომ უნდა დავამტკიცო რომ არ ჩამოგრჩები პოეზიასა და პროზაში :)))))))))) )
ხოდა უნდა შეაგროვო და გამოამზეურო, და თან ბლოგს წარუმძღვარო:
”...ვით მარგალიტი ობოლი, ხელი ხელ საგოგმანები
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები...”
-თქოოო :))))

ketketa said...

ვაიმე, რა გადასარევია:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Tiko said...

კალოოოოოო რა მაგარი რამეა : ))))))))))))))))))))))))))))))))))))

Kalo said...

რეებს ბოდავს ეს ally :-):-) ally, Muhamed ally. Bond, James Bond :-):-):-):-)