Friday, September 12, 2008

ახალი წლის სუნი. ძალიან შორიდან

ერთი ძალიან დიდი ხნის წინანდელი ახალი წელი მახსოვს დღემდე ძალიან კარგად. ალბათ 7 ან 8 წლის ვიქნებოდი. 31-ში დილიდან დაიწყო თოვა. საღამოს უკვე მთელი ჩვენი ქუჩა გადათეთრებული იყო. ამდენი წელი გავიდა და არ მავიწყდება იმ ბედნიერების განცდა, როცა მე და ბაბუა საღამოს 10 საათისთვის გარეთ გავედით სასეირნოდ. ჩვენთან ერთად იყვნენ სხვა ბაბუები და შვილიშვილებიც (საერთოდ ასეთი ტრადიცია ქონდათ ბაბუაჩემს და მის მეგობრებს, ყოველ საღამოს ასეირნებდნენ შვილიშვილებს. სხვათა შორის ან რამდენიმე დღის წინ მე და ჩემმა ჯერ კიდევ იმ დროინდელმა მეგობარმა, გარეთ სეირნობისას აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად იგივეს ვაკეთებთ ჩვენც, როცა საღამოობით ვსეირნობთ ხოლმე, ოღონდ ჯერჯერობით შვილიშვილების გარეშე :-):-) ერთდროულად შევხედეთ ერთმანეთს და გაგვეცინა - თურმე ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით იმ წუთას -  ბავშვობაზე და ბაბუებზე, რომლებიც ძალიან გვენატრება). ხოდა რას ვამბობდი, ვისეირნეთ. ბაბუებმა დინჯად, ჩევნ გიჟებივით გადავირბინეთ ჩვენი პატარა ქუჩა, ვიგუნდავეთ, თოვლში ვიგორავეთ, დავსველდით და ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით სახლში, სადაც გემრიელი სუნი იდგა. ისეთი არაფერი არ მომხდარა პრინციპში. თუმცა ის შორეული ბედნიერების განცდა ყოველთვის თან დამყვება. ბევრად უფრო მხიარული ახალი წლებიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მეგობრებთან ერთად გატარებული. მაგრამ 80-იანი წლების ის რომელიღაც ახალი წელი, თოვლთან ერთად რომ მოვიდა ჩემს ქვეყანაში, არასოდეს დამავიწყდება. ალბათ მას მერე მიყვარს ახალი წელი ასე განსაკუთრებულად. უფრო სწორად კი, ახალი წლის იმდროინდელი შეგრძნება.

8 comments:

© said...

როგორი ტკბილი სევდაა... ლამაზი ახალი წელი... და თბილი თოვლი...

:)

შვილიშვილებთან ერთადაც ისეირნებთ, ასე მგონია მე ;) :)

Kalo said...

თბილი თოვლი მე არსად არ მინახავს. შენ სად იპოვე ელის? რა პოეტურია კაცო ეს გოგო :-):-):-):-):-) თბილი თოვლი და ცივი მზე ელის? :-):-):-)

Unknown said...

გული გამითბო ამ პოსტმა. მაგარი ხარ კუზნე4იკ მაგარი :)

amiko said...

vaaaaax vaaaaaaax mec minda tetrad tatovl gurielze:))))is meore sheni padzelniki nutu marikaaaa?:)))))))me agprtovanebuli var sheni nostalgiurobitt?:)):)):)):*

ketketa said...

ჰოი, უდარდელო ყმაწვილობავ:))
ჩაიბუტბუტა მოხუცმა გრენმა და მეორე პოსტისკენ კოჭლობით გაუყვა გზას...:))

საოცარია, ყველაზე ღრმა ბავშვობისდროინდელი მძაფრი განცდაც კი არ ნელდება არადროს... და სუნი არ გცემს ხოლმე მაშინვე, როცა ასეთ რამეებს იხსენებ, ნინ?:) რა ვქნა, შეშლილი ვარ ამ ასოციაციური სუნების ნიადაგზე, ინდიელივით:)))

Kalo said...

მოხუცი გრენიიიი :-)

კალე ბლუმკვისტი.
ჩემი ბავშვობის გმირი.

და მგონი ახლანდელიც :-):-):-):-)

Anonymous said...

me mikvars es posti, ramodenimejer maksv cakitxuli, sanagveze ro gegdo, mashin:))da kide is mikvars, RA MIKVARS:)
da rato vikrichebi koveli cinadadebis mere?:)))

xoda, kidev, me shens adgilze am blogs davarkmevdi Dae Mudam Ikos Mze:)))

p.s. xo dagpirdi bevri unda vibodo-tko?:))

Kalo said...

იბოდე რაა, რა მენაღვლება. :-) მითუმეტეს, რომ ძაან მეცინება და ძაან მიყვარს შენი ბოდვის სმენაც და კითხვაც :-)