ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი,
მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი,
წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი,
გულხმიერი;
მცირე, დიდი
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი,
უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი,
შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
ილია ჭავჭავაძე
1871 წელი
**********
ხოდა ეს გენიოსი ქართველებმა მოკლეს.
ქვეყანა, სადაც გენიოსებს კლავენ.
ქვეყანა, რომელიც მუდმივად ზარ-ზეიმით ირჩევს გაურკვეველ ხელისუფლებას.
ქვეყანა, სადაც საღი აზრი ცუდ ტონად ითვლება.
და ჩვენ გვიკვირს ის განსაცდელი, რომელიც ღმერთმა რუსეთის სახით მოგვივლინა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
პასუხის პასუხი
I
ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ...
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.
ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.
ლიბერალობა,
პატრიოტობა
სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;
თქვენგან ჩაგრული,
დაბრმავებული,
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.
ქვეყნისა ბედი
და ხსნის იმედი
თქვენებრ ხელში მჩვრად არ გაგვხდომია;
კაცის მხნეობა,
კაცის ზნეობა
თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.
სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია.
როს მოვედით ჩვენ,
მსწრაფლ გიცანით თქვენ,
შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი;
რად ჰკვირობთ მასა,
რომ თქვენს ანბანსა
ვერ შეაჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი.
II
მითამ რად გიკვირთ,
რომ მაღლა ვყვირით
მილიონებზედ და სხვაზედ არა!
თქვე ყოვლად ბრმანო!
თვით ოკეანო
ერთად თავმოყრილ წვეთით შემდგარა.
მაშ რაღადა გვგმობთ,
ოდეს ჩვენ ვცდილობთ
ერთმანეთობით მილიონრობას?
თქვე ნაცარმქექნო
და გულნამცეცნო,
აქაც ძირს უთხრით ღარიბთ ერთობას.
ვართ უღონონი,
უგზო-უკვლონი
მით, რომ თქვენ ჰყრიხართ უქმად ჩვენშია,
ჩვენ მოკუნტულნი,
თქვენ გაბღინძულნი,
ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია.
III
იმით თამამობთ,
რომ ბეზღით გვწამობთ
ურჯულოებას, ღვთის უარყოფას?
ღმერთი არმობის,
ღმერთი ყალბობის
არ ურწმენია ჩვენსა თაობას;
ღმერთი მზაკვრობის
და თვალთმაქცობის,
ღმერთი უქმობის უარუყვია,
ღმერთი ხარბობის
და მძარცველობის
თქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია.
ხოლო გვწამს ღმერთი -
უქმთა წარმწყმედი,
ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი,
ღმერთი ტანჯულთა,
ღმერთი ჩაგრულთა,
ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი;
ყოველთა ძმობის,
თანასწორობის
მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული,
ძლიერთ დამბმელი,
უძლურთ ამხსნელი,
თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნული;
ორგულობისა,
ორპირობისა
ძირსა დამცემი და დამთრგუნველი,
ფარისეველთა,
სადუკეველთა
გამაკიცხველი და გამდევნელი.
მან კუბოს მორთულს,
შიგ სიმყრალით სრულს,
თქვენებრი კაცი არ დაადარა?!
ზაკვით სავსენო,
ავმორწმუნენო,
ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.
IV
„მტერობა ენის
არს მტრობა ქვეყნის“ -
მაგ აზრისა ვართ თანახმა ჩვენა,
მაგრამა გმობა,
ენისა მტრობა
ბრალად ვის დავდვათ - ჩვენა თუ თქვენა?
ეხლა რომ ბღავით,
თქვენ არ იყავით
ენის პატრონი ჩვენზედ უწინა?!.
ჩვენ ძუძუს ვწოვდით,
როცა თქვენ ჰგმობდით
ენას და ხალხსაც გარეთ და შინა.
ის არ ხართ თქვენა,
რომ ღვიძლი ენა
ბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაკვეთად?!
შიშით არც კარში
და აღარს სახლში
მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად.
„ენა მაღალი,
მის სიღრმე, ძალი“,
ჩვენგან კი არა, თქვენგან წამხდარა;
პირველ თქვენგანმა,
იმა ბედშავმა,
მას მკვდრის სუდარა გადააფარა.
V
ენა მდიდარი,
თქვენს ხელში მკვდარი,
ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად,
და ამასაც თქვენ
ცოდვად გვითვლით ჩვენ,
რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად!
თქვენგან გმობილი,
თქვენგნით ლტოლვილი
ენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევიფარეთ;
კარგად თუ ავად,
ჩვენ მას ვინახავთ
და მის სიკვდილით არ გაგახარებთ.
გვიან თუ მალე,
დღესა თუ ხვალე,
რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება,
მაგრამ კი თქვენი
მრუდე საქმენი
ისევე ისე მრუდედ დარჩება.
VI
„უგზოდ მვლელნოო,
უსწავლელნოო“, -
ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,
რომ ჩვენზედ ბევრსა
თვით იწყველება,
- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს!
ვინა ყრიხართო,
ვირები ხართო, -
მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?
მაგრამ შოთამ ჰსთქვა, -
რაც კოკაში ჰსდგა,
იგივე თურმე წარმოსდინდება...
28 იანვარი, 1872 წ.
ესეც ჩემი დაპირებული კომენტარი, რომელიც ლექსის დაპოსტვამდე შეგპირდი:
"ჩემზედ ამბობენ ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩევენს ცუდს არ მალავს ეგ ხომ ცხადი სიძულვილია
მაგრამ ბრიყვნი ამბობენ კარგი გული კი მაშინვე სცნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია"
ხო, ილია იყო...
”წიწამურში რომ მოკლეს ილია
მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი”
კიდევ რა გითხრა? კიდევ მეფე გიორგის ბოლო მონოლოგიდან გეტყვი, მაჟრიალებს ამ სიტყვებზე (მხოლოდ რამდენიმე წინადადებას დავწერ აქ) -
”თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
..................
anduyafaro,
liparito,-
darno mTaTano,
bagratovanta banovanis tano-tatano,
biWo seseo,
ToTikaanT qalo melano,
vajas arwivo
SoTas vefxvo,
tatos merano;
bzifo,
enguro,
alazano,'
mtkvaro,
ioro,
ager, axlaxans gardavcvlilo galaqtiono;
qinZmaraulo,
tibaano,
Rvinov kaxuro!
gamosrolilo xevsureTiT leqso xalxuro,
dido kolxeTo,
dido qarTlo,
dido Samqoro,-
ver damadumon,
ver damZalon-
Tunda Camqolon...
ver SeaCerebs veraferi sityas gabeduls-
frTebi masxia TqvengniT...
mxolod TqvengniT rameTu!
ilia mainc sul sxvaa.., magram muxraniseulic gaviTavisoT :)
Post a Comment