ტრაქტორის საჭეს ამაყად უზის
მეურნეობის მუშა წამყვანი
საამოდ ბზუის სალონში ბუზი,
როგორ გინდა, რომ არ სცე თაყვანი.
მუშის თვალებში დაბორგავს ჭინკა,
გრძნობს აჩქარება დაიწყო გულმა,
ცალ ყურს უმშვენებს სარეცხის "შპილკა"
და ნეტარებამ მოიცვა სრულმა.
შუბლიდან ნელა მოიწევს ოფლი,
მაზუთნარევი, მოშავო ფერის,
რა საოცარი სუნი დგას სოფლის
და ბუზთან ერთად ბუნებაც მღერის.
რა სჯობს შარაზე, მტვერსა და ბუღში
მიქროდე, როგორც აირტონ სენა,
ბუზი სათუთად ჩაიკრა გულში
და გამოუყო სხვა მძღოლებს ენა.
სულ სხვაა, როცა გიმღერის ბუზი,
გრძნობა რომელიც არაფერს არ გავს,
უნდა ჩათვალო - დაგეცა ტუზი,
რომ შენ გარჩია, არ გაყვა ნაგავს.
მიმჯდარს "პარპრიზის" მყუდრო კუთხეში,
ბუზანკალს თავზე შლაპა ახურავს
და ბარიტონი, ოდნავ უხეში
საცაა ახდის ავტოს სახურავს.
მუშა მოდუნდა, შენელდა პულსი,
აი ცოტაც და... დაკარგა გონი,
როცა ლაივში გიმღერის ბუზი,
მაგნიტოფონსაც ჯობია მგონი
P.S. ამას კი ნამდვილად აღარ მაპატიებენ :-):-):-)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
seriozuli giji xar! mamali giji:)))
kalo es ritmac shenia???:)))
yes :-):-)
მაგარი ხარ ნინია, მა- გარი გასპაროვი :) ძაან ბევრი ვიცინე ამ ლექსზეც :)))
kalo ra am leksebs shen cer???:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ხოოო, შეგეცვალა ჩემზე აზრი?:-)
აღარ იმეგობრებ ჩემთან? :-):-):-):-)
Post a Comment