Wednesday, September 17, 2008

ცხოვრება მშვენიერია :-)

ისე მოხდა, რომ საქმე არ მაქვს და შემიძლია მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე ვეწვიო ჩემს ბლოგს და რაღაც-რაღაცეები შევმატო. რაღაცით ხომ უნდა დაკავდეს ადამიანი სამსახურში, როცა საქმე არ აქვს.
ახლა რატომღაც იმ პარადოქსებზე დავფიქრდი, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდება და რომლებიც ძალიან მამხიარულებს.
პირველი პარადოქსი ისაა, რომ 23 ნოემბერს, გიორგობას გოგოდ მოვევლინე ამ ქვეყანას და ოჯახის წევრების უმრავლესობა ყურებჩამოყრილი დავტოვე :-)
მთელი ცხოვრება დილით ადრე ადგომას სიკვდილი რომ მირჩევნია და ღამე მაინც 4 საათამდე არ ვიძინებ, ესეც ხომ გარკვეულწილად პარადოქსია? (თუ არანორმალურობა? :-))
ყველა სამსახურში, სადაც კი მიმუშავია, ინვენტარიზაციას მაკეთებინებენ, რომლის კეთება ჩემი პოზიციიდან გამომდინარე არანაირად არ მეკუთვნის :-) ეს მემგონი უფრო კარმული სასჯელია ჩემთვის. ეტყობა რაღაც მიუტევებელი ცოდვა მაქვს ჩადენილი და ამ სახით ვისჯები :-):-):-):-)
ევროპის ჩემპიონატზე, რუსებთან შეხვედრისას ისე ვუგულშემატკივრე ესპანეთს, რომ ბოლოს ზუსტად ჩემმა ნაგულშემატკივრალმა ესპანეთმა მოუგო ფინალში ჩემს საყვარელ გერმანელებს :-):-)
სულ იმას გავიძახოდი ახალგაზრდობაში :-):-) სერიოზული ბიჭები მომეწონება, როცა დადგება ამის დრო თქო. მაგრამ როგორც მივხვდი ზუსტადაც არასერიოზული ბიჭები მიზიდავს. с ними веселее :-) ვერ ვიტან ჰალსტუხიან და სულ საქმეზე მოლაპარაკე ბიჭებს. რა ვქნა, იუმორი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ჰალსტუხი :-):-) და უნდა გავიმეორო მოემის სიტყვები, რომ Беда моя в том, что я не умею ненавидеть людей, которые заставляют меня смеятся. მე პირიქით, მგონია, რომ это счастье что я умею любить людей за то что они заставляют меня смеятся :-)
ჩემს მეგობარ დათოსთან ჩემი დამეგობრება აქტიურ ფაზაში მაშინ შევიდა, როცა ის განსაკუთრებულად წუწუნა, ბუზღუნა და პრეტენზიული გახდა :-):-) თუმცა მე ეს მომწონს :-):-) იუმორნარევი წუწუნი მიყვარს :-):-)
ყავა, რომელიც საყოველთაოდ მატონიზირებელ საშუალებადაა აღიარებული, მე მაძინებს :-):-)
უხსოვარი დროიდან თმებს ვიზრდი. ვგიჟდები გრძელ თმებზე. ერთი თვის წინ კი წავედი საპარიკმახეროში და ისე მოკლედ შევიჭერი, მეთვითონაც გაოცებული დავრჩი საკუთარი გადაწყვეტილებით :–)))
ახლაც მშია, ჩემი თანამშრომლები ლანჩზე მექაჩებიან და მე გაცხარებული ამ უაზრო ტექსტის წერით ვერთობი. არადა ისე მშია, საჭმელი მელანდება უკვე :-):-)
არ გეგონოთ, რომ ასეთი სულელური პარადოქსები ჩემს ცხოვრებას ამძიმებს. პირიქით - ბევრად უფრო ხალისიანს ხდის, რადგან საკუთარ თავზე სიცილი დადებითად მმუხტავს და მაიძულებს ვიფიქრო, რომ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გავჩნდი, რომ შესაძლებლობა მომეცა ვუყურო, როგორ ამოდის მზე, გამეხარდეს ზამთარში თოვლის მოსვლა (რომელიც რატომ მიხარია კაცმა არ იცის :–))) ძირითადად ფორთხვით მიწევს ხოლმე სიარული მოყინულ ქუჩებში), ვიარო წვიმაში და სულაც არ ვიდარდო იმაზე, რომ დავსველდები, გავიცინო, ხანდახან ვიტირო კიდეც ( თუმცა სიხარულის ცრემლებიც არსებობს), ძილის წინ ვიოცნებო, დილას კი შეძლებისდაგვარად ვიზრუნო მათ განხორციელებაზე, დავლიო ყავა, რომელიც მაძინებს :-):-), შევხვდე მეგობრებს, ვიკითხო წიგნები, მოვუსმინო მუსიკას............. და ხმამაღლა ვთქვა, რომ ცხოვრება მშვენიერია :-)

5 comments:

Anonymous said...

kalandia, arachveulebrivad pozitiuri adamiani xar:)

ketketa said...

საყვარელოო:))))

Tiko said...

შენი ფანი ტყუილად არ ვარ !

კალოო რა მაგრად დაწერე ეს ყველაფერი :))) სულ ღიმილით ვკითხულობდი :)

Anonymous said...

kaloria, jer kidev 2 clis cin gavxseni me sheni kalmis fankubi tu gaxsovs :D xoda, es kargia, momcons...

martla zalian kargad cer, zalian!!!! shena da gushin ramdeni vicine ar ici, dgesac mteli dge gadasarev xasiatze var amis gamo.

Dare said...

kaloo, ver warmoidgen rogor mesiamovna exla amis wakitxva.
nu bolo nawilis gansakutrbeit, ragac iseti iyo... nu ver davwer, mara chems mdgomareobas mouxda!