Thursday, September 11, 2008

მიყვარს ....

მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც პოზიტიურია.
მიყვარს  ადამიანები და ხალხმრავლობა, ოღონდ სასიამოვნო ხალხმრავლობა.
მიყვარს თავისუფალი, საღი გონების და კეთილი ნების ადამიანები.
ერთნაირად ვგიჟდები იუმორის წარმომქმნელ და სწორად აღმქმელ ადამიანებზე.
მიყვარს სინათლე და სითბო,  გარემოშიც და ადამიანებშიც.
მიყვარს ერთგულება ყველგან და ყველაფერში.
მიყვარს გართობა და ის ადამიანები, რომლებიც მამხიარულებენ.
მიყვარს კარგი მუსიკა. თუმცა ხანდახან ბანძიც, თუ რამე კარგს მახსენებს.
მიყვარს ჩემს ქუჩაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოობით სეირნობა და ათას რამეზე ლაპარაკი.
მიყვარს კარგად მოკალათება და კარგი წიგნის კითხვა.
მიყვარს გემრიელად ჭამა და სულაც არ მშურს იმ ადამიანების, ვისაც ჭამა არ უყვარს. მე იმათი მშურს, ვისაც ჭამა უყვარს და არ სუქდება :–)
მიყვარს ჩემი მეგობრები - ყველა.
მიყვარს ჩემი ნათესავები - ნუ ყველა არა :-)
ოჯახის წევრები რომ მიყვარს ეგეც დავწერო? :-)
და ყველაზე მეტად ამქვეყნად სანდრიკო მიყვარს - ჩემი დისშვილი. და ვგიჟდები როცა ვატყობ, რომ ჩემი დანახვა განსაკუთრებულად უხარია და ეს პატარა ბავშვი მთელი თავისი ენერგიის გამოყენებით გამოხატავს ამას.
ანაც მიყვარს, ძალიან. სანდრეის და :-)
ვან გოგი მიყვარს თავისი მზით გამთბარი სურათებით.
ბასკია მიყვარს თავისი სიგიჟეებით.
ჩარლი ჩაპლინი, სევდიანი იუმორით.
კურტ ვონეგუტი მიყვარს თავისი ოქრო წიგნებით და კერუაკი, მთელი თავისი ცხოვრებით და შეხედულებებით.
ბობ დილანი მიყვარს თავისი ყველასგან გამორჩეული ხმის ტემბრით.
ტომ ვეიტსი – ყველაზე საყვარელი ლოთი, ყველაზე ნიჭიერი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია, ისიც კი, გაიყიდება თუ არა მისი ალბომები :–)
ხელფასის დღეც ძალიან მიყვარს. :-)
მიყვარს ჩემი თანამშრომლები.
მიყვარს სასიამოვნო არომატები.
მიყვარს, როცა ვხვდები, რომ ვიღაცას რაღაცაში ვეხმარები.
მიყვარს როცა რაღაც საინტერესოს ვაკეთებ და ყოველთვის კეთების პროცესი უფრო მომწონს, ვიდრე დასასრული და შედეგი.
მიყვარს სიმშვიდის შეგრძნება.
მიყვარს ზოგადად კეთილგანწყობილი და არაყალბი ადამიანები.
მიყვარს, როცა პირდაპირ მეუბნებიან იმას, რასაც ჩემზე ფიქრობენ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. როცა მიმითითებენ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ასე მირჩევნია, ვიდრე ვიღაცამ დაუმსახურებლად და გაუთავებლად მაქოს.
მიყვარს სიცოცხლე და მისით ტკბობა.
ჰო, დილას დიდხანს ძილი მიყვარს, ჩემით რომ ვიღვიძებ წყნარად.
მიყვარს ძაღლები და მინდვრის ყვავილები.
მიყვარს მწვანე ვაშლის დიროლი და წითელი ფორთოხლის წვენი.
მიყვარს ჩემი ქვეყანა ძალიან და მეცოდება.
მიყვარს "კლეჩატი" საროჩკები :–)
მიყვარს კარგი ფილმის ყურება ისეთ ადამიანთან ერთად ვინც ჩემნაირად რეაგირებს და ჩემს უმნიშვნელო კომენტარებსაც კი სწორად ხვდება.
მიყვარს სუფთა და უბრალო ურთიერთობები.
მიყვარს ლადო ასათიანი.
ჯიმ მორისონი მიყვარს, რომელიც მარტო მუსიკოსი კი არა, მეოცე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე მაგარი პოეტია.
მიყვარს ოპტიმისტი ადამიანები.
დათო ოპტიმისტი არაა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ანუ, პესიმისტებიც მყვარებია :–))
მიყვარს საინტერესო საიტების დათვალიერება.
მადლიერება მიყვარს.
ჯანსაღი და სრულფასოვანი ურთიერთობები მიყვარს.
წვიმაც მიყვარს, ოღონდ თბილი, შემოდგომის არა.
მიყვარს პირველიდან ორ საათამდე მონაკვეთი. შესვენებაზე წასვლა და ჩემს თანამშრომლებთან ერთად ბევრი სიცილი.
მიყვარს პარასკევი. ჩემი შეყვარებულია პარასკევი.
კიდევ თურქული ყავა და ლიმონიანი ჩაი მიყვარს.

ახლა თქვენ თვითონ გამოიცანით რა არ მიყვარს :-):-)

10 comments:

Unknown said...

შეხედე შენ რამდენი ვინმე და რამე ნაყვარება კალიას :) მაგარი ხარ ნინ, ძაან პოზი-TV პოსტია

© said...

პოზი-TV :))))))))))))))))))))

ნაიკ, გლიჯავ :)))


კალერ, რა გინდა ერთხელ უკვე გამოვთქვი აღფრთოვანება ამ ნაწერით, დიდი ხნის წინ (300 let tamu nazaaad :D ) და კაი, ჯანდაბას, კიდევ ერთელ გეტყვი ბღავო-ს! :))))

p.s. მოაშორე, რა, ეს word verification

ketketa said...

ძაან თბილა ამ პოსტაკში, ნიიინ:)

Kalo said...

რას გადამეკიდე ცისკარ? როცა მინდა, სადაც მინდა და რამდენი ხნის დაწერილსაც მინდა იმას დავწერ და იქ სადაც მომინდება. ჩემია ვაააა.(ხ) :-):-):-):-):-)

kakja ana strannaja :-):-):-):-)

© said...

დადე, ნინელი, დადე! ხომ იცი რომ ძალიან მომწონს შენი ნაწერები და როცა მე ვხუმრობ, ჩემი... გლოცავ, რა :)))
ხოდა ჩემთვის შეიძლება ძველია, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის - ახალია, ასე რომ უნდა წერო :)
”გინდა წერო?! უნდა წერო!”:D
საბედნიეროდ ნაწერებს მაინც არ აქვს სროკ გოდნოსტი. არა, ვიტყუები :))) ზოგს აქვს ;) მე რაღაცეები დამრჩა გამოსაქვეყნებელი და ვარგისიანობის ვადა გაუვიდა ამასობაშიი ;) :))))))))

Anonymous said...

ra ar giyvars,ver itan da rac guls girevs imis nusxa ufro mainteresebbs.dacer?

Kalo said...

davcer da muzad shen mogixsenieb. gackobs? :-):-):-)

Anonymous said...

kalandia she degenerato!!!: ))))) ese tu gijdebodi shen tanamshromlebze me ar vicodi:D

Anonymous said...

shen iseti xar, zuras iumoric geyvareba : ))))))))))))))))))))

kalo said...

ვაი რა გამოთაყვანებული ხარ შენ :–)))))))