Thursday, September 11, 2008

ბრმა სიყვარული (ანუ, ვირის სიბრძნე)

უადრესატო

თვალწინ მიდგახარ,გული მერევა,
ფეხზე მაცვია ბასანოჟკები,
უეცრად სევდა შემომერევა
და დამემსხვრევა ოქროს კოშკები.
გახსოვს ბუშტები ფერად-ფერადი
და ყვავილნარი სიცოცხლით სავსე,
შენ მაშინ რაღაც ძველმანს კერავდი
და არ ისვამდი მამალ ბუზს თავზე.
მაშინ შენ გეცვა კომბინიზონი
და მუშაობდი ძროხის ფერმაში,
იღიმებოდი როგორც ბიზონი
და თივის ღერი გაგჩროდა თმაში.
შენ ხომ სრულიად იყავ ყმაწვილი
არ შეგშრობოდა დედის რძე პირზე,
და სამათხოვროდ ხელებგაწვდილი,
დაუღალავად უკრავდი სტვირზე.
იმ დროს შეგნიშნე, ქუჩის ბოლოში
მომხიბლა შენმა კომბინიზონმა
შემიპატიჟე შენთან სოროში
და გამიღიმე, როგორც ბიზონმა.
ტოლს ვერ უდებდა შენს ღიმილს ველურს,
ვერც დიონისე, ვერც მონა ლიზა,
და გამოხედვას უხამსს და გველურს
ჩემმა გრძნობებმა ფართო გზა მისცა.
ამოგათრიე იმ ჭაობიდან,
ტანზე ჩაგაცვი კოსტუმ-შარვალი,
გამოიჭვრიტა ვირი ღობიდან
და აყროყინდა, როგორც მტარვალი.
შენ მე სისხლს მწოვდი, როგორც წურბელი
და ამას მივხვდი ძალიან გვიან.
როცა საავდრო დადგა ღრუბელი,
იქ გადაგაგდე, სად ნაგავს ყრიან.
და მაშინ ჩავწვდი მე ვირის ყროყინს,
როს დაგინახა გამოწყობილი,
ის იყო შენგან ჩვეული ბოყინს
იცოდა რისთვის იყავ შობილი.
ვირი აღმოჩნდა ჩემზე ჭკვიანი,
უტყუარია ვირული ალღო.
ეს მოგონება ჩემი, მტვრიანი,
თქვენ მოგიწოდებთ: ენდეთ ვირს, ხალხო!


P.S. ისევ მაპატიონ დიდმა პოეტებმა :-):-)

8 comments:

Marika said...
This comment has been removed by the author.
Kalo said...

ხოოო ისე, კარგი აზრია.

როდის დავიწყოთ ჩაჯდომა? :-)

natia said...

ვუძღვნი, ჩემს საყვარელ გოგიას,
შენი ფანი ვარ, კალო

Unknown said...

eeh (amovioxre) :D ra dro iko maros aivanze rom visxedit da vcerdit...mashin sheiqmna bevri shedevri :D

Unknown said...

eeeh (amovioxre):D ra dro iko maros aivanze rom visxedit da vcerdiit...mashin sheiqmna bevri shedevri :D

Kalo said...

ნუ დაიბრალებ ეხლა შენ რაღაცეებს :-)

და ორჯერ ერთიდაიგივეს დაწერა რა ამბავია?

katska said...

ver vapatiebto:-D:-D:-D

Kalo said...

გალაკტიონი გაბრაზდებოდა უფრო. ვიცი :-):-)