Saturday, October 4, 2008

John Lennon



John Lennon - Central Park

John Lennon - Imagine

John Lennon - Tie
John Lennon Wall - Prague



John Lennon - Cuba







Настоящий талант, это способность верить в свой успех.
Джон Леннон













***

Хорошо известно,что: АМЕРИКАНЕЦ - человек, а АМЕРИКАНКА - разновидность бильярдной игры
ВЕНГР - человек, а ВЕНГЕРКА - верхняя одежда гусара
ВЬЕТНАМЕЦ - человек, а ВЬЕТНАМКА - обувь для пляжа
ГОЛЛАНДЕЦ - человек, а ГОЛЛАНДКА - печка
ПОЛЯК - человек, а ПОЛЬКА - танец
РУССКИЙ - человек, а РУССКАЯ - сорт водки
И есть только одно исключение-МОСКВИЧКА - человек, а МОСКВИЧ - ведро с болтами и гайками возомнившее себя автомобилем... :-):-)

ჩვეულებრივი დღე წარსულიდან :-):-);-)

რატომღაც რამდენიმე წლის წინანდელი ზაფხულის ერთი დღე გამახსენდა.
დილას, ყავის სმისას მომისწრო ჩემი მეგობრების sms-მა, სადაც ჩამოყალიბებული იყო მთელი დღის თუ არა, დღის მეორე ნახევრის გეგმა მაინც - შვიდი საათისთვის ყველანი ჩვენს ნაცნობ გოგოსთან ვიკრიბებოდით ერთი ადამისდროინდელი კასეტის საყურებლად, რომელიც ყველას დაკარგული გვეგონა და თურმე მანანას ვიდეოთეკაში (რა დროა აზრზე ხაართ? :-):-)) ინახებოდა. ქუჩაზე გადასვლის წესების სრული არცოდნის გამო, მანანას სახლთან მისასვლელად მიწისქვეშა გადასასვლელი გამოვიყენე. იქვე უნდა შევხვედროდი ჩემს მეგობრებს და მათ მოლოდინში წიგნების თვალიერება დავიწყე, რომლებიც გამყიდველს კუსტარულად დამზადებულ თაროებზე გამოეფინა. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, როცა ჩემს მიერ ამორჩეული წიგნების საფასურმა (მათ შორის იყო დორის ლესინგი, რიჩარდ ოლდინქტონი, მგონი სოლჟენიცინის მოთხრობებიც და ა.შ) 1 ლარი და და რაღაც თეთრები შეადგინა. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ გამყიდველი მეჩხუბებოდა რამდენ ხანს უნდა იდგე და იჩიჩქნო ამ წიგნებში, აღარ მიდიხაროო? :-):-):-) მანანა ჩემი მეგობრების მეგობარია და მე მის სახლში პირველად მივდიოდი. გზაში გადავწყვიტეთ, ჯერ მე მივსულიყავი მარტო და ცოტა ხანში დანარჩენებიც "მოვიდოდნენ". ანუ გადავწყვიტეთ გვეხუმრა. (ძაან უაზრო ხუმრობა კი იყო ისე :-):-))
ზარი დავრეკე. ჩემი მეგობრები ლიფტის უკან დაიმალნენ. კარი კაი ხანს არავინ არ გააღო. ყოველ შემთხვევაში იმდენ ხანს მაინც, რომ მე მოვასწარი წარმომედგინა ჩემი თავი ბაზრის პარკით ხელში (რატომღაც ასეთ პარკში ჩამილაგა წიგნები ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გაბრაზებულმა გამყიდველმა), მანანას კართან და თან სულ მარტო. ჩემი ისტერიული სიცილის დაწყება და კარის გაღება ერთი იყო. თანაც ჩემს წინ მანანა კი არა, სრულიად უცხო (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) ბიჭი იდგა და გაოგნებული მიყურებდა. სიცილის შეკავებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. წელში ორად მოხრილმა და სიცილისგან ძალაგამოცლილმა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძლივს ავუხსენი, რომ მანანასთან ვიყავი. არასოდეს დამავიწყდება იმ ბიჭის გაოცებული და დაბნეული სახე, რომელიც როგორც მერე გავარკვიე, მანანას ძმა აღმოჩნდა.
აღარ მოვყვები იმას, რა მხიარულ ვითარებაში ჩაიარა საღამომ. როგორ დავესიეთ მანანას დიგიტალურ ფოტოკამერას (ალბათ მაშინ ახალი ხილი იყო. აბა რამ გაგვამწარა :-):-)) და გადაღებული სურათების ნახვის შემდეგ როგორ შევშფოთდი ჩემს გარეგნულ იერსახეზე (თემა უცვლელი - როგორ გავსუქდი :-):-):-)).
უნდა აღვნიშნო, რომ კასეტა, რომელიც ჩენი იქ თავშეყრის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა , მანანასთან არ აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გამამხიარულა :-):-):-)
საღამო berlin club-ში დავასრულე. გახსოვთ berlin club-ი? მაშინ მგონი ერთადერთი იყო. ნუ, არც ახლაა თავზე საყრელად მარა მე აღარ მიტაცებს და ვისაც იტაცებს იმათ ინაღვლონ :-):-):-)
ხოდა, რამდენი ასეთი ჩვეულებრივი და სულელური დღეებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება რომ დავუკვირდეთ. არადა გვახსოვს :-):-)

რა ლოზუნგებს დაწერდა ითონი, ლოზუნგმეიქერი რომ იყოს :-):-)




VIVA CUBA

ქვეყანა, სადაც მზე აცხუნებს
ქვეყანა, სადაც ყველა ცეკვავს
ქვეყანა, სადაც ღარიბებიც იცინიან

ქვეყანა, რომელსაც თავისი, საკუთარი მეკობრეები ყავს :-)
ათასფრად აჭრელებული ქვეყანა მუუქი ლურჯი ცით
გიჟების ქვეყანა :-)
ქვეყანა, რომლის ნახვაზეც ვოცნებობ

















მაკკეინის მხარდამჭერთა ლოზუნგი :-):-)




Thursday, October 2, 2008

ვინ რას ზეიმობს თურმე :-)

1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.
2 იანვარი - ბედობა
3 იანვარი - მთვარის ახალი წელი (ლიტვა).
4 იანვარი - ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.
5 იანვარი - მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება (უიმმმმ. ამას უნდა ვგლოვობდეთ. მე ვაცხადებ ამ დღეს საყოველთაო ტრაგედიის დღედ)
6 იანვარი - მგლების დღე (ესპანეთი).
7 იანვარი - იუპიტერის აღმოჩენა(გალილეო გალილეი).
8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე.
9 იანვარი - სრულყოფილების დღე (იაპონია).
10 იანვარი - ვუდუს დღე (ბენინი).
11 იანვარი - მადლიერების მსოფლიო დღე
12 იანვარი - ლომების დღე (კენია). (ნეტა დათვების დღე არ არის? :-):-):-):-) რით ვერ დაიმსახურეს დათვებმა ერთი დღე? :-):-) )
13 იანვარი - ძველით ახალი წლის წინა დღე. (ესეც ძალიან აზრიანია)
14 იანვარი - ძველით ახალი წელი.
15 იანვარი - ხეების დარგვის დღე (იორდანია).
16 იანვარი - საერთაშორისო დღე “The Beatles”.
17 იანვარი - ტუალეტის ჩასარეცხის დაპატენტების დღე (1861).
18 იანვარი - მუშების დღე.
19 იანვარი - ნათლისღება.
20 იანვარი - ავტონომიური რესუბლიკა კომის დღე
21 იანვარი - ჩახუტების საერთაშორისო დღე
22 იანვარი - ბაბუების დღე (პოლონეთი).
23 იანვარი - როკ-ჯგუფ «ДДТ»-ს პირველი დებიუტი როკ-კლუბში (1987).
24 იანვარი - ინგლიში ჩამოყალიბდა სკაუტთა პირველი ჯგუფი (1907)
25 იანვარი - სიშიშვლის დღე (ომანი).
26 იანვარი - "საპოჟნიკის" საერთაშორისო დღე. :–)))
27 იანვარი - ბანანების დღესასწაული (ვიეტნამი).
28 იანვარი - ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღე.
29 იანვარი - ავტომობილის გამოგონების დღე.
30 იანვარი - დაზარალებულების დახმარების დღე.
31 იანვარი - არაყის დაბადების დღე. ამ დღეს დაიცვა მენდელევმა დისერტაცია “არყის და სპირტის შეერთებაზე”.
1 თებერვალი - თავისუფლების ნაციონალური დღე (აშშ).
2 თებერვალი - ულვაშების საერთაშორისო დღე (ლაოსი).
3 თებერვალი - გმირების დღე (მოზამბიკი).
4 თებერვალი - ახალი წელი ჩინური კალენდრით.
5 თებერვალი – ცხენის ნალის გამოგონების დღე.
6 თებერვალი - ბობ მარლის დღე (იამაიკა).
7 თებერვალი – ღორების დღე.
8 თებერვალი - რუსი მეცნიერების დღე.
9 თებერვალი - სტომატოლოგების დღე.
10 თებერვალი - დიპლომატების დღე.
11 თებერვალი - ავადმყოფების საერთაშორისო დღე.
12 თებერვალი - აეროპორტის დღე (რუსეთი).
13 თებერვალი - იუნსაო სანათურების დღესასწაული (იაპონია).
14 თებერვალი - წმინდა ვალენტინის დღე .
15 თებერვალი - დევნილების დღე.
16 თებერვალი - კიმ ჩემ ირას დღე.
17 თებერვალი - სარასვატი ვასანტ პაჩამის დღე (ინდოეთი).
18 თებერვალი - საგზაო პოლიციის დღე.19 თებერვალი - დღესასწაულის დღე (ზიმბაბვე).
20 თებერვალი - დედამიწის ორბიტაზე საერთო სადგურის «მირის» გაშვების დღე.
21 თებერვალი - პრეზიდენტის დღე (აშშ).
22 თებერვალი - კრიმინალისგან დაზარალებულების დღე.
23 თებერვალი - სახალხო დამცველის დღე.
24 თებერვალი - ლატარიის დღე.პირველი ლატარია გათამაშდა ქალაქ ბრიუჟეში(ბელგია) 1446 წელს.
25 თებერვალი - სულელების დღე. (რა რაოდენობის ადამიანი ზეიმობს, წარმოიდგინეთ :-) )
26 თებერვალი - მარტინიანას დღე - ვნების მომთვინიერებელი.
27 თებერვალი – ოჯახის დღე.
28 თებერვალი - დრაკონის დღესასწაული (ჩინეთი).
1 მარტი - თავდაცვის დღე.
2 მარტი - გამოჩნდა პირველი CD (1983).
3 მარტი - მწერლების დღე. დედის დღე.
4 მარტი - არჩევნების დღე.
5 მარტი – სტეპლერის დაბადების დღე. დაპატენტდა ინგლისში (1860)
6 მარტი - გაზეთ “Пионерская правда” გამოსვლის პირველი დღე.
7 მარტი - გიჟების დღე (ზაირი). (ამ დღესასწაულსაც ეყოლება მრავალი მოზეიმე :-) )
8 მარტი - ქალების საერთაშორისო დღე.
9 მარტი - ამერიგო ვესპუჩის დღე (აშშ).
10 მარტი - არქივების დღე (რუსეთი).
11 მარტი - ჩექმის დაბადების დღე
12 მარტი - ანიმატორების დღე.
13 მარტი - თანამეგობრობის დღე (დიდი ბრიტანეთი).
14 მარტი - მარსის საპატივცემულო დღე (ძველი რომი).
15 მარტი - მომხმარებლების დაცვის დღე.
16 მარტი - ცოდნის დღე (რუსეთი).
17 მარტი - წმინდა პატრიკის დღე (ირლანდია).
18 მარტი - კრიმინალური პოლიციის დღე.
19 მარტი - მეზღვაურების-მყვინთავების დღე (რუსეთი).
20 მარტი - საოპერო ორკესტრის დღე (ავსტრია).
21 მარტი - მიწის საერთაშორისო დღე.
22 მარტი - წყალქვეშა რესურსების საერთაშორისო დღე.
23 მარტი - საერთაშორისო მეტეოროლოგიური დღე.
24 მარტი - ახალგაზრდების საერთაშორისო დღე.
25 მარტი - სიკვდილით დასჯის დღე (ზიმბაბვე). (ამას ზეიმობენ ნეტა ზიმბაბველები? )
26 მარტი - გაზაფხულის დღესასწაული (ინდოეთი).
27 მარტი - თეატრის საერთაშორისო დღე.
28 მარტი - ყინულის დღე (კანადა).
29 მარტი - ახალგაზრდობის დღე (ტაივანი).
30 მარტი - ჰაიმენ ლიპმენი აპატენტებს ფანქარს ბოლოში მიმაგრებული საშლელით.
31 მარტი - ავტომობილ “მერსედესის” შექმნის დღე(1901)
1 აპრილი - ტყუილის დღე (საქართველო). (აბა საქართველოში სხვას რას იზეიმებენ)
2 აპრილი - საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე.
3 აპრილი – პალმების დღესასწაული (იამაიკა).
4 აპრილი - პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღე.
5 აპრილი - სისუფთავის დღე (ჩინეთი).
6 აპრილი - ტრამვაის დაბადების დღე (რუსეთი).
7 აპრილი - ჯანმრთელობის დღე.
8 აპრილი - ბოშების საერთაშორისო დღე.
9 აპრილი - 9 აპრილის ტრაგედია.
10 აპრილი - წინააღმდეგობის გაწევის საერთაშორისო დღე.
11 აპრილი - მუზეუმის დღე.
12 აპრილი - ავიაციის და კოსმონავტების დღე.
13 აპრილი - როკ-ენ-როლის დღე.
14 აპრილი - ახალი წელი (ლაოსი).
15 აპრილი - რადიოს დღე.
16 აპრილი - მეცნიერების საერთაშორისო დღე.
17 აპრილი - ვნებიანი კვირეული. (ვნებიანი კვირეული რა არის ერთი გამაგებინა :-):-))
18 აპრილი - ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე.
19 აპრილი - გაუნათლებლობის დღე (ვიეტნამი). (უვიცებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით :-) )
20 აპრილი - ცისა და ოკეანეების ღმერთის მაცუს დღე (ჩინეთი).
21 აპრილი - რომის შექმნის დღე.
22 აპრილი - დედამიწის დღე.
23 აპრილი - ველოსიპედის დღე.
24 აპრილი - ინდაურის დღე.
25 აპრილი - იტალიის ფაშიზმისგან განთავისუფლების დღე.
26 აპრილი - მდივნის საერთაშორისო დღე.
27 აპრილი - მსუქნების დღე.
28 აპრილი – ჭიანჭველების დღე (კენია)
29 აპრილი - ცეკვის საერთაშორისო დღე.
30 აპრილი - მეხანძრეების დღე.
1 მაისი - მელოტების დღე (ლიხტენშტეინი).
2 მაისი - მშობლების საერთაშორისო დღე.
3 მაისი - მზის საერთაშორისო დღე.
4 მაისი - დასვენების დღე (იაპონია). ესეც ძალიან საინტერესო ფორმულირებაა. ერთმანეთს რომ ეუბნებიან თანამშრომლები – დასვენების დღის ზეიმთან დაკავშირებით, ხვალ დასვენება გვაქვს :–)))
5 მაისი - ევროპის დღე.
6 მაისი - გამარჯვების დღე.
7 მაისი - რადიოს დღე.
8 მაისი - წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე.
9 მაისი - გამარჯვების დღე
10 მაისი - რუსეთი დუმის პირველი სხდომა (1906).
11 მაისი - თევზაობის ბოლო დღე (ესპანეთი).12 მაისი - მედდების დღე.
13 მაისი - ნავების ფესტივალი.
14 მაისი - აშშ-ში დაპატენტდა “სგუშონი” (1853).
15 მაისი - ოჯახის საერთაშორისო დღე.
16 მაისი - შიდსით დაღუპულების მოსახსენებელი დღე.
17 მაისი - ტელეკომუნიკაციების დღე.
18 მაისი - ცირკის საერთაშორისო დღე.
19 მაისი - პიონერების დღე.
20 მაისი - მეტეოროლოგების დღე.
21 მაისი - უმუშევრების დაცვის დღე.
22 მაისი - ღიპის დღე. :-):-):-):-)
23 მაისი - ბუდას დაბადების დღე.
24 მაისი - სლავური დამწერლობის დღე.
25 მაისი - ფილოლოგების დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლოსბის დღე. დედის დღე (პოლონეთი).
27 მაისი - ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღე.
28 მაისი - მესაზღვრეების დღე.
29 მაისი - გაზაფხულის დღე (დიდი ბრიტანეთი).
30 მაისი - გუბერნატორების დღე (ესპანეთი).
31 მაისი - ოპიუმის დღე. ნარკომანებსაც ქონიათ ზეიმი
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე.
2 ივნისი – გრაფ კალიოსტოს დაბადების დღე (1743).
3 ივნისი - დამარილებული თევზის დღე (ნიდერლანდები).
4 ივნისი - მღებავების დღე.
5 ივნისი - ღრუბლების დღე (იაპონია).
6 ივნისი - პუშკინის დღე (რუსეთი).
7 ივნისი - ბრუკს სტივენსის დაბადების დღე, «Harley-Davidson» გამომგონებელი(1911).
8 ივნისი - ოკეანის საერთაშორისო დღე.
9 ივნისი - ომში დაღუპულების დღე (ისრაელი).
10 ივნისი - პარიზში პირველად გაიხსნა ზოოპარკი (1793).
11 ივნისი - ამერიკაში პატრულირება დაიწყეს პოლიციის მანქანებმა.
12 ივნისი - პირველი ციხის აშენების დღე.
13 ივნისი - იდიოტების დღე (ნორვეგია). :-):-):-):-) ამ დღეს ნორვეგიაში რამდენ ადამიანს წავიყვანდი და ვაზეიმებდი :–)))
14 ივნისი - ამერიკის ნაციონალური დროშის დღე.
15 ივნისი – გართობის საერთაშორისო დღე.
16 ივნისი – ყვავების დღე (ინდოეთი).
17 ივნისი - ბორკილების დაბადების დღე.
18 ივნისი - სასწრაფო სამსახურების დღე.
19 ივნისი - ბოთლის დაბადების დღე.
20 ივნისი - ფეხის გულების დღე (ზიმბაბვე).
21 ივნისი - ყვავილების საერთაშორისო დღე.
22 ივნისი - ზაფხულის მზის მდგომარეობის დღე.
23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე.
24 ივნისი - გამომგონებლების დრე.
25 ივნისი - მაღაროელების დღე.
26 ივნისი - ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
27 ივნისი - თევზაობის დღე.
28 ივნისი – ტრუსების დაბადების დღე.
29 ივნისი - პრემიების დღე (ხორვატია).
30 ივნისი - სასკოლო ფორმის დაბადების დღე.
1 ივლისი - არქიტექტორის საერთაშორისო დღე
2 ივლისი - საზღვაო ფლოტის მეძღვაურთა დღე.
3 ივლისი - ფანრის დაბადების დღე.
4 ივლისი - დამოუკიდებლობის დღე (აშშ).
5 ივლისი - სახრახნისის დაბადების დღე.
6 ივლისი – ამერიკული დოლარის დაბადების დღე $ (1785).
7 ივლისი - მატარებლის დღე.
8 ივლისი - წითელი მზის დღესასწაული (მაროკო).
9 ივლისი - მეთევზის დღე.
10 ივლისი - ფოსტის დღე.
11 ივლისი - მოსახლების საერთაშორისო დღე.
12 ივლისი - სტუიარდესას დღე.
13 ივლისი - ჯაშუშების დღე.
14 ივლისი - ბასტილიის აღების დღე (საფრანგეთი).
15 ივლისი - წინდის დაბადების დღე.
16 ივლისი - მეტალურგების დღე.
17 ივლისი - მსუქნების დღესასწაული (ვიეტნამი). (მსუქნებსაც კი უნდა ზეიმი :-):-))
18 ივლისი - მუშაობის დღე (ესპანეთი).
19 ივლისი - ფერმერების დღე (აშშ).
20 ივლისი - ჭადრაკის საერთაშორისო დღე.
21 ივლისი - პირველი ნაბიჯი მთვარეზე, რომელიც გადადგა ლუის არმსტრონგმა
22 ივლისი - პარიზში გაიმართა პირველი რბოლა ავტომობილებით (1894).
23 ივლისი - ვაჭრების დღე.
24 ივლისი - ქოლგის დაბადების დღე.
25 ივლისი - მწერლების დღე (ჩინეთი).
26 ივლისი - შეჯიბრი სპილოების ფეხბურთში (ინდოეთი).
27 ივლისი - გამოიწვა პირველი აგური.
28 ივლისი - სისტემური ადმინისტრატორის საერთაშორისო დღე.
29 ივლისი - ჰალსტუხის დაბადების დღე.
30 ივლისი - ჩიტების დღე (ინდოეთი).
31 ივლისი - ამერიკელმა ასტრონავტებმა შეასრულეს პირველი გაფრენა მთვარეზე (1971).—1 აგვისტო - პურის დღე
2 აგვისტო - საჰაერო დესანტების დღე.
3 აგვისტო - ნიუ-იორკის რადიოში პირველად გამოიყენეს ხმის ეფექტი: ორი ხის ნაჭერით განასახიერეს კარის დახურვა (1922).
4 აგვისტო – შამპანიურის დაბადების დღე (1693).
5 აგვისტო - სერფინგის დღე (იამაიკა).
6 აგვისტო - საგზაო მშენებელის დღე.
7 აგვისტო - პარიკმახერების დღე.
8 აგვისტო - უნიტაზის დაპატენტების დღე.
9 აგვისტო - მსოფლიო ხალხების დღე.
10 აგვისტო - ნიუტონის თავზე ვაშლის დაცემის დღე.
11 აგვისტო - “კალგოტკის” დაბადების დღე.
12 აგვისტო - ჩვილების დღე.
13 აგვისტო - ლოგინის დაბადების დღე.
14 აგვისტო - მშენებელის დღე.
15 აგვისტო - არქეოლოგების საერთაშორისო დღე.
16 აგვისტო- ელვის პრესლის მოსახსენებელი დღე (აშშ).
17 აგვისტო - ჩამოყალიბდა ინვალიდების კავშირი .
18 აგვისტო - ებრაელმა მოქალაქემ არყის ბოთლის გადაყლაპვა დააპირა და ყელში გაეჭედა.
19 აგვისტო - ვაშლის დღე.
20 აგვისტო - პირველად გაშიშვლდა ადამიანი კამერების წინ.
21 აგვისტო - გამოიგონეს “კადილაკი” (1902).
22 აგვისტო - სექსუალურ თამაშებში გამოჩნდა ახალი “სათამაშო”-ბორკილები.
23 აგვისტო - ჩაფხუტის დაბადების დღე.
24 აგვისტო – პიცის დღესასწაული (იტალია).
25 აგვისტო - მეთიუ უებმა პირველმა გადაცურა ლა-მანშის არხი.
26 აგვისტო - დიასახლისების დღე (აშშ).
27 აგვისტო - ფილმის დღე.
28 აგვისო - სპეც.დანიშნულების რაზმის დღე
29 აგვისტო - პირველად გამოუშვეს ალუმინის ქილაში კოკა-კოლა.
30 აგვისტო – ნორვეგიაში სიცილისგან კაცი გარდაიცვალა.
31 აგვისტო - ძაღლმა მემკვიდრეობით მიიღო 5 მილიონი დოლარი.
1 სექტემბერი - ცოდნის დღე.
2 სექტემბერი - ტაქსისტების დღე.
3 სექტემბერი - ტერორიზმთან ბრძოლის დღე.
4 სექტემბერი - ტელევიზიით გავიდა პირველი გადაცემა “რა? სად? როდის?”.
5 სექტემბერი - ნაგვის ურნის დაბადების დღე.
6 სექტემბერი - ლომებმა ზიმბაბვეს წინამძღოლი შეჭამეს.
7 სექტემბერი - ქათმების ფესტივალი (ვიეტნამი). (მაშა კრასნოვას გაეხარდება, ვეტყვი :-):-):-):-))
8 სექტემბერი - ჟურნალისტების დღე.
9 სექტემბერი - სილამაზის საერთაშორისო დღე.
10 სექტემბერი – ფრჩხილების ფესტივალი (ბულგარეთი).
11 სექტემბერი - ახალი წელი (ეთიოპია).
12 სექტემბერი - დაიჭირეს ბანკების მძარცველი ბებია. ამ დღეს ალბათ ბებია თავის შვილიშვილებთან ერთად ზეიმობს :–)))
13 სექტემბერი - გამოიგონეს კალმისტარი.
14 სექტემბერი - სანიტარული სამსახურების დღე.
15 სექტემბერი - თმის საღებავის დაბადების დღე.
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე.
17 სექტემბერი - მსოფლიოში პირველი იეღოველი გამოჩნდა.
18 სექტემბერი - ესტონეთში გაიხსნა პირველი სუპერმარკეტი
19 სექტემბერი – პირველი ინდიელი, რომელიც პარიზის პარკში ატრაქციონებზე დაჯდა.
20 სექტემბერი - უთოს დაბადების დღე.
21 სექტემბერი - პირველი ნახტომი პარაშუტით.
22 სექტემბერი - ეს დღე გამოცხადებული იქნა პირველ რევოლუციურ დღედ ფრანგული კალენდრით(1792).
23 სექტემბერი - შემოდგომის დღესასწაული.
24 სექტემბერი – მანქანათმშენებლების დღე.
25 სექტემბერი - ზღვის საერთაშორისო დღე.
26 სექტემბერი - ევროპული ენების დღე.
27 სექტემბერი - ტურიზმის საერთაშორისო დღე.
28 სექტემბერი - ატომზე მომუშავე მეცნიერების დღე.
29 სექტემბერი - თარჯიმნის საერთაშორისო დღე.
30 სექტემბერი - ინტერნეტის საერთაშორისო დღე.
1 ოქტომბერი - მუსიკის საერთაშორისო დღე.
2 ოქტომბერი - საცხოვრებლის საერთაშორისო დღე.
3 ოქტომბერი - მოხუცების საერთაშორისო დღე.
4 ოქტომბერი - ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე
5 ოქტომბერი - მასწავლებლების დღე.
6 ოქტომბერი - რუსეთ-თურქეთის ომის დასაწყისი.
7 ოქტომბერი - ახალი წელი (გამბია).
8 ოქტომბერი - პირველად შეიქმნდა ამერიკის საფონდო ბირჟა(1896).
9 ოქტომბერი - კონვერტის დაბადების დღე.
10 ოქტომბერი - ფსიქიურად დაავადებულების დღე.
11 ოქტომბერი - სტიქიების შემცირების და თავდაცვის საერთაშორისო დღე.
12 ოქტომბერი - ინგლისელმა ტურისტმა სამგზავრო გემი თავის თავთან ერთად ჩაძირა.
13 ოქტომბერი - გრინვიჩი დამტკიცებული იქნდა, როგორც ნულოვანი მერიდიანის ადგილმდებარეობა (1884).
14 ოქტომბერი - ვირების დღესასწაული (უგანდა).
15 ოქტომბერი - პროდუქტებზე მომუშავეთა დღე.
16 ოქტომბერი - სიამოვნების საერთაშორისო დღე.
17 ოქტომბერი - ნარკოტიკების განადგურების საერთაშორისო დღე.
18 ოქტომბერი - ალიასკის დღე (აშშ).
19 ოქტომბერი - ჯონ ადამსის დაბადების დღე (აშშ).
20 ოქტომბერი - კვახის დღე.
21 ოქტომბერი - რევოლუციის დღე (სომალი).
22 ოქტომბერი - თხევადი საპნის დაბადების დღე.
23 ოქტომბერი – რეკლამაზე მომუშავეთა დღე.
24 ოქტომბერი - გაერთიანებული ნაციის საერთაშორისო დღე.
25 ოქტომბერი - საპოჟნიკის დღე.
26 ოქტომბერი - მიწის დაკანონების დღე.
27 ოქტომბერი - კბილის ჯაგრისის დაბადების დღე.
28 ოქტომბერი - შოკოლადის დაბადების დღე.
29 ოქტომბერი - ქრისტოფერ კოლუმბის დაბადების დღე.
30 ოქტომბერი - პოლიტიკურ რეპრესიებში დაღუპულების მოსახსენებელი დღე.
31 ოქტომბერი - ჰელოუვინი (აშშ).
1 ნოემბერი - კელტური ახალი წელი.
2 ნოემბერი - საჰაერო ბურთის დაბადების დღე.
3 ნოემბერი – საღეჭი რეზინის დაბადების დღე.
4 ნოემბერი - სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის დღე :-)
5 ნოემბერი - მუსიკის დღე (ჩინეთი).
6 ნოემბერი - “ტანგა” -ს დაბადების დღე.
7 ნოემბერი - რევოლუციის დღე
.8 ნოემბერი - პირველად გავიდა ტელევიზიით «КВН» (1961)
.9 ნოემბერი - ფაშიზმის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე.
10 ნოემბერი - პოლიციის დღე.
11 ნოემბერი - კოქტეილის დაბადების დღე.
12 ნოემბერი - ბანკის თანამშრომელთა დღე.
13 ნოემბერი - უსინათლოთა საერთაშორისო დღე.
14 ნოემბერი - დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
15 ნოემბერი - გენიოსების საერთაშორისო დღე.
16 ნოემბერი - სუეცის არხის გახსნა.
17 ნოემბერი - სტუდენტების საერთაშორისო დღე.
18 ნოემბერი - ახალი წელი (იემენი).
19 ნოემბერი - მონაკოს ნაციონალური დღე.
20 ნოემბერი - ბებიების დღე.
21 ნოემბერი - მისალმების საერთაშორისო დღე.
22 ნოემბერი - ტარზანის დაბადების დღე (1886).
23 ნოემბერი - ნოემბრის ფესტივალი (ინდოეთი).
24 ნოემბერი - ასანთის დაბადების დღე.
25 ნოემბერი - ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე.
26 ნოემბერი - დედების დღე (რუსეთი).
27 ნოემბერი - პასპორტის დღე.
28 ნოემბერი - ყვავილების დღე (იაპონია).
29 ნოემბერი - დალაქების დღე (აშშ).
30 ნოემბერი - კბილის პასტის დაბადების დღე.
1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
2 დეკემბერი - მონობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
3 დეკემბერი - ინვალიდების საერთაშორისო დღე.
4 დეკემბერი - თოვლის ბაბუასთან საჩუქრების დასაბარებელი დღე.
5 დეკემბერი - პირველი ზანგი ანტარქტიდაზე.
6 დეკემბერი – აირღუმელის დაბადების დღე (პატენტი გაიცა 1945 წელს).
7 დეკემბერი - სამოქალაქო ავიაციის დღე.
8 დეკემბერი - ზარმაცების დღე.
9 დეკემბერი - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
10 დეკემბერი - ფეხბურთის საერთაშორისო დღე.
11 დეკემბერი - საბავშვო გადაცემების საერთაშორისო დღე.
12 დეკემბერი - კარის დაბადების დღე.
13 დეკემბერი - პიონერთა ყელსაბამების დაბადების დღე (1957).
14 დეკემბერი - პამიდვრის ევროპაში შემოტანის დღე.
15 დეკემბერი - ბანანის აღმოჩენის დღე.
16 დეკემბერი - ყრუ-მუნჯების დღე.
17 დეკემბერი - წვეულებების დღე.
18 დეკემბერი - ემიგრანტების საერთაშორისო დღე.
19 დეკემბერი - წმინდა ნიკოლოზის დღე.
20 დეკემბერი - "კალგოტკის" დაბადების დღე.
21 დეკემბერი - ზამთრის მზის მდგომარეობის დღე.
22 დეკემბერი - ენერგეტიკის დღე.
23 დეკემბერი - სანტაკლაუსის სამოსის დაბადების დღე.
24 დეკემბერი - ფასდაკლების დღე.
25 დეკემბერი - ჰანუკა.
26 დეკემბერი - საჩუქრების დღე.
27 დეკემბერი - ირმების დღე.
28 დეკემბერი - საღეჭი რეზინის გამოგონების დღე (აშშ).
29 დეკემბერი - ბიოლოგიის საერთაშორისო დღე.
30 დეკემბერი - სტომატოლოგების დღე.
31 დეკემბერი - ძველი ნივთების გადაყრის დღე (იტალია)