Saturday, July 4, 2015

ლექსი ქართული გენის გამძლეობის შესახებ

ტუჩში ბოტოქსით და მკერდში სილიკონით
თეძოჩამოთლილი, ოქროს აიფონით
ხელოვნურ წამწამებს შეარხევ ამაყად,
ჯიპიანი, ღიპიანი, ფულიანი მამა გყავს.
ყველგან პირველი და საუკეთესო ხარ
შენ არავინ მოგწონს, ყველას შენ მოწონხარ
დილით ლატეს სვამ და ღამით კონიაკს
შენს ყველა დაქალსაც სილიკონი აქვს.
გაიგე, რომ თბილისში ჩამოდის კრის ბოტი
გახარებული „პორშეში“ დიდხანს კიოდი,
მერე რა რომ აზრზე არ ხარ ვინ ოხერია კრისი
მთავარია მოდაშია აღფრთოვანდე მისით.
საყვარელი პოეტიც გყავს - გიჟდები ვაჟაზე
უსასრულოდ შეგიძლია ისაუბრო ამაზე.
თუმცა გალაკტიონსაც პატივს ცემ, იასნია
ბაზარი არაა, მაგარი კაცია.
შენი მამაო გიშლის სიგარეტს
ეცადე, მაგრამ ისევ მიქარე
ძაან საყვარელია ეს მამაო პროსტა
იმის ფოტოებსაც ამიტომ პოსტავ.
სალონში ატარებ ცხოვრების ნახევარს
იკეთებ იღლიის, ბიკინის ახევას,
კანი გაქვს გლუვი, რბილი და ნაზი
ესაა შენი ცხოვრების აზრი.
მოგწონს როცა ეჭვიანობს შენი ბოიფრენდი
აზიატ  ტიპებზე ყოველთვის აფრენდი,
კაცია, გაჭედავს ხანდახან, რა მოხდა
არ იყო ლამაზი იმ კაბის წამოხდა.
გათხოვდები და შექმნი  ქართულ ოჯახს, ლამაზს
მამამთილის ხათრით ბიჭს დაარქმევ თამაზს,
ქმარი ივლის სამსახურში, შენ იჯდები სახლში
სანიმუშო ოჯახი გაქვს მეზობლების თვალში.











2 comments:

Kiwi said...

"გათხოვდები და შექმნი ქართულ ოჯახს, ლამაზს
მამამთილის ხათრით ბიჭს დაარქმევ თამაზს"
ჰაჰაჰ (y) არ იყო ურიგო!!:)

Unknown said...

ქართული რეალობა;)ბრავო მაგარია;)