Friday, September 3, 2010

შორეული ნაოსნობის მეზღვაური :–)))

ამ ქალაქში ყველას ყველაფერი რომ აინტერესებს, ეს ახალი ამბავი არაა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ინტერესი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც აუცილებელი ვალდებულება იმისა, რომ, შეხვედრისას რამდენიმე შაბლონური შეკითხვა დაგისვან. დარწმუნებული ვარ ყველა გოგო, ვინც ჯერ არ გათხოვილა, ჩემსავით დატანჯულია შეკითხვით:
–შენ კიდევ სახლში ზიხარ? როდის უნდა გათხოვდე?
ამ დროს ზრდილობა არ გაძლევს უფლებას, ბოლოს და ბოლოს მიახალო, რომ აბსოლუტურად არავის საქმე არაა, რამდენ ხანს ვიჯდები სახლში და როდის გადავწყვეტ გათხოვებას. ამიტომ იძულებული ხარ გაუღიმო და რამე სისულელე უპასუხო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბოლო დროს შეკითხვა გაახალგაზრდავდა. ანუ, ადრე თუ მარტო ხანშიშესული ქალები ინტერესდებოდნენ, ახლა შეტევაზე უკვე ახალგაზრდა თაობა გადმოვიდა. თან ძირითადად ისეთები ინეტერესდებიან, ისევ ზრდილობის გამო რომ არ უპასუხებ
– "ზუსტად იმიტომ, რომ შენნაირი ქმარი არ მინდა მყავდეს".
ორი თუ სამი დღის წინ, ჩემი მეგობარი მარიამი შემომჩიოდა, აღარ შემიძლია, რატომ ადარდებს ამ ხალხს ჩემი ბედი, ნუთუ არ შეიძლება სხვა თემაზე ელაპარაკონ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ ნაცნობს, რომელიც გზად რომ არ შეხვედროდა, შეიძლება ისე გასულიყო თვეები, საერთოდ არ გახსენებოდაო.
საქმეც მაგაშია. აქ ზრუნვასთან კი არა, თავისმომაბეზრებელ და დაზეპირებულ შეკითხვასთან გვაქვს საქმე, რომელიც თუ არ დასვეს, თვლიან, რომ მოკითხვის "პროგრამა მინიმუმი" შეუსრულებელი დარჩებათ. ვალს კარგად ვერ მოიხდიან :–)))
სწორედ ამ დროს მომივიდა აზრი და მარიამსაც შევთავაზე. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულისგამაწვრილებელი და ყოვლად უაზრო შეკითხვები პირადი ბედნიერების შესახებ, გამოვაცხადოთ, რომ გავთხოვდით. წინასწარ ვიზრუნოთ იმაზეც, რომ (მერე ქმრების გაცნობაც რომ არ მოგვთხოვონ), ყველა პოტენციურ ცნობისმოყვარეს ჩვენ თვითონ ვუთხრათ, რომ ჩემი ქმარი მეზღვაურია და შორეულ ნაოსნობაშია წასული, მარიამის კი სამხედროა და რომელიღაც გადაკარგულ ქვეყანაში (ეს მარიამის პრეროგატივაა და ქვეყანა თვითონ აირჩიოს) იბრძვის :–)))))
დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნით დავისვენებთ.
თუმცა, რაღაც პერიოდის მერე იგივე მზრუნველი ნაცნობები ახალი შეკითხვებით დაგვესხმიან თავს:
– ბავშვს არ აპირებთ? (ჯერ რა ფორმულირებაა, რას ნიშნავს ეს "აპირებთ"?).
ხოდა ვფიქრობ, რა მოვიგონო? ისღა დამრჩენია, ყველა დაინტერესებულ ნაცნობს ვუთხრა:
–ბავშვი გავაჩინე, ბიჭი, როგორ გამოგეპარათ? მამასთან გავაგზავნე, გემზე, იუნგობას სწავლობს. მინდა პატარაობიდანვე მიეჩვიოს სირთულეების გადალახვას :–))))
მარიამმა თვითონ მოიფიქროს სად გაუშვებს შვილს, ჯერ კადეტთა კორპუსში ჩვილთათვის, თუ პირდაპირ მამასთან, ფრონტის ხაზზე :–))))

8 comments:

Marika said...

:)))))))))))))))))))))))))))))))))))
გიჟები! :)))))))))

Kiwi said...

ჰააჰ !!: )) კარგი და საინტერესო იყო, კაკ ვსეგდა ;)

© said...

:)))))))))))))))))))))))))))))))) კადეტთა კორპუსშიიიი :))))))))) და იუნგააა :)))))) ძალიან ვიცინე!!! :))))))))

© said...

და კოსმონავტის ვერსია გახსოვს? :))))

იქ რომ თვეები გადის, აქ წლები გადის თან და ამიტომ ესეც მარტივი გამოსავალია :)))))

დაბრუნდება იქიდან ახალგაზრდა და დახვდება აქ მიხრწნილი ცოლი (ამ ცოლის ბედი მე მარგუნეთ, მახსოვს) :))))

kalo said...

მახსოვს, მაგრამ ეგ არ განვავრცეთ მაშინ დიდად და ამიტომაც აღარ დავწერე

ketketa said...

რა გადასარევი გამოსავალი მოგიძებინიათ, კალო:)))))))))
უგონოდ რო ვიცინე თქმა არ უნდა:))))))))

Maka Asatiani said...

:)))))))))))))

Nino Beradze said...

კალო, სრულიად გადავბჟირდი! =)) და დაქორწინებიდან ორიოდ კვირაში ფაციფუცი და ჩურჩული რომ ტყდება: ფეხმძიმედ ხომ არ არის თქვენი რძალი? :))) ეს არ გაგიჟებს? :))