ნეტა რა გონიათ დემოკრატია? არჩევნებზე მისული მოსახლეობის 60 პროცენტის არჩევანი? ეს უფრო უმრავლესობის დიქტატს წააგავს.
აბსოლუტურად დემოკრატიულად მოვიდა ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი. უმრავლესობის პრინციპი ყოველთვის არ ნიშნავს დემოკრატიას, ანუ ჰუმანურობას, როგორც ჩვენთან ხდება ამ ცნების დეფინიცია. ქრისტე სწორედ უმრავლესობამ გააკრა ჯვარზე. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მაშინ ჰუმანურობის და კაცთმოყვარეობის აქტი განხორციელდა, მიუხედავად იმისა, სჯეროდათ თუ არა იესოს მესიობის.
თუ ყოველთვის წინა პლანზე უმრავლესობას წამოვწევთ და მათით ვისპეკულიანტებთ, შეიძლება მივიღოთ ჰიტლერიც, სხვადასხვა სახის ფაშიზმიც და ფუნდამენტალიზმიც კი. ასეთი პრინციპით ისლამური ირანიც დემოკრატიულია, რადგან მოსახლეობა მხარს უჭერს და ემორჩილება იმ რეჟიმს.
ზომიერების დაცვის გარეშე საერთოდ თავი უნდა დავანებოთ დემოკრატიაზე არათუ ლაპარაკს, ფიქრსაც კი. სადაც ერთი ადამიანის უფლება მაინც იზღუდება, იქ დემოკრატიას არაფერი ესაქმება. თუ მოსახლეობის უმრავლესობა მომხრე იქნება ელექტროსკამის და მასზე დასვამს უმცირესობას, ეს არ იქნება დემოკრატია. ასეთი პრინციპებით ხელმძღვანებლობა აუცილებლად ფაშიზმამდე მიგვიყვანს. ქვეყანა მხოლოდ მაშინ აღწევს ჭეშმარიტ დემოკრატიას (თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ ბუნებაში), თუ ახერხებს უმცირესობის უფლებების დაცვის ფონზე გაითვალისწინოს უმრავლესობის უფლებები. მარტივად რომ ვთქვათ, ცალკეულ პიროვნებას აქვს უფლება ააწყოს ცხოვრება ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ოღონდ ამის ფონზე არ უნდა მოახდინოს სხვების უფლებების ხელყოფა.
ქვეყანაში, სადაც რადიკალიზმი და ფანატიზმია გამეფებული, დემოკრატიის განვითარების შანსი ნულს უტოლდება. რატომ? ბოლო შერკინება გავიხსენოთ – რელიგიის დამცველების ლინჩის წესის პრაქტიკაში გამოყენების დაუძლეველი სურვილი. არადა, არც ე.წ. "სირობის" ავტორია დემოკრატიის და ლიბერალიზმის აპოლოგეტი და არც ის რელიგიური დაგჯუფებაა რეალურად მორწმუნე საზოგადოების სახე.
გახსოვთ ალბათ, ევროპულ მედიაში, მუჰამედის კარიკატურის გამო ბოდიში მოიხადეს და აღიარეს, რომ ამით ისლამურ ქვეყნებს შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა დაგმეს ის მეთოდებიც, რომლითაც მუსლიმანურ ქვეყნებში განსხვავებულად მოაზროვნეებს ებრძვიან.
თუმცა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფო მემგონი კიდევ უფრო დიდი და გრძელვადიანი საშიშროების წინაშე ვდგავართ.

ამ საშიშროებას ქაოსი ჰქვია.
ამ დროს დიქტატურა სანატრელი ხდება. ქაოსს კი საბოლოო ჯამში დაბალი დონის პროფესიონალების მიერ მართული ქვეყანა წარმოქმნის. ასეთები კი თავზე საყრელად გვყავს. ეს რევოლუციის კანონია. რომელი სახელმწიფოსთვის მოუტანია კარგი რევოლუციას ჩვენთვის რომ მოეტანა.
ჰოდა, სანატრელი არ გაგვიხდეს ჩვენში დემოკრატიად წოდებული დიქტატურა.
თუმცა ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე ხელისუფლება კი არა, ის ხალხია (სწორედ ის უმრავლესობა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე), რომელმაც ისინი ქვეყნის სათავეში მოიყვანა და აღაზევა. და ისინი, ვინც დღემდე განაგრძობს მათთვის დითირამბების მღერას. და ისინიც, ვინც ნიჰილიზმის მწვერვალზე მოქცეული მშვიდად ადევნებს თვალს რა ხდება ქვეყანაში. და მე. და თქვენ. და ისინი.... ყველა, ვისაც არ მოგვწონს ეს რეჟიმი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ არ მოგვწონს, ამას ვამბობთ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს.
და კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომელსაც წყალი არ გაუვა - ერს ყოველთვის ისეთი ხელისუფალი ყავს, როგორსაც იმსახურებს.
ასე რომ, enjoy ......

9 comments:
ძლიერია
"სადაც ერთი ადამიანის უფლება მაინც იზღუდება, იქ დემოკრატიას არაფერი ესაქმება" - ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, დემოკრატია არსად არსებობს, რადგან ის ერთი (ასი, ათასი, ასი ათასი) ადამიანი ყოველთვის გამოჩნდება.
მერე ვინმეს აქვს ილუზია, რომ ნამდვილი დემოკრატია სადმე არსებობს? უბრალოდ სასაცილოა ჩვენნაირ ქვეყანაში რომ გვჩრიან ცხვირში თავის მოგონილ ფსევდოდემოკრატიას
სიტყვა დემოკრატიას თავი დავანებოდთ იმიტომ რომ ყველას სხვადასხვანაირად ესმის.
ქვეყანაში სადაც ერთი პოლიტიკური ძალა აკონტროლებს ყველას და ყველაფერს და იმედს არ უტოვებს სხვაგვარად მოაზროვნე ხალხს ექსტრემიზის შანსი იზრდება.
ფორმალურად დემოკრატიული ქვეყნები როგორიც არის პაკისტანი, ინდონეზია, ეგვიპტე, ალჟირი რუსეთი და ა.ში ამის გამოვლენაა.
ხოდა არაფრით არ განვსხვავდებით პაკისტანისგან
დემოკრატია.... ეგ რა არის? რაფერია? რა გემო აქვს? ვინ მოიგონა?
ბულ შეთ
ყოველთვის განსხვავევული სტილი გაქ! like
მომწონს შემართება.Democracy is Boring!
გთავაზობ ანარქიას!
Anarchy in the UK :-)))
ან
–ძირს მეფე, ძირს მღვდელი
–დიაკვანი?
–დიაკვანიც
ანარქისტი ანანია
:–)))
არა, მართლა ძაან დაგვერხა რაა და როგორც ჩანს, ჯერ სად ვართ.
Post a Comment