Sunday, April 11, 2010

სათაურზე, ბოდიში :-) ან კაი - ქიშ, მიშა :-)

თეთრი სახლი, ძველი
ბილ კლინტონი, ქველი,
ლურჯი კაბა, თხელი
და მონიკა, გველი.
გრინგოების კუში
პრეზიდენტი ბუში,
გამოხედვა მუშის,
მოყვარული პუნშის.
ბარაკ ობამა, ბოსტანი-ბაღი,
თეთრი ბებია, შავტუხა ბალღი,
ცოლი - მეურნე, სპორტული, ლაღი,
ბიძია თომას ხსენებაც არ ღირს.
ფანტანი, ხიდი, კორპუსი, "კრიშა",
გოიმებისთვის ნაპოვნი ნიშა,
ქალაქში მტვერი, ნაგავი, ქვიშა
და გაბადრული "ხელმწიფე მიშა".
ნამგალი, ურო, დაზგა და გრდემლი,
მავზოლეუმი, ლენინი, კრემლი,
მოსკოვს არ სჯერა არავის ცრემლის
"владею миром, понятно всем ли?!"

3 comments:

დომენიკო said...

საღოლ

S.P. said...

ძალიან სახალისოა...

თქვენი მხიარული ლექსების კრებული შეიძლება ვიხილოთ სადმე ოდესმე?

აი პაჭო რო ბლოგს წიგნად აქცევს იქნება თქვენც იქავ ალმანახი წაუმძღვაროთ...

,,ქიშ–მიშა'' – მაგარიააა

kalo said...

როდის მერე მელაპარაკები თქვენობით? :-):-)