Sunday, February 21, 2010

სუპერ მარიოს პროტესტი და რეალურ სამყაროში გადმობარგება

სუპერ მარიოს ღამე დაესიზმრა, რომ ვერ ხედავდა სიზმარს. და წუხდა, იმიტომ, რომ იცოდა, აუხდებოდა. სიცარიელე, რომელსაც ვერ, ან არ ამჩნევდა, ნისლი, რომელშიც საგულდაგულოდ გამოეხვა, აბსურდი, რომელიც შეიყვარა.
Game Over.
სუპერ მარიოს გამოელია სიცოცხლეები და კიბის საფეხურზე დაღლილი ჩამოჯდა; ნახევრად გამჭვირვალე და მოციმციმე.
სუპერ მარიოს ეზარებოდა ტირილი.
იქ სადაც მიიჩქაროდა, აღარ იდგა კოშკები.
სუპერ მარიოს მხიარული სვლა მარაზმებით სავსე სამყაროში დასრულდა.
სუპერ მარიო მიხვდა, რომ დიდხანს იარა ბნელში.
სუპერ მარიოს მობეზრდა და შუქი აანთო.
სუპერ მარიომ დაინახა, რომ იქ, იმ სამყაროში, ყველაფერი რეალური, სინამდვილეში ირეალურია.
სუპერ მარიოს სწყინდა.
სუპერ მარიოს უხაროდა.
სუპერ მარიო ფიქრობდა და ციმციმებდა.
მის თავზე ღრუბელივით იდგა ახალი არჩევანი.
სუპერ მარიო ეკრანიდან გადმოვიდა და რეალურ სკამზე დაჯდა.
სუპერ მარიომ გააპროტესტა ის გაბრუებული სამყარო და მისი კანონები.
სუპერ მარიო რეალური სკამიდან წამოდგა და რეალურ გზას გაუყვა.
ირგვლივ ნამდვილი ყვავილები ყვაოდა, ნამდვილი სახლები იდგა და ფანჯრებიდან ნამდვილი ადამიანები იყურებოდნენ.
სუპერ მარიომ ღრმად ჩაისუნთქა და ფილტვები ნამდვილი ჰაერით აევსო. ცოტა ეტკინა და გაუკვირდა – თურმე ტკივილის შეგრძნება არ დაუკარგავს.
სუპერ მარიო რეალურ ქალაქში მიაბიჯებდა.
ქუჩა სავსე იყო ხალხით.
სუპერ მარიომ ნაყინი იყიდა და მზით განათებულ სკვერში, საქანელაზე ჩამოჯდა.
სუპერ მარიო აღარ ფიქრობდა ირეალურ სიცოცხლეზე, რომელიც იქ დატოვა, სიბნელეში.
როგორ განვითარდება მისი ცხოვრება აქ, ამ ქალაქში?
ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ჯერ თვითონაც არ იცის.


P.S. ისე, თუ ჰგონია, რომ ამ სამყაროში ყველა ყვავილებით შეეგებება, ძალიან ცდება :–)


8 comments:

დომენიკო said...

კალო უზეძაანმაგრესია!

Kalo said...

:–):–):–)ისე, ბოლოში რომ გავედი, ცოტა შემეშინდა, ვინმეს გიჟი არ ვეგონო :–) რეაქტიული ფსიქოზით შეპყრობილი :–):–)

ketketa said...

ვინმე არ ვიცი მე, ის ვინმე მარიოს ნაცვლად გადავაბარგოთ მარიოს გეიმ–სამყაროში და იხტუნოს იქ:))))))))

რა მაგარია, კალო:))))))))))))

© said...

კალო, სუპერ მარიომ დაიგინოს, რომ მე მე სა სა სა მე მე მსგავსი ნაწერის დაწერა აღარ მოუწევს! :)

kalo said...

nu, yovel shemtxvevashi virtualur cxovrebashi agar dabrundeba albat :-)torem ise tavgadasavlebi ekneba albat kidev super marios :-)

© said...

ზოგადად, რა თქმა უნდა ექნება, მაგრამ, არა სხვანაირი :)

ეს სუპერ მარიო მართლა ხომ არ ცხოვრობს ჩვენში, ნეტა? ძალიან გამეცინა, შენი პოსტის სათაური რომ დავინახე, მეც ხომ მაქვ სუპერ მარიოს სახელით დაწერილი შარშან ჩემი თავგადასავალი :))) ოღონდ იმას "სუპერ მარიოს აღსარება ჰქვია" :)))

© said...
This comment has been removed by the author.
© said...

p.s. "არა" არაფერ შუაში იყო. უბრალოდ სხვანაირი მინდოდა დამეწერა