Saturday, August 1, 2009

Happy Summer



არ ვიცი ოღონდ, რამდენად Happy აღმოჩნდა ჩემთვის ეს ზაფხული.
ამას ალბათ შემოდგომა მიჩვენებს :-):-)
ჯერ-ჯერობით კი ცხელი ზაფხულია, პერიოდულად გრილი საღამოებით, ბევრი ნაყინით, საზამთროთი და მეგობრებით, წიგნებით, მუსიკით, ღამე გვიან დაძინებით და დილას რატომღაც ადრე გაღვიძებით (ამოუხსნელია ჩემთვის, რატომ მეღვიძება დილას ადრე, მაშინ როცა სამსახურში წასასვლელი არ ვარ ),ყავით, სიგარეტით, სეირნობით,სტუმრად სიარულით , დროის არ დათვლით... მაგრამ ამავე დროს გაურკვევლობით და ბევრი კითხვის ნიშნით. ზაფხული, რომელმაც ბევრი რამ გადააფასა ჩემს ცნობიერებაში. ზაფხული, რომელიც ჭკუას მასწავლის მომავალში (იმედია :-):-)).
თუმცა დღეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩავისუნთავ რამდენიმე დღეში მარილიანი ზღვის სურნელს და როგორ გავიკვლევ გზას ტალღებში ჩემი საამაყო კამერით :-):-)
მერე კი... მერე შემოდგომა მოვა. ბევრი ფერით. მდიდარი და რაღაცნაირად რბილი.
ისე, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, არა? ასე არ ამბობენ ხოლმე ანდაზების მოყვარულები? :-)
ხოდა, მეც შევეცდები, წიწილები შემოდგომაზე დავითვალო.
წინ შაბიამნისფერი ზღვაა და ... წიწილები :-):-):-)

3 comments:

Keti said...

ზღვა და წიწილები :)))

Kalo said...

ძაან ლოგიკური კავშირია, არა?

s.p. said...

აუ წელსაც არ გამომდის საფუძვლიანი ,,რუსული'' დასვენება.

რუსულიდ ასვენება არის რო ჩაალაგებ, დაგეგმავ და ,,ოტპუსკს'' რო გაატარებ მინიმუმ ერთკვირიანს, სადმე...

ყველაფერი დაგეგმილი რო გაქვს...

:)))))))))))

ხოდა მე რაძღაც ქართულად ვისვენებ, 2–3 დღე სადღაც, დაუგეგმავად, შემთხვევით,