ამ ქვეყანაში ხალხი პტივს არ სცემს დილას. მაღვიძარათი იღვიძებენ, რაც მათ ძილს ნაჯახივით აწყვეტს თავს და მაშინვე თავფეხიანად ეშვებიან ყოველდღიურობის დამღუპველ მორევში. აბა მითხარით, როგორი იქნება შემდგომი მთელი დღე, რომელიც ასეთი ძალადობის აქტით დაიწყება? რა შეიძლება დაემართოს ხალხს, რომელზეც საკუთარი მაღვიძარა ყოველდღიურად სუსტი დენის დარტყმასავით მოქმედებს? დღითი დღე ეჩვევიან ძალადობას და დღითი დღე კარგავენ სიამოვნებისთვის გემოს ჩატანების უნარს.
დამიჯერეთ, დილა განსაზღვრავს და აყალიბებს ადამიანის ხასიათს.
ნაწყვეტი რომანიდან ”გამოსათხოვარი ვალსი”
P.S. ეს სიტყვები აშკარად მე მომიძღვნა მილან კუნდერამ :-):-)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
როგორ მიყვარს, რა, ეს კაცი. ერთმანეთზე უკეთესია, რაც წავიკითხე (და მგონი ყველაფერი წავიკითხე :) )
მოსალოცი ხარ, კალერ! :)
მოსალოციც ხარ და მეტიც :-)
Post a Comment