Saturday, June 27, 2009

სი-სუ-ლე-ლე :-)

სისულელეების წერა მომენატრა :-)
თან დღეს რამდენი სისულელე მომივიდა თავში :-)
დრო არ მაქვს რაა :-)
აი ეხლაც, სიტყვა სისულელე გამოუცხოვდა. ვზივარ და ვიმეორებ - სი-სუ-ლე-ლე, სისუ-ლელე :-):-)სისულე-ლეე :-)
ისე, ამ ბოლო დროს ხშირად მიუცხოვდება სიტყვები. იმ დღეს კლიპს გადავეკიდე და ვიმეორებდი მთელი დღე :-)
უნდა გამოვიკვლიო რა იწვევს ცალკეული სიტყვების გაუცხოვებას :-)
ხანდახან სახელებზეც მემართება. ამოვიჩემებ ჩემი რომელიმე ნაცნობის სახელს და სანამ გაუგონარ გაუცხოვებამდე არ მივალ, ვიმეორებ :-)
რა ვქნაა? :-)
მაინტერესებს სხვებსაც თუ ემართებათ.
ხვალ დილას ადრე ასადგომი რომ არ ვიყო, ძალიან დიდხანს ვიჯდებოდი კომპიუტერთან (სხვა საქმე ამ საღამოს მაინც არ მაქვს)და გავავსებდი აქაურობას ყოვლად სულელური მოსაზრებებით :-)ეს ხომ ჩემი საყვარელი საქმიანობაა :-)
ისე, ”სისულელე” ცოტა ფრანგულად არ ჟღერს?

3 comments:

ketketa said...

:)) კი ჟღერს ფრანგულად, კიი:)
ო–ლა–ლაა, სისუ–ლე–ლეე:))))
გაავსე რა კალო, გაავსე რა:)
ბლოგი არ გაგიუცხოვდეს, არ გადამრიო:))

© said...

”ბლოგი არ გაგიუცხოვდეეეს” :))))))))))))))))))))))))))))))))))

le sisul :)))

Tiko said...

მეც მჩვევია სახელების ამოჩემება :))))))))))