Thursday, November 6, 2008

პარპაში ყვავის "ვანაში"

ხელში ავიღე ძველი კალამი
თმა ყალყზე მიდგას, როგორც ალამი
ღირსიც კი არ ხარ მოგცე სალამი
არ წაგიკითხავს "გმირთა ვარამი".
შეტორტმანდება "ვანაში" ყვავი,
თვალში გაკრთება განზრახვა ავი,
შიშველი იდგა დუშის ქვეშ სვავი
და გაესაპნა უბედურს თავი.
ყვავმა იშიშვლა ჯიბიდან დანა,
შენ სიყვარულის ღირსი ხარ განა?
წითლად შეღება ცისფერი "ვანა"
სვავი ფართხალებს, როგორც ფარვანა.
ზეცამ დასჭექა, ცა ჩამობნელდა,
გამოფხიზლებულ ყვავს ეცა ელდა
და შემზარავად შეჰყვირა - დედა!
ჩვენ მივუძღვენით ეს ლექსი იმას,
ვინც არ ეწევა პაპიროს პრიმას,
არ ეპუება ჟუჟუნა წვიმას
და არ უჩივის ნაადრევ კლიმაქსს.

18.07.04.

P.S. "შედევრზე" ჩემთან ერთად იმუშავეს მარიკამ, ცისიამ და თამუნამ.
მადლობის მეტი რა მეთქმის :-):-):-)

3 comments:

© said...

ჰააარც, ჩვენი ერთობლივი შედევრიიიი :)))))

ჯიგარი ხარ რომ დადე :)))


გახსოვს რამდენი ვიცინეთ ამის წერისას?! :) ისიც მახსოვს სად ვისხედით :) ცრემლებამდე და ჩაბჟირებამდე მივედით :)

კარგი იყო ახალგაზრდობა... :)

Kalo said...

მეც მახსოვს. მაშინ იმ ოთხაში მოწევა შეიძლებოდა, ეხლა რომ გვყრიან გარეთ :-):-)

© said...

:))))

ვახ, დრონი, დრონი, და ”პაპიროსნი” ნაგემნი მტკბარად :)))