Saturday, July 4, 2015

ლექსი ქართული გენის გამძლეობის შესახებ

ტუჩში ბოტოქსით და მკერდში სილიკონით
თეძოჩამოთლილი, ოქროს აიფონით
ხელოვნურ წამწამებს შეარხევ ამაყად,
ჯიპიანი, ღიპიანი, ფულიანი მამა გყავს.
ყველგან პირველი და საუკეთესო ხარ
შენ არავინ მოგწონს, ყველას შენ მოწონხარ
დილით ლატეს სვამ და ღამით კონიაკს
შენს ყველა დაქალსაც სილიკონი აქვს.
გაიგე, რომ თბილისში ჩამოდის კრის ბოტი
გახარებული „პორშეში“ დიდხანს კიოდი,
მერე რა რომ აზრზე არ ხარ ვინ ოხერია კრისი
მთავარია მოდაშია აღფრთოვანდე მისით.
საყვარელი პოეტიც გყავს - გიჟდები ვაჟაზე
უსასრულოდ შეგიძლია ისაუბრო ამაზე.
თუმცა გალაკტიონსაც პატივს ცემ, იასნია
ბაზარი არაა, მაგარი კაცია.
შენი მამაო გიშლის სიგარეტს
ეცადე, მაგრამ ისევ მიქარე
ძაან საყვარელია ეს მამაო პროსტა
იმის ფოტოებსაც ამიტომ პოსტავ.
სალონში ატარებ ცხოვრების ნახევარს
იკეთებ იღლიის, ბიკინის ახევას,
კანი გაქვს გლუვი, რბილი და ნაზი
ესაა შენი ცხოვრების აზრი.
მოგწონს როცა ეჭვიანობს შენი ბოიფრენდი
აზიატ  ტიპებზე ყოველთვის აფრენდი,
კაცია, გაჭედავს ხანდახან, რა მოხდა
არ იყო ლამაზი იმ კაბის წამოხდა.
გათხოვდები და შექმნი  ქართულ ოჯახს, ლამაზს
მამამთილის ხათრით ბიჭს დაარქმევ თამაზს,
ქმარი ივლის სამსახურში, შენ იჯდები სახლში
სანიმუშო ოჯახი გაქვს მეზობლების თვალში.











Monday, June 22, 2015

საიუბილეო ლექსი ელგუჯაზე

ელგუჯავ, ცასა მფრინავო, რად ჩამოხვედი ბარადა,
მაჯარიმებ და გულს მიკლავ, საქმე მიქციე შარადა,
ოც ლარიანი წარმტაცე, ცრემლები მომდის ღვარადა,
არ გაიხარე ელგუჯი, მამა შეგერთოს ქმარადა,
მთელი სიცილის საღამო ამომადინე ძმარადა,
თავში ხელს ვიცემ – ნეტავ რად გესიტყვე ენამწარადა.
მაგრამ რად მინდა ლეჩაქი, მე თუ შური არ ვიძიე,
თუ კაბის კალთა შენს თვალწინ მუხლამდე არ ავიწიე.
მაინც ახლოში ცირკია, არავის გაუკვირდება
შენი მოთაფლვა ჩემნაირ ქალს არაფრით გაუჭირდება ;)
შენი ხბოსებრი თვალები ათას სასწაულს მპირდება,
შენი შავარდნის მუხლებსა კანკალი მოუხშირდება,
და უნებლიე შარდვაში მუნ ჭმუნვა გადმოდინდება.
ბედშაუ, რაზედ კანკალებ?! - მეწყვილე შაფიქრიანდა.
ელგუჯა სახეს არიდებს, თვალები აუწყლიანდა.
ტუალეტს ეძებს თვალებით, არადა დააგვიანდა,
ახალ გარეცხილ შარვალზედ სისოვლე აუბრჭყვიალდა,
და ცხონებული ბაბუა საფლავში გადატრიალდა.
გასრულდა ესე ამბავი, ვითა პატრული ღამისა.
ელგუჯი გამოწყობილი, თვის მანქანაში ღნავისა.
იმას ამბავი შეემთხვა – ვაი, მტრისას და ავისას.
ქალს ტყუილად ნუ შაებმით, არის მორალი ამისა! :–)))))

ავტორები: მე, მარიკა, ცისია :–)))))))

Monday, November 3, 2014

ოდა, იგივე ბალადა მამუკა გოგილავაზე

აზრზე მოვა, ხიდზე გავა
თარჯიმანი გოგილავა
სპეცნაზიდან მთაში წავა
ჩაისუნთქავს სუფთა ჰავას.
მოსკოვში რომ  ჩავიდა და წამოიწყო „ბიზნესი“,
ვით საქმოსანი მოდური, უმალ დაკავდა ფიტნესით,
შმოტკა ქონდა და არ აკლდა პუმა, ნაიკ, ჰუგოები,
მაგრამ ბოლოს დაიჭირეს,  აჭედინეს კუბოები.
მრავალი პროფესიის და მრავალი ჯილდოს მფლობელი
პარიკმახერი ქალების დიადი გულთამპყრობელი.
ოციანი წლების სტილი ისევ უკრთის მიმიკაში
თავის ფეხით გამოცხადდა კუზანოვის კლინიკაში.  
-ჰოლივუდური ღიმილით უნდა მოვხიბლო ქალები
ორი დღე დამრჩენია და სჯობს მოვიკრიბო ძალები.
მაგრამ ბოროტმა დანტისტმა გულში სულ სხვა რამ გაივლო
და სამსახურში ერთ დღესაც გამოგვეცხადა „მაილო“.
-პარიზი ახლა სულ სხვაა, არ შეედრება ძველსაო
სადღა იპოვი ადრინდელ, ფრანგული გუდის ყველსაო.
აღარც ქალები ვარგა და არც მწერალ მუსიკოსები
კაცებიც რას დაემსგავსნენ, დადიან როგორც ქოსები.
ფერი ედება მუმიის, კარგად თუ არ დაიძინა
ხშირად ნახულობს სიზმარში მაჩვების მეფე ბიძინას.
ჭიათურაში დადიან ფერადი ფარშევანგები
მაგრამ მამუკას არ ესმის მათი საამო ჰანგები,
გერმანიაში ტახებთან  მეგობრობს კარგა ხანია,
იმერელია, თუმც ხშირად იქცევა, როგორც სვანია.
ვინც იცნობს დამეთანხმება
ანტიკვარია ნამდვილი,
ეგვიპტურ პირამიდაში
დაჯავშნული აქვს ადგილი.










Saturday, November 9, 2013

დათოს (ბალადა – გაფრთხილება)


მედიკამენტმა გიმტყუნა
აღარ მოგგვარა შვებაო
შენ თავს თუ ეგრე დამართე
ჩვენ რაღა გვეშველებაო.
გერმანიაში წახვედი
მიგვყარე როგორც ძაღლები
ძველ მეგობართა სანაცვლოდ
იქ გაიჩინე ახლები.
მონიკა გუტკე არჩიე
ნინოს, თამუნას, ცისიას
მარიკაც გადაივიწყე
ბრატი შეიქენ სხვისია.
ვაი რომ ლადოც გაგექცა
დარჩი მოხუცთა ამარა
ფრთები გაშალე ფრინველო
ცაში შეჰკარი კამარა.
ბადზალცუფლენის ქუჩებში
არ გახსენდება გრუზია
ყველა გიჟს შენ უმკურნალე
ნემენცია თუ რუსია.
ისმინე ფსიხთა მკურნალო
მიჰყევ მეგობართ რჩევასა
თუ მალე შინ არ წამოხვალ,
შენც დაგიწყებენ კვლევასა.
შენი დიპლომის სანაცვლოდ
შეგრჩება „გიჟის ბარათი“
ბოლოს უკუღმა გეცმევა
ეგ შენი თეთრი ხალათი. 

Sunday, September 1, 2013

მცირედი ლექსი გათხოვილ კესოს :–)

So dark blue is sky
Birds merely sing and fly
I'm sitting and cry
Can you tell me why?
Yesterday I say Hi
To military guy
Now I'm eating the pie
and have no reason to cry.

საიუბილეო ლექსი შატიკას :–)

გათენდა 16 ავგუსტი
გერმანიის მთებში
თამუნა საუზმობს კაპუსტით
და მიიჩქარის TAF-ში.
შედგენილი აქვს ვარჯიშის განრიგი
პატივს სცემს სპორტულ პანიმანიებს,
უნდა მიიღოს წესით თანრიგი
თუ გააგრძელებს ატჟიმანიებს.
გვიყვარს ერთად სიარული
დავსეირნობთ ბაზის ირგვლივ, როგორც 2 ბატი
განწყობა გვქვს მხიარული,
შორ მანძილზე ვერ ვანსხვავებთ რაფავას და პატის.
მოვა ის დროც, როცა ვივლით, ამსტერდამში, რიგაში
თუ მანამდე არ მიგვიღეს
ბრმა და ყრუთა ლიგაში.
ტაშაიძე თამუნა
შემიყვარდა ფრიად,
მაგრამ რატომ არ გიცნობდი
უფრო ადრე, ბლიად!
:–))

Tuesday, July 9, 2013

37 მანეთად მოსკოვში გადაფრენის პერსპექტივა

გული სავსეა ოცნებით
მზე ნორდოსტიდან ამოდის,
"ნაროდნი" ანეგდოტები
მის ბაგეთაგან გადმოდის.
მოსკოვებში და მინსკებში
მილიონები მოხვეტა
და ჯიბეგასქელებულმა
უმწიკვლო ეკაც მოქესტა.
მერე სამშობლოს მოაპყრო
მოწყალე მაჩვის თვალები,
არტისტებს კლასი უჩვენა
დააფარინა ვალები.
მერე გაიგო რომ თურმე
პრემიერობა კაია
ნაცებს პადნოჟკა დაუდო,
აძახებინა ვაია.
შეიმუშავა მრავალი
გასაოცარი კანონი
ციხეში გამოამწყვდია
ბაჩოები და ვანონი.
გვერდით მოისვა ბიჭები
გუბაზ, მურმან და ზვიადი
პრეზერვატივი აკრძალა
ქვეყნად ჩამოწვა წყვდიადი.
რომ კითხო მაგრად ერკვევა
თანამედროვე არტშია,
მერცხლისმჭამელი პინგვინი
გარდაეცვალა მარტშია.
დრეს კოდი შეიმუშავა
–ყველამ ჩაიცვით ჩოხები,
ხალხის ნაწილი აღშფოთდა,
აღაფრთოვანა ლოხები.
რუსსკიმ ვლადეეტ ხარაშო
და პომნიტ გადაცემები
მიშას კომპლექსი გაუჩნდა
–არა მცოდნია ენები.
ციხეს უმტვრია კარები
ათავისუფლა ქურდები,
გაგებით უნდა მიუდგეთ
ნუ ხართ ასეთი ცუდები!
მთაწმინდის პარკის კაფეში
რუსი სამხედრო გრიალებს,
თბილისის თავზე საყვარლად
წითელი დროშა ფრიალებს.