მედიკამენტმა გიმტყუნა
აღარ მოგგვარა შვებაო
შენ თავს თუ ეგრე დამართე
ჩვენ რაღა გვეშველებაო.
გერმანიაში წახვედი
მიგვყარე როგორც
ძაღლები
ძველ მეგობართა
სანაცვლოდ
იქ გაიჩინე ახლები.
მონიკა გუტკე არჩიე
ნინოს, თამუნას,
ცისიას
მარიკაც გადაივიწყე
ბრატი შეიქენ სხვისია.
ვაი რომ ლადოც გაგექცა
დარჩი მოხუცთა ამარა
ფრთები გაშალე ფრინველო
ცაში შეჰკარი კამარა.
ბადზალცუფლენის
ქუჩებში
არ გახსენდება გრუზია
ყველა გიჟს შენ
უმკურნალე
ნემენცია თუ რუსია.
ისმინე ფსიხთა მკურნალო
მიჰყევ მეგობართ
რჩევასა
თუ მალე შინ არ
წამოხვალ,
შენც დაგიწყებენ
კვლევასა.
შენი დიპლომის სანაცვლოდ
შეგრჩება „გიჟის
ბარათი“
ბოლოს უკუღმა გეცმევა
ეგ შენი თეთრი ხალათი.