Saturday, September 27, 2008

Raindrops keep fallin' on my head


მიყვარს წვიმა, როცა სახლში ვარ. განაკუთრებით ღამე, ძილში. სადღაც შორიდან რომ ისმის ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთების კაკუნი.
დილას ბუნდოვანი შრიალის ხმა ქუჩიდან და სიმწვანე ეზოში.
მიყვარს წვიმა მანამდე, სანამ ბუნება მწვანეა.
გვიანი შემოდგომა, გაძვალტყავებული ხეები და მგლოვიარე ცა ცუდ ხასიათზე მაყენებს. ჯერჯერობით მწვანეა ყველაფერი.
და წვიმს ჯერ კიდევ თბილად.

2 comments:

ally said...

ფოტო მომეწონა ძალიან. განწყობის მატარებელია. რაღაცნაირად მხიარულად წვიმს თითქოს მანდ, საღამოა, ზაფხული (შემოდგომის წვიმას არ ჰგავს, ასე მგონია), ზაფხულის საღამოს წვიმაა, ისეთი, რომ შეგიძლია გახვიდე და დასველდე სიამოვნებით და მერე თითქოს წინ არის მთელი საღამო, ასეთივე ძალიან თბილი და ნაწვიმარი, და მიდიხარ მერე სადღაც...
რაღაც მომაგონა ამ ფოტომ, ოღონდ ვერ ვიხსენებ - რა :)))) მართლა, აი ხომ არის რომ შეგრძნება გახსენდება და კონკრეტულად ვერ იხსენებ, რას უკავშირდება
ყოველ შემთხვევაში რაღაც სასიამოვნო :)

Kalo said...

Shemodgomis pirveli dgeebia. me ase vpikrob