Wednesday, September 10, 2008

უსაქმურობის დროს დაწერილი :-)

კარლა ბრუნი და ჯორდანო ბრუნო დაძმობილდნენ. ჯორდანოს კოცონზე რომ წვავდნენ, კარლა თავისი ოდნავ ხრინწიანი ხმით უმღეროდა Don't worry, be happy-ო. ბობი მაკფერინს მოპარა სიმღერა, ბობისაც დიდად არ უდარდია. არ უყვარს ეგ სიმღერა და ნერვები ეშლება კონცერტებზე რომ გადაეკიდებიან ხოლმე, გინდა თუ არა იმღერაო. თუმცა ბობი მაშინ ჯერ პროექტშიც არ იყო. რა ბობი, მისი მშობლების ბებია-ბაბუებიც კი არ იყვნენ მოვლენილი ამქვეყნად. მართალია არც კარლა ბრუნი არსებობდა იმ დროს ამ ცისქვეშეთში, მაგრამ ჯორდანო მაინც გრძნობდა მის ხმას შორეული მომავლიდან. არადა რა ეკარლაბრუნებოდა. კაცს კოცონში აგდებდნენ და ის მაინც გაიძახოდა დედამიწა ბრუნავსო. გიჟი არ იყო? გაჩუმდი რააა! რა მოიგო? შებრაწეს საახალწლო გოჭივით საწყალი. რამ გამახსენა ჯორდანო ბრუნო? ააა, კარლა ბრუნიმ - რაღაცას მღერის ფრანგულად. ოდნავ შესამჩნევად ჩახლეჩილი ხმა აქვს და მომწონს. ჰო, ვიცი, რომ ვბოდავ, მაგრამ ასეთ ხასიათზე ვარ - რაც მომივა თავში ყველაფერი უნდა დავწერო. აუ, ჯეიმს კუკი? აი კიდევ ერთი საცოდავი. როგორ შეჭამეს!!! კანიბალებზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა, მაგრამ არ დავწერ. მეზარება. თან ჯეიმს კუკის ხსოვნას პატივს ვცემ :-):-) სხვათა შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო გვარად კუკი რამდენიმე წლის წინ. ისიც არ შეჭამონ სადმე. საგვარეულო წყევლა არ ჰქონდეთ კუკებს :-):-)
ბობ დილანი მღერის. მიყვარს ეს კაცი მე! ეს ცოცხალია. შეცდომაში არ შეხვიდეთ.
მოდი ახლა შევეცდები გავიხსენო ყველა ის ადამიანი (ცნობილი რა თქმა უნდა), ვისაც ხელოვნური ჩარევის შედეგად ეწვია სიკვდილი. ჯორდანო და ჯეიმსი უკვე ვახსენე. აბა ვინ გამახსენდება შემდეგი?
დემეტრე II თავდადებული. კარგი გადასვლა იყო ჯეიმს კუკიდან დემეტრეზე. დიდი ხნის წინ, მისაღებ გამოცდაზე ისტორიაში დემეტრე II თავდადებული შემხვდა და მე თევდორე მღვდლის გმირობა მოვყევი :-) აიი, как раз, თევდორე მღვდელი. ძალიან ეროვნულად დავიწყე. ოღონდ ახლა სისტემურობა და ეპოქების მიხედვით დალაგება არ მომთხოვოთ. ვინც გამახსენდება იმას დავწერ. პაოლო იაშვილი. მართალია თავი მოიკლა, მაგრამ აიძულეს და ვფიქრობ ამ ჩამონათვალის სრულუფლებიანი წევრია. სანდრო ახმეტელი. მოდი ამ პერიოდის მსხვერპლებს აღარ ჩამოვთვლი. უბრალოდ დავწერ - 1937 წელს დახოცილი ქართველები. და არა მარტო ქართველები. (ძირითადად ნიჭიერი ხალხი).
მერეე.... აბრაამ ლინკოლნი და ჯონ კენედი რა თქმა უნდა ერთად გამახსენდა. იცით თუ არა, რომ კენედი ლინკოლნის გაპრეზიდენტებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ აირჩიეს პრეზიდენტად? და კენედის მდივანი გვარად იყო ლინკოლნი და ლინკოლნის მდივანი - კენედი? და ორივე ზუსტად ერთსა და იმავე თვესა და რიცხვში მოკლეს 100 წლის ინტერვალით.
ჯონ ლენონი. რომ დასცლოდა რამდენ კარგ სიმღერას დაწერდა კიდევ. ხეხოს ეხლა ციხის კედლები  ჩეპმენმა. როგორ არ მოტყდა ხელი ლენონს რომ ესროლა.
ჟანა დ'არკი. ქალი ვიყავიო მაგან უნდა თქვას ! :-)
მარიამ სტიუარტი. აი, ქალებზეც გადავედი.
ინდირა განდი და მისი ვაჟი რაჯივი. რა ბედი ქონიათ საცოდავებს. მაგათაც საგვარეულო წყევლა ექნებოდათ :-) უშნო კაცი იყო რაჯივი, შეუხედავი. რამ გააყოლა ეს ანგელოზივით ქალი. რას შვება ეს სიყვარული კაცო :-):-)
ჯანი ვერსაჩე. გადავედი განსხვავებული ორიენტაციის მქონეებზე :-)
ვიქტორ ცოი, ვლად ლისტევი. ოღონდ ესენი straight-ები იყვნენ :-)
ილია ჭავჭავაძე. რამ დამავიწყა.
იმ მოწამეების სახელებს რა თქმა უნდა ვერ ჩამოვთვლი. სარწმუნოების შენარჩუნებისთვის რომ დახოცეს. ერთი ის მაინტერესებს, ეს ასიათასი კაცი მტკვარმა როგორ დაიტია, კაცო? :-))
მაჰათმა განდი.  უმადურები არიან ეს ინდოელები, როგორ მოკლეს ეს ოქრო კაცი.
მოკლედ, წავედი მე და ჩემს მოსვლამდე შეავსეთ სია.

3 comments:

Dv0rsky said...

დაგლიჯა :)

ხშირად წერე ხოლმე ესეთი რაღაცეები, გთხოვ :)

Anonymous said...

ai es momecona martla yvelaze zalian,gansakutrebit, kuki,zalian bevri vicine,ai zaaaan

sophie said...

es anonymouse me var, rato ese ar vici{)))))))))))