Friday, September 12, 2008

ღამის ელეგია

ეძღვნება მარიკას მამას :-):-)

ჯუზეპე დაძრწის ბნელ ხვეულებში,
როგორც ქიმერა გადარეული
და იქექება ძველ რვეულებში,
ის სულიერად არის სნეული.
და ფსიქიკა აქვს მთლად შერყეული
უნიტაზს ეცა ის დაბნეული,
გულში გაივლო, არ ვარ ეული
როკავს, ხარხარებს ვით დამთხვეული
სულ დაიგლიჯა თმები ხვეული.
ოხვრა აღმოხდა ისევ წყეული,
ეს ხომ ხრიკია მისი ჩვეული
წითლად აენთო თვალი გრძნეული,
ტანსაცმელი აქვს შემოხეული
დანას დაეძებს ვით მთვარეული,
აჰა, იპოვა დაშნა რჩეული
და დაისერა მთელი სხეული.

P.S. სინამდვილეში ძალიან კარგი კაცია ამ ლექსის ადრესატი. ეს ჩვენ ვიყავით გაბოროტებულები, სადღაც გვინდოდა გაპარვა და ვერ ვახერხებდით. ავდექით და ეს საშინელი ლექსი დავწერეთ :-)

5 comments:

nika said...

:))))))) zaan bevri vicine. da tan kai kaci roaa :))

Kalo said...

ხოოო, იცი რა კარგი კაცია? მშვიდი, ხმას არ იღებს თუ ძალიან აუცილებელი არაა :-) და ჩვენ მონსტრი გამოვიყვანეთ :-)

amiko said...

biiiiiiiissss:))))))sheudarebelia:*:*:))))))mara sosos ras erchit tqve quchis dzaglebooo?:))))))))))))))))))

Kalo said...

ხოოო, ჩვენ აღმოვჩნდით უმადური ძაღლები. (а' ля Клара) :-):-):-)

sophie said...

kaloooo es ra ari,zalian bevri vicine, tavidan chveulebrivi vigacis leqsi megona:))))