Wednesday, December 1, 2010

სეზონი – გავლანძღოთ თუ შევაქოთ?

ერთი წლის წინ გავიგე, რომ ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ბორჩხაძე (სახელი და გვარი თუ მეშლება, მაპატიეთ :–) ) სადებიუტო ფილმის გადაღებას აპირებდა, რომ ფილმს "სეზონი" ერქმეოდა და მისი გმირები ბათუმში უცნაურ ისტორიაში გაეხვეოდნენ. მაშინ მემგონი დავწერე კიდეც, რომ ძალიან მინდოდა ამ ფილმის ნახვის მერე მაინც არ გამოვსულიყავი დარბაზიდან ტექსტით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე".
რამდენიმე დღის თუ ერთი კვირის წინ, ფილმის პრემიერა შედგა. პრემიერაზე წასვლა ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ მოვისმინე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი, მათ შორის ისეთებისაც, ვისაც ძირითად შემთხვევებში ვეთანხმები ხოლმე. ფილმის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი იყო. აღნიშნავდნენ, რომ ფილმის ხარისხი კარგია, თუმცა თვითონ ფილმი არ ვარგა, რომ მწირი სიუჟეტი აქვს, რომ არაფერი არ ხდება და შეიძლება ჩაგეძინოს კიდეც. იძლეოდნენ რჩევებს – " თუ მკითხავთ, წახვიდეთ თუ არა ფილმის სანახავდ, მე გეტყვით რომ არ ნახოთ" და კიდევ მრავალი სხვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფილმის სანახავად მაინც წავედი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ იქ არც "ამარკორდი" დამხვდებოდა, არც "კაბირიას ღამეები" და არც "სანაპირო", თუ "ნაპირი", როგორ ქვია ლეონარდო დიკაპრიოს "Пляж"-ს ქართულად?
მოკლედ ფილმი ვნახე. სხვათა შორის ველოდებოდი როდის დამეძინებოდა, მაგრამ გაგიკვირდებათ და არ დამეძინა :–)))) ხო და კიდევ, აქვე დასაწყისშივე ვიტყვი, ფილმის სპონსორები არიან ლუკოილი, VTB ბანკი და ბილაინი. ეს ისე, რუსოფობებისთვის. მერე, ფილმის ყურებისას პირკატა რომ არ ეცეთ და შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნონ თავი :–))))))))
ხოდა რას ვამბობდი? ფილმი, ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც ხარისხიანია და არ გავს აღიარებული ქართველი რეჟისორების (რა თქმა უნდა გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, ისედაც ყველა მიხვდება) მობილურით გადაღებულ ფილმებს. ჩანს, რომ არც სცენარი დაწერილა "სალფეტკის" ერთ ფარატინა ფურცელზე, ისიც ჩანს, რომ მთელს გადამღებ ჯგუფს უმუშავია და არ უმაიმუნია, როგორი შთაბეჭდილებაც ზემოთხსენებული ფილმების ნახვის შემდეგ მრჩება ხოლმე. კარგია ისიც, რომ ფილმში არაა დაკავებული არცერთი პროფესიონალი მსახიობი. რომ ვთქვა, პროფესიონალი მსახიობებით დახუნძლული ახლადგადაღებული ქართული ფილმები პირდაპირ ფურორს ახდენენ მაყურებელზე თქო, ტყუილი იქნება. ფილმში არაა არცერთი გაცვეთილი და ყელში ამოსული სახე. არაპროფესიონალების კვალობაზე ყველა მშვენივრად ართმევს თავს დავალებას.
აღსანიშნავია ფილმის მუსიკალური გაფორმება. ჩანს, რომ რეჟისორს კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ტრაილერში ზეპელინიც ჟღერდა და სად წაიღეს კაშმირი? ველოდი არადა. აი იმ დრამატულ მომენტში, როცა საბოლოოდ დაიჯერებენ, რომ ცუდადაა საქმე და სასოწარკვეთილები გასცქერიან არარსებულ მშველელს.
გამიკვირდა ისიც, რატომ ამბობდა ხალხი, რომ ვერ გაიგეს ფინალი? რა იყო იქ გაუგებარი, ნუ გადამრიეთ :–)
მე არც კინოკრიტიკოსი ვარ და არც მაქვს ამაზე პრეტენზია. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი. არ დავინახოთ ის, რომ რეჟისორი დებიუტანტია და ფაქტია, რომ უკვე გამოცდილ რეჟისორებს (რამდენიმეს მაინც) აჯობა ამ თავისი "სეზონით".
მართლა კარგი იქნებოდა ცოტა დინამიური რომ ყოფილიყო ფილმი, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაუყარო ადამიანს. არა – მაინცდამაინც უარყოფითი შეფასება უნდა მივცეთ ყველაფერს, არ დავინდოთ, არ ვაპატიოთ ერცერთი ლაფსუსი და ამისთვის მედლებს დაგვირიგებენ. ასეთი მიდგომა არ შეიძლება და მორჩა. ამ კრიზისის ფონზე რამეს მაინც თუ დავინახავთ კარგს, ვთქვათ რა. კარგიც ვთქვათ, ხომ შეიძლება?
და კიდევ. ერთი საგულისხმო ფაქტი – ფილმის გამოსვლამდე თვეებით ადრე შემოქმედებით ჯგუფს არ შევუწუხებივართ ფილმის წინასწარი ქება–დიდებით, არ გაუხვრეტიათ ჩვენთვის ტვინი სხვადასხვა შოუებიდან. ამისთვის ნამდვილად არიან მადლობის ღირსები.
მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ამიტომ ვეცდები ნელ–ნელა დავასრულო. ვინმეს არ ჩაეძინოს კითხვისას :–)))))
ერთი რამ მინდა ვთქვა მხოლოდ – ნუ ჩავუკლავთ ყველაფრის კეთების სურვილს ახალგაზრდა რეჟისორებს, მათ ვისშიც არის იმის პოტენცია, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწონ და კარგი ფილმები გვაჩვენონ. ეს რა, ჩვენთვისაც კარგი არ იქნება?
მე წარმატებას ვუსურვებ რეჟისორს და ვეტყვი, რომ მისი ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზიდან ნამდვილად არ გამოვსულვარ ტექსით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე" :–))

13 comments:

amiko said...

xooooooo.... e.i pilmi ro dzlian momcons da 21 saukunehsi gadagebul ert-ert sauketesod mimachnia es cnobili paktia:D,rogorc xarisxit, ise siujetita da msaxiobebit. rac sheexeba rejisorsa da msaxiobebs, rogorc vici 26 celze zemot arcerti matgani araaa, rac kidev erti paktoria imisa rom kritikas upro naklebad udna mivmartod :D, xo kide is minda vtqva rom am postis avtors gamorcha pilmis mtavari rolis shemsrulebeli axalgazrda ymacvili moiispro maisurti:D(zolebshi), ramac dzlain damcyvita guli:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) kdie midna rom chemi azri gamovtqva avtorismier gamotqmul pretenziazec:D ese mgonia rom kritikosoba da yvelapriadmi opozicia shni gamogonilia:D xoda dzalian gtxov me nu mrev mag ambavshiii:))))):*:*:,es ise xumrobit,:-)))))mokled, pilmit kmayopili var da mec tu mkitxavad vinme aucileblad vetyodi rom es pilmi udna naxoos, unda naxos tundac imitom rom sxvisi azrebisa da shexeduulebis qvesh ar moeqces da tavad sheapasoos axalgazrda, qartveli rejisorisa da msaxiobebis debiuti.

Kalo said...

ამიკო, დროა მეორეხარისხოვან როლებზე მაინც გადახვიდე უკვე. რა არის ეს გამვლელების და ლტოლვილების როლები კაცო :–)))))))))))

Dv0rsky said...

რუსოფობი არ ვარ, მაგრამ მაინც არ ვსარგებლობ რუსული პროდუქციით: არ ვასხამ ბენზინს ლუკოილში, არ მაქვს ბილაინი და საერთოდ, სგუშონკასაც აღარ ვჭამ :)

კატიე said...

"მერე, ფილმის ყურებისას პირკატა რომ არ ეცეთ და შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნონ თავი :–))))))))"

პირკატა! რამდენი ხანია ეს სიტყვა არც გამიგონია და არც გამხსენებია, რა მაგარი სიტყვაა <3


და ისა, ჰო, კარგია რომ ვიღაცამ კარგი დაწერა, მე უმრავლესობამ მითხრა, რომ ფოტოგრაფია ძალიან კარგია, გადაღება ძალიან ხარისხიანი, უბრალოდ სიუჟეტია მწირი. ეს პოსტიც პრინციპში ადასტურებს.
მართალია, უნდა დავაფასოთ, თუნდაც სისულელე გადაიღონ, რაც მეტს გადაიღებენ, მით მეტი შანსია, ერთი შედევრი გამოვიდეს :)))

tqveni Korkota said...

shegvchames am rusofobemba ra, yvelgan echxirebian! cha....ebi!

© said...

"ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი." - გეთანხმები 100%-ით! სწორედ ეს დავწერა ახლა უკვე აღარ მახსოვს ვის და რომელ კრიტიკულ თუ "ანტიკრიტიკულ" სტატიაზე. მართლა მომართული და ჩასაფრებულია ყველა, რომ რაღაც უარყოფითი დაიჭირონ. არა და ამაზე ადვილი არაფერია.

პრინციპში, ყველაფერში გეთანხმები. ზუსტად ამ შეგრძნებებით და აზრებით დავტოვე დარბაზი. და არაპროფესიონალი მსახიობების კვალობაზე კარგად თამაშობდნენ კი არა, მე ვიტყოდი ბევრ "პროფესიონალ" მსახიობზე უკეთაც კი გაართვეს თავი, იმ პროფესიონალ მსახიობებზე, რომლებიც ზუსტად ვიცი, სიყალბის "გემოს" აუცილებლად დამიტოვებდნენ გუშინ.

მე - კმაყოფილი წამოვედი. ალბათ იტყვიან, ბევრი ფული დაიხარჯა და კარგი ტექნიკა ჰქონდათ და გადაიღებდნენ ხარისხიანს, აბა რაო. დიახაც. ელემენტარულია რომ შენი თქმის არ იყოს "მობილურით" არ გამოდის ისეთი ხარისხიანი ფილმი, როგორც კარგი აპარატურით.

გამეხარდა, რომ "აუ ეს რა იყო" არ ვთქვი. კი, მართალია არ ვიჯექი საზურგიდან წამოწეული და დაძაბული, გაწელილიც იყო ალაგ-ალაგ, მაგრამ მართლა მთლად ისეც არა, რომ მთქნარება დამეწყო.

უბრალოდ არც ველოდი "შედევრს" და რასაც ველოდი, იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.

და მეც ვერ გავიგე, რა იყო ფინალში გაუგებარი. არც ჩანაფიქრი იყო როგორც ამბობდნენ "ვითომ მისტიურ-გაუგებარი" და "მაყურებლისთვის უპასუხო შეკითხვების გამჩენი". სრულიად გასაგები და გახსნილი იყო ბოლო. ნუ, ახლა რამდენად ორიგინალური - ეს სხვა საკითხია მაგრამ მოდი ამას ნუ გამოვეკიდებით. საერთოდ ერთ თემაზე რა, მხოლოდ თითო-თითო ფილმი იცით? არაფერი "გადაუმღერებიათ" თუნდაც დიად "ჰოლივუდში"? :)

მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ მიხარია ოდნავ მაინც დაძვრა მკვდარი წერტილიდან. კონვეირული წესით ფილმების გადაღება "მოძრაობას" არ ნიშნავს.

მიდით, იქნებ რამე გვეშველოს ოდესმე. კინოში, დიდ ეკრანზე ნეორეალიზმის შედევრების საყურებლად მაინც არავინ დადის და არც არავის აქვს პრეტენზია და სურვილი, იქიდან თავატკიებული გამოვიდეს და მთელი ღამე იმაზე იფიქროს, რა ღრმა იყო ეს ფილმი და ალბათ კიდევ რამდენჯერმე უნდა ვნახო, რომ არსს კარგად ჩავწვდეო.

იქ რის საყურებლადაც მიდიხართ, იმისთვის საკმარისი და საკმარისზე მეტიც იყო, მინდა გითხრათ :)

აუფ, პოსტი დავწერე ფაქტიურად :))

Anonymous said...

ara filmi sheizleba martla kargia, ubralod ar sheizleba xurtqushebiani fonchsebis gamotana sahmgoriashi. mikvarxart kvela k

kalo said...

რაოო? ვერ გავიგე რა დაწერა ანონიმმა :–))))

© said...

რას ამბობ, კალო, რა იყო გაუგებარი? ეტყობა ჩქარობდი და ვერ წაიკითხე კარგად. გარკვევით დაწერა ანონიმუსმა, რომ ar sheizleba xurtqushebiani fonchsebis gamotana sahmgoriashi :))))))
და კიდე ის გავიგე, რომ ვუყვარვართ ყველა :))) ჭირიმე შენი! :)))))

remonti2013.ge said...

დამაინტერესა ფილმმა. ვანახო აუცილებლად.

Anonymous said...

კაი იყო, მაგრამ ის თუ ვინმემ შეამჩნია თავიდან ბმვ-თი ნომრით wmn 110 აჩვენეს მერე qev 001-ით დადიოდნენ, შუა გზაში ვიდრე გოგოებს გაუჩერებდნენ qev 001 აჩვენეს ნომერი, მერე რომ გააჩერეს ისევ wmn 110 იყო. ასეთი ლაფსუსი ????

Anonymous said...

Plus he or she should have a sound pleasure of our own home, business place of business or where in that respect
is an Internet connexion. With regards to repayment, you have to pay
down all plan from the conclusion concerning fast or unbolted loan.
These acknowledgment get sanctioned is already troubled hard to pay
agreeable security interest payments on time.

Are you deed the correct derivative instrument
loan are tax-deductible. With all these criteria,
it is doable for any pressing demand because the accepted lenders do not give them wealth on the ground of
their recognition yesteryear. If you are in need of cash fast inside get mitigated of your burdens and wealth accompanying issues.

Car Repairs Getting the oil denatured on the ansome different have to be braced to face crisis expenses.
payday lenders

Anonymous said...

One of the reasons to utilize phen375 in your regiment
is that it is capable of help you lose that excess holiday weight.
Reducing your weight is hard and needs we can
not say that it is certainly the finest. Phen375 reviews was created specifically to
prevent cravings and stop food and may burn much more fat than you consume.

Legally, Low carb was killed thanks to moving you phen375 buyseriously isn't sufficient to discover the whole connection between that weight-loss product. Then repeat this process another four to five times and up with the right type of diet plan. phen375This opinions made pertaining to Phen375 offer the weight loss diets in existence about the economy at present.