Saturday, July 24, 2010

Sabato


წვიმა.
10-ის ნახევარზე გიჟივით წამოხტომა - ვაიმე, დამაგვიანდა. კართან დაწეული ფიქრი - "დღეს ხომ შაბათია". ნელა, კმაყოფილი სახით უკან დაბრუნება. ყველაზე გემრიელი ძილი და მერე "როცა გინდა" მაშინ გაღვიძება. სამზარეულოში ყავის მძაფრი არომატი.
ტელევიზორი - ჩართე, გადართე, გადმორთე, გამორთე.
აივანი. რძისფერი ღრუბლები.
სანიშნეჩადებული გოლდინგი.   ფიქრი - რა კაია, შემიძლია როცა მინდა მაშინ წავიკითხო.
უბრძოლველად მოპოვებული კომპიუტერი :-):-) როცა მინდა დავჯდები. ისე, ეს მართლა ძალიან უცნაურია :-) როგორ, როცა მინდა?  ვააა... ნამდვილად მღვიძავს? :-):-)
სიგრილე და Cool cat. ამ კაცის პერიოდული გიჟური ამოჩემება იმის ნიშანია, რომ ვინმეს ამოჩემების მანია მაქვს, თუ უბრალოდ ისეთივე სიყვარულის, როგორი სიყვარულითაც ტომ ვეიტსი და ბიტლზი მიყვარს ვთქვათ? რაღა "ვთქვათ", ფაქტია, რომ ასეთ სიყვარულს მარტო მათ მიმართ განვიცდი.  რა, გგონიათ სხვები არ მიყვარს ? რამდენიც გინდათ, იმდენი, მაგრამ ასე უპირობოდ, ნებისმიერ ხასიათზე, ასე wellcome-ურად არცერთი.
მაპატიე, ჯიმი ჰენდრიქს, შენც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ყოველთვის ვერ გისმენ, მთრგუნავ ხანდახან :-) დანარჩენებმაც მაპატიეთ, თქვენც  მიყვარხართ :-)
და შენც მაპატიე ბარი უაიტ, რომ ვერ გიტან, რომ შენი ხავერდოვანი ხმის სმენა ისტერიკაში მაგდებს და მგონია, რომ ამ დროს მარტო მე კი არა, მთელი ქვეყნიერება ბანძდება :-)
ისევ წვიმა, შაბათი და golden slumbers.
ისევ წვიმა და Jesus gonna be here.
ისევ შაბათი და another one bites the dust.
ყავა და გოლდინგი.
აივნის თავზე კონდიციონერებივით ჩამომდგარი ღრუბლები.
დღის გმირები - ფრედი, ტომი, 4 ლივერპულელი ბიჭი და უილიამი :–)
დღის ფრაზა - როცა მინდა, რასაც მინდა....  :-)
პერსპექტივა - მალე - seaside rendezvous - გონიო and friends :-)
შაბათია - როცა მინდა, რასაც მინდა იმას ვიზამ :-)
The End.

5 comments:

c. said...

გონიო. მალე.


soon

:) აი იქ ნახე შენ ეგ შერგძნებები, რომ გამძაფრდება და გაათმაგდება, რა მაგარი იქნება :)

ისე, რაღაც არაშენსტილისეული ნაწერი იყო :) არა, კარგი იყო, ცხადია, როგორც ყოველთვის, უბრლოდ მესხვანაირა :)

Kalo said...

ხოო? მე არ მეუცნაურა ეს სტილი რაღაც :-):-)
ისე, სტილის ცვლა კარგია, მე მომწონს როცა ცვლიან

babisa said...

gonio, gonio, menatreba rogor
shabatebi kide wminda dgea, meubnebian ebraeli xom ar xaro,. ise miyvars :))))

ketty said...

vgijdebi shabatze! sul shabati ro ikos ar sheizleba, xo?:))

kalo said...

სულ შაბათი რომ იყოს აღარ გაგეხარდებოდა შაბათის დადგომა :–):–)