Monday, August 16, 2010

პრინციპში, მხიარული ისტორია. თავის დროზე დიდ ტრაგედიად აღქმული :–)

არაფერი ისეთი ადვილი არაა, როგორც 15 წლის გოგოს გამიჯნურება, რომელსაც რეპეტიტორებთან სიარული ტანჯვად აქვს გადაქცეული, ზამთრის ერთფეროვან დღეებს კი იმ ბიჭზე ფიქრი უხალისებს, რომელიც ცოტა ხნის წინ მეგობრის სახლში გაიცნო და პირველი ნახვისთანავე გადაწყვიტა, რომ უყვარს.
დიახ, ეს პირველი სერიოზული გატაცება გახლდათ (თუ არ ჩავთვლით ბაღელ ალიოშკას, რომელმაც წარმოუდგენელი გმირობის ფასად დაიმსახურა ჩემი სიყვარული :–) )

გატაცება თქო ახლა ვამბობ, თორემ მაშინ, საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული 15 წლის "ძალიან დიდი გოგო" ვიყავი და ვერავინ დამიმტკიცებდა, რომ ის ბიჭი ცხოვრების ბოლომდე არ მეყვარებოდა.
იმ საბედისწერო შუადღეს, მასწავლებლის სახლისკენ მიმავალმა, ქუჩის ბოლოში მისი თეთრი მანქანა შევნიშნე. გულისცემა სადღაც ყელის მიდამოებში ვიგრძენი. მანქანა ნელ–ნელა მიახლოვდებოდა და მე ჩუმად ვიმეორებდი – გააჩერებს თუ არა, გააჩერებს თუ არა.....
მანქანამ ოდნავ გამასწრო და გაჩერდა.უკვე ბუნდოვნად ვხედავდი ჩემსკენ მომავალ, გაღიმებულ ბიჭს, რომელიც მომიახლოვდა და გადამკოცნა. ნახევრად გონდაკარგული ვიდექი და აბსოლუტურად ვეღარ აღვიქვამდი რეალობას. ის მელაპარაკებოდა და მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. რას არ მახსოვს. რაღაცნაირად, შიგნიდან მესმოდა საკუთარი ხმა.
ცოტა რომ დავმშვიდდი, შევამჩნიე, რომ ბიჭი პერიოდულად ჩემს ჩექმებს აკვირდებოდა. დაბნეული გამიღიმებდა, რაღაცას მკითხავდა და ისევ ჩექმებისკენ აპარებდა თვალს. კი მიკვირდა, მაგრამ უკვე ნელ–ნელა გონს მოსული, ვუყვებოდი, როგორ ვიტანჯები მასწავლებლებთან სიარულით და გაუთავებელი მეცადინეობით. როცა აღმოვაჩინე, რომ ისევ ჩემი ჩექმებისკენ გაექცა თვალი, ცოტა გავბრაზდი, გავიფიქრე, რა უცნაური ტიპი ყოფილა, ტალახიანი მაქვს ეს ჩექმა თუ რას უყურებს თქო. დავიხედე და......
ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, უბედურება, ტრაგედია და აპოკალიფსი.
ჩემს ჩექმებზე არც მეტი არ ნაკლები ჩემი ნაცრისფერი "юბკა" ეგდო(პრინციპულად არ დავწერ ბოლოკაბას. ვინმეს ამ სიტყვის უკეთესი ქართული ვერსია თუ გაქვთ, შემომთავაზეთ). თავზარდაცემული დავყურებდი ჩემს ფეხებს და ვოცნებობდი გამღვიძებოდა.
ჩემდა საუბედუროდ მეღვიძა, ჩემი საოცნებო ბიჭის წინ ვიდექი და ასფალტზე ჩემი юბკა თეატრის ფარდასავით იყო დაფენილი :–))
მერე.......
ნამდვილად არ მახსოვს რას ვამბობდი, მახსოვს მხოლოდ ის, როგორ ავიღე ის საძულველი ნაჭრის გროვა, ჩანთაში ჩავიტენე და ყურთასმენადაკარგული დავემშვიდობე გაოგნებულ ბიჭს. ის მომდევდა, მაგრამ სირცხვილისგან დროშასავით გაწითლებულს მისი არცერთი სიტყვა არ მესმოდა.
გონს ჩემი მეგობრის სახლში მოვედი, რომელიც ჩემი ტრაგედიის მოსმენის შემდეგ პერიოდულად ისტერიულად იცინოდა. მე კი მეგონა რომ ცხოვრება დამთავრდა და ამის შემდეგ ვერასდროს ვეღარ ვიქნებოდი ბედნიერი.
ბიჭს შევუყვარდი :–))))))))
თუმცა მალე მივხვდი, რომ ის ცხოვრების ბოლომდე ვერ მეყვარებოდა :–)

P.S. დღეს ამ ისტორიაზე ძალიან მეცინება, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მქონდა სამხიარულოდ საქმე :–)))

11 comments:

c. said...

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, რამდენჯერაც არ უნდა მოვისმინო, მეცინება :))) ახლა უკვე დაწერილზეც :)))

ისე, 15 წლის ასაკში რამხელები გვეგონა მართლა თავი და იმ ასაკში არსებული გატაცება - როგორი სერიოზული მართლა... :) :)

15 წლის კი არა...
:)

Dv0rsky said...

ალიოშკას გმირობის ამბავსაც ველოდებით :)

Clown said...

^_^

კატიე said...

აუუ, ეს ისტორია ვინ მომიყვა ამასწინათ? სავარაუდოდ ჩემი და შენი რომელიმე საერთო ნაცნობის კიდევ ერთმა საერთო ნაცნობმა, ქალაქში დადის ლეგენდასავით, ხომ ? :D

ketty said...

:)))) kidev ertxel magrad vicine, ro carmogidgine axalgazrda chabukisken mimartuli agtacebuli mzera da chekmebze dafenili uibka:))))

Anonymous said...

ვიცი სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ... კაბას რა დაემართა?

Anonymous said...

კარგი ისტორია კი იყო, გემრიელი. კარგია, ახლა ტკბილად რომ იხსენებ :)

kalo said...

რა დაემართა და ჩამძვრა :–)

ketketa said...

:)))) ვაიმე, ნინა, არ შემიძლია ეს ამბავი:)))))))))
მახსოვს პირველად რო მოყევი რა მჭირდა:)))))) და ახლაც გავგორდი:))))))))

'რა დაემართა და ჩამძვრა':))))))))))))
ცუდად ვარ:))))))))

Sophi Kitiashvili said...

au vgijdebi am istoriaze exlac gavskdi sicilit

კატიე said...

რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, იმდენჯერ ვიგუდები სიცილით :D და ბოლო ხო საერთოდ <3