Wednesday, June 30, 2010

არღანზე შესრულებული Revolution-ი და მომღერალი მსაჯი

ეზოში, სადაც ჩემს დაბადების დღეზე მოსული სტუმრები შეიკრიბნენ, არომატული მცენარეების სუნი ტრიალებდა. რაჭიდან ჩემი ხელით ჩამოტანილი ველური, ყვითელი პიონები ყვაოდნენ, ხეებს ნახევრადმკვახე ვაშლი და მწიფე ჟოლო ესხა და ოფიციანტების ფორმებში გამოწყობილი ყვავები ფრთებით მოხერხებულად დაატარებდნენ ლანგრებზე დაწყობილ კოქტეილის ჭიქებს. პერიოდულად ციდან მოცისფრო ფანტელები ცვიოდა, რომლებიც მიწაზე დაშვებისთანავე ადამიანის ფორმას იღებდნენ და ყოველი მათგანი ჩემი მეგობარი იყო.
თუ ჯერჯერობით ვერაფერი უცნაური ვერ შენიშნეთ, იმასაც დავამატებ, რომ იდგა 23 ნოემბერი, შემოდგომის ბოლო თვე და მე, სიხარულისგან ჰაერში ოდნავ აწეული, გაღიმებული ვიღებდი მილოცვებს და საჩუქრებს.
ისიც შევამჩნიე, რომ ბედნიერი სტუმრები ჰაერში ლივლივებდნენ, ნეიტრალურები ბალახზე იდგნენ მყარად, დეპრესიულები კი მუხლებამდე მიწაში ჩაფლულები, დიდი გაჭირვებით გადაადგილდებოდნენ.
ერთ-ერთი დაგვიანებული და საკმაოდ მსხვილი ფანტელი მძიმედ და ხმაურით დაეცა მკვახე ვაშლს, რაღაცნაირად არაბუნებრივად გაიწელა და მიწაზე ჩამოიღვენთა. უკვე ვიცოდი, რომ ჩემი არაპუნქტუალური მეგობარი მოვიდა - დათო - მხარზე არღანმოკიდებული, უკმაყოფილო გამომეტყველებით და ბალახზე დაშვებისთანავე მიწაში მუხლებამდე ჩაფლული. გადაადგილება არც უცდია. იდგა და არღანზე Beatles-ის Revolution-ს უკრავდა.
სტუმრების ნაწილი დიდ, პლაზმურ ეკრანზე უყურებდა, როგორ ეთამაშებოდა გერმანიის ნაკრები პლანეტის ნაკრებს ფეხბურთს (რომელი პლანეტის ვერ გავარკვიე ოღონდ:-):-), ჩვეულებრივი ადამიანებივით გამოიყურებოდნენ ისინიც). თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც იყვნენ მუხლებამდე მიწაში ჩაფლული ფეხბურთელები. რეპლიკებიც ისმოდა ეზოში
- "რა არის ეს, დალიონ რამე წამალი, გადათხარეს მთელი სტადიონი ამ დეპრესიულმა მოთამაშეებმაო" :-).
ყოველი ჯარიმის დროს, მსაჯი მღეროდა. რაც უფრო სერიოზული იყო ჯარიმა, მით უფრო ხმამაღლა და მით უფრო უსმენოდ.
გადაქანცული ყვავები უკვე ნამცხვრებს დაატარებდნენ. და მე ყველას ვუყვებოდი, როგორ მივიღე საჩუქრად საგზური კუბაზე, სადაც კარიბის ზღვის ფსკერზე დასახლებული ცივილიზაციის შესასწავლად უნდა გავმგზავრებულიყავი.
მსაჯი გაუთავებლად მღეროდა.
არღანი ისტერიულად უკრავდა Revolution-ს.
ჩემი მაღვიძარა გაჰკიოდა.
გამოღვიძებულს, მინდოდა კიდევ 10 წუთი დამეძინა და გამერკვია, როგორ დასრულდა გერმანიის და პლანეტის ნაკრებების თამაში :-)
P.S. რომელიმე ფსიქოთერაპევტმა ამიხსენით, რატომ ვნახულობ პერიოდულად ასეთ საოცარ სიზმრებს?

10 comments:

c. said...

აუუუუუ რა მაგარი იყოოოო!!!!! სიზმარიც სიზმრად და სიზმარი პოსტად დაწერილი!!! :)

საღოლ კალერ! ვგიჟდები ასეთ აბსურდზე და ასეთ სიზმრებზე (რამდენი ხანია არა და არ მინახავს ასეთი, ზამთრის მერე) :)))

შენი ძილის მინისტრი მათხოვე, რა, თორემ ჩემი როგორც ჩანს კიდევ დიდხანს არ დაბრუნდება მივლინებიდან თუ შვებულებიდან, ვერ გავარკვიე :))) (გავგზავნე, გამაგებინე, რა ხდება ჩვენს ქვევით და ჩვენს ზევით მეთქი და დაიკარგა :)) )

kalo said...

დეპრესიაშია ეტყობა ეგ შენი ძილის მინისტრი და მუხლებამდე მიწაში ჩაფლული დგას სადმე :-):-)

c. said...

:)))

ჯანდაბა მაგას :))))) რამ დაადეპრესიულა, ჩემია, დათოსი ხომ არ არის?! :))) ეტყობა დათოს ძილის მინისტრს დაუმეგობრდა და იმის გავლენის ქვეშ მოექცა :) :)

ვსო, გამოვაცხადებ ტენდერს, ახალი ამყავს, ვაკანსია მაქვს :)))

Dv0rsky said...

მაგარია!
ანგარიში 4:1 დამთავრდებოდა ალბათ :)

kalo said...

გერმანიის სასარგებლოდ? :-):-)
მემგონი რაგაც სიმბოლურია ეს პლანეტის ნაკრები და არგენტინას გულისხმობდა სიზმარი :-):-) ხოდა თუ მაგ ანგარიშით დამთავრდება ეგ თამაში გერმანიის სასარგებლოდ, დიდად მოხარული ვიქნები :-)

c. said...

მაგ რაღაც პლანეტის ფეხბურთის გუნდის დედამიწელი გულშემატკივრები არ ჩანდნენ შენს სიზმარში?! ;) :) :)

ketketa said...

უგადასარევესი, ყოვლად მომხიბვლელი ამბავია, ნინ:)))))
ვგიჟდები როგორც წერ:)
ოფიციანტი ყვავები და დათო არღნით:))))))))))))))))))))))))

Maka Asatiani said...

მე მალდივის კუნძულები მესიზმრება ხოლმე, ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ოდესღაც რეალობაში აღმოვჩნდები მანდ :)

clown said...

კიდე ნახე რა ^_^


როგორ კლოუნურად დაიწყო ^_^ გამიხარდა ^_^

Keti said...

აი, სიზმარი :)))