Friday, November 7, 2008



იცით როგორი ამინდიააა?
სახლში რომ უნდა იყო თბილად.
სვამდე მურაბიან ჩაის ცხელ, ქიშმიშიან ფუნთუშასთან ერთად და უყურებდე ჰოლივუდურ, ჰეფიენდიან ფილმს.

2 comments:

© said...

გუშინ მქონდა ეგ განწყობა, უძალიანესად არ მინდოდა ოფისის სავარძელში ჯდომა, თუნდაც კომფორტულში

ეხლა იცი რას ვაკეთებ? ვზივარ სავარძელში, კომპში ჩართული მაქვს პროგრამა, რაშიც ვმუშაობთ, ეს იმ შემთხვევისთვის, ვინმე ისეთი რომ შემოვიდეს, რომელსაც უნდა ეგონოს რომ ვმუშაობ :))))ოღონდ უბრალოდ ჩართულია. ცალ ხელში მიჭირავს ცხელი ჩაი და მეორეში - წიგნი, თანამშრომელმა მომიტანა, ბრედბერი :) და ვკითხულობ :))))

პერიოდულად, როცა თვალები კომპისგან ისვენებს, ვუბრუნდები ისევ ეკრანს და ქვემოთ ჩაკეცილ ფანჯარას ვხსნი, ახლა უკვე იქ ვკითხულობ. იქ - пикник на обочине-ს. მერე, თვალები რომ მეღლება ვასვენებ, გავდივარ, ვეწევი, ყავას ან ჩაის ვისხამ და ისევ ხელშესახებ წიგნს ვუბრუნდები და ა.შ.

ოთახში ძალიან თბილა. სიმშვიდეა. პერიოდულად ვიღაც რაღაც თემას წამოჭრის და ცალი ყურით ვუსმენ და კომენტარს ვურთავ. პერიოდულად ვინმე შემოივლის, ან თავისთან მ/გვეპატიჟება

და ა.შ.

მიყვარს ასეთი მშვიდი დღეები, თან იმის შეგრძნება, რომ პარასკევია :)

ეს ყველაფერი ალბათ ცალკე პოსტად უნდა დამწერა ჩემთან :) პოსტ-კომენტი გამოვიდა. გადავიტან მერე იქ, როცა თვალებს დავასვენებ კარგად :)

Tiko said...

ზუსტად სახლში ვარ ახლა, ვსვამ ცხელ,ლიმნიან ჩაის უგემრიელეს კექსთან ერთად და მუსიკით ვტკბები :)