Wednesday, November 12, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეოთხე)

ადრეული ბავშვობა
როიალთან ვზივარ. ფეხები ჰაერში ქანაობს. ცრემლები ღვარად ჩამომდის ლოყებზე და ნიკაპთან ერთდება.
-ტირილს მერეც მოასწრებ. დაუკარი.
თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. რა უნდათ, რატომ მტანჯავენ? გარეთ ყვითელი, მცხუნვარე ზაფხულია, მე კი.....
-პირველი თითი, მეოთხე თითი....დო...სოლ...რე...
დედას ნერვები აღარ ყოფნის
-დაუკარი!
-დავიღალე, აღარ დავუკრავ.
Старинная французская песенка
რა მოსაწყენი მელოდიაა. ამის დაკვრას რომ გაძალებენ უნდა იტირო აბა რააა.
დღემდე ამ მელოდიის გაგონებისას ცუდ ხასიათზე ვდგები.
აივანზე გოგოებს მოვკარი თვალი.
ბიძაჩემის მეგობრები (ცოტა ხანში ერთ-ერთი მათგანი ჩემი ბიცოლა გახდება).
ეტყობა ზღვიდან ახალი ჩამოსულები არიან. რა ლამაზი სარაფნები აცვიაათ.
-თქვენ გაიხარეთ. - ჩუმად ვჩურჩულებ.
ახლა ხომ მაინც დამანებებენ თავს. სტუმრებს არ გაუმასპინძლდებიან აბაა?
სკამიდან ვხტები და კისრისტეხით გავრბივარ მეზობლის პუტკუნა ბიჭთან.
რა თქმა უნდა "პასკობანა" ჯობს ვიდრე იმ საშინელ როიალთან ჯდომა და ცრემლების ღვრა.
-პასკა, პასკა, გამოდიიი, თუ არ გამოხვაალ....
-რა ლამაზი სახლი გამოგივიდაა
-არა, შენი უფრო ლამაზიაა..
ბიჭს წითელი შორტები აცვია,დიდი, ლურჯი თვალები აქვს და ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მაგრამ არ მაწუხებს. Старинная французская песенка-ზე გაცილებით კარგი მოსასმენია:-)

4 comments:

Marika said...

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეე
წითელი შორტები და ლურჯი თვალებიიიი
ცüდადა ვარ, ცüდააად
:)))))))
:)))))))
:)))))))))

ally said...

:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ეხლა აღარ აცვია წითელი შორტები ზაფხულობით?! ;) :)))

ketty said...

kalandia, vici ro vegar mitan imis gamo, rom komentarebs ar vtobveb:) magram icode: friad did siamovnebas ganvicdi sheni blogis kitxvisas:)shesanishnavia!

keti said...

საოცარია ეს ნაწყვეტები!!!
ჩემი უღიმღამო მუსიკის გაკვეთილები გამახსენდა:))