Monday, November 17, 2008

არ უნდა ამას სათაური :-)

გაზაფხული მინდა.
თუნდაც მარტი, თუნდაც წვიმიანი და ცივი.
არეული ამინდის მიუხედავად მარტი მაინც პერსპექტიული თვეა.
იცით თუ არა, რომ ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტის გამოცხადება კლარა ცეტკინის იდეა იყო? რა ტიპი იქნებოდა კლარა ცეტკინი?! კომუნისტი და თანაც ბებიაჩემის სეხნია:-) ცოტა გიჟიც იქნებოდა აუცილებლად :-)
რამდენი ხანია რადიოსთვის არ მომისმენია. უცებ  შემეცოდა ჩემი მუსიკალური ცენტრი. არავის რომ აღარ ჭირდება. კომპიუტერმა ჩაანაცვლა. ხოდა ჩავრთავ და მოვუსმენ.
მახსოვს რა გახარებული ვიყავი ახალი კომპიუტერი რომ ვიყიდეთ. განსაკუთრებული სიხარულით მივდიოდი სახლში.
ანამ რა თქმა უნდა მაშინვე დამისვა დიაგნოზი: ფსიქიური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა (სახელი არ მახსოვს), რომლის დამახასიათებელი სიმპტომებია მხიარულება და ახლადშეძენილი ნივთებით გადაჭარბებულად აღფრთოვანება.
რა კაია :-) :-) ფსიქიატრთან რომ მიხვალ და ეტყვი - იცით, ვმხიარულობ და რა ვქნა? ახალი კომპიუტერი მაქვს სახლში, მიხარია და იქნებ მიშველოთ რამე და მომაწყინოთ. ძალიან მაინტერესებს ექიმის რექცია.
ისე, მგონი რადიოს ჩართვამ არ გაამართლა. რატომღაც "უცნობის" მიუღებლობა აქვს ამ მუსიკალურ ცენტრს. ხოდა სხვაგან ყველგან საშინელი სიმღერებია. აი ისევ რაღაც კრეტინობა დაიწყო.
ამერიკულ სიმღერებში baby, love, hold me, kiss me რომ არ იყოს ალბათ დაიღუპებოდა მათი შოუ ბიზნესი. ქართულში კიდევ წვიმა და ქარიშხალი. ქართველები ძირითადად სტიქიურ უბედურებებზე მღერიან. მიკვირს მიწისძვრას არცერთი სიმღერა რომ არ მიუძღვნეს.
აუ, laid back-ი. არ დამცინოთ, მაგრამ მიყვარს. Sunshine Reggae. კარგ ამბებს და ძველ დროს მახსენებს.
ამ დროს, სულ მგონია, რომ გარეთ უნდა თბილოდეს, ბინდდებოდეს და მე და მარიკა მზესუმზირაზე წასასვლელად ვემზადებოდეთ.
ჩვენი სეირნობა რაღაც რიტუალურ მსვლელობას რომ ემსგავსებოდა :-):-)
Beatles. გამოსწორდა რადიოს საქმე. ყველაზე მაგარი ჯგუფი მსოფლიოში, ჩემი საყვარელი სიმღერით - Strawberry fields forever. ამაზეც ბევრი რამე მახსენდება. ერთ-ერთი - ჩემი პირველი გამოთრობა მეგობრის ბარში. ვერაფრით რომ ვერ მარწმუნებდნენ არ მემღერა beatles-ის სიმღერები :-)
დღეს მისტერ პიტკინს ვუყურე და ძალიან კმაყოფილი ვარ :-)
ახლა სიამოვნებით ვნახავდი "Big Lebovski"-ს, ან  "Night on earth"-ს, ან "Down by law"=ს. 
ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა და ჩემი მეგობრის ქორწილი.
ზუსტად იმ მეგობრის, რომლის ბარშიც beatles-ის და არა მარტო beatles-ის სიმღერებს ვმღეროდი მთვრალი :-)
კარგია თარიღები რომ დაემთხვა. Два в одном. :-)
აი, მიკ ჯაგერიც. მიყვარს ეს კაცი. თან რა ლამაზი იყო ახალგაზრდობაში. აი კიდევ ერთი მაგალითი, რას უშვება ადამიანს სიბერე. არა, ჯაგერი ისევ ენერგიულია და 65 წლის ასაკშიც გიჟივით დარბის სცენაზე, მაგრამ ის სილამაზე კაცმა არ იცის სად გაქრა... ნეტა საქართველოში არ ჩამოვა? მინდა მიკის კონცერტზე.
ძალიან მეძინება. მაგრამ  არ ვიძინებ. მენანება. სამაგიეროდ დილას ვიქნები "არაჩვეულებრივად გამოძინებული".
დილაობით ყველა უმუშევრის მშურს :-)
რატომ ვჭამე ღამე ნამცხვარი? აი, რატომ? გასტრონომიულ მწუხარებაში ჩავვარდი უცებ. გახდომაზე კი ვოცნებობ, კაცმა რომ მკითხოს. და ფიცს ვდებ, რომ ღამე აღარ შევჭამ. ოღონდ ფიცის დადება ყოველთვის მაშინ გამომდის, როცა არ მშია :-)
ისე, შევამჩნიე, რომ ერთი თემიდან მეორეზე ძალიან უცერემონიოდ გადავდივარ. მაგრამ არაუშავს. ამ ბოლო დროს, ჩემს თავში არსებული ყველა "ნათურა" ანთებულია და ალბათ ამიტომ ვარ ასეთი თანმიმდევრული:–).
თუმცა ეს სულაც არ მაღელვებს. სჯობს 220 ვოლტზე იყო ჩართული, ვიდრე ერთი და ისიც გადასაწვავად გამზადებული "ნათურა" გიბჟუტავდეს
.................
ისე, ჯობია რო? :–) 

7 comments:

ally said...

კალერ, რამდენი თემა განავითარეეე :)))))

მაგრამ ვისიამოვნე და გავიღიმე :)

Kalo said...

ხოო, კლარამ გაიღვიძა ჩემში ეტყობა :-):-);-)

Tiko said...

კალო ძააან მაგარი პოსტი იყო :) :) :)

ნიკა said...

მაგრობა ხარ ნინია მაგრობა.

Keti said...

კალო, მაგარი პოსტია! :)
თან მუსიკალური გაფორმებით. იცი, როგორ? (ნუ რაკი რადიოა აქაც ერთ–ერთი თემა:) )
თითქოს რადიოს ვუსმენდი, შენ – წამყვანი, ფონად – მუსიკა შენი ცენტრიდან და საუბრიდან მიღებული უზომოდ ბევრი დადებითი განწყობა.

გამაღიმე და მგონი თავში ყველა ნათურა ამინთე ამ შუა სამუშაო დღეს :)

Marika said...

აუუუ, ჩვენი მსვლელობები მზესუმზირაზეეეეეეეეეეე!
და დათოს ბარში დიჯეობანას თამაში :)
დრო ვიყავიო, იმან უნდა თქვას :)) ჰარც.

ketty said...

zaan magar xasiatze davdeki. ise, kalandia, menatrebi