Tuesday, November 11, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მესამე)

ადრეული ბავშვობა
თოჯინის ქურქებში გამოწყობილი ორი ცოცხალი კურდღელი საბავშვო ეტლში მორჩილად, ყურებჩამოყრილი ზის - პატრონს, იგივე "დედას" (მიხვდით ალბათ დედად ვინ მოიაზრება. ვერა? მიხვდებით მალე) სტუმრად მიყავს.
ეტლი ეზოში შევაგორე. "შვილებს" მზრუნველად გავუსწორე ქუდი და ხელთათმანები და აგვისტოს სიცხისგან გათანგული საბრალო არსებები მარიკას ამაყად წარვუდგინე.
-ვაიმე, ტყუპები არიან?
-ხო. (ჭკუაში დამიჯდა)
-რატომ არ გგვანან?
-ჯერ პატარები არიან. რომ გაიზრდებიან მერე დამემსგავსებიან.
-ჰოოოოო
ეჭვნარევი ხმით მპასუხობს მარიკა და "ტყუპებს" ეფერება.
-იცი, ჭამის დრო აქვთ. მათხოვე შენი თოჯინის ბოთლი, სტაფილოს წვენი უნდა დავალევინო.
-რომ მოდიოდი ბოთლი ვერ წამოიღე? მე რატომ უნდა გათხოვო?
-კარგი ბატონო, მაშინ წავალ. ბოთლების მეტი რა მაქვს სახლში.
-არა... არაააა.... არ წახვიდეეეე...მოგცემ ბოთლს......... არ წახვიდეეეეეე........
მე უკვე ქუჩაში ვარ და "ტყუპებს" ვესაუბრები.
-ხედავთ დეიდათქვენი რა უტაქტოა? მაგრამ მაინც თქვენი დეიდაა და უნდა გიყვარდეთ. გაიგეთ?
ჯანჯღარისგან არაქათგამოცლილი კურდღლები უხმოდ შემომცქერიან თავისი წითელი, ნაღვლიანი თვალებით.

P.S. ამ ნაწყვეტში მემგონი ყველაზე ნათლად ჩანს რა უაზრო ვიყავი :-):-):-)

4 comments:

Marika said...

ისა...
მე არ მახსოვს ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებიდამ.. :) თან მიგონებს რაღაცეებს ეს კალო, მე ყოველთვის ხელგაშლილი ბავშვი ვიყავი და არა ბოთლის ღორი :):):) მაგრამ. წარმოიდგინეთ, რა სურათი იქნებოდა, პროსტა, ვაიმეეეეეე
ჩაფსმა, ვ ბუკვალნომ სმისლე

Kalo said...
This comment has been removed by the author.
Kalo said...

იყავი, იყავი, თან საშინელი ძუნწი :-):-)
ბოლოს ჩვენი თამაში ყოველთვის შენი "არ წახვიდე, არ წახვიდეს" ბღავილით მთავრდებოდა :-):-):-)

© said...

რა საყვარლები იქნებოდიიით! :)))

რატომ მაშინვე არ გიცნობდით?! :) თუ გიცნობდით?! მარო, შენ ალბათ გიცნობდი, მაგრამ ვერ აღგიქვამდი ჯერ სათანადოდ :)))