Monday, November 9, 2009

ლიტერატურული თამაში

უცებ მეგობრობის დღიური გამახსენდა :-)
გახსოვთ? სკოლაში რომ ვუვსებდით ხოლმე ერთმანეთს კლასელები:-)
ნუ, ეს უფრო სერიოზულ თემას ეხება და სიამოვნებით გავცემ ყოველ კითხვას პასუხს.

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
ავტორს დავწერ და არ ჩამოვთვლი რა წავიკითხე.
ტერი პრეტჩეტი.
ვისაც გიყვართ ფანტასტიკა, წაიკითხეთ. ისიამოვნებთ.
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
არასოდეს არ მიყვარდა ლექსების კითხვა და არც მათი დაზეპირება. ეს ალბათ ცუდია. როცა ქართულის მისაღებ გამოცდაზე, ბილეთში 4 ლექსი შემხვდა (ნუ, ისინი ვიცოდი, მეტი გზა არ მქონდა) და მოვემზადე მოსაყოლად, გია ალიბეგაშვილმა მითხრა, აბა, აბა, სტოპ. არ მინდა ეგ დაზეპირებული რაკრაკი, მომიყევი რა გაიგეო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ, რომ ყოველთვის ვგიჟდებოდი ანალიზზე. ხოდა მივიღე ხუთიანი :-) ამის მიუხედავად მაინც მყავს საყვარელი პოეტები. პირველ ადგილზე შოთაა, რუსთაველი. ცისფერყანწელები მიყვარს, განსაკუთრებით კოლაუ ნადირაძე და პაოლო იაშვილი.
ლადო ასათიანის სილაღე მაგიჟებს და სულ ვწუხვარ, ეს კაცი ასეთი ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა.
მემგონი ლიმიტს გადავაჭარბე, მაგრამ ერთსაც დავწერ და მოვრჩები - ემილი დიკინსონი. მიყვარს.
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ძალიან ძნელი დავალებაა. სამი ცოტაა. ისევ ქართველებით დავიწყებ და უკვე ვხვდები, რომ აქაც გადავაჭარბებ ლიმიტს. რა ვქნა? მაპატიეთ.
გურამ დოჩანაშვილი და ოთარ ჭილაძე, დოსტოევსკი და ზოშჩენკო, ჰემინგუეი... და ფრანსუაზა საგანი, რომელიც რა თქმა უნდა above mentioned მწერლებთან ვერ მოვა, მაგრამ მე მაინც მიყვარს.
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
მახსოვს ძალიან ბევრი ვიტირე დოსტოევსკის "Униженние и оскорбленные"-ზე. იმდენი ვიტირე, რომ ბოლოს ცხვირი გამეჭედა და ვეღარ ვსუნთაქვდი :-)
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
ზუსტად გუშინ დავცინოდი ბუვიეს "იზას". ეს იმ პერიოდში წავიკითხე, ადამიანი ყველანაირი საოცრებით რომ იტვირთავს და იბინძურებს ტვინს.
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
გურამ დოჩანაშვილს. ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
"ამ ქვეყანაში ხალხი პტივს არ სცემს დილას. მაღვიძარათი იღვიძებენ, რაც მათ ძილს ნაჯახივით აწყვეტს თავს და მაშინვე თავფეხიანად ეშვებიან ყოველდღიურობის დამღუპველ მორევში. აბა მითხარით, როგორი იქნება შემდგომი მთელი დღე, რომელიც ასეთი ძალადობის აქტით დაიწყება? რა შეიძლება დაემართოს ხალხს, რომელზეც საკუთარი მაღვიძარა ყოველდღიურად სუსტი დენის დარტყმასავით მოქმედებს? დღითი დღე ეჩვევიან ძალადობას და დღითი დღე კარგავენ სიამოვნებისთვის გემოს ჩატანების უნარს.დამიჯერეთ, დილა განსაზღვრავს და აყალიბებს ადამიანის ხასიათს".
ნაწყვეტი მილან კუნდერას რომანიდან ”გამოსათხოვარი ვალსი”
ყველაზე აქტუალური ციტატაა დღეს ჩემთვის :-)
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
"კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი".
დღესაც შემიძლია წავიკითხო და ზუსტად ისეთივე სიამოვნება მივიღო, როგორც მაშინ. კალე ბლუმკვისტი ჩემთვის იდეალური ბიჭი იყო :-) პრინციპში, გაზრდილ კალე ბლუმკვისტსაც გავაიდეალებდი ალბათ, თუ არ შეიცვლიდა ზნეს :-):-)
ვგიჟდები კალე ბლუმკვისტისნაირ ბიჭებზე :-):-)
9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
დოსტოევსკის "იდიოტის" იდიოტი, იგივე მიშკინი. მემგონი ნამეტანი ქება გამომივიდა თავის, მაგრამ მახსოვს, რომ ვკითხულობდი, ბევრი საერთო დავინახე მას და ჩემს შორის.
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არა და ვერ ვიტან ხალხს, ვინც ითვლის რამდენი წიგნი წაუკითხავს. თუმცა მე ისეთებსაც ვიცნობ, წიგნის კითხვისას რომ ითვლიან რამდენი გვერდი წაიკითხეს დღეში :-)


მოვუწოდებ თამაში განაგრძონ ცისიამ , ქეთამ და პაჭომ. უნდა "დავთაგო" ოღონდ, მაგრამ არ ვიცი როგორ ხდება ე.წ."თაგის" გაკეთება. მე ხომ გამოჩენილი ტექნოკრეტი(ნი) ვარ :-). ამიტომ ჯერჯერობით ასე დავტოვებ და მერე იქნებ მომეხმაროს ვინმე :-)

P.S. ასე კეთდება თურმე Tag-ი. რა ადვილი ყოფილა :-)
ცისია, Danke Schoen :-)

ა ბატონო, სრულყოფილად და-tag-ულები :-)

ცისია, ქეთა, პაჭო

8 comments:

© said...

შემოვალ ახლა სკაიპში და აგიხსნი, როგორ უნდა :)

პ.ს. შენს პასუხებს ჯერ არ ვკითხულობ, ჯერ მეც გავაკეთებ და მერე ;) მაინტერესებს, რამე (რა) თუ დაემთხვევა :)))) ;)

ketketa said...

ძალიან გავერთე მეეე:)))

ქეთა დატაგული:)))))

© said...

:) ჯერ - მადლობა დატაგვისთვის :)

ახლა:

1. ფანტასტიკა - ;) სტრუგაცკებიც არ იყვნენ მაინცდამაინც რეალისტები :)))

2. ლადო, რა თქმა უნდა :)

3. 6-დან 5 100% მეც :)ზოშჩენკოს უნდა გავეცნო ერთი, კარგად, შენი რეკომენდაციით :)

4. ისე, მე იდიოტზეც ვიტირე, გამახსენდა

6. ჰააარც :)))

7. ვგიჟდები ამ კაცზე! ყველა წიგნზე, რაც წამიკითხავს მისი (და თუ არ ვცდები, ყველა რომანი და თითქმის ყველა მოთხრობა მაქვს წაკითხული)

8. რა თქმა უნდა :)

9. :))))))))))))))) მეცინება, ნუ :) ვიცოდი, ეს ამბავი, მაგრამ მეცინება დღემდე :)

10. ხო, რაააა :)))

მარად თქვენი ვასიკო ;) :))

Sophie שרה Golden said...

დოსტოევსკის ამ წიგნზე მეც იმდენი ვიტირე, მახსოვს; უფრო ნერვები მეშლებოდა ადამიანებზე, უხ. თავს რომ იდებილებენ, ააააააა!
მომწონს ეს ბლოგი, გადავხედო ერთი კარგად...

Kalo said...

sophie, gmadlob :-) gamexarda rom unda gadexedo :-)

ketty said...

ara, me rogor shevicani shenshi idioti?:)))zalian magari var ra:)))

ნჳკა said...

ნიინ, ძაან მიყვარს შენი პოსტები, მარა რიია ვქნა რო ასე იშვიათად ვხვდები შენს ბლოგზე დროის დეfი-ციტის გამო :(

Anonymous said...

Thats true!