Saturday, May 9, 2009

რამაზ(ბ)ოტი :-):-)

კვარიათთან რომ მოჰკლეს ბაყაყი,
მაშინ წვიმები დაიწყო დიდი,
ზღვაში მომრავლდა ქორფა კალმახი
ოჩერედი დგა იმდენსა ვყიდი.
ვაჟკაცს სახელად ერქვა რამაზი,
ერთი დუჟინი ჰყავდა ბატები,
პაშტეტს უმზადებს ცოლი ლამაზი
გრძელ თმას უმშვენებს თეთრი ბანტები,
ყურებს უმშენებს ბრილიანტები,
თაროზე ყრია ფოლიანტები.
ეზოში კივის ბებერი ჭოტი,
რამაზს ტალახში ჩაეფლო ბოტი,
ცოლმა შეჰყვირა, ну Рамаз, что ты?
ახლავე მოვალ, გახსენი შპროტი.
გამწარებული რამაზის გმინვა
ჩაესმა ქორფა კალმახთა ყურებს
და აქ უმტყუნა რამაზის ტვინმა,
ხელი ჩასჭიდა ჟანგიან შნურებს.
რამაზის ბოტი ჩარჩა ტალახში,
აღარც კალმახი მოჰყვება ბადეს,
ვაჟკაცს სცხვენია გავლა ქალაქში
და ეფერება საზარელ ბატებს.

ავტორები: მე და მარიკა :-):-)

5 comments:

ketketa said...

რამაზის გმინვა:)))))))))))))))))

ანუ რამაზის მთელი ვოკალი:))))))))))

ვაიმე, ჩავბჟირდი:))))))))))))))

xato said...

კუსტბაზე ბაყაყების ამოხოცვა და რამაზის სახით მთავრობა წარმომიდგა ეგრევე თვალწინ:):):):)

Kalo said...

მაგ ლოგიკით საზარელი ბატები ვინ გამოდის? :-):-):-):-)

xato said...

ბატები-ოპოზიცია და შპროტი-პოზიცია:):):)მყარად ჩაკონსერვებული:):)

ally said...

ვგიჟდები ასეთი ლექსების ერთობლივად შექმნაზე :)))