Saturday, April 18, 2009

1989-2009 - ”ბირჟაობის” წლები საქართველოში

ალბათ ასეთი თუ არა,მიმსგავსებული სათაურით მაინც შევა ისტორიის სახელმძღვანელოებში ეს 20 წლიანი მონაკვეთი. იმედია მხოლოდ 20 წლიანი. და აღარ დაემატება ამ მარაზმს წლები. თუმცა ეჭვი მეპარება 20 წელზე რომ გაჩერდნენ.
ბანანის რესპუბლიკა საქილიკო თემად ქონდათ ქცეული. და ჩვენ ვინ ვართ?
ძალით ვარდების რესპუბლიკა?
საკნების რესპუბლიკა?
კარვების რესპუბლიკა?
მკვლელი პატრულების რესპუბლიკა?
მარტივად რომ ვთქვათ იდიოტების რესპუბლიკა ვართ ჩვენ.
და ზუსტად ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ.
და მერეც ისეთი გვეყოლება, როგორსაც დავიმსახურებთ.
ნუთუ შეიძლება ათწლეულების მანძილზე სულ გადაგდებული და მოვარდნილი პრეზიდენტების ციებ-ცხელებით ვიყოთ შეპყრობილები?
ნორმალურია სულ ვი-ღა-ცა, ვი-ღა-ცა იყვიროს ასიათასობით ადამიანმა? ის ვიღაცა მერე თავს გავა აბა რას იზამს. სულაც რომ არ გრძნობს იმას, რომ იმ ხალხის წინაშე, რომელმაც აირჩია ანგარიშვალდებულია. მაგრამ როგორ იგრძნობს. ისინი ჯერ კიდევ მის სახელს ყვირიან. ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც ყვირის.
რა ქვეყანაა ეს, სადაც გარემოს დაცვის მინისტრი (ასევე გაურკვეველი მიზეზების გამო ამ პოსტზე მოხვედრილი) ამერიკის ელჩთან შეხვედრისას (ალბათ გარემოს დაცვა იყო მათი შეხვედრის თემა. მე ასე ვფიქრობ) ყველაზე მნიშვნელოვან და სწრაფად გადასაჭრელ საკითხად საქართველოში რეგიონალური MTV-ს გახსნას დაასახელებს. (ალბათ წარსული და ”სახე” გაახსენდა უცებ, თან ამერიკის ელჩი - MTV ერთმანეთთან დააკავშირა და თქვა რააა).
რა ქვეყანაა ეს, სადაც სოფლის მეურნეობის პატარა მინისტრი ამაყად აცხადებს, რომ ნაკლი საერთოდ არ აქვს. ერთადერთი მისი ნაკლი ისაა, (ესეც თუ შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს - ამასაც ამატებს)რომ ცურვა არ იცის, მაგრამ ამასაც გამოასწორებს. ეს ადამიანი ხომ დაღუპულია სამარადჟამოდ? ალბათ ცურვას ისწავლის მაგრამ...... ჩვენ რას გვერჩის? ან სოფლის მეურნეობისგან რა უნდა?
რა ქვეყანაა ეს, სადაც სპონტანური გადაწყვეტილებების საფუძველზე ომი იწყება, მთელი ქვეყანა იბომბება, უამრავი ადამიანი იხოცება, სამ დღეში ქვეყნის საზღვრები ვიწროვდება და ამ ყველაფრის მერე მშიშარა პრეზიდენტი ეკრანიდან გვამცნობს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.
რა ქვეყანაა ეს, სადაც ქვეყნის მთავარი სამართალდამცავები ყველაზე მეტს აშავებენ და ამისთვის არც ისჯებიან.
რა ქვეყანაა ეს, სადაც ამ საზარელი რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან იგინებიან.
რა უბედურებაა ხალხს მშვიდად ნათქვამის სწორად აღქმა რომ არ შეუძლია. რატომ იგებენ მარტო ყვირილით, აგრესიით და მუქარით ნათქვამ მოწოდებებს.
რატომაა ყველა ტელევიზია მიკერძოებული? ყველა. სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც.
რატომ სპეკულიანტობს ყველა ეკლესიით და პატრიარქით? დაანებონ თავი, არ შეიძლება?
მართლა ძალიან მაინტერესებს იმ ისტორიის სახელმძღვანელოს გადაშლა, სადაც ამ ყველაფერს დაწერენ ისტორიკოსები. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ხანა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
და რა სამწუხაროა, რომ ამ სამარცხვინო ხანას დაემთხვა ჩემი (და ძალიან ბევრი ჩემნაირის)შეგნებული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები.
და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრის სიცოცხლე შეეწირა ამ გულისამრევ სიბინძურეს და მარაზმს.
ჩვენ ვართ ქართველები, ე.ი. ევროპელები, არა?
ზეზვა და მზია აღმოვაჩინეთ, არა?
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ვიყავით გადაჭიმულები, არა? (რას ტრაბახობენ ეს არაფრისმაქნისები დავით აღმაშენებლის მიღწევებით? ხო, ვიყავით გადაჭიმულები. მერე? ახლა სად ვართ?)
ყველაზე მაგრები და ნიჭიერები ვართ, არა?
გვეტყობა.
ყოველ ნაბიჯზე გვეტყობა რაც ვართ.
გოიმები ვართ ჩვენ.
დროსა და სივრცეში გაფანტული ადამიანები.
და ვიმკით ზუსტად იმას, რასაც ვთესთ.
და ამოვიდა ყელში უკვე ამდენი ბოღმა და სიყალბე.
ეს პათეტიკა აქამდე თუ მარტო მაწუხებდა, ახლა უკვე მაგიჟებს.
დამუხტულია ჰაერი უარყოფითად.
როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანაში თავი კარგად იგრძნო.
მართლა მიყვარს ეს ქვეყანა. გულწრფელად. და მეცოდება.
ყველაფერს აქვს დასასრული და ეს ”ბირჟაობის” ხანა რით ვერ დასრულდა?

18 comments:

Keti said...

ნინ, შენ გგონია ჩვენთან ბირჟაობის ხანა დასრულდება? ნუ, მალე მაინც? როცა თითქმის ყველა საცხოვრებელი ერთეულის წინ ბირჟაა მოწყობილი. "დიდ ბირჟაზე" დგომა ხომ უფრო საინტერესოა?!

Dv0rsky said...

ვაი რა მართალი ხარ, კალო, ვაი...
ძალიან მაგრად ჩამოაყალიბე, ზუსტად მაგ აზრის ვარ მეც.

ally said...

ვინმეს აქვს ილუზია რომ ეს ოდესმე დამთავრდება?! რა თქმა უნდა არასოდეს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით.
და "იყვირონ, იყვირონ, იყვირონ! ამინ!" - ასეთ ლექსს დაწერს მერე ვინმე, ანუ გადააკეთებს.
და იყვირებენ. ხალხი ბრბოა - და სულ არ მრცხვენია ამის თქმა, ზოგიერთ "მეცხვარეს" ცხვრებივით აყოლილ გონებაშეზღუდულ "პატრიოტებს" რომ ვუყურებ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ის მეცხვარე... იმასაც გადავაგდებთ, მერე იმის გადამგდებსაც და ა.შ.
აუ შემაჩერეთ, ისიც მეყოფა ჩემთან რაც დავწერე. და წელიწადში რამდენჯერ შეიძლება ვწერო აღშფოთებული პოსტები? ყელშია უკვე
"ძირს გრეჩიხის რესპუბლიკა!" :) (და არა მარტო გრეჩიხის)

პ.ს. არა, დღეს მაინც არა! დღეს ძალიან სავსე ვარ ძალიან ლამაზი და სპონტანურად სხვანაირი და კარგი ღამის მერე.
აღდომას გილოცავთ!

Kalo said...

ოოო, პაჭო, მაგ აზრზე ხარ შენც კი არა, მომენატრე რაა. რა წესია ვერ გავიგე? :-):-) როდის უნდა გვნახო ბოლოს და ბოლოს?

Nikoloz said...

ნუ ნერვიულობ თორე უარესი იქნება უნდა თვა ხოლმე რა კარგი ქვეყანაა აუ რაკარგი ქვეყანაა და კარგი ქვეყანა გახდება აბა?! :D

ნიკა said...

საღოლ ნინ, ყოველ შენს სიტყვაში სიმართლეა.

ისე ბირჟა საქმიანი შეხვედრების ადგილია ზოგადად და ჩვენთან რატოა პირიქით???

UCnobi avtori said...

korkotas xana icyebaaa!!!!! avoeeeeeee!!!!!

S.P. said...

,,კორკოტას ხანა''

:))))))))))))))))))

სახე მაინც უცუნის მაგას სულმუდამ... ბოღმას მაინც არ ანთხევს, რას ერჩით..


დიახაც და დაგეთანხმე კალო, ისე მაგრა დაგეთანხმე რომ, კააალო, კააალო, კაააალო!!!

:))))
მძმე სურათია ვერაფერს იტყვი.
უტიფარი, უმწიფარი, უზრდელი, უგნურუ, ბირი, უხიაგი, უშვერი, უნამუსო, უარყოფითი, უტრაკო, უბრალოდ უდედამო...სი ტიპების ზეობა არ თავდება.


ამბობდა მამარდაშვილი რო მოდის ეპოქა, რომელშიც ყველაზე კომფორტულად ასეთი ტიპები იგრძნობენ თავს, მარტივი, მომხმარებლური, სულერებაგამოცლილი ეპოქა მოდის.
და მოვიდა.

მარა იმედი?

იმედია კალო, პაჭო, ცისიელისი,ითონი, ქეთი და მეორე ქეთი, თინიკო, ბუდუ და კიდევ უამრავი და ამაზე კიდე უფრო მეტი და ცოოტაც კიდე უფრო მეტი წესიერი, შრომისმოყვარე, მხიარული, მოცინარი, მგრძნობიარე, მორწმუნე, მხნე, საინტერესო, განათლებული (არამარტო ნაკითხი და სადმენასწავლი) ადამიანი ჩემს გარშემო და ზოგიცვ იმათ გარშემო, დრუზია დრუზეიში :))))

ასე რომ,

იბერია გაბრწყინდება! (ამბობდა ხოლმე საღამოობით ერთი რიგითი ,,უ'' რომელიც შეიძლება სულაც არ იყო მაშნ ,,უ'' და ნელ ნელა ჩამოყალიბდა)

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
xato said...

cheshmaritad getanxmebi kalo!dges chveni patriarqi rom ara,saertod imedis nishantyalic ki,ar gvekneboda!mgonia rom mudam saqartvelo ikneba gachirvebuli da sabolood,xom unda agdges -dacemuli? gabrtyindeba iveria da agsdgeba saqartvelo:)martlmadidebloba gvshvelis sxva araferi!birjaobis xana guls mirevs!!!

Marika said...

უფ, გაიხარე შენ, გული მოვიფხანე, შენს ნაწერს რომ ვკითხულობდი. კიდევ კარგი,შენ მაინც ჩამოაყალიბე.
გოიმები ვართ, საოცარი, მართლაც. რა ვქნათ? Somebody, help us...

Anonymous said...

da taraskoni aravis gaxsendebat??!
...qudebze monadireni, "baobabebis" bagi (romelic sxva araferia, tu ara qotanshi charguli stafiloebis rigi..., afrikuli lomebis risxva... didi tyuili...sakutari tavis motyueba!..

afsus!
etyoba samxretelebs martlac mzit gvakvs tvinebi (?) gadaxurebuli...

Kalo said...

მემგონი ამ მდგომარეობას გადახურება აღარ ქვია. ალბათ უფრო გადამწვარი უკვე :-)

Anonymous said...

agree!

da didi echvia, rom feniksivit agdges ferflidan!
:-D

Kalo said...

ანონიმურო, სახელის დაწერის გეშინია? :-):-):-)

Anonymous said...

ubralod ver vaxerxeb :-D :-D

Kalo said...

ხოო, რთულია ძალიან, მართალი ხარ :-):-):-)

ally said...

ძალიან ვიცინე ”ხო, რთულია ძალიან”-ზე :))))