Friday, March 27, 2009

ბევრი რამე მინდა, ასე სადაა? :–))))

კარგი იქნებოდა მეცხოვრა 60-იანი წლების ამერიკაში. ვივლიდი woodstock-ზე, თმებში ყვავილებს ჩავიწნავდი, ჩავიცვამდი ჭრელ, ფართხუნა კაბას და მოვუსმენდი ჯოპლინს......
რომ დავფიქრდები, ჩემი სურვილების უმრავლესობა არარეალურია.
თუნდაც ის, რომ მინდა ვიყო ძალიან გამხდარი :)
მოკლედ, ჩემი სურვილები ან არარეალურია, ან მისრულდება, მაგრამ ისეთ დროსც როცა უკვე აღარ მინდა :)
სწორი და კარგი სურვილები ძირითადად აუხდენელი მრჩება.
ბევრი ფული არ მინდა. არ ვმატრაკვეცობ, მართლა. იმდენიც საკმარისია მქონდეს, რომ ბევრი ვიმოგზაურო;
მინდა თვის ბოლოს არ ვარიგებდე ვალებს გაუთავებლად;
მინდა დიდხანს ვიცოცხლო, ოღონდ საღი გონებით;
მინდა ვიყო კინომცოდნე, ვიარო ფესტივალებზე და ვწერო საინტერესო სტატიები;
მინდა ავაშენო დიდი კომპლექსი თავისი კინოდარბაზებით, გალერეებით, ბიბლიოთეკით, საკონცერტო დარბაზით, სტუდიით, არტ-კაფეებით, ოთახებით, სადაც საინტერესო ადამიანები შეხვედრებს გამართავენ. მინდა, რომ ეს იყოს ადგილი მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს. ერთ დროს რა გატაცებით ვწერდით ამ პროექტს მე და ჩემი მეგობრები. თუმცა მემგონი ამ ოცნებას ვერასოდეს ვერ განვახორციელებთ.
მინდა კარგად ვუკრავდე;
მინდა მარტო ვცხოვრობდე და მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხალხი მოდიოდეს სტუმრად;
მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს პრეზიდენტის სკამისთვის ძიძგილაობა და ჯანსაღი ხალხის მიერ იმართებოდეს ეს ქვეყანა;
მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის მისაღები იქნება და მეყვარება;
მინდა მყავდეს ბევრი შვილი და მათ მივცე კარგი განათლება;
მინდა მყავდეს პატარა ძაღლი. თუმცა მას მერე რაც ჩემი ძაღლი მოკვდა, ვფიქრობ, ღირს კი ახალი არსების შეყვარება, იმისთვის, რომ მერე ისევ ასე მტკივნეულად განიცადო მისი სიკვდილი. ალბათ ჯობს, რომ არ მყავდეს.
მინდა, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს, ვინც მიყვარს და ვინც არ მიყვარს.
ექიმები უმუშევრები რომ არ დარჩნენ, ჯანდაბას, უმნიშვნელი ავადმყოფობებით შემოიფარგლონ :-)
მანქანა მინდა? საცობების მეშინია და თან მგონია, რომ საშინელი მძღოლი ვიქნები. აი, ყველა რომ აგინებს, ისეთი :) ამიტომ არ მინდა ბატონო მანქანა :–)) მძღოლობა არ მინდა უფრო სწორად.
მინდა, რომ არ იჩაგრებოდნენ პატიოსანი ადამიანები;
მინდა მშვიდობა;
მინდა სამსახური მეწყებოდეს 12 საათზე. პირობას ვდებ, არასოდეს არ დავაგვიანებდი :-)
მინდა, რომ სადმე, ლამაზ სოფელში მქონდეს პატარა სახლი, საკუჭნაოში ჭრელთავსახურიან ქილებში მურაბებით, წინ, ეზოში ლამაზი ყვავილებით და ხეებით, უკან ბოსტნით და ფუტკრის სკებით;
მინდა, რომ ცოცხალი იყოს ჩემი ორივე ბაბუა;
მინდა წასაკითხი მქონდეს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი". ძალიან მშურს მათი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და წინ საოცრება ელის;
მინდა არცერთ ასაკში არ დამეკარგოს ჩემს მეგობრებთან ურთიერთობის ხალისი;
მინდა კარგი განწყობა;
კიდევ იმდენი რამე მინდა, ჯობს გავჩერდე...............
მგონი ძალიან გაუმაძღარი გამოვდექი :-):-)
ისე, როცა რაღაცაზე ვოცნებობ, სულ მახსენდება სტივ ბუშემის გმირის სიტყვები ერთ-ერთი ფილმიდან - "გეშინოდეთ საკუთარი ოცნებების, ერთხელაც ისინი შეიძლება აგიხდეთ" :-):-)

1 comment:

ally said...

აუ რა კაი პოსტიააა, იმენა ყველა სურვილის დაკოპირება და ცალ-ცალკე დაკომენტება მომინდა, მაგრამ ამას მთელი გვერდი დასჭირდება :)

ამიტომ (ალაგ-ალაგ საინტერესო ადგილები :D) -

1."მინდა ვიყო ძალიან გამხდარი :-)" - დამიჯერე, ხომ ამბობენ, ne v dengax schastje-ო, მე კი გეუბნები, i ne v figure :) როცა ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, ამაში ჩემი სიგამხდრის დამსახურებას მაინცდამაინც ვერ ვხედავ ხოლმე. ან შეიძლება ვერ ვაფასებ :)))) შენ არაგამხდარი ბედნიერი ხალხი არ გინახავს?! :)))) აი მაგალითად... ;) :))))))))) მდედრს ვგულისხმობ, მიხვდები, ვისაც :))))

2. "...მინდა, რომ ეს იყოს ადგილი მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს. ერთ დროს რა გატაცებით ვწერდით ამ პროექტს მე და ჩემი მეგობრები. თუმცა მემგონი ამ ოცნებას ვერასოდეს ვერ განვახორციელებთ"

მე მახსოვს ეს იდეა სად გაჩნდა, და ისიც, რომ ეს ყველაფერი ნამცხვრებიდან დაიწყო, მახსოვს როგორ ვიდექით გაჩერებაზე, შენ მე მაცილებდი და გულის წასვლამდე ვიცინოდით ჩვენს ახალ-ახალ იდეებზე, რომლებიც ჯერ სახუმარო იყო. მერე მახსოვს სადღაც მიმავლები გზაში როგორ ვამუშავებდით, მერე, ჩემთან რომ დავრჩით და დავწერეთ კიდეც, მერე ისიც, უკვე დაწოლილები საწოლიდან გადმოვცვივით კინაღამ ისე ვბჟირდებოდით. მახსოვს ტახო რომ გადავრიეთ :))) ყველა სერიოზული და არასერიოზული დეტალი მახსოვს :) შერჩეული შენობაც კი :)
და შენი მეგობარი დღესაც მზად არის ამისთვის :) ოღონდ ისევ მხოლოდ მორალურად, სულიერად, მხიარულად თუ სერიოზულად, ოღონდ ისევ ვერ - მატერიალურად... :) რა იცი, ისე, რა ხდება :)

3."მინდა იმდენი ფული მქონდეს, რომ თვეობით ვიმოგზაურო" ძალიან სასაცილო იქნება, ამდენი ფული დაახლოებით 90 წლის ასაკში რომ გაგიჩნდეს :))) პრინციპში ჯანმრთელობა თუ გიწყობს ხელს, რატომაც არა,,, ;) :)))

4. "მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის მისაღები იქნება და მეყვარება" - ეგ puzzle-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამაზე არ ვიხუმრებ :)


5. "მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის მისაღები იქნება და მეყვარება;
მინდა მყავდეს ბევრი შვილი და მათ მივცე კარგი განათლება;
მინდა მყავდეს ჭკვიანი ლაბრადორი" - აი ეს სამი ნაწილი ერთად სუფთა "ამერიკული ოცნებაა" :))) დიდი სახლი აკლია :))))
არა, მაგარია, ვხუმრობ :) დიდ ძაღლებზე მეც ვგიჟდები და ბევრი შვილიც მინდა, იდეაში, მაგრამ ამისათვის კაი ხნით ადრე უნდა დამეწყო ზრუნვა, ამიტომ ახლა ბევრი დაკონკრეტდება :))))

6. "მინდა, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს, ვინც მიყვარს და ვინც არ მიყვარს" - ეს მგონი ყველაზე ძალიან მინდა, ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მინდაა. ოღონდ ვინც არ მიყვარს, იმათზე არ მიფიქრია, ცოტა ეგოისტი ვარ მაინც :) ინც მიყვარს - ძალიან დიდხანს დიდხანს ჯანმრთელად და ჩემთან - ეს მინდა.

7. მინდა წასაკითხი მქონდეს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი". ძალიან მშურს მათი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და წინ საოცრება ელის;" - ვინც ჯერ კიდევ მოსალოცია, ხო?! :) ვგიჟდები ამ კაცზე :) 70 წლის გახდა გუშინ

8. "მინდა კარგი განწყობა" - ბოლო დღეებში რომ ვიყავი, ისეთი კარგი განწყობა როცა მაქვს, მინდა ხოლმე რომ save as მივცე და კარგად დავასეივო სადმე რომ მერე, როცა დამჭირდება, შემეძლოს run გავუკეთო :) ან დაკონსერვება მაინც შემეძლოს... :) მუდმივად კარგი განწყობა არ შეიძლება? არა, ალბათ...


ყველა მინდა მაგარი გაქვს და ყველას ვერ დავაკომენტებ, ისედაც რამხელა გამომივიდა კომენტი :) ერთს დავამატებ -

"-" - ჩემი თავის პოვნა მინდა და კიდე ის, რომ მატერიალური საშუალება და დრო მქონდეს თავისუფალი იმდენი, რომ ამის უფლება მივცე თავს - ძიების და მერე შედეგით დატკბობის. მატერიალურად არ ვიყო დამოკიდებული სამსახურზე, და პრინციპში არავისზე :) ანუ პროცენტები შემომდიოდეს ბანკიდან და არჩევანის თავისუფლება მქონდეს :)

და

სტივ ბუშემის სიტყვები გამხსენებია და მივმხვდარვარ, რომ მართალი ყოფილა. ხანდახან შენი ოცნება კარგია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჯერ კიდევ აუხდენელია და ოცნებაა, რამდენადაც ჯერ კიდევ წინ გაქვს... ეს გერმანულად უკეთ ჟღერს, უბრალოდ აქ არ გვინდა :)