Saturday, March 28, 2009

Vultus Fortunae Variatur

დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ბედნიერება ცვალებადია. და არა მარტო ცვალებადი, ინდივიდუალურიც.
იმასაც მივხვდი, რომ ასაკის მატებასთან ერთად აბსტრაქტულიც ხდება :-)
სკოლაში - გაკვეთილების გაცდენა;
ინსტიტუტში - ყველაზე საშიშ ლექტორთან გამოცდის ჩაბარება;
ვიღაც რომ მოგწონს და იმასაც რომ მოეწონები, ამას რომ გაიგებ და თავი ყველაზე ბედნიერი გგონია :-):-)
მერე გაიზრდები, სიცილით გაიხსენებ "შატალოსაც", ფხრიწიან ბოტასებსაც, სურნელოვან საშლელებსაც და ლამაზ ფლომასტერებს, პირველს შენ რომ გქონდა კლასში.
იმასაც, როგორ მეცადინეობდი მეგობრებთან ერთად ინგლისური ენის ისტორიას (ყველა საგანს შორის უსაშინლესს), როგორ მიიღე ხუთიანი და ბედნიერი წახვედი აუზზე :-)
აი, ის ვიღაც რომ მოგწონდა, იმ ფაქტს საერთოდ ვერ ახსნი :-):-) გაოცებული ხარ იმდროინდელ საკუთარ თავში იდიოტის აღმოჩენით :-):-)
თუმცა, მაშინ, როცა ეს ყველაფერი პირველად აღიქვი, როგორც ძალიან სასაცილო, ბედნიერება ჯერ კიდევ კონკრეტული იყო, ერქვა კონკრეტული სახელი და წლების მანძილზე ვითარდებოდა.
ერთ დღესაც, საკმაოდ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ამ ბედნიერებას დაასრულებ, იმიტომ, რომ მიხვდები - ეს ბედნიერება კი არა ქაოსი და ნერვების შლაა.
და დაგიდგა ეტაპი, როცა აბსტრაქტული ბედნიერების მოთხოვნილება გაგიჩნდა.
რა თქმა უნდა ადამიანები კვლავ ფიგურირებენ და მიზანთროპობისგან შორს ხარ (კიდევ კარგი :-):-) ), მაგრამ დღეს შენთვის ბედნიერება სიმშვიდე და კომფორტია.
კაცმა არ იცის 5 წლის შემდეგ რას დაარქმევ ბედნიერებას.

3 comments:

ally said...

აბაა, როგორ გვეღიმება/გვეცინება რაღაცეებზე...

ხანდახან მგონია რომ აი,მორჩა, ალბათ ახლა რასაც ვგრძნობ, აწი ასე იქნება და ეს მენდომება
მაგრამ მაინც სულ იცვლები და ვითარდები, ასე ვიტყოდი. ზოგი რეგრესს განიცდის, ესეც ვიცი, მაგრამ...არ ვიცი, არ ვიცი

თუმცა... რაღაც - რჩება, ძირითადი, ალბათ.

სიმშვიდე მართლა რა მაგარია, არა?!

Keti said...

უცებ გავიფიქრე, ძალიან ბებერი (თუ ვიქენი:) ) რას ჩავთვლიდი ბედნიერებად:))

და კიდევ ის გამახსენდა, რომ ვერ წარმომედგინა თავი 10 წლის შემდეგ. პრინციპში, ახლაც ასე ვარ და შესაბამისად, თუკი რაიმე მაბედნიერებს, ის მიმაჩნია ბედნიერების მწვერვალად :დ

Tiko said...

მართალი ხარ კალო... :)