Monday, June 22, 2015

საიუბილეო ლექსი ელგუჯაზე

ელგუჯავ, ცასა მფრინავო, რად ჩამოხვედი ბარადა,
მაჯარიმებ და გულს მიკლავ, საქმე მიქციე შარადა,
ოც ლარიანი წარმტაცე, ცრემლები მომდის ღვარადა,
არ გაიხარე ელგუჯი, მამა შეგერთოს ქმარადა,
მთელი სიცილის საღამო ამომადინე ძმარადა,
თავში ხელს ვიცემ – ნეტავ რად გესიტყვე ენამწარადა.
მაგრამ რად მინდა ლეჩაქი, მე თუ შური არ ვიძიე,
თუ კაბის კალთა შენს თვალწინ მუხლამდე არ ავიწიე.
მაინც ახლოში ცირკია, არავის გაუკვირდება
შენი მოთაფლვა ჩემნაირ ქალს არაფრით გაუჭირდება ;)
შენი ხბოსებრი თვალები ათას სასწაულს მპირდება,
შენი შავარდნის მუხლებსა კანკალი მოუხშირდება,
და უნებლიე შარდვაში მუნ ჭმუნვა გადმოდინდება.
ბედშაუ, რაზედ კანკალებ?! - მეწყვილე შაფიქრიანდა.
ელგუჯა სახეს არიდებს, თვალები აუწყლიანდა.
ტუალეტს ეძებს თვალებით, არადა დააგვიანდა,
ახალ გარეცხილ შარვალზედ სისოვლე აუბრჭყვიალდა,
და ცხონებული ბაბუა საფლავში გადატრიალდა.
გასრულდა ესე ამბავი, ვითა პატრული ღამისა.
ელგუჯი გამოწყობილი, თვის მანქანაში ღნავისა.
იმას ამბავი შეემთხვა – ვაი, მტრისას და ავისას.
ქალს ტყუილად ნუ შაებმით, არის მორალი ამისა! :–)))))

ავტორები: მე, მარიკა, ცისია :–)))))))

No comments: