Wednesday, February 17, 2010

შუაღამის რა? სულ ვიჭედები ამ სათაურებში :-) არა, შუაღამის არა. ინტრიგანის ჩანაწერები :-)

ინტრიგანობის ხასიათზე ვარ. არადა რა დროს ესაა, ღამის 3 საათია, დილას 9-ზე ვარ ასადგომი. ისიც ვიცი, ხვალ მარტო უმუშევრების კი არა, მიცვალებულებისაც შემშურდება, როცა იძულებული გავხდები საბოლოოდ გამოვრთო გულისგამგმირავად მოღრიალე მაღვიძარა და ავდგე.
ხედი ჩემი ფანჯრიდან ფრიად დამაიმედებელია - ქარში ბრეიქდანსის მოცეკვავე, ფოთლებშემოტყავებული ხე, გაუგებარი ფერის ცა და მეზობლის სახლის მოსაწყენი სახურავი.
მერე დაიწყება ზომბის რბოლა უკვე დაზეპირებულ ტრასაზე, დაზეპირებული თანმიმდევრობით - აბაზანა, სამზარეულო, საძინებელი, ჰოლი.... სარკე. ეს სარკე აბსოლუტურად ზედმეტია, მაინც ვერაფერს აღვიქვამ.
აბაზანაში თუ შემასწრეს, დაღუპული ვარ - გარანტირებული დაგვიანება სამსახურში და 20 ლარიანი ჯარიმა.
ხომ არსებობენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები, თავგადაკლული პესიმისტები. მე გამოუსწორებელი ღამურა ვარ. Batman-ი :-) ერთი ბეტმენის ფორმა უნდა ვიყიდო და ისე მივიდე სამსახურში. რა მოუვათ :-):-):-)
ჰოო, სამსახურში მოვედი.მერე control alt delete, პროცესორის ზმუილი, ფოსტის შემოწმება...... ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ მართლა რააა, რა გინდა, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირს ამისთანა?! გვაბრუნებ კი არა, გვატინგიცებ.
ეეჰ, შოთა, შენც კაი დღეში გქონდა ნერვები :-):-)
არა, ასეთი უჟმურიც არ ვარ. უბრალოდ, ზამთარი ამოვიდა ყელში. "მერე რა რომ ზამთარიაო". რა მერე რა? კაია? ვინ მოიგონა ეს სლოგანი? მაგრა ვეჩხუბებოდი. მარა რატომ? ხომ არიან ვიღაცეები, ვინც გიჟდება სიცივეზე. ისე, ზამთარი რომ მიყვარდეს, ამ რეკლამაზე მაინც გავბრაზდებოდი. რას ქვია მერე რა? შენი "მერე რა" საძახებელია ოქროსავით ზამთარი? :-):-)ხომ გითხარით ინტრიგანობის ხასიათზე ვარ თქო? :-)
პიანისტი შპილმანი გამახსენდა უცებ. ოღონდ არ მითხრათ, რომ დადებითი გმირია. მთელი ფილმის განმავლობაში გვაყურებინებენ, როგორ იბრძვის საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ოღონდ ისეა გართული ამ საქმიანობით, სულაც არ ანაღვლებს მისი მთელი ოჯახი ეშაფოტზე რომ წაასხეს. არც იმას დაგიდევთ, ნაცნობ-მეგობრებს და უცნობებსაც პრინციპში, საფრთხეში რომ აგდებს, ოღონდ თვითონ თავშესაფარი და ლუკმაპური იშოვოს. არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა მის ადგილას და მათ შორის მეც, მაგრამ მაინც მაღიზიანებს ამ რაფინირებული მუსიკოსის ეგოისტური და გაუთავებელი რბოლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. როგორ ეტყვის ის გერმანელი ბოლოს? - "მადლობა ღმერთს გადაუხადეთ, მას უნდა, რომ გადარჩეთო". საინტერესოა მისი შემდგომი ცხოვრება. ფილმის გმირს ხომ რეალური პროტოტიპი ჰყავდა. გადაუხადა ნეტა ღმერთს მადლობა? იმ საცოდავ გერმანელს რომ არ გადაუხადა, ფაქტია. არადა, ისეთი იყო, მიწიდან ამოთხრიდა რომ მოენდომებინა.
ან ეს "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" (რა საჭიროა ეს ორი სათაური მაინც ვერ გავიგე :-):-) ) რატომაა საყოველთაოდ აღიარებული რომანტიკული კომედია, გამაგებინეთ. კარგია საცოლესთან ხელის სათხოვნელად მისასვლელი კაცი ორი საათით ადრე ისე გამოთვრეს, რომ სხვა ქალაქში, სხვა ქალის ბინაში აღმოჩნდეს და მერე ეს "სხვა" ქალი ისე გადაირიოს გამობრუჟულ და აქეთ-იქით მობანცალე, ნიფხვიან ჟენя-ზე, რომ დიდი ხნის ნაშენები (ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ სინონიმს ვერ ვიხსენებ) ურთიერთობა ერთ ღამეში ქარს გაატანოს. ან უკვე გამოფხიზლებული, ინტელიგენტი ჟენя რატომ შექანდა საქმროთი ხელდამშვენებულ ნადя-ზე (რომელიც სხვათა შორის, წელს აღმოვაჩინე, რომ ფილმში ჩემი ტოლია, 34 წლის. არადა ნადя ყოველთვის დიდი ქალი მეგონა. ანუ მე დიდი ქალი ვარ? არა რაა. არა!)
არგუმენტი - ერთი ნახვით შეყვარება არ მიიღება :-) (ვხუმრობ რა თქმა უნდა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია ფილმზე).
ბევრი შემედავება, რომ ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში ხდება, მაგრამ იმ "ბევრს" მოდი წინასწარ ვკითხავ - იპოლიტის, ან გალя-ს ადგილას ერთხელ მაინც თუ წარმოუდგენიათ თავი? არადა, ეს საწყალი მსხვერპლებიც რა რეგვენებად ყავთ გამოყვანილი. ისინი ცუდები არიან, შეუგნებლები და ავები. ჟენя და ნადя - კარგები, ლამის აქეთ მსხვერპლები. ერთადერთი ადეკვატური ადამიანი ჟენя-ს დედაა, ფილმის დამაგვირგვინებელი ფრაზით. არადა, რяზანოვს აქვს მართლა კარგი ფილმები, რომლებსაც რატომღაც არასოდეს, ან ძალიან იშვიათად გვაჩვენებენ. რას გადაეკიდნენ ამ "ბედის ირონია"-ს და "Служебный роман"-ს? ბოლოს როდის ნახეთ "Небеса обетованные", ან გარაჟი, რომელიც მართლა შედევრია. ან თუნდაც "Предсказание" .
უკვე ოთხი გამხდარა. რა კინოკრიტიკოსობა ამიტყდა. საქველმოქმედო ფონდის გამდიდრებისთვის ვიღწვი? რას ვაფრიალებ ამ 20 ლარიანებს კაი მეცენატივით :-)
должны все люди ночью спать-ო, გვეუბნებოდნენ ბავშვობაში. სწორი იყო ის ხალხი.
როგორ მენატრება ის დრო. ჩემი საბჭოთა ბავშვობა. რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ნოსტალგია მაქვს იმ პერიოდის. ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება და რა ვქნა? დროის მანქანა რომ არსებობდეს, ერთი–ორი დღით აუცილებლად დავბრუნდებოდი საბჭოთა კავშირში, ბოშებისგან ვიყიდდი რეზინაგამობმულ, ნახერხით გატენილ, ბრჭყვიალა ბურთს, შევჭამდი შოკოლადმოხეხილ ნაყინს, რკინის ვერცხლისფერ ფიალაში და დავღეჭავდი ვარდისფერ პედროს :-)
ეჰ, წავედი, წავედი.
Спокойной ночи, малыши! :-)

P.S. ამ თემას ისევ მივუბრუნდები ახლო მომავალში.

12 comments:

ketketa said...

:))) ძაან საყვარელი ხარ, კალო, რა ვქნა:))))

c. said...

და აი ისიც, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ნანატრი პოსტიც გამოჩნდა! :) მაგარი ხარ, კარგი გამოვიდა ძალიან!

ბაბნიკ ჟენიჩკაზე (ეს მე არ მიკადრებია, ესეც დედამისმა აკადრა :)) ) მეც გეთანხმები, ანუ იმ კუთხით, რომ მაგაზე მეც ვფიქრობ, სხვისთვის ცხოვრების ერთ ღამეში დანგრევით საკუთარი ცხოვრების აშენება რამდენად სწორია.... მაგრამ ნუ მაინც მიყვარს ეს ფილმი და მაგ კუთხით მომავალ 1 იანვარსაც არ შევხედავ და მაინც მესიამოვნება ყურება :))

აი პიანისტზე... რა ვქნა, მაინც მესიმპატიურბა ეგ გმირი, თუ მეცოდება, თუ გული მტკივა. არ ვიცი. ნუ, არ მაღიზიანებს და თან პირველი ემოცია არ მავიწყდება ფილმის ნახვისა. არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი და ბოლომდე გავჩერდი გადაჭედილ დარბაზში და ტირილით არ გამოვვარდი. არა და რამდენჯერმე წამოვიწიე კიდეც სკამიდან, მახსოვს...

ზამთარი მიყვარს და საღოლ, რას ქვია, "მერე რა, რომ ზამთარია"?! :))) აი რას ქვია?! :))) ზაფხულიც უსაშინლესად მიყვარს და ზამთარიც მიყვარს. უბრალოდ მართლა უსასრულობაში თუ არ გადაიზრდება, კარგი იქნება :)

"ჟუვაჩკა, ჟუვაჩკა სიგარეტიიიიი!" ინტონაცია გახსოვთ?! წყნეთში მოარული ციგნების :) :) პატარა რომ ვიყავი, დავდიოდი და ამ ციგნების ხმით და ინტონაციით ვიმეორებდი ამ სიტყვებს :)

მოკლედ და კონკრეტულად, ჩემო კალერ! წერე, წერე! კარგი ხარ! :)

c. said...

პ.ს. გული მიგრძნობს, ამ თემის გაგრძელება არც ისე უწყინარი იქნება :))) "სტერეოტიპების ნგრევა პირველი საუკუნეების ძეგლებიდან იწყება!" - ასე უნდა დაარქვა :)

Marika said...

ააააააააააააჰაჰაააააააააააააააააააააააააა
(ეს უნდა დამეწერა, სანამ ბოლომდე წავიკითხვადი, რომ დავამთავრებ, დანარჩენს მერე ვიტყვი:))

ketty said...

kalo, ra gadasarevad cer, martlac rom!
da jenias rac sheexeba, polemikashi shemoval (magari frazaa!!!:))shentan, ogond blogze ara, mezareba amdeni cera:) xo, arc is gegonos rom romantikis damcvelis rolshi unda mogevlino:)

ise, tu scorad maxsovs, literaturulshi vapirebdit casvlas da kavis da alublis tartis ponze saubars da ratom chaishala?

kalo said...

cavidet mere ket, ja za :-)

Marika said...

შე ინტრიგანო, შენა!
არა, სხვას ვინმეს თუ მოსვლია აზრად, დაფიქრებულიყო – ეს რა დღეში ჰქონია შოთა რუსთაველს ნერვები, ეს რომ დაწერაო. მე მგონი ახალ ჟანრს ჩაუყარე საფუძველი, კერძოდ, ფსიქო–რუსთველოლოგიას..:))რუსთველოლოგიის ახალ განშტოებას..

აუ, ბეტმენის ფორმაში გამოწყობილი რო უნდა მიხვიდე სამსახურში, ძაან კომიკური იყო. გიგა აპირებდა სპაიდერმენის მასკით მისვლას ხალხთან. ზარს რო დარეკავს და ხალხს ეტყვის– გამარჯობათ, მე გაზიდან ვარ:)))

მოკლედ, ჟენიას და ნადიას განხილვა მეზარება, ეგენი ჩემთვის ხელშეუხებლები არიან, ტაბუ! :))ერთი ნახვით შეყვარების ასავალ–დასავალიც არ ვიცი. შენს შეძრწუნებას მინდა შევეხო, როცა აღმოაჩინე, რომ იმ ქალის ასაკის ხარ, რომელიც ყოველთვის "დიდი ქალი" გეგონა :)))))))) ძაან მაგარია, მეც რამდენჯერმე შევძრწუნდი ეგრე.. მაგრამ, იცი რა? რაღაც, ჩვენი თაობა მაინც ცოტა ინფანტილურია წინასთან შედარებით. თუ, რა ვიცი, იქნებ ის კომუნისტური სულისკვეთების ბრალი იყო, ქალები ადრეულ ასაკშივე ზედმეტად ვზროსლად რომ იჭერდნენ თავს, მოკლედ, ვბოდავ ეხლა უკვე..მაგრამ, ბოლოს რა გინდა, მშვენიერ ქარაფშუტულ ნაბიჯს კი დგამს ეგ შენი დიდი ქალი. აი, ისეთ ნაბიჯს, ჩვენ რომ არ გადავგამდით არასოდეს (მოსკოვში რო დაადგება). ხოდა, ეძახე ეხლა შენ იმას "დიდი ქალი" და ჩვენ კიდე ვიყოთ მარად ახალგაზრდა, კაი ტიპები.. მაგას ჯობია – სმოტრი ი უჩის!
:)))))))
რაც შეეხება იპოლიტის ან გალიას მდგომარეობაში შესვლას, მაგ ფილმში არა, მაგრამ მის თანამედროვე სიქუელში(რა ტერმინებით ვჟონგლიორობ, მიყურეთ მეო :))სიქუელი, რაღაც, სიქველეს გავს, როცა ქართული ასოებით წერ..ჰარც)ფრიად თანავუგრძნობ საქმროს, კი არადა, საერთოდ მის მხარეზე ვარ :) რაც გამოწვეულია ჩემი ბრმა სიყვარულით სერიოჟ ბეზრუკოვის მიმართ! აააააა, ვგიჟდები მაგ კაცზე, რიაააა! ბრიგადასაც კი ვუყურებ მისი ხათრით.:))
და ბოლოს, შენს საბჭოთა ნოსტალგიას რაც შეეხება, გიერთდები, ვგიჟდები ნოსტალგიებზე :) მართალია, მე მაინც 90–იანებზე მაქვს გაჭედილი, ანუ, პოსტსაბჭოთა ნოსტალგია მაქვს გამძაფრებული, მაგრამ, ბავშვობა მეც მენატრება თავის პედროებით და ჩეკების მაღაზიით :))
წავედი ეხლა მე, თორემ კიდევ დავწერ რამე ღრმააზროვანს, რაზეც დღის საათებში პასუხს აღარ ვაგებ :)))

c. said...

ჩეკების მაღაზიაააა :))))))))) საკომისიო? და კომერციული? :))))

kalo said...

marika, zaan gaverte sheni komentaris kitxvit :-):-) psiqo-rustvelologiaaa :-):-):-)
uuf, siquel-i ar gamagono,is vabshe ra marazmia. da ra finali akvs. chto za bred. bred pitt :-):-)
mokled, me momcons sheni analizis unari. gaakete xolme xshirad analizebi :-):-)

kalo said...

xoda marika, 90-iani clebis nostalgia rom gaqvs, iyide basa janikashvilis "absurdistani" da caikitxe :-)

Anonymous said...

I like use viagra, but this no good in my life, so viagra no good.

Kalo said...

ამ ანონიმუსს რა უნდა? ვიაგრა შენ და ჯანდაბა :–)))))))