Wednesday, December 23, 2009

ანემიური სიყვარული :-)

მაცივრის თავზე დგას ხილის "ვაზა",
სპეცრაზმელი კი იღიმის ნაზად,
მისი სახელი იქნება ზაზა
და ეყვარება მას გრეგორ ზამზა.
დანას აიღებს გრეგორი ხელში,
გაეჩხირება თევზის ფხა ყელში
გამოეხვევა პერანგში ძველში
და ამოურევს ტარხუნას ყველში.
"პადვალში" ჩავიდა ეხლა,
კიბეზე უმტყუნა ფეხმა,
დაგორდა, როგორც ქვევრი,
სისხლი დაღვარა ბევრი.
ნაზიკო არის ქურუმი,
პლედი აქვს შემოხურული,
პარმაღთან გდია საბრალო ზაზა,
ქურუმის გულში მიწდება ფაზა.
"ნეჟნია" ნაზი, როგორც "მაროჟნი"
და გამოხედვა აქვს მას კაროჟნის,
ზაზას წარბები აუხტა შუბლზე,
ნაზის საკინძე გაეხსნა გულზე.
ხელი მოხვია დაჭრილ ჯარისკაცს,
წამოიწია ზაზამ, გარისკა
ოფლმა დაცვარა ქალის ულვაში,
ზაზა სულ უფრო შედის მუღამში.
ამ დროს იღება სარდაფის კარი
და არენაზე გამოდის ქმარი.
მას ხელთ უპყრია პლასტმასის ქნარი,
მაგრამ არც ისე "კანფეტკა" არი.
ნაზი წამოხტა, იკრავს საკინძეს,
ჩვენი ზაზა კი ვეღარ აკინძეს,
ქმარს ქვია ბადრი, მიიწევს წინა
ქნარით დალეწა სარდაფის მინა.
ანემიური ზაზას თვალებში
გამოჩნდა ბუშტი, სავსე შარდითა,
მხდალი ყოფილა, ფიქრობს ნაზიკო
და აღარ არის ქალი დარდითა.
ბადროსმტყორცნელი, სპორტსმენი ბადრი
თავზე დაადგა უწვერულ ყმაწვილს,
ნიშანდობლივად გამოჩნდა კადრი,
ქმრის რისხვა ჩმორიკ ზაზას რომ აწვიმს.
ცოლს ცრემლს უფარავს შიფონის ჩადრი,
გაბადრულია მეუღლე ბადრი,
მშიშარა ზაზას ბადრის რომ ადრი,
ქალო, არ იცი სპორტსმენის ყადრი?!

ავტორები:
ნინო კალანდია
მარიკა კერესელიძე

1 comment:

Marika said...

ჰარც, არავინ რო არ დააკომენტა :)))
შემოვედი და ..no comments-ო, კომენტარების ადგილზე წერია.. :))
ხოდა, მეც no comments–ს ვიტყვი და ეს იქნება ჩემი კომენტარი (ესაა ჩემი კომენტარი).
პოსტ სკრიპტუმ: ნინო, ყველა ნილეპოსწი კი არ უნდა გამოაქვეყნო ჩვენი, უიმეეე :)))))))))))))