Friday, August 14, 2009

მწვანე შემოდგომა თბილისში

წარმოდგენა არ მაქვს რის დაწერას ვაპირებ.
ბობი მაკფერინს ვუსმენ. Hush little baby :-)
მგონია, რომ ზაფხული უკვე დიდი ხანია გავიდა და გვიანი შემოდგომა დადგა. უბრალოდ, ფოთლებს გაყვითლება დაავიწყდათ.
მწვანე შემოდგომაა თბილისში.
გლობალური დათბობა აღარ ხუმრობს. ისე, ამ პრინციპით შეიძლება ზამთარში დაცხეს,არა? :-)
ორშაბათიდან სამსახური..... მთელი თვე შვებულება, თუ იძულებით დასვენება, რა ვიცი, რა დავარქვა. წამოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ წამოვედი. დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ დავბრუნდი. საოცრად ლოგიკური ჯაჭვია :-):-) თუმცა, კარგად თუ გაერკვევი საქმის არსში, ლოგიკას იპოვი.
ისე, ზღვაზე იგრძნობოდა ზაფხული.
სასიამოვნო წყალი, კამერა, პარეო, შეზლონგი, ბუნგალო , სიცილი. ბევრი სიცილი. და მზე. თითქმის ყოველ საღამოს ვიღებდი ფოტოს, როგორ ჩადიოდა მზე, როგორ წითლდებოდა ბილიკი წყალზე, როგორ უერთდებოდა ჰორიზონტი ზღვას. ვუყურებდი ბაც იისფერ, გამჭვირვალე ღრუბლებს. მაგრამ ბოლოს ყველა ფოტო წავშალე. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ლამაზია, მზის ჩასვლა ფოტოზე იმდენად ბანალური გამოდის, რომ მე ყოველთვის მირჩევნია ვუყურო როგორ ჩავიდა მზე ზღვაში, ვიდრე სურათი ვნახო. ასეთ ფოტოებს რომ ვუყურებ, მზე მიუფასურდება თითქოს :-)
ჯონი კეში "One"–ს მღერის. გარეთ ისევ იღრუბლება.
მენატრება ბანალური პეიზაჟი - როგორ ყლაპავს ზღვა ცეცხლისფერ მზეს.

3 comments:

Keti said...

აი, შენი მწვანე შემოდგომაც ვნახე :)) მართლაც ასეთი გვაქვს! და ამ ზამთარს იმაზე ვფიქრობდი, როგორი თბილია–მეთქი..

ketketa said...

ნინ, რა ტკბილად გიწერია:)
ზღვის სუნიანი პოსტია ეს, მშვიდად მოშრიალე ზღვისსუნიანი ოღონდ:)

S.P. said...

პოეტი ხარ კალო შენ....